სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მთვარელიშვილი რომან იოსების ძე, 1879-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ქისტაურის წმ. ნინოს ეკლესია მთვარელიშვილი რომან იოსების ძე, 1879-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ქისტაურის წმ. ნინოს ეკლესია

1879-1946 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მთვარელიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

მთვარელიშვილი რომან იოსების ძე, 1879-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ქისტაურის წმ. ნინოს ეკლესია

1879 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1894-98 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.




1899 წლის 5 მაისს ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის პირველ მედავითნედ დაინიშნა.

1902 წლის 5 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე სამრევლოში, მედავითნის შტატში დატოვა.

1905 წლის 10 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1908 წელს ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1912 წლის 16 დეკემბერს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი რომანი 1930 წლის დასაწყისამდე მსახურობდა. ამ წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსასურება შეეწყვიტა. შემდგომ წლებში იგი თელავში ცხოვრობა, „ღვთაების” ტაძარში ეხმარებოდა სამღვდელოებას, სადაც მედავითნისა და მნათის მოვალეობას ასრულებდა. გარდაიცვალა 1946 წელს და დაკრძალულია თელავის ძველ სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




მთვარელიშვილი - გვარის 17 ღვთისმსახური

1 0