სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბებიაშვილი იოსებ იოანეს ძე 1864-1924წწ დეკანოზი, ახალმოწამე. დაბ. სურამი, ხაშური ბებიაშვილი იოსებ იოანეს ძე 1864-1924წწ დეკანოზი, ახალმოწამე. დაბ. სურამი, ხაშური

1864-1924 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბებიაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ბებიაშვილი იოსებ იოანეს ძე 1864-1924წწ დეკანოზი, ახალმოწამე. დაბ. სურამი, ხაშური


დეკანოზი იოსებ იოანეს ძე ბებიაშვილი 1864 წელს სურამში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1881-1887 წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.


1888 წლის 24 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 28 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1889 წლის 5 იანვარს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.


 განათლებისთვის მზრუნველი მოძღვარი

მისი ქალიშვილის, თამარის მოგონებებში ვკითხულობთ:

„მამა განათლებული მღვდელი იყო. ფლობდა ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებს. სურამში მცხოვრები ბერძნებისათვის იგი წირვის ნაწილს ბერძნულად ატარებდა. იგი ბევრს ზრუნავდა ხალხის სულიერ და გონებრივ განვითარებაზე. იაკობ გოგებაშვილის მითითებით მან პირველი ბიბლიოთეკა დააარსა სურამში. მას დიდი წვლილი მიუძღვის სურამში ქალთა საზოგადოება „მანდილის“ დაარსებაშიც“.


1902 წელს, მამა იოსების ინიციატივითა და ხელშეწყობით, სურამში გაიხსნა სამკითხველო და ერთკლასიანი საკვირაო სკოლა, რომლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლადაც თავადვე დაინიშნა.


ამასთან დაკავშირებით ჟურნალი „კვალი“ წერდა: „14 ივლისს მოხდა სამკითხველოს წევრთა კრება მღვდელ ბებიაშვილის თავჯდომარეობით. კრებაზე ის საკითხი იყო წამოყენებული, თუ, როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ ღარიბი სამკითხველოს მდგომარეობა. 23 ივლისს მოხდა მეორე კრება. ეს კრება მით არის შესანიშნავი, რომ პირველად წამოყენებულ იქნა კითხვა საკვირაო სკოლის დაარსების შესახებ. ეს მეტად სიმპატიური საკითხია, რადგან სურამელ გლეხთა შორის ასში სამმა არ იციან წერა-კითხვა და თუ წერა-კითხვა ეცოდინებათ, ეს ხომ დიდი ბიჯი იქნება პროგრესის გზაზე“.


მოძღვრის ოჯახი – კულტურის კერა სურამში

მამა იოსების ოჯახი სურამში კულტურის ნამდვილ კერას წარმოადგენდა.

მისი ქალიშვილი იგონებს: „ჩვენს ოჯახში რამდენჯერმე ყოფილა ჩამოსული იაკობ გოგებაშვილი სტუმრად. პატარა ვიყავი, როცა მან მაჩუქა „იავნანამ რა ჰქმნა?!“

ერთი ზაფხული ჩვენს ოჯახში გაატარა აკადემისკომა ივანე ჯავახიშვილმა. მე იმ ზაფხულს მოკლე ხნით ვიყავი ჩამოსული სახლში და არ მქონია საშუალება პირადად მომესმინა საუბარი, დედამ კი მითხრა: ბატონმა ივანემ მითხრა, ისე კარგად ვისვენებ და ვმუშაობ თქვენს სახლში, ნეტავ სულ თქვენთან მამყოფაო.

ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან სოფრომ მგალობლიშვილი მეუღლით. ჩემი დაბადების დროსაც კი აქ ყოფილა სოფრომის მეუღლე. ასევე ხშირი სტუმარი იყო ჩვენი ოჯახისა ნატო გაბუნია-ცაგარლისა. ძალიან მეგობრული ადამიანი იყო ქალბატონი ნატო; მხიარული, ნიჭიერი, მშვენიერი ხმის მფლობელი და უკრავდა თარზე. იმის ჩამოსვლა და სურამის საზოგადოების შეკრება ჩვენთან ერთი იყო და ამ საზოგადოების სულისჩამდგმელი ბრძანდებოდა ქალბატონი ნატო“.

„საიდუმლო“ დახვრეტა

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში დაწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყებით ისარგებლა უღმერთო ხელისუფლებამ და გააძლიერა სამღვდელოების დევნა. გამოსვლაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს იმჟამად უკვე დეკანოზი იოსებიც. იგი წაიყვანეს შინსახკომში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი, ეზო, მამული.

შემდგომში მისი ქალიშვილი თამარი იხსენებდა: „მამა 1924 წელს დახვრიტეს. დახვრეტას ხელი მოაწერა ფილიპე მახარაძემ. ფილიპე და იოსები ძალზედ ახლო მეგობრები ყოფილან სემინარიიდან. სიშორის გამო, ფილიპეს ოზურგეთში საკუთარ ოჯახში ჩასვლა ეზარებოდა და ხშირად სურამში, იოსების ოჯახში ისვენებდა. როცა მამა იოსები დახვრიტეს და ოჯახს საარსებო საშუალება აღარ გააჩნდა, მოძღვრის მეუღლე პელაგია წავიდა თბილისში ფილიპეს სანახავად. პელაგიას ფილიპესთან შეხვედრაზე უარი უთხრეს, მაგრამ მან მდივანს უთხრა, რომ მახარაძისათვის მოეხსენებინათ, თუ ვინ ითხოვდა მასთან შეხვედრას. ამის შემდეგ ფილიპე თავად გამოსულა, გადახვევია პელაგიას და იოსები მოუკითხავს. პელაგიას გული შეწუხებია, რომ მოუბრუნებიათ, ფილიპე შეკითხვია, რაშია საქმეო? – როგორ თუ რაშია საქმე, დახვრეტაზე ხელი მოაწერე და მე მეკითხები როგორ არისო?! – მიუგია პელაგიას. ფილიპესაც შეუცხადებია და უთქვამს: „სურამში ვიღაცამ უმტრო და მე ალბათ შემომაპარესო“. ფილიპე მახარაძემ პელაგიას დაუბრუნა ჩამორთმეული სახლ-კარი და მიწის ნაწილი“.

რეაბილიტაცია

1994 წლის 17 იანვრის ცნობის თანახმად, მოხდა დეკანოზ იოსებ ბებიაშვილის რეაბილიტაცია: „მოქალაქე ბებიაშვილი (ბებიევი) იოსებ ივანეს ძე, დაბადებული 1880 წელს (აქ დაბადების წელი შეცდომითაა მოყვანილი – გ. მ.), დახვრეტილ იქნა 1924 წლის აგვისტოში. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 26 მაისის დეკრეტის „1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისათვის რეპრესირებულ პირთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის შესახებ“ საფუძველზე მოქ. ი. ი. ბებიაშვილი (ბებიევი) რეაბილიტირებულია“.

მოამზადა დიაკონმა გიორგი მაჩურიშვილმა

სტატია ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსია იხ: „საპატრიარქოს უწყებანი“ 2014 წ., N43, გვ.17-20

დეკანოზი ისები ოჯახის წევრებთან ერთად;

დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924
სურამში მოღვაწე ბებიაშვილების სამღვდლო გვარი საუკუნეების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას. მათი გვარი მოხსენიებულია „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“: „ბებიაშვილი გიორგი –- მღვდელი, სახლიკაცი სორაზან ბებიაშვილისა; სორაზან ბებიაშვილი -– ჰყავს სახლიკაცები: მღვდელი გიორგი, იორდანა, ბეჟან, ქუმსიაშვილი გიორგი,ძმები: სეხნია, მიქელა. შვილები: სუხანა, პაატა. განაყოფები: ნიკოლოზ, ნასყიდა, ბერი. მისცა პირობა თავის განაყოფებს -– ნიკოლოზს, ნასყიდას და ბერს, რომ არ შეეცილებოდა ღვთაების საყდარსა და სასაფლაოზე. 1675 წელი“. აქ მოხსენიებული ღვთაების საყდარი უნდა იყოს სურამის ფერისცვალების ეკლესია, რომლის მღვდელმსახურებიც ბებიაშვილების გვარი იყო. 1715 წელს რუისის ეპარქიის დავთარში მოხსენიებულია სურამის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი გაბრიელ ბებიაშვილი. 1793 წლის7 იანვარს შედგენილი ერთი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სურამელ ბებიაშვილებს მამულსა და საყდარზე სურამელ მურვანიშვილებთან ჰქონდათ დავა, რომელიც ბებიაშვილების სასარგებლოდ გადაწყდა, რადგან XIX · ს-ის დასაწყისში ისინი კვლავ მსახურობდნენ სურამის ფერისცვალების სახელობის ტაძარში. შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, 1826 წელს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მოღვაწეობდნენ: დეკანოზი იოსებ ნებიერიძე, მღვდელი ნიკოლოზ გაბრიელის ძე ბებიაშვილი და მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ბებიაშვილი (ჩვენი მოსაზრებით,  ამ ნიკოლოზის შვილი იყო მღვდელი იოსები, ხოლო იოსების ვაჟი –– მღვდელი იოანე; თავის მხრივ, მისი ვაჟი გახლდათ დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი, უკანასკნელი სასულიერო პირი ამ გვარში). მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ბებიაშვილი 1830 წლის 8 აგვისტოს ქოლერით გარდაიცვალა, ხოლო მღვდელი ნიკოლოზ გაბრიელის ძე ბებიაშვილი 1827 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს. XIX ს-ის შუა 30-60 წლებში სურამის ფერისცვალების ეკლესიაში მღვდელი გიორგი გურგენიძე
43-1  საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.18

დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924 (გაგრძელება)
მსახურობდა, ხოლო 60-80-იან წლებში კი მღვდელი იოანე ბებიაშვილი, რომლის ვაჟია დეკანოზი იოსები.

დეკანოზი იოსები 1864 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მან გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1881 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1887 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ამის გამო ახალგაზრდა იოსებს სურდა, სწავლა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  დაცულია დეკანოზ იოსების ქალიშვილის –– თამარის მოგონებები, სადაც ერთ-ერთ წერილში იოსები თავის მამას, მღვდელ იოანეს სწერდა: „პატივცემულო ბატონო მამა! წარმატებით ვამთავრებ რა სემინარიას, უმორჩილესად გთხოვთ, მომცეთ ნება განვაგრძო სწავლა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში. თქვენი მოსიყვარულე და პატივცემელი შვილი იოსები“. ამ წერილზე მამა იოანემ ასეთი პასუხი გასცა: „პაპაჩემი მღვდელი იყო, მამაჩემიც -– მღვდელი, მეც მღვდელი ვარ და შენც, ჩემო შვილო, მღვდელი უნდა გახდე, თორემ ხელს ავიღებ შენზე, განგირისხდები. შენი მამა“. იოსები დაემორჩილა მამას და მხოლოდ ერთი რამ სთხოვა: ცოლად ის ქალი მაინც მომაყვანინე, ვინც მე მსურსო, რასაც მამა იოანე დათანხმდა. 1887 წლის შემოდგომაზე იოსებმა ჯვარი დაიწერა პელაგია გიორგის ასულზე (1868). მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მარიამი (5.1 1.1888), ანა (3.04.1890),ნადეჟდა (20.08.1893), თამარი (10.08.1898) და შალვა (18.06.1901). 1888 წლის 24 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იოსები დიაკვნად აკურთხა,ამავე წლის 28 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ახალციხის (მეორე .ვერსიით ახალდაბის) წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1889 წლის 5 იანვარს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მისი ქალიშვილის თამარის მოგონებებში ვკითხულობთ: „მამა განათლებული მღვდელი იყო.ფლობდა ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებს. სურამში მცხოვრები ბერძნებისათვის იგი წირვის ნაწილს ბერძნულად ატარებდა. იგი ბევრს ზრუნავდა ხალხის სულიერ და გონებრივ განვითარებაზე. იაკობ გოგებაშვილის მითითებით მან პირველი ბიბლიოთეკა დააარსა სურამში. მას დიდი წვლილი მიუძღვის სურამში ქალთა საზოგადოება „მანდილის“ დაარსებაშიც“. 1889 წლის 2 თებერვალს მამა იოსებმა საკუთარ სახლში ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გახსნა, სადაც საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა.


1892 წლის 26 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892-1897 წლებში მამა იოსები მიხაილოვის (ეხლანდელი ხაშური) რკინიგზის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობდა. 1899 წლის 14 მაისს მას სკუფია უბოძეს. 1902 წელს მღვდელ იოსების ინიციატივითა და ხელშეწყობით სურამში გაიხსნა სამკითხველო და ერთკლასიანი საკვირაო სკოლა, რომლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლადაც თავადვე დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალი „კვალი“ წერდა: „14 ივლისს მოხდა სამკითხველოს წევრთა კრება მღვდელ ბებიაშვილის თავჯდომარეობით. კრებაზე ის საკითხი იყო წამოყენებული, თუ როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ ღარიბი სამკითხველოს მდგომარეობა. 23 ივლისს მოხდა მეორე კრება. ეს კრება მით არის შესანიშნავი, რომ პირველად წამოყენებულ იქნა კითხვა საკვირაო სკოლის დაარსების შესახებ. ეს მეტად სიმპატიური საკითხია, რადგან სურამელ გლეხთა შორის ასში სამმა არ იციან წერა-კითხვა და თუ წერა-კითხვა ეცოდინებათ, ეს ხომ დიდი ბიჯი იქნება პროგრესის გზაზე. ამ საკითხს კრება სიხარულით მიეგება... ეხლა უნდა ამოერჩიათ ამ საქმის მოთავე კაცი. დაასახელეს მღვდელი ციცქიშვილი, მაგრამ მან უარი განაცხადა სხვადასხვა მიზეზების გამო. შემდეგ ამოირჩიეს მღვდელი ბებიაშვილი და ოქმი გაიგზავნა დასამტკიცებლად, სადაც ჯერ არს. დარწმუნებული ვართ,  ცოტა ხანში სურამელებსაც გვექნება საკვირაო სკოლა და თუ  მღვდელი ბებიაშვილი ენერგიულად მოეკიდება ამ საკეთილო საქმეს,  რისაც სრული იმედი გვაქვს“.  მღვდელი იოსები თანაუგრძნობდა გლეხებს და ბევრს ზრუნავდა მათი ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც მისი ქალიშვილი თამარი იხსენებს, ამ საქმის გამო მას სიტყვიერი დაპირის-

43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.19
დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924 (გაგრძელება)
პირებაც კი მოსვლია ადგილობრივ თავად ლევან ხიდირბეგიშვილთან. მათი დიალოგი გლეხებზე მიწების დარიგებას ეხებოდა და ბოლოს ასე დასრულდა: „დეკანოზო! შენც ხომ არ სოციალისტობო? არა, ბატონო, მე სამართლიანად ვმსჯელობ და თქვენ რაც გნებავთ ის დაარქვით ჩემს სიტყვებს“. ამის შემდეგ თავადი ლევანი მამა იოსებს გაებუტა და მოძღვარს ისე   თავაზიანად აღარ ექცეოდა. 1905- 1907 წლებში, პირველი რევოლუციის  დროს, ალბათ, ეს გახდა მიზეზი მამა   იოსების დაპატიმრებისა. 1906 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა:  „როგორც სურამიდან გვატყობი   ნებენ, იქ შეპყრობილია ადგილობრივი მღვდელი ბებიაშვილი“. ამ მოკლე წერილში მეტი აღარაფერი წერია, მაგრამ, როგორც ჩანს იგი მალევე გაათავისუფლეს. 1903 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მამაიოსებს კამილავკა ეწყალობა. 1907  წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს  ჯვარი მიიღო. 1907 წლის 27 მაისს “ გორის მაზრის VII ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1912 წელს წმ. ანას  II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტილით -– 25 მარტი), ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ახლად შექმნილ ეპარქიებში მოხდა ოლქის მთავარხუცესების ახალი არჩევნები. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, სურამის ოლქის სამღვდელოებამ მამა იოსები აღარ აირჩია მთავარხუცესად, მის ადგილზე ხაშურის ეკლესიის მღვდელი პეტრე კაპანაძე დაინიშნა.  დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში წერდა: „1917 წლის 11 ივნისს, აკ. ჩხენკელის  ლექციიდან დაბრუნებულს, გზაში შემხვდნენ  მღვდლები -– ბენიამენ კონტრიძე და ქრისტეფორე ციცქიშვილი. ამათ გადმომცეს, რომ „ცნობილი გარყვნილ-დაცემული სურამის მღვდელი იოსებ ბებიაშვილი, ლეონიდმა „დეკანოზობით“ უნდა დააჯილდოვოსო! ვიღაც სურამელ სამხედრო ექიმს წარმოუდგენიაო. სამღვდელოებას კი ეგ ბებიაშვილი ბლაღოჩინობიდანაც კი გადაუყენებია უსაქციელობისა გამო“. წარდგინებაზე ლეონიდს რეზოლუცია დაუდვია კიდეც, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოირკვა, ლეონიდის „ხელმძღვანელს“, დავით დავითაშვილს, ბარათი მიუწნერია ლეონიდისთვის, რომ „ეს საქმე მძიმე ბრალდებად დაგედებაო!“ კვირას აღარ მოხერხდა მისი გადეკანოზება. ბებიაშვილი და ციცქიშვილი ორივე სურამელია, ერთიმეორის მოსისხლე მტრები. მღვდელი ბენიამენ კონტრიძე დავითაშვილის მეგობარია... ეტყობა, ამათ ორთავეს მოუხერხებიათ დავითაშვილის საშუალებით ბებიაშვილის „დამხობა“ -- დადებული რეზოლუციის გაუქმება“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მამა იოსების დაჯილდოება გადაიდო. მას მოგვიანებით, 1918  წლის 1 ოქტომბერს, ურბნელი ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) წარდგინებით მიანიჭეს დეკანოზის წოდება.დეკანოზ იოსების ოჯახი სურამში კულტურის ნამდვილ კერას წარმოადგენდა. ამასთან, იგი ცნობილი სასულიერო პირი და განათლებული მოძღვარი გახლდათ, რასაც ადასტურებს მისი ქალიშვილის, თამარ ბებიაშვილის მოგონებები: „ჩვენს ოჯახში რამდენჯერმე ყოფილა ჩამოსული იაკობ გოგებაშვილი სტუმრად. პატარა ვიყავი, როცა მან მაჩუქა „იავნანამ რა ჰქმნა? ერთი ზაფხული ჩვენს ოჯახში გაატარა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. მე იმ ზაფხულს მოკლე ხნით ვიყავი ჩამოსული სახლში და არ მქონია საშუალება პირადად მომესმინა საუბარი, დედამ კი მითხრა: ბატონმა ივანემ მითხრა, ისე კარგად ვისვენებ და ვმუშაობ თქვენს სახლში, ნეტავ სულ თქვენთან მამყოფაო.  ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან სოფრომ მგალობლიშვილი მეუღლით. ჩემი დაბადების დროსაც კი აქყოფილა სოფრომის მეუღლე.  ხშირი სტუმარი იყო ჩვენი ოჯახისა ნატო გა



43-2  საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924 (დასასრული)
ბუნია-ცაგარლისა. ძალიან მეგობრული ადამიანი იყო ქალბატონი ნატო -– მხიარული, ნიჭიერი, მშვენიერი ხმის მფლობელი და უკრავდა თარზე. იმის ჩამოსვლა და სურამის საზოგადოების შეკრება ჩვენთან ერთი იყო და ამ საზოგადოების სულისჩამდგმელი ბრძანდებოდა ქალბატონი ნატო“. 1924 წლის 28 აგვისტოს უღმერთო ხელისუფლებამ ისარგებლა საქართველოში დაწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყებით და სამღვდელოების დევნა გააძლიერა. გამოსვლაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს დეკანოზი იოსებიც. იგი წაიყვანეს შინსახკომში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი, ეზო, მამული. შემდგომში მისი ქალიშვილი თამარი იხსენებდა: „მამა 1924 წელს  დახვრიტეს. დახვრეტას ხელი მოაწერა ფილიპე მახარაძემ. ფილიპე და იოსები ძალზედ ახლო მეგობრები ყოფილან სემინარიიდან. სიშორის გამო ფილიპეს ოზურგეთში საკუთარ ოჯახში ჩასვლა ეზარებოდა და ხშირად სურამში, იოსების ოჯახში ისვენებდა. როცა მამა იოსები დახვრიტეს და ოჯახს საარსებო საშუალება აღარ გააჩნდა, მოძღვრის მეუღლე პელაგია წავიდა თბილისში ფილიპეს სანახავად. პელაგიას ფილიპესთან შეხვედრაზე უარი უთხრეს, მაგრამ მან მდივანს უთხრა, რომ მახარაძისათვის მოეხსენებინათ, თუ ვინ ითხოვდა მასთან შეხვედრას. ამის შემდეგ ფილიპე თავად გამოსულა, გადახვევია პელაგიას და იოსები მოუკითხავს. პელაგიას გული შეწუხებია, რომ მოუბრუნებიათ, ფილიპე შეკითხვია  რაშია საქმეო? როგორ თუ რაშია საქმე, დახვრეტაზე ხელი მოაწერე და მე მეკითხები, როგორ არისო? ფილიპესაც შეუცხადებია და უთქვამს: სურამში ვიღაცამ უმტრო და მე ალბათ შემომაპარესო. ფილიპე მახარაძემ პელაგიას დაუბრუნა ჩამორთმეული სახლ-კარი და მიწის ნაწილი“. 1994 წლის 17 იანვარს მოხდა დეკანოზ იოსებ ბებიაშვილის რეაბილიტაცია. ცნობაში წერია: „მოქალაქე ბებიაშვილი (ბებიევი) იოსებ ივანეს ძე დაბ. 1880 წელს (აქ დაბადების წელი შეცდომითაა მოყვანილი -– გ. მ.) დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოში. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 26 მაისის დეკრეტის „1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისათვის რეპრესირებულ პირთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის შესახებ“ საფუძველზე მოქ. ი. ი. ბებიაშვილი (ბებიევი) რეაბილიტირებულია“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.01.2024
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0