ხუბაშვილი გიორგი, თბილისის სანზონის დასახლების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, მღვდელი ხელდასხმა 2017წ.
საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2017. 9–15 მარტი. N 10 (840). გვ. 4.
ხელდასხმა
8 აგვისტოს სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დავით აფციაურს, ხოლო დიაკვნად აკურთხა გიორგი ხუბაშვილი. მღვდელი დავითი და დიაკვანი გიორგი სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებენ.
ხელდასხმა
5 მარტს, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სანზონის დასახლების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკონ გიორგი ხუბაშვილს. მღვდელი გიორგი თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
ხელდასხმა
დაჯილდოება
9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, სრულიად საქართველოს კაოლიკოს-პატრიარქმა
ილია II-მ დააჯილდოვა:
თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღდელი გიორგი ხუბაშვილი ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით.