სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11760

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მანდარია მიქაელი 1872-1943წწ  არქიმანდრიტი 1919 წლიდან ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრი დაბ. სოფ. ოდიში, ზუგდიდი მანდარია მიქაელი 1872-1943წწ  არქიმანდრიტი 1919 წლიდან ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრი დაბ. სოფ. ოდიში, ზუგდიდი

1872-1943 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მანდარია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

438       ბეჭდვა

მანდარია მიქაელი 1872-1943წწ არქიმანდრიტი 1919 წლიდან ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრი დაბ. სოფ. ოდიში, ზუგდიდი

არქიმანდრიტი მიქაელი, ბერი საბა ფულარიანი და ბერდიაკონი პართენ აფციაური


მანდარია (მარჯვნივ) არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და მიხეილ თოთიბაძესთან ერთად

არქიმანდრიტი მიქაელი (მანდრია) (1872-1943)
არქიმანდრიტი მიქაელი 1872 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. კეთილმორწმუნე მშობლებმა პატარა მეთოდე ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მიაბარეს. სადაც მან წერა-კითხვა, წმინდა წერილი, საეკლესიო ტიბიკონი და გალობა შეის-წავლა. ამ დროისათვის ნამარნევის მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი კირილე (გაბუნია). მონასტრის გარემომ და ბერების წმიდა ცხოვრების მაგალითმა მეთოდეს ფლისადმი თავის მიძღვნა გადააწყვეტინა. 1898 წლის 13 იანვარს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახე-ლობის მონასტერში მორჩილად განამწესეს. ამავე წლის 30 სექტემბერს ბერად აღიკვეცა და სახელად მიქაელი ეწოდა. 1899 წლის 9 აგვისტოს ნამარნევის მონასტერში გადაიყვნეს და ამავე წლის 23 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1902 წლის 9 იანვარს რაჭაში, ჭელიშის ყოვ-ლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ამავე წლის 26 ოქტომბერს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.


1904 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი კირილე (გაბუნია). სულიერი მოძღვრის გარდაცვალებამ ძლიერ დაამწუხრა მამა მიქაელი. 1905 წლის 19 ივნისს, თავისი თხოვნით, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში დაინიშნა. 1906 წელს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1907 წლიდან პერიოდულად აღასრულებდა ონასტრის ხაზინადარის მოვალეობას. 1914 წლის 9 ივლისს გაემგზავრა რუსეთში.  გადასახლებაში მყოფ არქიმანდრიტ ამბროსისთან (ხელაია) იგი გარკვეული პერიოდი მსახურობდა მესენაკედ და მორალურად და სულიერად განამტკიცებდა მას. 1915 წელს საქართველოში დაბრუნდა და კვლავ ნათლისმცემლის მონასტერში განაგრძო მსახურება. 1919 წლის ზედაზენის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1923 წელს საგურამოს წმინდა თადეოზ მოციქულის სახელობის ეკლესია მოძღვრის გარეშე დარჩა და საკათოლიკოსო, საბჭოს განჩინებით მრევლის სულიერი წინამძღვრობა და წირვა-ლოცვის აღსრულება მამა მიქაელს დაევალა. 1925 წლის 14 ოქტომბერს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1929 წლის 12 ივლისს იღუმენი მიქაელი წერილით მიმართავს წილკნელ ეპისკოპოსს პავლეს (ჯაფარიძე): „თქვენი მეუფების წარდგინებით, საკათალიკოსო სინოდს უნებებია ჩემი არქიმანდრიტის ხარისხზე აყვანა. რომლისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ. ჩემი სული და გული იხარებს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით ვეღირსე ასეთ ყურადღებას, ჩემი სასულიერო მთავრობისაგან. გთხოვთ, მომისმინოთ და მიიღოთ ჩემი მოხსენება. მე თქვენი ლოცვა-კურთხევით და ღვთის შემწეობით თქვენს მორჩილებას როგორც მონასტერში, ისე მრევლში ვასრულებ. თითქმის დღე-მუდამ მიხდება კოკით წყლის ზიდვა, ხურჯინით, ცულით და თოხით მუშაობა, რომ შევინახო მონასტერში არსებული საძმო და პირნათლად შევასრულო ჩემი მოვალეობა მათ წინაშე. ამიტომ ხსენებული ხარისხი არ უდგება ჩემს მდგომარეობას, ამ ხარისხს კეთილად მოწყობილი მონასტრული და ეკლესიური კრებული და ბევრი სხვა რამ სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, ნუ დამავალებთ მივიღო ჯერჯერობით ეს ხარისხი და შემავედრეთ ლოცვითა იოანე ზედაზნელსა და ნინო ქართველთა განმანათლებელს, ჩვენს ეკლესიას და კერძოდ მონასტერს შეუქმნას იესო მაცხოვარმა ისეთი პირობები, რომ ღირსეულად და შესაფერისად მოვაწყო ძმათა ცხოვრება და შეურცხვენლად მივიღო თქვენი ხელიდან სანატრელი ხარისხი“. მიუხედავად მისი წერილისა, ამავე წელს მას არქიმანდრიტის წოდება მაინც მიენიჭა. 1935 წლის 31 მარტს, წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) წერილით მიმართავს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „თქვენმა უწმიდესობამ უწყის, რომ ჩემს ეპარქიაში მხოლოდ ოთხიოდე მღვდელია, რომლებიც ემსახურებიან მორწმუნეთ მოთხოვნილების დროს. საგურამოს და მის გარშემო მცხოვრებთ ემსახურება ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია), პიროვნება ყოვლად-პატიოსანი, უანგარო და ხალხისაგან პატივდებული, ჩემგან მიცემული აქვს მანდატი, რომ ემსახუროს სოფელს. ამ ორი კვირის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას თუ სხვას, არ ვიცი, აუკრძალავთ მისთვის სოფელში წასვლა და იქ სამსახური. სოფელ საგურამოს მცხოვრებლებმა გამომიგზავნეს განცხადება და მთხოვენ, მივსცე ნება არქიმანდრიტ მიქაელს, ემსახუროს მათ. წარმოვადგენ რა თქვენს უწმიდესობასთან მორწმუნეთა თხოვნას, უმდაბლესად გთხოვთ, როგორმე გამოარკვიოთ და იშუამდგომლოთ ვისთანაც ჯერ არს, რომ არქიმანდრიტი მიქაელი ემსახუროს იმ სოფლის მცხოვრებთ, რომელნიც ჩაბარებული აქვს. 


არქიმანდრიტი მიქაელი (მანდრია) (1872-1943) (დასასრული) (40)
აქვე მოვიყვანთ საგურამოელთა განცხადებას — ჩვენ ქვემოთ ამის ხელის მომწერნი გთხოვთ, ნება მისცეთ ზედაზენის არქიმანდრიტ მიქაელს და მის თანაშემწე იღუმენ ექვთიმე კერესელიძეს მასზედ, რომ გვემსახურონ საჭიროების დროს, მღვდელმოქმედების წესების შესრულებით. ვინაიდან ჩვენ საკუთარი მღვდელი არ გვყავს. ხელს აწერენ: ისააკ უნ-დილაშვილი, აბრაამ ქურციკიძე, შაქრო ჩილაური, სვიმონ ჩინაშვილი, გიორგი ბედუკიძე, ივანე ბედუკიძე, სანდრო უნდილაშვილი, ივანე უნდილაშვილი, საბა ბიჩნიგაური, ტატო შონთიშვილი, სოლომონ მოძღვრიშვილი“. სოფელ საგურამოში დღემდე შემორჩენილია არქიმანდრიტი მიქაელის ხსოვნა, როგორც უანგარო და მოწყალე მოღვაწისა. თავად არაფრის მქონე ყო-ველთვის ცდილობდა სხვას შესწეოდა. მოსახლეობაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მონასტერს. 1943 წელს სანოვაგის წამოსაღებად ჩამოსული მამა მიქაელი მოკლული იპოვეს. ხმა გავრცელდა, ჯარისკაცებმა მოკლეს კომენდანტის საათის დარღვევისთვისო. იგი ზედაზნის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. არქიმანდრიტი მიქაელის ამქვეყნიური ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის თავდადების  თვალსაჩინო მაგალითია.




მოხუც ბერთათვის სანოვაგის შესაგროვებლად სოფელში ჩამოსული მამა მიქაელი ჯარისკაცებმა მოკლეს

როგორც კი მცხეთაში შევალ, მაშინვე მახსენდება ის ადგილები, რომლებიც არასოდეს მომილოცავს, მათ შორის - ზედაზენი...

ამ წმინდა ადგილის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება - ჯერ წარმართული საკერპო ედგათ იქ ძველ ქართველებს, შემდეგ კი, უკვე ქრისტეს ნათელღებულებმა, მამათა მონასტერი დააფუძნეს მის ადგილას.

უამრავ წმინდა მამას უცხოვრია ძველთაგანვე ზედაზენზე. ზოგის სახელი და ვინაობა მხოლოდ უფალმა იცის, მაგრამ იყვნენ ისეთნიც, რომელთა ცხოვრება და სახელი ნუგეშად ექცა საქართველოს...

ბოლო დროის ზედაზნელ ბერებზე რომ ვფიქრობ, მაშინვე რამდენიმე სახელი მაგონდება - მამა პართენ აფციაური, მამა საბა ფულარიანი, არქიმანდრიტი მიქაელ მანდარია. ამ ფოტოზე ეს სამი ბერი ერთად აღბეჭდა ფოტოკამერამ, უფალმა კი სამუდამოდ დაუკავშირა მათი ბედი ერთმანეთს...

მამა პართენი იმ დროს მორჩილი იყო, სწორედ ამ დიდი ხუცესებისგან ისწავლა იესოს ლოცვა და მდუმარების ღვაწლი.

ზედაზნის მოხუც ბერებს, რომლებსაც ახალგასაბჭოებულ საქართველოში უმძიმეს დროს წამოეწიათ სიბერე, მამა პართენი და შემდეგ მამა მიქაელ მანდარია უვლიდნენ.

მამა მიქაელი 1872 წელს დაიბადა, მშობლებმა ბავშვობიდანვე მიაბარეს ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს, სადაც წერა-კითხვა, საეკლესიო ტიპიკონი და გალობა შეისწავლა.

მონასტრის გარემომ და იქ მოღვაწე მამათა წმინდა ცხოვრებამ პატარა მეთოდეს (მამა მიქაელის საერო სახელია) ბერად აღკვეცის სურვილი გაუჩინა. და 1898 წელს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში აღიკვეცა კიდეც ბერად მიქაელის სახელით.

უამრავი განსაცდელი და ტანჯვა გამოიარა მამა მიქაელმა. როცა საქართველოს მაშინდელი პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია, ხელისუფლებამ გადაასახლა, მას თან გაჰყვა მამა მიქაელიც და როგორც შეძლო, ემსახურა ტანჯულ პატრიარქს.

1915 წელს მამა მიქაელი კვლავ დაუბრუნდა სამშობლოს და ისევ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში იწყო მსახურება, 1919 წლიდან კი ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1923 წელს უმოძღვროდ დარჩენილ საგურამოს წმინდა თადეოზ მოციქულის სახელობის ტაძარსაც და იქაურ მრევლსა და მოსახლეობასაც პატრონობდა. საგურამოელებს დღემდე ახსოვთ მისი დიდი სათნოება, სიმდაბლე და რწმენა. თავად უქონელი, იქით ცდილობდა ყველას დახმარებას და ნუგეშისცემას, ამიტომ იმ მძიმე, მშიერ, სასტიკ წლებში ამხელა სიკეთის დამნახავი მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ზედაზნის მონასტერს.

იცი, როგორ გარდაიცვალა მამა მიქაელი?! 1943 წელს სოფელში მოხუც ბერთათვის მოსახლეობის შეგროვებული სანოვაგის წამოსაღებად ჩამოსული მოკლული იპოვეს. ხმა გავრცელდა, ჯარისკაცებმა მოკლეს კომენდანტის საათის დარღვევისთვისო...

მამა მიქაელი მის საყვარელ ზედაზნის მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

შეგვეწიოს მისი ლოცვა!

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.09.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0