ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-77) თავადი, გენერალ-მაიორი (1872);სამხედრო სამსახური დაიწყო 1842 წელს ქართულ მილიციაში ურიადნიკის ჩინით.
1842-1849 და 1862-1863 წლებში მონაწილეობდა რუსული არმიის სამხედრო ექსპედიციებში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ. 1949 წლის მაის-აგვისტოში იმყოფებოდა უნგრეთში ი. პასკევიჩის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში.
კავკასიაში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში.
ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი(1852); ყირიმის ომის 1853-1856 წლებში კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარის (1853 წლის 19 ნოემბერი) და ქურუქ-დარის ( 1854 წლის 24 ივლისი) ბრძოლებში.
შემდეგ ლ. მელიქიშვილის მეთაურობით იბრძოდა კახეთში შამილის რაზმების წინააღმდეგ.
რუსეთ-ოსმალეთის ომში 1877-1878 წლებში მეთაურობდა დაღესტნელ ცხენოსანთა რეგულარულ ბრიგადას, რომელიც რეეგულარული არმიის ავანგარდში იბრძოდა.
1877 წლის 4 მაისს სასიკვდილოდ დაიჭრა ქალაქ ყარსთან მძიმე ბრძოლის დროს. რუსეთის არმიის გენერალ მაიორი 1872 წლიდან.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.147; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107291
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1872 - გენერალ-მაიორი
დაკრძალვის ადგილი: ალექსანდროპოლი, ახლ. ლენინაკანი