მაჭარაშვილი გიორგი იურის ძე (31 მაისი 1969-9 ივლისი 1993) ეროვნული გვარდიის ლაგოდეხის ასეული, გარდაიცვალა ტამიშთან. დაკრძალულია სოფელ ბაისუბნის სასაფლაოზე
იზა შუბითიძე
ერთად ვიზრდებოდით, ერთ უბანში.
სკოლაში უნდა მისულიყო, როცა დედა გარდაეცვალა და გია და მისი პატარა ძმა პავლიკა, ობლად დარჩნენ..
შემდეგ დედა ძალიან კეთილშობილმა ქალმა შეუცვალა და ობლობა არ აგრძნობინა.
აფხაზეთში წასვლამდე ცუდად გახდა, სახლში მკურნალობდა და მისი ფეხზე დგომაც არ შეიძლებოდა.. როგორ გამოვაკლდე ბიჭებსო, სადაც სამშობლოს ვჭირდები იქ უნდა ვიყოო დაიბარა და სახლიდან ჩუმად წავიდა.
მერე კი თავისი ორი ვაჟკაცი - ლაშა და გიორგი- იმ ასაკში დააობლა, რა ასაკშიც თვითონ დაობლდა.
ფოტო მოგვაწოდა იზა შუბითიძე ელშუქის ასული გიას ბავშვობის მეგობარი, მეზობელი