სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
სვიანაიძეების საულიერო ოჯახი მოგვაწოდა გიორგი ხუროშვილი სვიანაიძეების საულიერო ოჯახი მოგვაწოდა გიორგი ხუროშვილი
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი სვიანაიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

სვიანაიძეების საულიერო ოჯახი მოგვაწოდა გიორგი ხუროშვილი

მასალა მოგვაწოდა გიორგი ნუკრის ძე ხუროშვილი


სვიანაიძეების საულიერო ოჯახი

სვიანაიძე მარკოზი მჭედლის ძე (XVIII ს-ის  მე-II ნახევარი)- მღვდელი. დაიბადა ხადის ხეობის სოფელ სვიანათას, მჭედლის ოჯახში.

სვიანაიძე გრიგოლი ნასყიდას ძე  ( 1779-22. XI. 1841)- მღვდელი. დაიბადა ხადის ხეობის სვიანთას, სახაზინო გლეხის ოჯახში, ქართულ ენაზე წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კარგად არქიმანდრიტ ბასილთან (რატიშვილი) ისწავლა, 1800 წლის 6 აპრილს წილკნელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ (ქარუმიძე) დიაკვნად აკურთხა. 1800 წლის 2 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და კაიშაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1827 წელს საქართველო-რუსეთის სამხედრო გზაზე მომსახურე სასულიერო პირების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1832 წლის 30 ნოემბერს დუშეთის მაზრის სამხედრო გზის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1837 წლის 14 მაისს სკუფია უბოძეს. ჰყავდა მეუღლე-მარინე შიოს ასული კეკიშვილი (1776-1855წწ.) და შვილები:

მედავითნე ანდრია (1804-1873წწ), მღვდელი სვიმონი (1811-1860წწ.) გიორგი დაბ. (1818წ.), მღვდელი ზაქარია/ზაალი (1819-1892წწ.), სოსე (1822-1874წწ.), გიორგი(1830-1836წწ).

სვიანაიძე სვიმონი გრიგოლის ძე (1811-7. VIII. 1860) მღვდელი. დაიბადა ხადის ხეობის სოფელ სვიანათას მღვდლის ოჯახში დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი 

სადაც წერა-კითხვა  გალობა და კატეხიზმო ისწავლა. 1842 წლის 15 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟანოვი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 22 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და კაიშაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დანიშნა.

მამა სვიმონი გარდაიცვალა სიმსივნით, 48 წლის ასაკში. დაკრძალულია სოფელ სვიანათას. 

ჰყავდა მეუღლე -ხორეშან იოსების ასული  (1815-1873წწ.) და შვილები: თამარი (1836-1860წწ.), ნინო (1839-1840წწ.) რიფსიმე (დაბ. 1840წ.), სოფო (დაბ. 1841წ.), ხორეშანი (დაბ. 1844წ.), ნინო (დაბ. 1845წ.), გრიგოლი, ანასტასია, დიმიტრი (1853-1900წწ.)

სვიანაიძე ზაქარია გრიგოლის ძე (1819-17 II. 1892)- მღვდელი. დაიბადა ხადის ხეობის სოფელ 

სვიანათას, მღვდლის ოჯახში. ერისკაცობაში ერქვა ზაალი დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი, სადაც წერა,  გალობა და კატეხიზმო ისწავლა. 1840 წლის 17 თებერვალს ჭართლის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1844 წლის 18 ივნისს თხოვნის საფუძველზე კაიშაურის  წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1852 წლის 9 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 11 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და სნოს წმ. გიორგის სახ ტაძარში დაინიშნა. მსახურების უკეთ შესასწავლად ერთი თვე თბილისის  მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში გაამწესეს. 1855 წელს შაშაბურის ღვთისმშობლის შობის  სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1858 წელს ქვემო მლეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს . 1862 წელს ჩოხის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს.

1863-1865 წლებში ლაკათხევის წშ. თომა მოციქულის ტაძარში. მსახურობდა . 1871 წელს კაიშაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა.

_ 1873 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1882 წელს სკუფია უბოძეს. 1890 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.  ჰყავდა მეუღლე- მარიამ იაკობის ასული. 


(1822-1858წწ.) და შვილები: მღვდელი გრიგოლი (1842-1910წწ.), ალექსი(1844-1847წწ), მართა (დაბ. 1848წ.), ალექსი (დაბ.1851წ'), ელისაბედი . 

(1854-1861წწ), ზინობი (1857-1861წწ).


სვიანაიძე გრიგოლი ზაქარიას ძე (1.IX.1842 – 25.I.1910) - მღვდელი. დაიბადა ხადის ხეობის სოფელ სვიანათას, მღვდლის ოჯახში.სწვლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის ქვედა განყოფილებრზე. 

1864 წლის 15 ნოემბერს ქვეშო მლეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.“

1864 წლის 10 მაისს ნახიჩევანის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1869 წლის 16 მაისს ღუდის ოსურ სამრევლოში დაადგინეს. 1872 წლის 25 აგვისტოს დუშეთის წმ. ნიკოლორის სახ. ტაძარში გაამწესეს. 1875 წლის 27 აგვისტოდან კობის წმ.გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა -1876 წლის 17 ოქტომბერს.

დიყვნად აკურთხეს. 1878 წლის 4 იანვარს მღვდალდ დაასხეს ხელი და კობის ტაძარში დაინიშნა. 1880 წლის 8 ივნისს ლუთხუბის ღვთისმშობლის.

მიძინების ეკლესიშში გადაიყვანეს. 1898 წლის 4 ივნისს სატვერღულით დაჯილდოვდა. 1904 წელს სკუფია უბოძეს, მამა გრიგოლი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში: დაკრძალულია ლუთხუბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში, საკურთხევლის წინ. ჭეავდა მეუღლე- ნინო მოსეს სული (დაბ.1853წ.)


და შვილები: მარიამი (დაბ. 1868წ.), პავლე, მართა, ზინობი (დაბ. 1872წ.),, იროდიონი,, ვლადიმერი(დაბ. 1875წ), ზაქარია (დაბ. 1877წ'), ელენე, 

ელისაბედი, ოლღა(დაბ. 1881 წ.) , ლიზა (დაბ, 1882წ-) მარიამი (დაბ, 1884წ.) , მიხეილი(დაბ. 1887წ.), კონსფანტინე (1987-1893წ წ).


სვიანაიძე საბა ვეფხიას ძე (13.I.1987) - მღვდელ-მონაზონი. ერისკაცობში - გივი. დაიბადა ქალაქ თბილისში, გაიზარდა ასპინძის რაიონის სოფელ

ოშორაში, მოინათლა ქ. ახალციხის წმ. მარინეს სახ. ტაძარში 1994 წლის მაისში. დაამთავრა ქ.თბილისის 147-ე საჯარო სკოლა, სწვლობდა

_ სპორტის აკადემიაში, 2005 წლის 13 ოქტომბრიდან გახდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო. ტაძრის მრევლი. 2007 წლის 18. თებერვლიდან ირიცხება.

სვეტიცხოვლის მამათა  მონასტრის საძმოში. 2007 წლის 24 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ისააკმა (ღადუა) შემოსა მორჩილების კაბით. 2010 წლის 15.

სექტემბრიდან ირიცხება ქ. თბილისის წმინდა სამების ლავრაში, 2015 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო. სემინარიაში, რომელიც 2019 წელს დაასრულა, 2016 წლის 24 აპრილს (ბზობის დღეს-სწაულრე) სრულიად. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ის ლოცვა-კურთხევით წმ. სამების საპატრიარქო. ტაძარში აღკვეცა მონაზვნად არქიმანტრიტმა ისააკმა (ღადუა). 2016 წლის 18 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის

ლოცვა-კურთხევით,  საგარეჯოსა და ნინოწმინდის  მთვარეპისკოპოსმა ლუკამ  (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა სოფელ ნონოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში. და დადგენილ იქნა წმ. სამების საპატრიარქო. ტაძარში. 2017 წლის 18 დეკემბერს.

სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს- პატრიარქის ილია- II-ის ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა. თეოდორემ ჭუაძე საფარის წმ.  საბა განწმედილის ტაძარში. მღვდლად აკურთხა და დადგენილ იქნა წმ. სამების. საპატრიარქო ტაძარში . 2019 წელს ჩაირიცხა  თბილისის სასულიერო აკადემიაში.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.03.2024
ბოლო რედაქტირება 02.03.2024
სულ რედაქტირებულია 7





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0