ჯომარჯიძე (ჯემარჯიძევი) მიხეილ გრიგოლის ძე (1822-89), გენერალ-ლეიტენანტი (1876),
1881-86 კავკასიის მე-2 საარმიო კორპუსის სარდალი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1848);სამხედრო სამსახური დაიწყო 1840 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკის ჩინით. 1853-1857 წწ. იყო ჭარ-ბელაქნის სამხარეო ოლქის უფროსის მოადგილე. 1857-1860 წწ. პერეიასლავლის დრაგუნთა პოლკის ერთ-ერთი ათასეულის მეთაური, 1860-1863 წწ. ამავე პოლკის მეთაური, 1863-1868 წწ. სამხრეთ დაღესტნისა და დერბენდის სამხარეო ოლქის უფროსი, აგრეთვე დერბენდის ქალაქის თავი. 1868-1874 წწ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. 1874-1876 წწ. იყო კავკასიის ადგილობრივი ჯარების უფროსი. 1876-1886 წწ. მეთაურობდა კავკასიის არმიის მე-2 კორპუსს. 1886 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1876).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.571
https://nobility.pro/ru/statya/601-dzhomardidze-mikhail-grigorevich.html