სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10808

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ.  დეკანოზი  ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ.  დეკანოზი  ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა

1860-1949 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ქვარცხავა სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

213       ბეჭდვა

ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ. დეკანოზი ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა

მთავარხუცესი დეკანოზი ალექსი ქვარცხავა

დეკანოზი ალექსი დაიბადა 1860 წელს სოფელ ჯგალში, ქვარცხავების სამღვდელო ოჯახში. მამა _ 
მღვდელი სვიმონ ქვარცხავა და დიდი პაპა _ მღვდელი ზაქარია ქვარცხავა სხვადასხვა დროს სოფელ ჯგალის წმ. 
გიორგის ეკლესიის წინამძღვრებად მსახურობდნენ. მღვდელ სვიმონსა და ფოფოდია მარიამს ჰყავდათ შვილები: 
დეკანოზი ალექსი, იოსები (1858), გაბრიელი (1861) და სოფიო (1859). ალექსიმ წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო 
სასწავლებელი.
1886 წლის ნოემბრიდან 1887 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა სოფელ ახალდაბის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო 
სკოლის მასწავლებლად. 1887 წლის 10 ნოემბრიდან მუშაობას იწყებს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მწერლად.
ამ პერიოდში ალექსი დაოჯახდა დარიკო ზოსიმეს ასულზე. 
1888 წლის 30 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ალექსი დიაკვნად აკურთხა და 
ზუგდიდის სულთმოფენობის ეკლესიაში დაადგინა. იმავე ეპისკოპოსმა 1889 წლის 11 ივნისს მას მღვდლად დაასხა ხელი 
და განარჯია-მუხურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესა.
1892 წლის 12 აპრილს დარჩელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 
1917 წლიდან მამა ალექსი წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესია.
1920 წლის 27 ივნისს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის
მეორე საეკლესიო კრების მუშაობაში.
ჭყონდიდელი ეპისკოპოს სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის გარდა, ლიის ოლქის მართ-
გვ247

ვაც მას დაევალა. მამა ალექსის ღვაწლით საღმრთო ლიტურღია 1930 წლამდე აღევლინებოდა ჯგალის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ 1930 წლის 19 
იანვარს დაკეტა. მიუხედავად მამა ალექსის დიდი მცდელობისა, ხელისუფლებამ ეკლესია მაინც არ გახსნა. დაცულია მისი 1930 წლის 8 აპრილის წერილი სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორესადმი (ციცქიშვილი). საბჭოთა ხელისუფლებამ მამა ალექსს ხმის უფლება ჩამოართვა. 
მიუხედავად თხოვნისა, მას ეს უფლება არ აღუდგინეს. დეკანოზი ალექსი სიდუხჭირეში ცხოვრობდა, მას არ ჰქონდა არანაირი შემოსავალი, ერთადერთი ნუგეში დედა ეკლესია 
იყო. მან დახმარების სათხოვნელად რამდენჯერმე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე), რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
შემორჩენილია ერთ-ერთი ასეთი წერილი, დათარიღებული 1937 წლის 16 თებერვლით. ორი დღის შემდეგ ამ წერილზე გაკეთებულია მინაწერი: ,,1937. -18, გაეგზავნა კ.-პატრიარქის მიერ 30 
მანეთი'' (1, გვ.17-20). ჯგალში და მის მიმდებარე სოფლებში თბილად და სიყვარულით ჰყვებიან მამა ალექსის შესახებ. 
მოსახლეობას ახსოვს უფლის ერთგული მსახურის თავდადება სარწმუნოებისათვის. როგორც გადმოგვცემენ, მას ანაფორა არ გაუხდია, წვერი არ გაუპარსავს და ღვთისმსახურებას სახლში აღასრულებდა.
რეპრესიების პერიოდში იგი ეზოს გარეთ ვერ გადიოდა, რადგან კომუნისტები წვერის გაპარსვით ემუქრებოდნენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები მოგვითხრობენ:
მამა ალექსი დეკანოზის სამკერდე ჯვარს ატარებდა, ყოველთვის სამღვდელო სამოსელით იყო შემოსილი, მორწმუნე მრევლს სახლში იღებდა და მღვდელმსახურებას,
საეკლესიო წესებს აღასრულებდა.
დეკანოზი ალექსი ქვარცხავას ოჯახი, უფლის განგებით, დაუნათესავდა იქვე ახლოს, სოფელ ზუმში, მცხოვრებ მღვდელ-მონაზონ ვასილ ფირცხელავას ოჯახს. მამა ვასილ 
ფირცხელავას დედის _ ძაძუ მალანიას დის, მაროს ქალიშვილი _ დუშა სამსონის ასული ღვინჯილია და მამა ალექსის 
გვ248
შვილობილ ეფროსიმესა და მელიტონის ვაჟიშვილი _ ლევან აფაქიძე დაქორწინდნენ. მათ ეყოლათ ოთხი შვილი: ირაკლი, 
თორნიკე, დარეჯანი და რუსიკო. მამა ალექსის სახლში ამჟამად თორნიკე აფაქიძე ცხოვრობს. ოჯახში სათუთადაა 
შენახული დეკანოზ ალექსის წიგნები, ნივთები და მღვდელმონაზონ ვასილ ფირცხელავას წერილები, ფოტოები (2; 3). 
მთავარხუცესი დეკანოზი ალექსი მიიცვალა 1949 წელს.  დაკრძალულია სოფ. ჯგალის სასაფლაოზე. 
ზაურ ჯალაღონია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0