1863 წელს ახალციხის მაზრაში, სრფელ მუსხში მღვდლის ოჯახში დაიბადა.
1880 წელს დაამთავრა ახალციხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი.
1881-82 წლებში პედაგოგიური კურსები გაიარა და მასწავლებლად მუშაობის უფლებამიენიჭა.
1882-84 წლებში კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების მასწავლებლად მუშაობს.
1884-88 წლებში ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწეა.
1888 წლის 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროკირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, სოფელ ბელაქანის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.
1889 წლის 23 აგვისტოს თავისი თხოვნით ახალქალაქის მაზრაში, სოფელ ბარალეთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1894 წლის 18 ოქტომბერს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდული უბოძეს.
1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა.
1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა.
1900 წლის 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლძქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.
1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა.
1902 წლის 5 ივლისს საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატად აირჩიეს.
1903 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით - უგრამოტოთ დაჯილდოვდა.
1904 წლის 12 მაისს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამავდროულად მამა გრიგოლი თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველად დაადგინეს.
1905 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.
1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ენქერით დაჯილდოვდა. მიუხედავად ხელისუფლების მკაცრი ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. 1927 წლის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვაკურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. მისი უწმინდესობა აპირებდა მამა გიორგის აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად კურთხევას, მაგრამ ქვეყანაში იმ დროს შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ და კათოლიკოსის
უეცარმა გარდაცვალებამ, ეს კეთილი საქმე ჩაშალა.
1928წლის აღდგომას, ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) არქიმანდრიტისწოდება მიანიჭა. არქიმანდრიტი გიორგი 1934 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჭველაძე)
დაიბადა მღვდელ გაბრიელ ჯინჭველაძის ოჯახში. 1880 წ. 15 მაისს დაამთავრა ახალციხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი (შვიდწლედი – სამი განყოფილება და ოთხი კლასი). 1880-1881 წწ. იქვე მოისმინა პედაგოგიური კურსები და მიიღო მასწავლებლის დიპლომი. 1881-1883 წწ. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის პედაგოგია, 1883 წ. 15 დეკემბრიდან 1886 წ. 25 აგვისტომდე კი ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე. ასევე ასწავლიდა გალობას და ტანვარჯიშს. 1887 წ. ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1888 წ. 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში განაწესა. 1889 წ. 23 აგვისტოს, თავისი თხოვნის თანახმად, ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის ფერისცვალების ტაძარში გადაიყვანეს. ბარალეთის სამრევლოში ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში გიორგიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს ხანში მან პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ ჯავახეთის მხარეში და როდესაც 1894 წ. 18 ოქტომბერს იგი აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ. გაზ. „ივერიაში“ 1894 წ. 23 დეკემბერს საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია ალხაზიშვილი ჯავახეთში გიორგის ღვაწლის შესახებ წერდა: „მამა გრიგოლი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი, სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი, ეს მიყრუებული გადმოვარდნილი ადგილი, ლამის ქალაქად გადაიქცეს მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს მეთქი. ამ გულშემატკივართა შორის მამა გრიგოლიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გრიგოლის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: „წინა კაცი უკანისა ხიდიაო“. ყველა საზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“.
1896 წ. 17 სექტემბერს გიორგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წ. 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის სამკერდე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 1900 წ. ჯილდოდ სკუფია უბოძეს. 1900 წ. 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1901 წ. 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წ. 5 ივლისს სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წ. 6 მაისს წმ. სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წ. 15 მაისს საინგილოში, კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში განაწესეს და ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს, ხოლო სექტემბერში თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1905 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წ. 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.
დიდია გიორგის დამსახურება ერწო-თიანეთის მხარეში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. ენერგიული და პატიოსანი მოღვაწეობით რამდენიმე წელიწადში მან სინათლის შუქი შეიტანა მოსახლეობაში.
1916 წ. 2 ივლისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) გიორგის ეკლესიაში ერთგული და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის დეკანოზის პატივი მიანიჭა. 1918 წ. 24 სექტემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა გიორგი თიანეთის მაზრის პირველი ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.
1921 წ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უმძიმეს პირობებში უწევდა ღვთისმსახურება. მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო იყო საქართველოს მთიანეთში, სადაც იმ პერიოდში უამრავი ავაზაკი და ყაჩაღი აფარებდა თავს ფშავსა და ხევსურეთში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირი მოწამეობრივად აღესრულა. მიუხედავად ამისა, გიორგი მტკიცედ იდგა დედაეკლესიის სადარაჯოზე და მრევლსაც მოუწოდებდა ეცხოვრათ ქრისტეს სულისკვეთებით. მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. როგორც თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, იგი სამღვდელოებას რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ანუგეშებდა მათ, პატიოსნებისა და ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებდა. ამის დამადასტურებელია უამრავი წერილი, რომელსაც ის უგზავნიდა მოძღვრებს. 1926 წ. 27 მაისს ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის იგი ენქერით დაჯილდოვდა.
1926 წ. იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია), რომელიც კარგად იცნობდა გრიგოლს და იცოდა მისი თავდადებული მოღვაწეობა ჯავახეთის მხარეში, განზრახული ჰქონდა მისი ბერად აღკვეცა და აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინება. 1926 წ. 15 ოქტომბერს იგი წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ს. საბჭოს ა.წ. იანვრის 10 სხდომაზე დასახელებულ იქმნა დეკანოზი გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე სასურველ კანდიდატად მაწყვერის კათედრაზე. წარმოგიგზავნით რა ამასთან ერთად ცნობებს დასახელებულ კანდიდატის შესახებ, გთხოვთ შესაძლებელის დაჩქარებით წარმომიდგინოთ თქვენი მოსაზრება. ზემოაღნიშნულს დავსძენთ, რომ დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ცნობილია როგორც ღირსეული მოძღვარი, ენერგიული მოღვაწე და მესხეთ-ჯავახეთის კარგად მცოდნე“. კათოლიკოსმა ამბროსიმ სხვა მღვდელმთავრებსაც მისწერა და სთხოვა გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ქვეყანასა და ეკლესიაში იმ დროს შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ ეს კეთილი საქმე ჩაშალა. 1926 წ. 29 ნოემბერს მისი მღვდელმთავრად ხელდასხმის საკითხი შეჩერდა.
1928 წ. 27 აპრილს მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით წილკნელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე) დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცა და სახელად გიორგი უწოდა. 1928 წ. 4 მაისს მას არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.
დაკრძალულია თიანეთის წმ. გიორგის ტაძრის (რომელიც დღეს აღარ არსებობს) ეზოში,.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საეკლესიო საბუთთა განყოფილება;
საქართველოს საპატრიარქოს არქივი, წილკნის ეპარქიის ფონდი, საქმე №34, ფურც. 302; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57639; ფ. 1698, აღწერა 1, საქმე №23; საქმე №31;
სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის უწყებათა კრებული, 1928;
журн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1894, №22; 1896, №20; 1900, №10; 1901, N3; 1903, №11; 1904, №10; №16; N21; 1905, №11-12; журн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1911, №10; 1915, №10; 1916, №10-11.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები 1917 წლის 13 მარტი-14 სექტემბერი, ნ. შიოლაშვილის და ი. არაბიძის გამოც., თბ., 2016.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)
საპატრიარქოს უწყებანი N37 11-17 ნოემბერი 2010წ გვ. 22
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჟველაძე) 1863-1934
არქიმანდრიტი გიორგი, ერისკაცობაში გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე, 1863 წელს, ახალციხის მაზრის სოფელ მუსხში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1880 წელს გრიგოლმა ახალცი-ხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრა. 1881-1882 წლებში პედაგოგიური კურსები გაიარა და მასწავლებლად მუშაობის უფლება მიენიჭა. 1882-1884 წლებში კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1884-1888 წლებში ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწედ. 1888 წელს გრიგოლმა ჯვარი დაიწერა სოფიო სტეფანეს ასულზე. შეეძინა ორი ასული: რუსუდანი (დაიბადა 1900 წელს) და ივლიანა (დაიბადა 1891 წელს). 1888 წლის 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) გრიგოლი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მას მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, სოფელ ბელაქანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1889 წლის 23 აგვისტოს, საკუთარი თხოვნის თანახმად, ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში, სოფელ ბარალეთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ბარალეთის სამრევლოში თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მამა გრიგოლმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს ხანში მან პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ჯავახეთის მხარეში; 1894 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც იგი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის ჩამოშორებამ. გაზეთ „ივერიის“ 1894 წლის 23 დეკემბრის ნომერში ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, ჯავახეთში მამა გრიგოლის ღვაწლის შესახებ წერდა: „წელს, შემოდგომაზე, ახალი საეკლესიო შტატები გაიხსნა მესხეთსა და ჯავახეთში. მესხეთში, სოფელ ზედა თმოგვში, რომელზედაც სოფელი აგარაა მიწერილი და სოფელ აწყურში, სადაც გადასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა მაგიერ რამდენიმე კომლი (13-20) მართლმადიდებელნი ქართველნი დასახლდნენ. ჯავახეთში დანიშნეს ახალი შტატი სოფელ გოგაშენში, რომელზედაც სოფელი აფნია არის მიწერილი, მღვდლებს თითქმის 500 მანეთი ჯამაგირები ექნებათ წელიწადში და თანაც მოვალენიც არიან, სამრევლ სკოლები იქონიონ. რაღა თქმა უნდა, ყველასათვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. ჯერ კი არავინ მოსულანმღვდლები, მაგრამ, უეჭველია, ამ ბედნიერ დღეებისთვის გამოჩნდებიან. მეტადრე სადიდმარხვოთაა მღვდლები საჭირო, თორემ ზაფხულში, ხომ მოგეხსენებათ, გლეხი კაცი მინდვრად გადის და მღვდლებს იმდენი საქმეები აღარა აქვთ. ძრიელ ცუდი საქმე მოუვიდათ ბარალეთის საზოგადოებას. მღვდელმა გიორგი ჯინჭველაძემ აწყური ითხოვა და კიდეც გადაიყვანეს და ბარალეთი ამ ბედნიერ დღეებში უმღვდლოდ დარჩა. საზოგადოებამ სთხოვა ეგზარქოსს და ეხლა დეპეშით ნება მოუვიდათ, მღვდელს სთხოვეთ და თუ ისურვა, ისევ თქვენთან, ბარალეთში დარჩეს ამ დღესასწაულებშიო. ამ უკაცობის დროს, როცა ყველა გადატაცებ ლია მხოლოდ ეგოისტური იდეალებით, მამა გიორგი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი, სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი, ეს მიყრუებული, გადმოვარდნილი ადგილი, ლამის ქალაქად გადაიქცეს-მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს-მეთქი. ამ გულშემატკივართა შორის მამა გიორგიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გიორგის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: „წინა კაცი უკანისა ხიდიაო“. ყველა სა- ზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“. მამა გრიგოლი 1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1897 წლის 13 ივნისს, რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს, გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 1900 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1900 წლის 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 11-17 ნოემბერი 2010წ 23
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჟველაძე) 1863-1934(გაგრძელება)
1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წლის 5 ივლისს საეპარქიო სამღვდელოებამ ოლქის დეპუტატად გამოირჩია. 1903 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წლის 12 მაისს მამა გრიგოლი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს კი თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და ფშავ-ხევსურე-თის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წლის სექტემბრიდან მღვდელი გრიგოლი თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თინეთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედვესად დაადგინეს. 1905 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალოდა. 1907 წლის 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1915 წლის 15 მაისს – – წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. დიდია მამა გრიგოლის დამსახურება ერწო-თიანეთის მხარეში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეშიც. თავისი ენერგიული და პატიოსანი მოღვაწეობით რამდენიმე წელიწადში მან აქაც შეძლო მოსახლეობაში სინათლის შუქი შეეტანა. განსაკუთრებულად ცდილობდა, რომ უმცროსი თაობა ღირსეულად აღეზარდა, მათთვის ღვთისა და სამშობლოს სიყვარული ჩაეგონებინა. თუმცა, ამასთან, უნდა ითქვას, რომ მთის სოფლებში ძალიან რთული იყო მისი მიზნების განხორციელება. 1916 წელს მღვდელი ტრიფონ მაჭარაშვილი გაზეთ „სახალხო ფურცელში“ დიდი გულისტკივილით წერდა: „ფშავ-ხევსურეთი რომ კულტურულად ჩამორჩენილია საქართველოს სხვა ნაწილებს, ეს თითქმის ყველასათის ცხადია. მთელს ამ მხარეში არ არსებობს ერთი სკოლა. სოფელ ბარისახოში ოდესღაც ყოფილა სამინისტრო პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც დიდი ხალისით დაიარებოდნენ ფშავ-ხევსურეთის ყმაწვილები, მაგრამ 1905 წლის რევოლუციას ეს განათლების აკვანიც უმსხვერპლნია და დღეს აქაურელები მოკლებულნი არიან ამ დიდ საუნჯეს. თავისთავად ცხადია, რომ ერთადერთი ხსნა ამ კუთხისა სკოლების დაარსებაა, მაგრამ ამისთვის არავინ ზრუნავს და ეს საკითხი დღემდის უყურადღებოთაა მიტოვებული. როგორც სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ, ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას განზრახული ჰქონია სკოლების დაარსება ფშავ-ხევსურეთში, რისთვისაც ყოფილა რამდენიმე ათასი მანეთი გადადებული. უკვდავყოფს თავის სახელს თიანეთის მაზრის სკოლების მეთვალყურე, მამა გრიგოლ ჯინჭველაძე, თუ ამ კეთილგანზრახვის სისრულეში მოყვანას დააჩქარებინებს ეპარქიალურ საბჭოს, რითაც მთელ ფშავ-ხევსურეთს სიბნელისაგან იხსნის და განახლების გზაზე დააყენებს“. 1916 წლის 2 ივნისს მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურის გამო, დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918 წლის 24 სექ- ტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მამა გრიგოლი თიანეთის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ გრიგოლს უმძიმეს პირობებში უხდებოდა ღვთისმსახურება. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს მთიანეთში, სადაც იმ პერიოდში უამრავი ავაზაკი და ყაჩაღი აფარებდა თავს. ფშავსა და ხევსურეთში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირი მო- წამეობრივად აღესრულა. მიუხედავად ამისა, რასაც ხელისუფლების მხრიდან სამღვდელო პირებზე მკაცრი ზეწოლაც ემატებოდა, მამა გრიგოლი მტკიცედ იდგა დედაეკლესიის სადარაჯოზე და მრევლსაც მოუწოდებდა, ქრისტიანული სულისკვეთებით ეცხოვრა. მას ანა- ფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. როგორც თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, იგი სამღვდელოებას რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ანუგეშებდა მათ, პატიოსნებისა და ღვთისმსახურებისაკენ მოუწოდებდა. ამის მაგალითია ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1926 წელს მამა გრიგოლმა მღვდელ მიხეილ მთიბელაშვილს გაუგზავნა: „მამაო მიხეილ! მე ჯერჯერობით ისევ ვრჩები თიანეთში. მღვდელი იოანე გოგნიაშვილი გადაყენებულ იქნება ამ ორ კვირაში, აღარ შეუძლია სამსახური, რადგან ყოველდღე მთვრალია. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი იროდიონ სისაური, ხოლო არტაან-ახალსოფლის შეერთებულ სამრევ- ლოს ჯერ-ჯერობით მღვდელი არ ჰყავს. როგორც ამას წინათ ამიწერეთ, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა ფშავის სამრევლოთა კომლთა რიცხვი არ ყოფილა მეტი არტაანის სამრევლოზე, რომელსაც ახლა, ბაჩლელ ხევსურთა მიმატებით, 220 კომლამდე ჰყავს,
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 11-17 ნოემბერი 2010წ 24
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჟველაძე) 1863-1934(დასასრული)
ხოლო თუ ახალსოფლის სამრევლოს მივამატებთ, სულ ირიცხება 482 კომლი. ოდესმე თუ ახალსოფელი ისევ გამოეყო ცალკე, მაინც აჯობებს არტაანის სამრევლო მანდაურ თქვენს დაფანტულ და დატანჯულ სამრევლოს. მე გირჩევთ, ითხოვოთ აქეთ გადმოსვლა. თხოვნაში დაასახელეთ, რომ თქვენ ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) განგამწესათ არტაანში, მაგრამ შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) არ შეასრულა ეს ბრძანება და მღვდელი კონსტანტინე ჭარელაშვილი გაამწესა არტაანში. უფრო კარგი იქნება ჩამოხვიდეთ ჩემთან და აქ მოვაწყობ ამ საქმეს. ვიცი, რომ მანდ არ იქნებით დამშვიდებული, თითქმის ყოველ ზაფხულს მანდ თარეშობენ ყაჩაღები. იცხოვრებთ სოფელ ლიშოში, საიდანაც მისწვდებით ახალსოფელსაც. თუ ახალსოფელში მოგცეს ბინა, შეგიძლია იქაც იცხვოროთ, მაგრამ ლიშოში გირჩევნიათ, იქ საქონელსაც შეინახავთ. მოწერილობა ჩამოსვლისას გამოუცხადეთ მღვდელ თეოდორე ჟამიაშვილსა და მღვდელ მიხეილ ქისტაურს, მაგათ დამაბარეს მე, მადლობა ღმერთსა, რომ მომეცა საშვალება განთავისუფლებისა. რადგან ვიტანჯებოდი მიწერ-მოწერის გამოგზავნაზე, ძალიან უხერხული იყო ალავერდის ეპარქიისათვის ფშავ-ხევსურეთი, მცხეთიდან უფრო ადვილად მოგვივლიან. მადლობა ღმერთსა, რომ საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო მხედველობაში ჩვენი მოსაზრება ამ საგანზე. მოსთხოვეთ მეტრიკის ფული ქისტაურს და თან წამოიღეთ. იყავით მშვიდობით“. 1927 წლის დასაწყისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ამბროსის (ხელაია), რომელიც კარგად იცნობდა მამა გრიგოლს და უწყოდა მისი თავდადებული მოღვაწეობის შესახებ ჯავახეთის მხარეში, განზრახული ჰქონდა მისი ბერად აღკვეცა და აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინება, მაგრამ იმ დროს ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ და კათოლიკოსის უეცარმა გარდაცვალებამ ეს კეთილი საქმე ჩაშალა. 1927 წლის შემოდგომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი გრიგოლი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. 1928 წლის 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მღვდელ-მონაზონ გიორგის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1934 წლის 7 დეკემბერს მცხეთა-თბილისის საე- პარქიო კანცელარიის გამგე, დეკანოზი მიხეილ ნაცვლიშვილი თიანეთის ოლქის მთავარხუცესს წერდა: „მღვდელ იროდიონ სისაურის ამა წლის ნოემბრის 20-ის მოხსენებაზე, არქიმანდრიტ გიორგის დაკრძალვის გამო, მისმა უწმინდესობამ ამა თვის 3-ს ინება შემდეგი რეზოლუცია: ქვემო თიანეთის სწმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლად გადმომყავს ზემო თიანეთის მოძღვარი, მამა იროდიონ სისაური; ზემო თიანეთის სამრევლო მიეწეროს ქვემო თიანეთისას; თუ მედავითნე ა. თარაშვილი თანახმაა, გადავიდეს ახალსოფელ-არტაანში, შემოიტანოს განცხადება და მამა დავით მათურელის თანხმობა; მანამდე კი იგი უნდა ასრულებდეს წიგნისმკითხველობას მამა სისაურთან“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, არქიმანდრიტი გიორგი 1934 წლის ნოემბრის თვეში აღესრულა. სავარაუდოდ, იგი დაბა თიანეთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს (ამჟამად ამ ეკლესიის ადგილას სახალხო ბანკის შენობაა).