სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსანდრე  ქუთაისოვი  ივანეს ძე 1784-1812წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქუთაისი იმერეთი ალექსანდრე  ქუთაისოვი  ივანეს ძე 1784-1812წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქუთაისი იმერეთი ალექსანდრე  ქუთაისოვი  ივანეს ძე 1784-1812წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქუთაისი იმერეთი ალექსანდრე  ქუთაისოვი  ივანეს ძე 1784-1812წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქუთაისი იმერეთი ალექსანდრე  ქუთაისოვი  ივანეს ძე 1784-1812წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქუთაისი იმერეთი

1784-1812 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ქუთაისოვი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

496       ბეჭდვა

ალექსანდრე ქუთაისოვი ივანეს ძე 1784-1812წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქუთაისი იმერეთი

ქუთაისოვი (კუტაისოვი) ალექსანდრე ივანეს ძე (30 აგვისტო 1784-1 სექტემბერი 1812),


გრაფი, გენერალ-მაიორი (1806), 1812 წელს დასავლთის არმიის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ III ხარისხის ორდენის (1807) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);

ალექსანდრე ქუთაისოვი (კიკიანი) - გენერალ-მაიორი, ანტინაპოლეონის კამპანიის და სამამულო ომის მონაწილე, 1-ლი არმიის არტილერიის უფროსი (1612), გრაფი, გმირულად დაიღუპა ბოროდინოს ბრძოლაში


ბოროდინოს ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი იყო გრაფი ალექსანდრე ქუთაისოვი, რომელიც პირველი არმიის არტილერიას მეთაურობდა, ბოროდინოს ბრძოლის დღეს კი - რუსეთის ჯარების მთელ არტილერიას! 26 აგვისიტოს საღამოს მამაცი და ლამაზი გენერალი 28 წლის ქუთაისოვი რაევსკის ბატარეაზე მოკლეს. სხვათა შორის, ალექსანდრეს შვილიშვილი პავლე იპოლიტეს ძე ქუთაისოვი გახდება ინფანტერიის გენერალი, ცნობილი პიროვნება რუსეთშ

ბოროდინოს ველზე მეომარი ქართველი გენერლებიდან ბრძოლისას დაიღუპა მხოლოდ ერთი, გენერალ-მაიორი გრაფი ქუთაისოვი, რომელსაც ორიოდ კვირაში 28 წელი უნდა შესრულებოდა. საინტერესოა, როგორ მიაღწია ასეთმა ახალგაზრდამ ამ ჩინამდე, უფრო გასაკვირია, რომ ყველა მკვლევარი მას ღირსეულ და დამსახურებულ გენერლად მიიჩნევდა.

ამ ამბებში გასარკვევად ცოტა ადრეული პერიოდი უნდა გავიხსენოთ, ანუ მისი მამის, ივანეს პეტერბურგში მოხვედრა და სამეფო კარზე აღმასვლა.


ერთი ვერსიით ივანე პავლეს ძე, 10 წლის თურქი ბიჭუნა, 1770 წელს ბენდერის შტურმისას, გენერალმა რეპნინმა გამოიხსნა და  დედოფალს მიჰგვარა საჩუქრად. უფრო დამაჯერებელი კი მეორე გახლავთ:- ქალაქ ქუთაისის (აქედან გვარიც-ქუთაისოვი) თურქთაგან განთავისუფლებისას, გენერალ ტოტლებენის ოფიცრებმა სამი ტყვე ყმაწვილი დაიხსნეს, თურქებმა სამივეს წინადაცვეთა ჩაუტარეს (ამიტომაც მიიჩნევდნენ თურქად). ბიჭები პეტერბურგში წამოიყვანეს, მაგრამ ცოცხალი მხოლოდ ივანე გადარჩა, რომლის ნამდვილი გვარიც იყო კიკიანი.

პატარა ივანე ტახტის მემკვიდრე პავლე პეტრეს ძის მსახურად გაამწესეს. მოხერხებულმა ივანემ მალე მოიპოვა მომავალი იმპერატორის კეთილგანწყობა და დალაქობით დაწყებული კარიერა, ობერ-შტალმეისტერის რანგში და გრაფის ტიტულით დაასრულა. საინტერესოა, რომ ერთსა და იმავე 1799 წლის 22 თებერვალს უკვე იმპერატორმა პავლემ ჯერ ბარონობა უბოძა, ხოლო 5 მაისს გრაფად აკურთხა. მონარქის გულუხვობა მხოლოდ ტიტულებით არ შემოფარგლულა და მალე გრაფი ქუთაისოვი იმპერიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მოევლინა. ამას ხელი შეუწყო სარფიანმა ქორწინებამაც და ერთ დროს ქუთაისელ ვანო კიკიანს ისღა დარჩენოდა 6 შვილის მომავალზე ეზრუნა.


აუსტერლიცის ბრძოლა

CC0 / WIKIPEDIA / FRANÇOIS GÉRARD / AUSTERLITZ-BARON-PASCAL

ნაპოლეონ ბონაპარტე და მისი მოწინააღმდეგე 12 ქართველი გენერალი

განგების ნებით, ალექსანდრე უაღრესად ნიჭიერი ყმაწვილი გამოდგა, საუბრობდა ექვს ენაზე, წერდა ლექსებს, კარგად ხატავდა და სამხედრო კარიერაც  ყოვლისშემძლე მამის წყალობითა და საკუთარი დამსახურებით სწრაფად გაიკეთა ისეთი გამოჩენილი სარდლების მეთაურობით როგორებიც იყვნენ მიხეილ კუტუზოვი, გენერლები ა.ა. არაკჩეევი და ა. ი. კორსაკოვი. მალე თავის გამოჩენის საშუალებაც მიეცა. 1806-07 წლებში პრეისიშ-ეილაუსთან ბრძოლისას მარჯვენა ფლანგის არტილერიას ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა გრაფმა მოწინააღმდეგის პოზიციების დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ მტრის ძირითადი დარტყმის მოსალოდნელ მონაკვეთზე რუსთა არტილერია შეტევას ვერ გაუძლებდა. მაშინ, საკუთარი რისკის ფასად, ქუთაისოვმა რამდენიმე ბატარეა მიაშველა მარცხენა ფლანგს და როგორც შემდეგ გამოირკვა, ამან გადაარჩინა კიდეც რუსთა არმია. ამ ინიციატივისთვის უკვე გენერალ-მაიორ ქუთაისოვს წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი უბოძეს. იმპერატორმა ალექსანდრემ მის მამას ივანე კიკიან-ქუთაისოვს უთხრა:„ თქვენი შვილი რუსეთის არმიის ღირსეული წარმომადგენელია, არმიას უყვარს იგი…“ ფრიდლანდთან ბრძოლისას პრაქტიკულად მისმა სიმამაცემ გადაარჩინა რუსთა მთელი არტილერია და ამისთვის ალმასებით მორთული ოქროს დაშნაც დაიმსახურა.


ბოროდინოს ბრძოლა

CC0 / WIKIPEDIA / LOUIS LEJEUNE / BATTLE OF BORODINO

პეტრე ბაგრატიონი - ორი ეკატერინეს მსხვერპლი, ომებში დაუმარცხებელი გენერალი!

გრაფი ქუთაისოვი მარტო საომარ მოქმედებებში არ იყო გამორჩეული, მისი ძალისხმევით მიდის საარტილერიო შეიარაღების სისტემის შემუშავება. ასეთი წარმატება ბევრს თავბრუს დაახვევდა, თუმცა ახალგაზრდა გრაფმა გადაწყვიტა, რომ მისი ცოდნა დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა და 1810-11 წლებში სამხედრო ხელოვნების დასაუფლებლად ჯერ ვენას მიაშურა და შემდეგ პარიზშიც ჩავიდა. სწავლობდა არქიტექტურას, ფორტიფიკაციას, მათემატიკას, ბალისტიკას. პეტერბურგში დაბრუნებული ჩართეს სამხედრო წესდებისა და მდგომარეობის შემდგენელ კომისიაში, რომელიც არმიის საორგანიზაციო საკითხებს არეგულირებდა. მანვე შეიმუშავა არტილერიის ერთიანი და კომპლექსური გამოყენების თეორია და 1812 წლისთვის პრაქტიკაშიც დანერგა. 27 წლის ახალგაზრდა კაცისთვის ეს არც თუ ცოტაა და აქ მისი მფარველების დამსახურება ნულის ტოლია.


ბოროდინოს ბრძოლისას ქუთაისოვი პირველი არმიის არტილერიის უფროსია. თვით მიხაილ კუტუზოვი არ თაკილობდა ახალგაზრდა გენერალთან პირადად თათბირს და მის რჩევებს ყურს უგდებდა. მარცხენა ფლანგზე შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო, ფელდმარშალმა ალექსანდრე ვითარების შესასწავლად გენერალ ერმოლოვთან ერთად მიავლინა, გზად გენერლებმა შეამჩნიეს, რომ მტერს ცენტრი გაერღვია და რუსთა ბატარეას დაპატრონებოდა. ორივე გენერალი დაკარგული სიმაგრის დასაბრუნებელ ბრძოლაში ჩაერთო ე. წ. რაევსკის ბატარეებთან. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, გრაფმა გენერალ პასკევიჩს ხელი ჩამოართვა და უკან დასახევად გამზადებულ ქვეით ჯარისკაცებს ხიშტით ბრძოლაში წინ გაუძღვა… უკან მხოლოდ მისი გასისხლიანებული ცხენი დაბრუნდა. რუსული არმიისთვის ეს დიდი დანაკლისი იყო, რადგან მხოლოდ მან იცოდა მთელი ფრონტის არტილერიის ზუსტი განლაგება და მანევრებსაც ის ხელმძღვანელობდა…

ორიოდ კვირაში 28 წლის შესრულდებოდა… მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი მფარველები სწყალობდნენ, ყველაფერს საკუთარი ნიჭითა და სიმამაცით მიაღწია. ამის დასტურად ფელდმარშალ კუტუზოვის სიტყვებიც კმარა, რომელიც მან მოგვიანებით ბრძანა: „… ბოროდინოს ბრძოლა გაცილებით სხვაგვარად წარიმართებოდა გრაფი ქუთაისოვი ცოცხალი რომ ყოფილიყო…“


წყარო სპუტნიკი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0