სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბოკუჩავა ანტონ ბესარიონის ძე 1875-1947წწ დეკანოზი, სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი სოფ. უშაბათი, სენაკი ბოკუჩავა ანტონ ბესარიონის ძე 1875-1947წწ დეკანოზი, სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი სოფ. უშაბათი, სენაკი

1875-1947 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბოკუჩავა სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

148       ბეჭდვა

ბოკუჩავა ანტონ ბესარიონის ძე 1875-1947წწ დეკანოზი, სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი სოფ. უშაბათი, სენაკი

დეკანოზი ანტონ ბოკუჩავა 1875-1947წწ, XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე


დეკანოზი ანტონ ბესარიონის ძე ბოკუჩავა 1875 წელს სენაკის მაზრის სოფელ უშაფათში, აზნაურის 
ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა, მატრონა თოფურიძე, მამისეულ სოფელში, სეფიეთში გადასახლდა ოთხ შვილთან 
ერთად. 
1897-1901 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1901 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად 
აკურთხა და სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესა. იმავდროულად სეფიეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 
1910 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. აქაური მოხუცები იგონებენ, რომ დეკანოზი ანტონი
სოფლის ნამდვილი თავკაცი ყოფილა. ყოველ საჭირბოროტო საკითხს მასთან ათანხმებდნენ
და მის სიტყვას დიდ ანგარიშს უწევდნენ. მამა ანტონს ჰყავდა 
მეუღლე ნატალია კეკელია, რომელთანაც შვილი არ შეეძინა. 
ნატალია 1922 წელს გარღაიცვალა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ მამა ანტონსაც დაუპირე ანაფორის გახდა 
და წვერის გაპარსვა, მაგრამ მოძღვარმა მტკიცედ დაიცვა თავი. მართალია, 1926 წელს ტაძარი დაიხურა, მაგრამ იგი სახლში 
განაგრძობდა ღვთისმსახურებას და მრევლიც იქ აკითხავდა სულიერი საზრდოს მისაღებად. ასე გაგრძელდა 1947 წლამდე, 
მამა ანტონის გარდაცვალებამდე. 
სოფელში დღემდე ახსოვთ მისი დაკრძალვა. სოფლის უღვთო ხელისუფლებას უარი უუთქვამს მოძღვრის ტაძარში დაკრძალ-
გვ172
ვაზე· მაგრამ მთელი სოფელი გამოსულა და წინააღმდეგობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ მთავრობა იძულებული გამხდარა, 
დათანხმებულიყო· თვალცრემლიანი ხალხი კი გაიძახოდა: „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“ დეკანოზი ანტონი სეფიეთის ტაძარში,
საკურთხევლის წინ დაასაფლავეს. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.02.2024
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0