სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ჩიქოვანი მერაბის ძე (1833-92), რუსეთის გენერალი დაბ. სოფ. სუხჩა ხონი იმერეთი Чиковани Николай Мирабович

1833-1892 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჩიქოვანი სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

463       ბეჭდვა

ნიკოლოზ ჩიქოვანი მერაბის ძე (1833-92), რუსეთის გენერალი დაბ. სოფ. სუხჩა ხონი იმერეთი Чиковани Николай Мирабович

ჩიქოვანი ნიკოლოზ მერაბის ძე (1833-92), თავადი, გენერალ-მაიორი (1887), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);



ფოტო სიმბოლურია სამსონ ჩიქოვანი უთუს ძე (ირიცხებოდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, პირად დაცვაში)

Чиковани Николай Мирабович  (23.05.1833 – ?)

            генерал-майор с 12.03.1890



ინგა ელიავა მიხეილის ასული დაბადებულია ქუთაისში, მუშაობს საქართველოს ეროვნულ არქივში

ინგა ელიავა file:///C:/Users/HOME/Desktop/01/ge_file_233_1.pdf

ნიკოლოზ ჩიქოვანი

რუსეთ - თურქეთის 1877-1878 წლების ომის გმირი

XIX საუკუნის დამდეგიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი ირანისა და ოსმალეთის მთავარი მეტოქე გახდა კავკასიაზე ბატონობისათვის ბრძოლაში, გაჩნდა შესაძლებლობა ერთმორწმუნე რუსეთის მხარდაჭერით საუკუნეების წინ

დაკარგული საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებისა. ამ პროცესის გვირგვინად იქცა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომი, რომლითაც

ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ომამდე შექმნილი სათავისო სტრატეგიული გეგმის ხორცშესხმას ელოდა. გეგმის არსი ნათლად აქვს გადმოცემული ნ.

ნიკოლაძეს გაზეთ `დროებაში~ გამოქვეყნებულ წერილში - `საქართველო - ომი

თუ იქნა”. `ჩვენს ქვეყანას დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა

მოელის აღმოსავლეთის ომში. საქართველოთი რუსეთი პირდაპირ შედის ოსმალეთში... საქართველოს კი, ეხლა მაინც დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული

მნიშვნელობა აქვს ინგლისის თვალში (~დროება”, 1877, 3 აპრილი, #36, გვ.3).

მოსალოდნელ ომში ქართველთა დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ნ. ნიკოლაძის პოზიცია გამოკვეთილი იყო: `ჩვენი ქვეყნის სახელი, სიკეთე და მომავალი ჩვენს საკუთარს საქციელზეა დამოკიდებული. ნუ შევირცხვენთ დღემდე პატივცემულ სახელს... ნუ დავიმალვით სოროში. ჩვენი გონიერი, წესიერი და პატიოსანი საქციელი მაღლა ასწევს საქართველოს სახელს და მტერსა და მოყვარეს დაანახებს, რომ ჩვენი ხალხი სიყვარულის, პატივისცემის, მორიდების და

კეთილდღეობის ღირსია” (~დროება”, #36, 3. აპრილი, 1877). ქართველი საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ომს `შედეგად მოჰყვება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლება” (ივერია” #8, 23 აპრილი,

1877).

რუსეთის ხელისუფლება კარგად ხვდებოდა, რომ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას ოსმალთა მიერ დაპყრობილ

ტერიტორიებზე მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების პოზიციას, მით უფრო

მხარდაჭერას. ცარიზმი ძალას არ იშურებდა მათი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად, მით უფრო, რომ სულთნის პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის ანტირუსული განწყობილების გაძლიერებას. კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილი, რომელიც იმავდროულად კავკასიაში მოქმედი ჯარების მთავარსარდალიც იყო, ასე მიმართავდა აჭარისა და ქობულეთის მოსახლეობას: ~აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებნო!...

11

ჩვენმა კეთილისმყოფელმა და კაცთმოყვარე ხელმწიფემ ამოიღო ხმალი არა

იმისათვის, რომ დაჰსჩაგროს მშვიდობისმოყვარე მცხოვრებნი... იგი გზავნის

ჯარს ჩაგრულთა დასაფარველად და მჩაგვრელთა შესაკავებლად. ხელმწიფესა

სურს დაიცვას სიმართლე და პატივი... რუსის ჯარის ყოფნამ თქვენს ქვეყანაში

უნდა გვაშოროს ერთმანეთის მტრობა-სიძულვილი და გულით შეგვათვისოს და

დაგვაახლოვოს ჩვენ ძმებთან. ჰოი, ძენო კეთილშობილის ქართველის ტომისანო, ძმანო ყოველთვის ერთგულთა და საყვარელთა ქვეშევრდომთა რუსის იმპერატორისათა” (ივერია” #8, 23 აპრილი, 1877). სამუსლიმანო საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ დაეკარგა ეროვნული ცნობიერება. სწორედ ამის შედეგი იყო რომ ~რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878 წ.წ.) ომის დროს აჭარა მტკიცედ

დადგა განმათავისუფლებელი არმიის მხარეზე” (საქართველოს ისტორია,

1984:45). ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ბატონობამ მაინც ვერ გააქრო სამუსლიმანო საქართველოს მოსახლეობაში ეროვნული მთლიანობის შეგნება. დედასამშობლოსთან დაბრუნებას აღტაცებით შეხვდა მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი.

მოსახლეობის ასეთ განწყობილებას გამოხატავდა გულო კაიკაციშვილი,

რომელიც ქობულეთში შემოსული განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლებზე

მიმართვისას, 1878 წლის 19 აგვისტოს აღნიშნავდა: ~ჩვენო ქართველებო, ჩვენო

ძმებო, ნათესავებო და ბიძაშვილებო, თქვენი ჭირიმე, თქვენი, რომ ჩემმა თვალებმა დღეს თქვენ, ჩვენი ძველი ძმები... აქ, ქობულეთში დაგინახათ. ვმადლობ

ღმერთსა და პატივს ვცემ მის განგებას, რომ ჩვენი და თქვენი ნატვრა შესრულდა, ღმერთმა შეგვაერთა... თქვენც ჩვენის დაახლოებით გაიხარებდით და მერე

ჩვენის ასეთი შეერთებით და ამ ერთიანობის სიყვარულით აღდგება და გაძლიერდება საქართველო, როგორიც იყო იგი თამარის დროს. მაშ, გაუმარჯოს ჩვენს

შეერთებას” (სურგულაძე ა.,1978:304. ციტირებულია ჯემალ კარალიძის სტატიიდან - კრებული `სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა

გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში~, ბათ. 2009).

ომში აქტიურად მონაწილეობდა როგორც რუსეთის რეგულარულ არმიაში

მომსახურე ქართველი ოფიცრობა, ასევე ქართული მილიციის ნაწილები. იმ

ათეულობით ქართველ ოფიცერს შორის, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა

მიიღეს ომის კავკასიის ფრონტზე, გამოირჩეოდა იმჟამად პოდპოლკოვნიკი,

შემდეგში გენერალ-მაიორი ნიკოლოზ მერაბის ძე ჩიქოვანი. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული მისი ნამსახურების სია საშუალებას გვაძლევს სრულად წარმოვადგინოთ მისი ღვაწლი ამ ომში, რომელიც იმპერიის ერთ-ერთი

უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის მე-4

12

ხარისხის ორდენით აღინიშნა. დაჯილდოების სიგელში იმპერატორი ალექსანდრე მეორე წერდა:

`1877 წლის ომის დროს თავდაცვითი პოზიციის დაკავებისას სოფ. ხალფალუსთან თქვენ თვეზე მეტი დროის განმავლობაში იგერიებდით ძალებით

მნიშვნელოვნად აღმატებული მტრის მრავალრიცხოვან შემოტევას და 15

აგვისტოს ბრძოლის დროს გეჭირათ თქვენი ბატალიონით იგივე პოზიცია.

იზმაილ-ფაშას კორპუსის დიდმა ნაწილმა იერიში მოიტანა რა თქვენზე, მამაცურად მოიგერიეთ ყველა შემოტევა, დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ

კი პირადად უხელმძღვანელეთ რა იერიშს, გადადით ენერგიულ შეტევაზე

და უკან დაახევინეთ მოწინააღმდეგეს საშინელი უწესრიგობით, რითაც გადაწყვიტეთ კიდეც მათზე სრული გამარჯვება.

აღნიშნული გმირობებისთვის ჯილდოდ, ხელმძღვანელობის წარდგენით და სამხედრო ორდენის კავალერთა დუმის დამოწმებით უმოწყალესად

გიბოძეთ ჩვენ თქვენ 1878 წლის 23 დეკემბერის კაპიტულისადმი ბრძანებით

კავალერობა წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის მე-4 ხარისხის ჩვენი საიმპერატორო ორდენისა~ ( ქ.ც.ა. ფ.1 საქ. 4548, ფურ. 83).

ნიკოლოზ მერაბის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1833 წლის 23 მაისს სამეგრელოს

სოფელ სუხჩაში, თავადის ოჯახში. იყო მართლმადიდებლური სარწმუნოების,

აღიზარდა კერძო საწავლო დაწესებულებაში, სამსახური დაიწყო თბილისის

ეგერთა, შემდგომში გრენადერთა - მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის,

დიდი თავადის კონსტანტინე კონსტანტინეს ძის პოლკში.

1851 წლის 23 მაისიდან მივლინებულ იქნა სასწავლო ბატალიონში საფრონტო სამსახურის წესის შესასწავლად. 1852 წლის 3 ივნისს უნტერ-ოფიცრის

ჩინით გადაყვანილია ერევნის კარაბინერთა პოლკში, 1852 წლის 14 აგვისტოს

მივლინებულ იქნა მე-6 სარეზერვო ბატალიონთან საბრძოლო გამოცდისა და

ოფიცრის ჩინის მისანიჭებლად -1853 წლის 15 ოქტომბერს.

1854 წლის 20 იანვარს მთიელ ხალხებთან ბრძოლაში წარჩინებისთვის მიენიჭა პროპორშჩიკობა.

1852 წლის 6 დეკემბერს გადაყვანილია ჯერ დაღესტნის ქვეითი პოლკის

სარეზერვო ბატალიონში, შემდეგ მე-20 ქვეითი დივიზიის სარეზერვო ბრიგადაში, აქედან კი 21-ე სარეზერვო ბრიგადაში 1857 წლის 1 აპრილს. 1858 წლის 1 აგვისტოს ებოძა პოდპორუჩიკობა, 1859 წლის 1 თებერვალს დაინიშნა როტის

უფროსად და 1859 წ. 9 თებერვალს მიენიჭა პორუჩიკის წოდება. შტაბს კაპიტანია 1863 წლის 25 თებერვლიდან.

ყუბანის ოლქის რაზმების გადაადგილებისას (არმიის მთავარსარდლის,

დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის პირადი ხელმძღვანელობით) გამოჩენილი წარჩინებისთვის 1863 წლიას 4 მაისს დაჯილდოვდა წმ. ანას მე-4 ხარისხის

13

ორდენით, წარწერით `მამაცობისთვის~, ხოლო 1864 წლის 27 მაისს მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1863 წლის 15 ივლისიდან იგი იმ ბატალიონის როტის უფროსია,

რომელიც 1864 წლის 1 იანვრიდან ფორმირებულია 150-ე ქვეითთა ტამანის

პოლკად. 1864 წლის სექტემბერში წარჩინებული სამსახურისთვის დაჯილდოვდა წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით, ხოლო მთიელთა წინააღმდეგ გამოჩენილი სიმამაცისთვის 1866 წლის 31 მაისს დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის

მესამე (1886 წლის 6 მაისი) და მე-4 ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით.

სხვადასხვა დროს იგი დაჯილდოვებული იყო აგრეთვე: წმ. ანნას მე-2 ხარისხის

მახვილებიანი ორდენით (1878 წლის 9 აპრილს), ოქროს ხმლით - წარწერით `სიმამაცისთვის~ (1878 წლის 9 ივლისს), წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით, წმ.

სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით. ფლობდა ოქროს ხმალს, წარწერით~სიმამაცისთვის~. ნიკოლოზ ჩიქოვანი დაჯილდოებული იყო აგრეთვე: 1853 -1856

წლის წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს, 1877-1878 წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს მედლებითა და და ჯვრით კავკასიაში სამსახურისთვის.

1869 წლის 3 მაისიდან იგი ბატალიონის მეთაურია. 1865 წლის 25 დეკემბერს იგი დაინიშნა მსროლელთა უფროსად. ამ თანამდებობაზე დამტკიცდა

1871 წლის 5 აპრილს. 1875 წ. 14 მაისიდან ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. 1870 წლის 11 ოქტომბრს მას მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება. 1877 წლის 22 დეკემბერს თერგის ოლქში აჯანყებულთა წინააღმდეგ

ბრძოლაში წარმატებებისათვის მიენიჭა პოდპოლკოვნიკის, მოგვიანებით კი

პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1890 წლის 12 მარტიდან იგი გენერალ-მაიორია. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა პოლკის მეთაურის (1880 – 1884 წწ), გურიის ქვეითი დრუჟინის მეთაურის (დაინიშნა 1884 წლის 14 თებერვალს), კავკასიის მე-3 მსროლელთა ადგილობრივი დრუჟინის მეთაურის (დაინიშნა

1887წლის 15 ნოემბერს), აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის (დაინიშნა 1880წ. 20 ივნისს) თანამდებობებზე.

განსაკუთრებული თავდადებითა და წარმატებით იბრძოდა ნიკოლოზ მერაბის ძე ჩიქოვანი 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. იგი მონაწილეობდა შემდეგ საბრძოლო ოპერაციებში:

სოფელ ალიკაზაკ სა და სოფელ ხალფალუსთან 1877 წლის 24 ივლისის

ბრძოლებში (ერევნის რაზმთან ერთად);

1877 წლის 8 აგვისტოს - იგდირთან ბრძოლაში;

12 აგვისტოს - პოლკოვნიკ სამოილოვთან ერთად იგდირთან და აბას გალეს უღელტეხილზე მიმდინარე ბრძოლაში;

15 აგვისტოს - პოლკოვნიკ სამოილოვის მიერ თურქების შემოტევის მოგერიებაში სოფელ ხალფალუს და ჩარუხჩისთან;

14

 8 სექტემბერს - სოფელ ხალფალუსა და ჩარუხჩისთან ბრძოლაში;

15 სექტემბერს - გენერალ-ლეიტენანტ ტერგუკასოვის მიერ იხირის პოზიციაზე იზმაილ ფაშას თურქული არმიის შეტევის მოგერიებაში;

6 ოქტომბერს - მოატთან თურქების რაზმის განდევნაში;

16 დან 17 ოქტომბერს - ღამით გენერალ-ლეიტენანტ გეიმანის და ტერგუკასოვის რაზმების ბრძოლაში გასანკალესთან.

23 ოქტომბერს - გენერალ-ლეიტენანტ გეიმანის და ტერგუკასოვის მიერ

დევი-ბოინუს პოზიციაზე თურქების დამარცხებაში.

27-დან 28 ოქტომბრის ღამეს - იმავე რაზმების გადაადგილებაში ერზრუმზე;

1878 წლის 29 მარტიდან -დან 1 აპრილამდე - პოლკის გადაადგილებაში არდაგანის რაზმთან მისაერთებლად ამავე რაზმის გაუქმებამდე (1878 წლის 25 ოქტომბერს).

ნიკოლოზ მერაბის ძე ჩიქოვანს ცოლად ჰყავდა თავად გიორგი მაჭუტაძის

ქალი ელისაბედი. ჰყავდა ქალიშვილი ელენე (დაბადებული 1885 წლის 9

მარტს).

ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, 1864 წლის 11 ივნისს, ნიკოლოზ

ჩიქოვანი მტრის ტყვიით მარცხენა ხელში დაიჭრა. ტყვიამ დააზიანა ხელის მამოძრავებელი, თითების მომხრელი კუნთები. ჭრილობა განიკურნა ორი თვის

განმავლობაში, დატოვა ვერცხლის 20 კაპიკიანის ზომის ორი ნაწიბური. შედეგად - იდაყვში ხელის მოხრის შეუძლებლობა, დროთა განმავლობაში ხელის კუნთების ატროფია, ძლიერი ტკივილები, რასაც დაემატა ჯანმრთელობის საერთო

მძიმე მდგომარეობა, გამოხატული სხეულის დასუსტებაში, მარცხენა მხრის

ძლიერი ტკივილი, უძილობა და ღამის გაძლიერებული ოფლიანობა. ჩიქოვანი

იყო დაჭრილთა შესახებ კომიტეტის (მე-2 კლასის) მფარველობის ქვეშ.

ნიკოლოზ ჩიქოვანი 1890 წლის 12 მარტს გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, თუმცა მას მიეცა მუნდირის ტარების უფლება,

დაენიშნა პენსია სახელმწიფო 860 მანეთის ოდენობით (წელიწადში) და ემერიტუსის პირველი კლასის მე-5 თანრიგით - 1129 მან. ოდენობით წელიწადში (პენსია დანიშნული იყო სამსახურში ხელახლა შესვლამდე). ჩიქოვანი ღებულობდა

პენსიას აგრეთვე ალექსანდრეს კომიტეტისგან დაჭრილებისთვის (245 მან.

ოდენობით წელიწადში) და წმ. გიორგის საზოგადოების კაპიტალისგან ( 360

მან. წელიწადში).

ნიკოლოზ მერაბის ძე ჩიქოვანი გარდაიცვალა 1892 წლის 6 ივნისს. დაკრძალულია ქუთაისში, წმ. პეტრე და პავლეს საკათედრო ტაძარში.

15

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

1. დოლიძე ლ., გენერალ სიმუსი, მარშლები, ადმირლები, ჩვენი თანამემალულენი. თბილისი, 2000წ.

2. გაზეთი: `დროება”, 1877, 3 აპრილი, #36,

3. `ივერია” 23 აპრილი, 1877წ. #8,

4. ქუთაისის ცენტრალური არქივი,ფონდი # 1, საქ. # 4548.

Nikoloz Chikovani 1877-1878 years Russia-Turkey war hero Summary On the second half of XIX century with support of Russia Empire emerged ability of returning of centuries ago lost Georgia’s historical teritorries. In this article is presented and analyzed one of the hero’s of 1877-1878 years Russia-Turkey war - Nikoloz Chikovani martial-military life reflected unique archival data. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 30.04.2023
სულ რედაქტირებულია 6





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0