სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გვარი მოლოდინი სასულიერო პირები ავტ. რევაზ მოლოდინი გვარი მოლოდინი სასულიერო პირები ავტ. რევაზ მოლოდინი
ბმულის კოპირება



გვარი მოლოდინი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

153       ბეჭდვა

გვარი მოლოდინი სასულიერო პირები ავტ. რევაზ მოლოდინი

მასალაზე იმუშავეს ძმებმა, მორისი, რევაზ და გიორგი  ნოეს (ნორინგი) ძე მოლოდინებმა. 

მოლოდინი მიქაელი, მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. გარდაიცვალა 1808 წელს. დაიკრძალა  ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
მოლოდინი დავითი მიქაელის ძე, 1775 - 1843 წწ., მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.  დაიკრძალა ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
მოლოდინი ზაქარია დავითის ძე, 1817 - 1872 წწ., მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. თბილისის იმერეთის საეგზარქოსო კანტორაში, დუშეთის მაზრის სასულიერო წარმომადგენელი (ბლაღოჩინის ნაცვლად). ბლაღოჩინთან ერთად ჯვარი დასწერა დიმიტრი ყიფიანს ქ. დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში(1960-იან წლებში ეს ტაძარი ააფეთქეს).  დაიკრძალა ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
მოლოდინი მიხეილი დავითის ძე, მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი სოფ. მჭადიჯვარი. მსახურობდა სოფ. მჭადიჯვრის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში. გარდაიცვალა 1878 წელს. დაიკრძალა  ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.
მოლოდინი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1832 - 1901 წწ., ეპისკოპოსიდაბადების ადგილი ბაზალეთი.  საცხოვრებელი ადგილი თბილისი, მთაწმინდის სასულიერო პირების საცხოვრებელი სახლი. მსახურობდა თბილისში: სასულიერო სემინარიის ტაძარში, სამეფო კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში,  ფერისცვალების ტაძარში, ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარში(გოლოვინის პროსპექტი). იყო ძმები კარბელაშვილების თანამებრძოლი და ქართული ტრადიციული საგალობლების(ქართლ-კახური კილო) ჩამწერი. დაიკრძალა ვერის სამრევლო სასაფლაოზე.  
მოლოდინი დავითი ალექსანდრეს ძე, დაბადებული 1877 წელს. მღვდელი. დაბადების ადგილი თბილისი.  საცხოვრებელი ადგილი თბილისი. მსახურობის და დაკრძალვის ადგილები ჯერ-ჯერობით უცნობია.
მოლოდინი ლეონტი(ლევანი) ზაქარიას ძე, 1843-1902 წწ., მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი. საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.  დაკრძალულია ტაძრის სამრევლო სასაფლაოზე.


მოლოდინი ვასილი ლეონტის(ლევანი) ძე 1879-1961 წწ. მღვდელი. დაბადების ადგილი ბაზალეთი.  საცხოვრებელი ადგილი ბაზალეთი(წყალგაღმა). 1924 წელს მამაპაპისეული სახლის თავისი წილი გადასცა დუშეთის ქალთა სკოლა ინტერნატს(ეს სახლი დღემდე არსებობს) და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მსახურობდა ბაზალეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 1921 წელს იძულებით გაკრიჭეს კომუნისტებმა და განაშორეს მსახურებას. 1950-იანი წლებიდან ისევ დაუბრუნდა სასულიერო მოღვაწეობას.  დაკრძალულია თბილისში,  ბაგების სამოქალაქო პირთა სასაფლაოზე.


გიორგი მოლოდინი


რევაზ მოლოდინი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2024
ბოლო რედაქტირება 08.02.2024
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0