სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხმალაძე (დიასამიძე) ევგარე (ანდრია) ქრისტესიას ძე, 1886-1976წწ. არქიმანდრიტი, დაბ. სოფ. სარო, ასპინძა ხმალაძე (დიასამიძე) ევგარე (ანდრია) ქრისტესიას ძე, 1886-1976წწ. არქიმანდრიტი, დაბ. სოფ. სარო, ასპინძა

1886-1976 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ხმალაძე სია

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

164       ბეჭდვა

ხმალაძე (დიასამიძე) ევგარე (ანდრია) ქრისტესიას ძე, 1886-1976წწ. არქიმანდრიტი, დაბ. სოფ. სარო, ასპინძა

არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე-ხმალაძე) 1886-1976წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 


არქიმანდრიტი ევაგრე, ერისკაცობაში – ანდრია ქრისტესიას ძე დიასამიძე-ხმალაზე, 1886 წელს
ახალქალაქის მაზრის სოფელ საროში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 
1899-1900 წლებში ხერთვისის ერთკლასიან სასწავლებელში სწავლობდა. სამხედრო სასწავლებელში 
გაწვევამდე მსახურობდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ 1911 წლის 24 ნოემბერს, მამ კოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 
1912 წლის 13 ივნისს თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მედავითნეობიდან და თბილისის 
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 
1912 წლის 28 ივნისს ამავე მონასტერი ბერად აღიკვეცა და სახელად ევაგრე ეწოდა.
1912 წლის 3 ივლისს იგი დიაკვნად აკურთხეს.
1913 წლის 27 დეკემბერს უკანა ფშავში,
გვ357
თამარისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში გორის ეპისკოპოსმა
ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესა.
1914 წლის 19 ნოემბერს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლილს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.
1916 წლის 11 მაისს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში დაადგინეს. 1917 წელს საგვერდულით
დაჯილდოვდა.
1919-1921 წლებში საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც
სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1921 წლიდან ისევ მარტყოფის მონასტერშია.
1922 წელს კომუნისტებმა მარტყოფის მონასტერი დაარბიეს და ბერებს იქაურობის დატოვება უბრძანეს. მამა ევაგრე იძულებული გახდა, 
თავშესაფარი თბილისში ეძებნა. 1923 წლის 19 მაისს იგი კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, ურბნელ ეპისკოპოს 
ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერს: „უმორჩილესად გთხოვთ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, მომცეთ ჩემი პირადობის მოწმობა, რომ მოვთავსდე 
დროებით დარიას (იგულისხმება თბილისის ფერისცვალების მონასტერი) მონასტერში“. 
1923 წლის 14 ივლისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში მედავითნის
შტატში დაადგინეს. 
1925 წლის 25 იანვარს თბილისის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში გადაიყვანეს. 
1933 წელს ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 
1935-1946 წლებში თბილისის სიონის


გვ358
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურია.
1947 წლის ბოლოს მარტყოფის მამათა მონასტერში გადაიყვანეს.
1951-1952 წლებში კუკიის წმინდა ნინოს, 1952-1954 წლებში-მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის 
სახელობის საპატრიარქო ტაძრის, 1954-1955 წლებში კი - ისევ კუკიის ტაძრის მღვდელმსახურია.
1955–1968 წლებში საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახლობის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობს, სადაც არქიმანირიტის წოდება მიანიჭეს. 
1968 წლის 11 დეკემბერს მამა ევაგრემ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს სთხოვა პენსიაში გასვლის უფლება, რაც მომდევნო წელს განხორციელდა. 
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მშობლიურ მხარეში, ჯავახთში, სოფელ საროში გაატარა, სადაც 1976 წელს აღესრულა. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0