ნიკოლოზ ნატროშვილი ჯუმბერის ძე დავიბადე 1971 წლის 5 ოქტომბერს, ლაგოდეხის რაიონ სოფ.მაწიმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ვიყავი მორჩილად 1991-1992 წლებში, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში. (იმჟამად არქიმანდრიტი) მეუფე იოსები კიკვაძე იყო მაშინ წინამძღვარი.
ჯერ მოძღვრად იღუმენი ვასილისკა სერი მყავდა, წმ. ნიკოლოზის სამლოცველო სახლის მოძღვარი, შემდეგ დეკანოზი დავით ჩიტიძე, ლაგოდეხის სამების ტაძარი. სამების ტაძრის მოძღვარი, ახლა დიდუბის ტაძარში
1993 წელს შევედი და 1996 წელს დავამთავრე თბილისის სასულიერო სემინარის სრული კურსი.
1999 წლის 9 მაისს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით, მაკურთხეს დიაკვნად, ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში.
1999 წლის 4 ნოემბერს ამავე ტაძარში მაკურთხეს მღვდლად.
2001 წლიდან -2007 წლამდე ვმსახურობდი სოფ .ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში .პარალელურად მიწევდა მსახურება სოფ.თელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
2007 წლის სექტემბრიდან ვმსახურობ ქ.ლაგოდეხის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში.პარალელურად 2007-2013 წლებში ვმსახურობდი ქ.ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.
ამჟამად ვმსახურობ ქ.ლაგოდეხის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში.დაჯილდოვებული ვარ ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
მეუღლე ლალი ზაქარიას ასული მაზანაშვილი
მყავს მეუღლე ლალი მაზანაშვილი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და ოთხი შვილი :ნესტანი,თადეოზი,მარიამი და ეფრემი.
ნატროშვილი გვარის ღვთიმსახურები:
ნატროშვილი გელასი დეკანოზი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი 2012წ.
ნატროშვილი ეფემია (თამარ) მონაზონი 2021წ. ქუთაის გაენათის ეპარქია
ნატროშვილი ნიკოლოზ ჯუმბერის ძე, მღვდელი დაბ. 1971წ. ლაგოდეხის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი 2007 წლიდან ნეკრესის ეპარქია 2024წ. ფოტო
ნატროშვილი რომანოზ მღვდელი 1818წ. გვ. 13, მაჩხაანის წმიდა გიორგის ეკლესია, სიღნაღის მაზრა
ნატროშვილი საბა, სქემმღვდელმონაზონი იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი 2022წ ფოტო