მღვდელი თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე 1866-1967წწ
დაიბადა 1866 წელს ჭიათურის რაიონ სოფელ გუნდაეთში სწავლობდა ქუთაისში ეპისკოპოს გაბრიელის მიერ დაარსებულ სასწავლებელში. 1889-1926 წლებში მედავითნეობდა საჩხერის ეკლესიაში. 1926-1930 წლებში იყო საჩხერის რაიონის სოფ. ცხამის ეკლესიის წინამძღვარი. 1930-1945 წლებში იძულებული გახდა განმოსილიყო. 1945-1954 წლებში ჭიათურის რაიონის სოფელ გუნდაეთის ეკლესიის წინამძღვარია. 1954 წლიდან გარდაცვალებამდე ჭიათურის მღვიმის მონასტრის მღვდელია. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ გუნდაეთში.'
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16ნოემბერი 2005წ გვ.28
დეკანოზი თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე და ურბნელ-მარგველი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი - შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)
დეკანოზი თომა დაიბადა 1866 წელს სოფელ გუნდაეთში. სასულიერო განათლება მიიღო გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) მეთვალყურეობით, მთავარდიაკონ ტარასი ტყეშელაშვილთან. 1886 წელს განაწესეს მედავითნედ მშობლიურ სოფელში. 1926 წლის ზაფხულში მარგველი ეპისკოპოსის ვარლაამის (მახარაძე) მიერ ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად და დაინიშნა თავისსავე სოფელში წმ. გიორგის ეკლესიაში. 1930-1945 წლებში, ბოლშევიკების ტერორის გამო ვეღარ გააგრძელა ღვთისმსახურება ეკლესიაში, მაგრამ ანაფო-რა არ გაუხდია და სოფელში ჩუმად ასრულებდა წესებს მორწმუნეთათვის. 1953 წლის 5 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) დანიშნა მღვდლად ჭიათურის რ-ნის მღვიმევის მაცხოვრის სახელობის სამრევლო ეკლესიაში (ყოფილ დედათა მონასტერში), იღუმენია ელენეს (კიკნაძე) თხოვნის საფუძველზე. მამა თომა იმავე ეკლესიის ეზოში დასახლდა. 1950-იანი წლების ბოლოს ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე) ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის ხარისხით. 1966 წელს მამა თომას თბილისში შვილებმა და შვილიშვილებმა გადაუხადეს 100 წლის იუბილე. დეკანოზ თომას და მის მეუღლეს ეკატერინე გამყრელიძეს ჰყავდათ ექვსი შვილი: მარიამი, ქსენია, თამარი, ოლღა, გიორგი და ანდრია. დეკანოზი თომა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. წესი ანდერძისა უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II ლოცვა-კურთხევით შეასრულა დეკანოზმა ალექსანდრე ერაძემ. ფოტო გადაღებულია 1960-იანი წლების დასაწყისში.