XIX საუკუნის 90-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს და სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.
1899 წლის 26 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერზე მიწერილ მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1902 წლის 23 დეკემბერს მუკუზანის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1910 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1912 წლის 7 აგვისტოს საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
რაჟდენ დარჩიაშვილი მართლმ. მღვდელი 1912 წელი თელავში
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ჯიმშერ სვიმონიშვილი, თევდორე ალექსანდრეს ძე ფეოდოროვი, ვლადიმერ ზაალის ძე რობიტაშვილი, მოსე ალექსის ძე ხელაშვილი, მღვდელი რაჟდენ დარჩიაშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე წინამძღვრიშვილი და მღვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი.