სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. პატარძლეული (საგარეჯო) უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. პატარძლეული (საგარეჯო) უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. პატარძლეული (საგარეჯო)

1866-1936 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი უნაფქოშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

410       ბეჭდვა

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. პატარძლეული (საგარეჯო)



1866 წელს სოფელ პატარძეულში, მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1884 წლის 11 იანვარს ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1885 წლის დასაწყისში ბოჭორმის ეკლესია დაიკეტა და ალექსანდრე ამავე წლის 15 მარტს კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესეს.




1888 წლის 25 აპრილს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1891 წლის 25 მაისს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1894 წლის 1 აგვისტოს დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

1902 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს.

გვ184

 1907 წლის 9 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის 

წინამძღვრად და ამავე სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. ამავდროულად თელავის ქალთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1923 წლის თებერვალში მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1925 წლის მონაცემებით ისევ ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურია.

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ალექსანდრე 1936 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.


დეკანოზი ალექსანდრე უნაფქოშვილი

მღვდელი ალექსანდრე იოსების ძე უნაფქოშვილი 1866 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში დაიბადა. XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს დაქორწინდა (მეუღლეს სახელად ეფემია ერქვა). თავდაპირველად იგი ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის ივნისში ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1894 წლის ივლისში კი დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1902 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს და იმავე სამრევლოში მედავითნის შტატში დატოვეს. 1906 წლის ბოლოს თელავის მაზრის, სოფელ კალაურში გადაიყვანეს და ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო რჯულის მასწავლებლად დანიშნეს. ამავდროულად თელავის ქალთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა. 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის აღდგომას, წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, საგვერდულით დაჯილდოვდა. 1923 წლის აღწერილობით (ეს ცნობა დაცულია საპატრიარქოს არქივში, მცხეთა-თბილისის ეპარქიის საქმეებში) მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1924 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ალექსანდრე 1936 წელს გარდაიცვალა. დეკანოზ ალექსანდრეს ჰყავდა ორი ძმა, ფილიპე და ეფრემი, რომლებიც ასევე სასულიერო პირები იყვნენ. მღვდელი ეფრემი მსახურობდა კოჯრის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარში, ხოლო მღვდელი ფილიპე - მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით სალომე გოგინაშვილს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 02.09.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0