სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
პიმენი (შიო) ფარსადანიშვილი 1855-1940წწ იღუმენი დაბ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა პიმენი (შიო) ფარსადანიშვილი 1855-1940წწ იღუმენი დაბ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა

1855-1940 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ფარსადანიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

პიმენი (შიო) ფარსადანიშვილი 1855-1940წწ იღუმენი დაბ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა

შიო ფარსადანიშვილი დაიბადა 1855 წელს თელავის მაზრაში გლეხის ოჯახში. სასწავლებელში არ უსწავლია. დაქვრივების შემდეგ ბერობის სურვილმა ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში მიიყვანა.

   1896 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. იმევე წელს თბილისის ფერისცვალების სახლობის მონასტერში არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ბერად აღკვეცა და სახელად პიმენი უწოდა.


   1896 წელს მეუფე ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ხირსის მონასტრის საძმოში განამწესა.

   1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1902 წელს შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

   1908 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   1911 წელს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს.

   1913 წელს იგივე მონასტერში ხაზინადრად დაინიშნა.

   1913 წელს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა.

   1914 წელს შუამთის მონასტერში გადაიყვანეს.

   1915 წელს აწყურის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.

   1927 წელს კომუნისტებმა შუამთის მონასტერი დახურეს და მამა პიმენი სოფელ ვანთის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1929 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა.

   იღუმენი პიმენი გარდაიცვალა 1940 წლის 14 თებერვალს.

 შემორჩენილი წერილი, რომელსაც ამავე მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა) უგზავნის მონასტრის ძმობას: “მაღალ ღირს იოვანე ნათლის მცემლის არქიმანდრიტს გერასიმეს - უზომოთ და გამოუთქმელად შემაწუხა ტრაგიკულმა სიკვდილმა მეტად ღირსის მამა იაკობისამ. ღმერთმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ზეცათა სასუფეველი. ეხლა ჩემის ამა მოწერილობისა თანავე გააღეთ მისი სენაკი თანდასწრებით ყველა ძმათა და აღწერეთ ყოველივე რაიცა ცხოვნებულს დარჩა ან ფულად ან ტანისამოსით. მოაწერეთ ყველამ ხელი და ეს აქტი მე გამომიგზავნეთ მთავრობასთან წარსადგენად. მერმეთ ყოველის პატივისცემით და გულს მოდგინებით და სიყვარულით, ისე როგორც იმედი მაქვს დაასაფლავეთ. ამასთანავე გიგზავნით ოთხს ცალს .. ნახვამდის. გულით ვინაწილებ ძმათა მწუხარებას მამა იაკობისა. თივის საქმე თქვენ იცით. დაბეჭდილი ნივთების .. რომელიც მამა იაკობს ჰქონდა, მამა მაკარის ჩააბარეთ. თქვენი არქიმანდრიტი ნაზარი“. ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი: მღვდელმონაზონი ზენონი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - სამახსოვრო მედალი
    რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით
  • 1908 - სამკერდე ოქროს ჯვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.12.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0