მღვდელი გრიგოლ იოსების ძე ხარიტონაშვილი
დაიბადა, 1883 წელს სოფელ ველისციხეში (გურჯაანის რაიონი). 1897 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სასულიერო სასწავლებელი. 1900-1907 წლებში ასწავლიდა ახალციხის საეკლესიო სკოლაში. 1907-1916 წლებში მედავითნეობდა აწყურის ეკლესიაში. 1916-1917 წლებში იყო ახალციხის ეკლესიის დიაკვანი 1917-1925 წლებში იყო ახალციხის რაიონის სოფელ საკირის ეკლესიის მღვდელი. 1925-1949 წლებში იყო ბაკურიანის ეკლესიაში. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე მანგლისის ეკლესიის წინამძღვარია. ოჯახი ცხოვრობდა მანგლისში.