თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
საური გიორგი (გოჩა) - დიაკვანი.
2014 წლის 09 თებერვალს დიაკვნად ხელდასხმა.
9 თებერვალს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გურამ ოთხოზორიას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გოჩა საური და სახელად გიორგი უწოდა.