სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გულბანი რომანოზ დაბ. 1854-19?? დეკანოზი დაბ. სოფ. ტოლა, ამბროლაური გულბანი რომანოზ დაბ. 1854-19?? დეკანოზი დაბ. სოფ. ტოლა, ამბროლაური
ბმულის კოპირება



გვარი გულბანი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

გულბანი რომანოზ დაბ. 1854-19?? დეკანოზი დაბ. სოფ. ტოლა, ამბროლაური

დეკანოზი რომანოზ გულბანი დაბ. 1854-19??, XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დეკანოზი რომანოზ გიორგის ძე გულბანი 1854 წელს რაჭის მაზრაში, სოფელ მეორე ტოლაში, მღვდლის ოჯეახში დაიბადა. 
წარმოშობით სვანეთიდან იყო, მამამისი იმ პერიოდში რაჭაში მსახურობდა. პირველდაწყებითი განათლება მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 
1867-1871 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1871 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაშ" ჩააბრა, როშელიც 1877 წელს 
პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. რომანოზი მაშინვე მშობლიურ კუთხეში 
დაბრუნდა და მართა დავითის ასული ქარსელაძეზე (დაბადებული 1858 წელს) იქორწინა. დეკანოს რომანოზსა და მართას 
ცხრა შვილი ჰყავდათ, 2 ვაჟი და 7 ქალიშვილი: პინა – დაბადე
გვ288

ბული 1879 წელს (გათხოვილი), მართა- დაბადებული 1881 წელს (გათხოვილი),  ეკატერინე-
დაბადებული 1884 წელს (გათხოვილი), ნადეჟდა- დაბადებული 1885 წელს (გათხოვილი), გიორგი-
დაბადებული 1887 წელს, დაამთავრა ტვერის უნივერსიტეტი, იოანე- დაბადებული 1894 წელს, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური
გიმნაზია, ქრისტინა- დაბადებული 1891 წელს, აგრიპინა- დაბადებული 1893 წელს, ნინო- დაბადებული 1897 წელს.
1877 წლის 3 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) რომანოზი დიაკვნად აკურთხა, 6 ნოემბერს კი მღვდ– 
ლად დაასხა ხელი და სვანეთში, სოფელ სუპის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1886 წლის 22 
სექტემბერს გურია-სამეგრეჯლოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) სვანეთის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დანიშნა. 
1888 წლის 22 იანვარს მეუფე გრიგოლმა კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის საგვერდულით დააჯილდოვა. 1888 წლის 9
გვ289
აპრილს ლაილაშის წმინდა გიორგიხ სახელობის ეკლესიის, წინამძღვრად გადაიყვანეს და ცაგერის ოლქის მთავარხუცესად 
დაადგინეს. 1888 წლის 14 მაისს ლეჩხუმის დამწყებ სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 
1891 წლის 11 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო კომიტეტმა ლეჩხუმის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად
დაადგინა. ამ თანამდებობაზე მამა რომანოზმა 5 წელი ღირსეულად იმსახურა. 
1892 წლის 29 აპრილს სკუფია უბოძეს· 
XIX ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში მამა რომანოზმა სოფელ ლაილაშში დააარსა სამრევლო–საეკლესიო სკოლა, სადაც წერა- 
კითხვას, წმინდა წერილს, საეკლესიო გალობასა და ტიპიკონს ასწავლიდა. 
1893 წლის 20 აპრილს სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, წმინდა სინოდის ბრძანებით, ქართული 
ბიბლიით დაჯილდოვდა. 
მამა რომანოზის კეთილმოწესეობის პერიოდში მის სამთავარხუცესო ოლქში შეკეთდა ხუთი ტაძარი. 
1896 წლის 9 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპარქიალურ 
სასწავლო კომიტეტში ლეჩხუმის სამაზრო განყოფილების თავჯდომარედ აირჩიეს. 
1897 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 
1899 წლის 16 მარტს ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცეშლის სახელობის მამათა მონასტრის შემოსავალ-გასავალის შემმოწმებელი კომისიის 
თავმჯდომარედ აირჩიეს 1901 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1901 წლის 19 დეკემბერს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს· 
1903 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1907 წლის 26 ივლისს ახალი ვადით აირჩიეს მთავარხუცესად. 
1913 წლის აღდგომას წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 
უცნობია მამა რომანოზის ბედი, თუ სად და როგორ დაასრულა მან თავისი მოღვაწეობა.
გვ290

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.02.2024
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0