სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10673

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზურაბ სურენის ძე დურგლიშვილი 1965-2002წწ. დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. ცხინვალი ზურაბ სურენის ძე დურგლიშვილი 1965-2002წწ. დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. ცხინვალი

1965-2002 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დურგლიშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

187       ბეჭდვა

ზურაბ სურენის ძე დურგლიშვილი 1965-2002წწ. დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. ცხინვალი


ზურაბ სურენის ძე დურგლიშვილი, (დაბადების ადგილი ქ. ცხინვალი 1965წ. მეტსახელად “ბაჭია”). 

დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზკულტურის ფაკულტეტი. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა 1991 წლიდან, როცა სამაჩაბლოში დაიწყო ქართულ-ოსური კონფლიქტი იმდროიდან მისი ოჯახი გახდა იძულებით დევნილი ცხინვალიდან. 

ზურაბ დურგლიშვილი სამხედრო პოლიციაში მსახურობდა მისი დაარსების დღიდან და აქტიურად იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში ჯერ სამაჩაბლოში და შემდეგ აფხაზეთში, სადაც დანიშნული იყო სამხედრო პოლიციის ბრიგადის ბატალიონის შტაბის უფროსად.    


ზურაბ დურგლიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებულად განხორციელებული საბრძოლო ოპერაცია, სადაც თვალსაჩინო იყო მისი სიმამაცე და თავგანწირვა. იმ პერიოდის სატელევიზიო არხებზე და პრესაში მასსა და მისი მეგობრების შესახებ ხშირად შუქდებოდა ინფორმაციები. 


• ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდა გაგრა-ლესელიძეში, ბესლახუბაში, ლაბრასთან, ეშერაში, კინდღი- ტამიშის, შრომის, გუმისთის, ზეგანის მისადგომებთან.          

 

• შემდეგ იყო სოხუმში შესვლა

და პროლეტალიატის (ლენინის)  ძეგლის ჩამოგდება რაც დიდხანს ემახსოვრება ისტორიას. 

 

1993  წლის 18 სექტემბერიდან ქ. სოხუმში ხელმძღვანელობდა სატელევეზიო ანძის დაცვის ჯგუფს. 

22 სექტემბერს მან მიიღო ბრძანება ამავე ტერიტორიაზე ალყაში მოქცეული ჯგუფის განთავისუფლების შესახებ. მძიმე და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად ზურაბ დურგლიშვილის ჯგუფმა მოახერხა მტრის ალყის გარღვევა და მებრძოლების განთავისუფლება, პირადი მამაცობის და საზრიანობის წყალობით მოახერხა თავისი ჯგუფის უდანაკარგოდ გაყვანა საწყის პოზიციაზე, პირველადი დახმარება აღმოუჩინა დაჭრილ მებრძოლებს და განავითარა ახალი შეტევა მოწინააღმდგეებზე. 

მეუღლე თამარ მაისურაძე გუსეინის ასული დაბ. ადგილი ქ. ცხინვალი

24 სექტემბერს ორმხრივი ბრძოლის დროს მის გვერდით აფეთქდა მტრისგან ნასროლი ჭურვი, რის შედეგადაც დაკარგა მარცხენა ფეხი. მძიმედ დაჭრილი ზურაბის გამოყვანა მისმა თანამებრძოლებმა შეძლეს, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის ძალებში და გააგრძელა  სამხედრო სფეროში საქმიანობა.       


    მას მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: 

• ვახტანგ გორგასლის ll ხარისხის ორდენი. 

• ვახტანგ გორგასლის lll ხარისხის ორდენი. 

• მედალი “მხედრული მამაცობისთვის”. 


1999 წლის მარტიდან საქართველოს სამხედრო კომისარიატის მე-3 განყოფილების უფროსი  ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილის დაინიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების საქართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსად- შტაბის უფროსის მოადგილედ. 

    

2002 წლის 15 აგვისტოს, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალს გზაზე შეხვდნენ თანასოფლელი ქალები და ბავშვები, რომლებიც გაიყოლა სოფლისკენ. გადაადგილების დროს, სოფელ წუნართან გზაზე გადაუდგნენ შეიარაღებული, ნიღბიანი პირებინი და ხელით ანიშნეს რომ გაეჩერებინა ავტომობილი. მაშინვე მიხვდა, ორმხრივი ცეცხლის გახსნის შემთხვევაში მსხვერპლი იქნებოდა მშვიდობიან მოქალაქეებში, რომლებიც თან ახლდა. რა ცუდ დროს დამემგზავრეთო უთქვამს და თვითონვე შეეცადა მგზავრების დამშვიდებას. შეიარაღებული პირების მოთხოვნაზე გააჩერა ავტომობილი, აღნიშნულმა პირებმა მოსთხოვეს გადასულიყო მათ მანქანაში წინააღმდეგ შემთხვევაში ქალებსა და ბავშვებს დახოცავდნენ. 

რაზეც იძულებული იყო დამორჩილებოდა. 

   ზურაბ დურგლიშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც, სხვების    სიცოცხლეზე ზრუნავდა თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ. აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და    

მისი სახელი დატანილია საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე.

ინფორმაცია მოგვაწოდა შვილმა  ხატია დურგლიშვილმა

ოჯახის ფოტო მარცხნიდან სიძე ზურაბ ბაძგარაძე, შვილი ხატია დურგლიშვილი, მეუღლე თამარ მაისურაძე, შვილიშვილები თეკლა და თათული ბაძგარაძეები, შვილი ბაჩანა დურგლიშვილი.

შვილი ბაჩანა დურგლიშვილი და რძალი რუსუდან გიორგაძე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2024
ბოლო რედაქტირება 16.04.2024
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0