სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 ბედიაშვილი  ვლადიმერ იოანეს ძე, დაბ. 1876წ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბაცალიგოს სამრევლო  ბედიაშვილი  ვლადიმერ იოანეს ძე, დაბ. 1876წ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბაცალიგოს სამრევლო
ბმულის კოპირება



გვარი ბედიაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

155       ბეჭდვა

ბედიაშვილი ვლადიმერ იოანეს ძე, დაბ. 1876წ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბაცალიგოს სამრევლო

1876 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.
1892 წელს თავისი პირადი ხარჯებით სოფელ საგარეჯოში დაარსა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც გააწყო სასკოლო მერხებითა და ავეჯით. ვლადიმერი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს საგარეჯოელ მოზარდებს.
1901 წლის 23 სექტემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბაცალიგოს სამრევლოში დაინიშნა. ამასთან მამა ვლადიმერი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრიც გახდა.
1911 წლის 19 მარტს ბაქოს გუბერნიაში მდგარი ამიერკავკასიის მეორე დივიზიის N52 საარტილერიო პოლკის სამხედრო ეკლესიაში ვნებისა და ბრწყინვალე შვიდეულის მსახურებათა ჩასატარებლად გაიგზავნა. იქიდან მობრუნებული 17 მაისს მცხეთის „ოლღას“ წმინდა ეკატერინეს სახელობის რუსული დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად დაინიშნა.
1911 წლის 1 ნოემბრიდან -1912 წლის 30 ივლისამდე მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს 

გვ165
სახელობის მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1912 წლის 24 ივლისს მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის რუსულ დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1912 წლის სექტემბერში სოფელ მამკოდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წლის 22 ივნისს სკუფია უბოძეს. 

ჰყავდა 6 შვილი, გარდაიცვალა სავარაუდოდ1920 წელს. მისი ქვრივის, ნინო ქამუშაძის გადმოცემით, გზაზე უნახავს ტიფით ავადმყოფი ბიჭი, მიუხედავს, მოუკეთებია, თვითონ დაავადებულა და გარდაიცვალა. მისი ძმა იყო ასევე მღვდელი, სპირიდონი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0