Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ალბი - იერდის ეკლესია IX-XVI საუკუნეები, ჯეირახის რ-ნი, ინგუშეთი, რუსეთი ალბი - იერდის ეკლესია IX-XVI საუკუნეები, ჯეირახის რ-ნი, ინგუშეთი, რუსეთი ალბი - იერდის ეკლესია IX-XVI საუკუნეები, ჯეირახის რ-ნი, ინგუშეთი, რუსეთი ალბი - იერდის ეკლესია IX-XVI საუკუნეები, ჯეირახის რ-ნი, ინგუშეთი, რუსეთი ალბი - იერდის ეკლესია IX-XVI საუკუნეები, ჯეირახის რ-ნი, ინგუშეთი, რუსეთი

982      

ალბი - იერდის ეკლესია IX-XVI საუკუნეები, ჯეირახის რ-ნი, ინგუშეთი, რუსეთი

ალბი-იერდი – IX-XVI საუკუნეების ქართული ეკლესია რუსეთის ფედერაციაში. მდებარეობს ჩრდილო–კავკასიის ფედერალურ ოლქშიინგუშეთის რესპუბლიკაშიჯეირახის რაიონშიმდინარე ასას მარცხენა ნაპირას, მცირე ზომის თარგმის ქვაბულში.

ჩვენამდე ეკლესიის ნანგრევებმაღა მოაღწია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობა ყოფილა. ღრმა, ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმოსავლეთით და დასავლეთით მინაშენები ჰქონია: ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდა და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი - შუა სარკმელი, რომელიც ნალისებრი მოხაზულობის სათურითაა დაგვირგვნებული. სამხრეთ კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნაწილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია, რომლებიც, როგორც სჩანს, ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენები იყო. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის მკრთალი კვალი, გამოირჩევა შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. ნახატი შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით.


მარიამ როსებიშვილი