სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი 1910-1969 წწ ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. კავთისხევი, კასპი ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი 1910-1969 წწ ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. კავთისხევი, კასპი

1910-1969 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი პაპიაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი 1910-1969 წწ ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. კავთისხევი, კასპი

ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი (25. 08.1910 - 12. 07.1969) 

ქართული ანდაზა გვეუბნება, - თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო!..
აი, ასეთი კაცი-მეთოფე იყო კავთურისხეობელი შიო პაპიაშვილის ვაჟი, ნიკოლოზი, რომელიც ხალხმა "პოხროდ" შეასახელა და სოფლის მეხსიერებაში დარჩა ქართველი მოჭიდავის ეტალონადა და იმდაგვარად ძლიერ მბრკენად, ვისაც მეტოქენი ვერ უძლებდნენ.
კავთისხევში ოდითგანვე ჭიდაობდნენ, ნახერხიან-ჩალა-ქვიშიან წრეში სახელს იგდებდნენ და საქვეყნოდ მაღლდებოდნენ, მეფალავნეთა სახელს მეტოქედ მოსულთ ძნელად ატანდნენ და თვით ფალავანდობდნენ დედაქალაქის, საქართველოს დონეზე...
აქ დიდ ვაჟა-ფშაველასაც (ლუკა რაზიკაშვილს) კი უჭიდავია სეხნიასთან - ლუკა მონასელიძესთან...

პოხრო მათი ჯიშისა და გენის, მათებრი ჯილაგის მოდგმისა გამოდგა, ქართული ჭიდაობის მეღველფე და ნაცრის შემნახავი, სულის შემბერი...
მახლას!
აკი კავთისხევში გამართული ხალხმოზიმზიმე ჭიდაობის მომენტში გარდაიცვალა, გარდაისახა, როცა 59 წლის მოყრამდე ოდენ თვენახევარიღა უკლდა...
1969 წლის 12 ივლისს სოფლის საჭიდაო არენაზე უბნების პირველობა მიმდინარეობდა. აქ იყვნენ ტალიკი ბიჭები, სახელიანი ვაჟები...
შეჯიბრება უკვე მიწურულიყო...
მოტირალმა მორბედმა მაცნემ მსაჯთა მაგიდასთან მიირბინა და სლუკუნით ამოთქვა: - ძიებო, პოხრო პაპა მოკვდა!..
მუსიკოსებმა დაკვრა შეწყვიტეს, მოჭიდავეთა წყვილი წრეში გაშეშდა, ხალხი ფეხზე წამოდგა...
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახალგარდაცვლილის სახელს...
ყველას მოულოდნელად, უცებ კვლავ ახმაურდა დოლი და ზურნა-დუდუკი : პოხროს ხსოვნის საპატივსაცემოდ "საჭიდაო" დააუკრეს. მსაჯთა დათათბირებითა და გულშემატკივართა დასტურით პოხრო პაპიაშვილის ოჯახს საჭიდაო ჩოხა გაუგზავნეს...
ბოლოს კი, უკლებლივ ყველამ, დიდიან-პატარიანად, დიდი პოხროს ოჯახს მიაშურა მისასამძიმრებლად...
15 ივლისს რაიონულ გაზეთ "განთიადში" სამგლოვიარო 2 განცხადება დაიბეჭდა. პირველში მეუღლე ეთერ მარჯანიძე და შვილები, ზერო და კობა, იუწყებოდნენ ქმრისა და მამის, ნიკოლოზ (პოხრო) შიოს ძე პაპიაშვილის გარდაცვალებას, რომ პანაშვიდი გაიმართებოდა 16-ში, ხოლო დაკრძალვა - 17 ივლისს, 3 საათზე სოფელ კავთისხევში;
მეორე განცხადებაში კი გვარის კაცები, ვახტანგ და თენგიზ პაპიაშვილები მწუხარებაში უთანაგრძნობდნენ განსვენებულის ოჯახს...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.08.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0