იოაკიმ იოსების ძე გორგაძე (დ. 1870 – გ. 24 ივნისი, 1936) — ქართველი სასულიერო პირი. იყო ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
დაიბადა 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა იოსებ გორგაძე ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო. იაკინთემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და მოგვიანებით სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1892 წელს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ, ეგზარქოსების ჯვართამაღლების კარის ეკლესიაში სტიქრით შემოსა. სემინარიის დამთავრების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ამავე წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893 წელს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს ორაპნის მაზრის იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო 1896 წლიდან ამავე მაზრაში არსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1898 წლიდან თბილისში გადმოდის საცხოვრებლად და სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1899 წელს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1900 წელს იაკინთე თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს, ამავე წლის 12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის მე–10 ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. 1900 წელს სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო 1904 წლის აღდგომას კამილავკა უბოძეს. აირჩიეს ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად. 1909–1919 წლებში მამა იაკინთე იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი, გამგეობის წევრი და სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარე. 1910 წელს მამა იაკინთეს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1916 წელს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1919 წელს ბორჯომში უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა, სადაც იგი დროებით გამგედ და მასწავლებლად დანიშნეს. ის აწყურის ეპარქიის დელეგატის სტატუსით, მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე–2 საეკლესიო კრებაზე. 1922–1923 წლებში ბორჯომში ეკლესია დაიკეტა. გარდაიცვალა 1936 წლის 24 ივნისს. დასაფლავებულია ბორჯომის სამოქალაქო სასაფლაოზე.
გორგაძე იაკინთე იოსების ძე. 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო მღვდელი. 1915 წლის 3 იანვარს გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე, მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე, რაჟდენ გვერდწითელი, გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი, ილარიონ ლევანის ძე დალაქიშვილი, ყარამან კობახიძე და კირილე გლახოს ძე პაქსაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.19
დეკანოზი იაკინთე გორგაძე 1870-1936
დეკანოზი იაკინთე 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში, მღვდელ იოსებ შიოს ძე გორგაძისა და რუსუდან ბურჯანაძის ოჯახში დაიბადა. მღვდელი იოსები სოფელ ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. ბუნებრივია, პატარა იაკინთეც ადრეული ასაკიდანვე დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურების მიმართ ინტერესი და მონდომება გამოიჩინა. მამასთან პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. 1986 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1892 წლის 26 იანვარს, ჯვართამაღლების სახელობის კარის ეკლესიაში, წირვის დროს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარით შემოსა. სემინარიის დასრულების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა მარიამ ამბაკოს ასულზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: გრიგოლი, ნინო და ნონა.
1892 წლის 21 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893 წლის 16 იანვარს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მეუფე გაბრიელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხალხში სწავლა-განათლებისა და ცოდნის დონის ამაღლებას. სამღვდელო პირსაც დიდი სიფრთხილით არჩევდა და უმეტესად სემინარიის კურს- დამთავრებულს ანიჭებდა დიდ უპირატესობას. ასე მოიქცა მამა იაკინთეს შემთხვევაშიც. როგორც განათლებული, ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი, 1895 წელს შორაპნის მაზრის, იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო მომდევნო წლიდან ამავე მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა, სადაც 1898 წლამდე იმსახურა. 1898 წლიდან მამა იაკინთე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად და თბილისის სასულიერო სემინარიის სამაგალითო სკოლის მასწავლებლად ინიშნება. 1899 წლის 15 ოქტომბერს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1900 წლის 16 აპრილს თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს. ამავე წლის 12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის მეათე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1900 წლის 20 მაისს სკუფიით დააჯილდოვეს, ხოლო 1904 წლის აღდგომას — კამილავკა უბოძეს. ბორჯომში დანიშნული მამა იაკინთე განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობს სასწავლო დარგში. გარდა საღვთო სჯულის სწავლებისა, იგი ინიშნება ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად, სადაც 1918 წლამდე იმსახურა. 1909-1919 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გამგეობის წევრი და სამკითხევლოს გამგეობის თავჯდომარე. 1910 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1916 წლის 6 აგვისტოს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდენსტვინსკი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მამა იაკინთეს დეკანოზის წოდება მიანიჭა, ხოლო მამამისი, მღვდელი იოსები, კამილავკით დააჯილდოვა. 1919 წელს ბორჯომში გაიხსნა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელშიც მამა..
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.20
დეკანოზი იაკინთე გორგაძე 1870-1936(დასასრული)
იაკინთე დროებით გამგედ და მასწავლებლად დაინიშნა. მამა იაკინთე მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაში, როგორც აწყურის ეპარქიის დელეგატი. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ხელისუფლებამ დაუნდო-ბელი ბრძოლა გამოუცხადა სამღვდელოებას და ყველანაირად შეავიწროვა. დაიხურა ეკლესიები და მოძღვრებს აეკრძალათ სკოლებში მასწავლებლობა. 1922-23 წლებში ბორჯომში დაიკეტა ეკლესია და მამა იაკინთეც სამსახურის გარეშე დარჩა. ყოველმხრივ შევიწროებული, იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა და ერში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. აი, რას წერს იგი 1925 წლის 12 მაისს გორის სამაზრო განათლების მუშაკთა კავშირს: „1923 წელში მე ჩემი ნებით თავი დავანებე მღვდლობას და შევედი მასწავლებლად ბორჯომის ქართულ მთლიან სკოლაში, სადაც დღესაც ვმსახურებ. ამავე დროს ვმსახურებ ქართული ენის მასწავლებლად და საქმის მწარმოებლად ბორჯომის საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში. მე მიმიძღვის პედაგოგიურ ასპარეზზე და სამოსწავლო ნაწილში მუშაობა და სამსახური 28 წლის განმავლობაში. მაქვს სურვილი და ღონეც შემწევს განვაგრძო სამსახური და რადგანაც საბჭოთა ხელისუფლებამ მიაქცია ყურადღება პედაგოგიურ ასპარეზზე დიდი ხნის ნამსახურებ და ნამოღვაწარ მუშაკებს სახალხო განათლების საქმეში და აჯილდოებს მათ, ვინც კიდევ მაინც განაგრძობს მუშაობს ამ დარგში, ყოველთვიურად 10 მანეთით, ამისთვის ვიმედოვნებ, რომ მე არ ვიქნები დატოვებული უყურადღებოდ და დამენიშნება გადაწყვეტილი პენსია საერო წესით. წასული 1924 წლის 15 დეკემბრიდან ამა წლის 15 თებერვლამდე მე ვასრულებდი ბორჯომის პროფ-ტექნიკური საღამოს კურსების გამგის თანამდებობას და ვმასწავლებლობდი, ხოლო 15 თებერვლიდან საღამოობით ვაწარმოებდი მეცადინეობას წერა-კითხვის უცოდინართა სალიკვიდაციო სკოლაში“. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა იაკინთემ ბორჯომში, მშობლიურ სახლში გაატარა. იგი 1936 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ბორჯომში, საერო სასაფლაოზე.