ჩიკოიძე როსტომ გიორგის ძე , Чикоидзе Ростом Георгиевич, 1848-1925), გენერალ-მაიორი (1905);დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.
დაამთავრა ერევნის გრენადერთა პოლკთან არსებული სამხედრო აღსაზრდელთა სკოლა 1869 წელს, ხოლო 1872 წელს მოსკოვის მსროლელთა სასწავლებელი.
1878-1898 წლებში მსახურობდა სტავროპოლის პოლკში. 1898 წლიდან მსროლელთა ბატალიონის უფროსი იყო ყალიზმანში (ახლანდელი აღზევანი, თურქეთის ტერიტორიაზე); მეთაურობდა გორის პოლკსა (1902) და მსროლელთა ბრიგადას ერევანსა და ეჩმიაძინში (1903-1907). ბ. ვასილიევის რომანის "იყვნენ და არ იყვნენ"(1978) ერთ-ერთი პერსონაჟი. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-მაიორი (1904), რამდენიმე ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107194
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1877 - ბრძოლის გმირი
რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-1878 წლებში დოღუბაიაზიდთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) დაკრძალვის ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი