სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11759

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
არსენ ანდრიას ძე კვირკველია 1887-1980წწ მართლმ მღვდელი დაბ. სოფ. გარახა (ნაჯაგუ) ჩხოროწყუ არსენ ანდრიას ძე კვირკველია 1887-1980წწ მართლმ მღვდელი დაბ. სოფ. გარახა (ნაჯაგუ) ჩხოროწყუ

1887-1980 წწ. გარდ. 93 წლის

ბმულის კოპირება



გვარი კვირკველია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

621       ბეჭდვა

არსენ ანდრიას ძე კვირკველია 1887-1980წწ მართლმ მღვდელი დაბ. სოფ. გარახა (ნაჯაგუ) ჩხოროწყუ

მღვდელი არსენი დაიბადა 1887 წელს სოფელ გარახაში ( სოფელი ნაჯაგუ)  ღვთისმსახურის ანდრია კვირკველიას ოჯახში.

ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. მამა არსენი მღვდლად განაწესეს სოფელ გარახის წმიდა გიორგის ეკლესიაში.  აქ მსახურებას   დაემთხვა რეპრესიების პერიოდი.


 ამ დროს ეკლესიებიდან ჩხოროწყუს მილიციამ ჩაიბარა ვერცხლის ჯამები და სახანძრო ნაწილისთვის გადაუციათ.    ინგრეოდა და პარტახდებოდა ეკლესიები. მამა არსენს სასულიერო მოღვაწეობა აეკრძალა.

მამა არსენი  1978 წლის ივლისში კვლავ შეიმოსა  მღვდელმსახურის სამოსით. საუკუნეს მიღწეული მოძღვარი ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა მამა არსენი დიდი პატივით მიიღო. საუბრისას აღუნიშნავს“ ახლა რა  ბრწყინვალედ გალობ  და წარმომიდგენია ახალგაზრდობაში ადრინდელი მსახურებაო”.  იმ დრიდან ჩხოროწყუელებს საშუალება მიეცათ   აქტიურად მისულიყვნენ მოძღვართან.

 მამა არსენი 1980 წლის 7 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია ზედა გარახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში.

მამა არსენის შთამომავალმა რამაზ კვირკველიამ ეკლესიას დაუბრუნა არსენის ნაქონი სამღვდელო კონდაკი და კურთხევანი, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა.

1888 – 1911 წლების მეტრიკულ წიგნებში გარკვეული მონაცემებია საერო და სასულიერო პირების შესახებ. 1901 წლის 8 სექტემბერს ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს მინაწერია  გაუკეთებია, რომ მეტრიკული წიგნი კარგად არის ნაწარმოები, 1886 წლის მონაცემებით  ეკლესია შედიოდა მოიდანახის  საბლაღოჩინო ოლქში. სხვადასხვა დროს მართავდნენ ბლაღოჩინები: სამსონ ანჯაფარიძე ( 1884-1891 წწ ), დეკანოზი კონსტანტინე ბერიძე ( 1892-1911წწ),


მღვდელი ბესარიონ თოდუა ( 1906)

ზედა გარახის ეკლესიაში მსახურობდნენ მღვდელი ბესარიონ კვირკველია (1883-1980 წწ ) მღვდელი იესე კვირკველია ( 1883-1909 წწ )  მღვდელი კონსტანტინე კვირკველია ( 1901-1909 წწ ) მღვდელი სვიმონ კვირკველია (1908-1911 წწ ) დიაკონი ანდრია კვირკველია (1888-1906 წწ ) დიაკონი სოფრომ რომანოზის ძე კვირკველია (1897-1902 წწ ) მედავითნე კონსტანტინე კვირკველია (1908-1911 წწ )  მედავითნე თევდორე იოანეს ძე შენგელია (1908-1909 წწ )

1883-1892 წლებში  მედავითნედ, ხოლო 1891-1897 წლებში დიაკონად მსახურობდა მოსე რომანოზის ძე კვირკველია,რომელიც შემდგომში მღვდლად აკურთხეს ფოთის საკათედრო ტაძარში და განამწესეს  სოფელ კირცხის წმიდა გიორგის ეკლესიის მეორე მღვდლად. პირველ მღვდლად მაშინ მსახურობდა „მამლუქის“ ავტორი კონდრატე თათარაშვილი.  მოსე შემდგომში მსახურობდა სოფელ ლიაში. 1903 წელს ის ხელისუფლებისგან დაჯილდოვდა წმინდა ანას ორდენით და ბიბლიით. მამა მოსე დეკანოზის ხარისხში აღესრულა 1937 წელს . განისვენებს ზუგდიდში.

ამავე მეტრიკული ჩანაწერებით ცალკეულ შემთხვევებში მღვდელმსახურებას ასრულებდნენ გაბრიელ  შელია, გიორგი გეგეჭკორი, დიაკონი თადეოზ კვარაცხელია, მედავითნე სვიმონ დავითის ძე შონია. მედავითნეობის თანამდებობის აღმასრულებელნი: ნესტორ ახალაია  და ლეონტი კვირკველია (1908)

ზედა და ქვედა გარახას ეკლესიებში  ღვთისმსახურება 1924 წელს აიკრძალა და აქ კლუბები იქნა გახსნილი.  შემდგომში შენობები დაშალეს. ამჟამად ამ ადგილებზე ნასახლარებია

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ჟურნალი “მოამბე”


საპატრიარქოს უწყებანი N9 12-18მარტი2009წ გვ.19


მღვდელი არსენ კვირკველია 1887-1980

მღვდელი არსენი 1887 წელს სამეგრელოში, სოფელ გარახში, მღვდლის ანდრია კვირკველიას ოჯახში დაიბადა. ჭეშმარიტ ქრისტიანულ გარემოში მყოფი, ბავშობიდანვე მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთებით იზრდებოდა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი XX ს-ის დასაწყისში თბილისის სასულიერო სემინარია. სასწავლებელში ყოფნის პერიოდს მამა არსენი სიჭარმაგეში ტკბილად იგონებდა. XX საუკუნის 10-იან წლების ბოლოს მამა არსენს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და გარახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მისი მსახურების დასაწყისი დაემთხვა მკაცრი რეაქციის პერიოდს, 20-იანი წლები მძიმე ხანა იყო საქართველოს ისტორიაში, ერს ტკივილიანი საცდური მოეძალა. როგორც სხვაგან, სოფელ გარახის ეკლესიაც დაკეტეს —კლუბად გადააკეთეს, ხატები წაიღეს. თანამედროვეთა გადმოცემით, ვერცხლის ჯამები ჩხო-როწყუს მილიციამ ჩაიბარა. ზარი სახანძრო ნაწილისათვის გადაუციათ, ქრისტიანები კი იდევნებოდნენ. ამ წლებმა კიდევ უფრო განამტკიცა და სულიერად გაამდიდრა მამა არსენი, ამდენი განსაცდელისა და გაჭირვების

9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 12-18მარტი2009წ გვ.20

მღვდელი არსენ კვირკველია 1887-1980(დასასრული)

დათმენამ თავისი ნაყოფი გამოიღო, როცა უკეთურმა ჟამმა გადაიარა. მას აიძულებდნენ გაეკრიჭა წვერი, თავი დაენებებინა ღვთისმსახურებისათვის, მაგრამ ის თავისი რწმენის, უფლისადმი სიყვარულის ერთგული დარჩა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, 1978 წლის ივ-ლისში, უფლის ნებით, იგი ისევ შეიმოსა მღვდელმსახურის სამოსით. დოკუმენტში ვკითხულობთ: „მღვდელ არსენ კვირკველიას! მცხოვრებს ჩხოროწყუს რაიონი, სოფელ ზედა გარახში, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ძალისაებრ შენისა, შეასრულო ყოველგვარი მღვდელმოქმედება, რისი შესრულებაც ჯერ არს მღვდლისაგან, დღევანდელი დღიდან — 9. VII. 1978 წელი იოანე ჭყონდიდელი ეპისკოპოსი“. ჭეშმარიტად სასიხარულო იყო საუკუნეს მიღწეული მხცოვანი მღვდლის შეხვედრა სენაკის სამღვდელმთავრო სახლში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან. კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი სიყვარულით მიიღო მამა არსენი, მასთან საუბრისას უწმიდესს აღუნიშნავს: „ახლა რა ბრწყინვალედ გალობა  და წარმომიდგენია შენი ადრინდელი ეკლესიაში მსახურებაო“. იმ დღიდან ჩხოროწყუელებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლში მისულიყვნენ მოძღვართან, რომელიც უშურველად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, წესის აგებას. მამა არსენს მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ჰყავდა ორი ტყუპი შვილი ― ბორისი და გლები. ორივე გარდაცვლილები არიან. გლების 6 ვაჟიშვილი დარჩა. ყველა დაოჯახებულია. უფროსს იერო– ნიმე ჰქვია. ბორისს 2 შვილი დარჩა. მამა არსენის შვილიშვილები, შვილთაშვილები პატიოსნებით, უფლისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. მღვდელი არსენი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, უფლისადმი ღრმა სიყვარულით. განსაკუთრებით უყვარდა პატარებთან საუბარი. ურიგებდა მათ ხურდა ფულს, ხშირად ლოცავდა. მღვდელი არსენი 1980 წლის 7 მარტს აღესრულა. დაკრძალულია გარახის უბნის ცენტრალურ სასაფლაოზე. ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ზაურ ჯალაღონიას და ვახტანგ მამფორიას



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.11.2023
ბოლო რედაქტირება 15.09.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0