სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მეფარიშვილი ბესიკ რომანის ძე დ.1977წ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური. მეფარიშვილი ბესიკ რომანის ძე დ.1977წ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მეფარიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

289       ბეჭდვა

მეფარიშვილი ბესიკ რომანის ძე დ.1977წ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური.


დეკანოზი ბესარიონი

ერისკაცობაში: ბესიკ რომანის ძე მეფარიშვილი.

დაიბადა: 24. 01. 1977 წ. (ქ.რუსთავში).

ანგელოზის დღე: 19 ივნისი.

დიაკვნად კურთხევა: 28. 12. 2003 წ.

მღვდლად კურთხევა: 16. 10. 2005 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 20. 12. 2008 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 28.08. 2015 წ.

ვრცლად: დეკანოზი ბესარიონი (ერისკაცობაში ბესიკ რომანის-ძე მეფარიშვილი) დაიბადა 1977 წლის 24 იანვარს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ რომან აკაკის ძე მეფარიშვილი, 

მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მილსაგლინავ საამქროში. დედა _ ციალა ჯიმშერის ას ანდღულაძე, მუსიკოსი, მედავითნე, მგალობელი, საღვთო სჯულის პედაგოგი. მოინათლა 1985 წლის 2 აპრილს, სიონის 

საკათედრო ეკლესიაში.

1993 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #25-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს ქ. რუსთავის #2-ე სამუსიკო სკოლა.

ექვსი წლის ასაკიდან მღეროდა ს/გ `აზოტის~ ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ `ჩაკრულო~-ში.

ჰყავს მეუღლე _ ნატალია ორჯონიკიძე, უცხო ენების სპეციალისტი და შვილები: მარიამი (2003 წ.), ნინო (2005 წ.), ელენე (2007 წ.), ნიკოლოზი (2010 წ.) და ელისაბედი (2013 წ.). 1988 წლიდან გახდა ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიის მრევლი.

1989 წლიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების. 1990 წლიდან წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მნათე, მედავითნე და მგალობელი.

1994 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს.

2001 წლიდან ის ხდება სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ვაჟთა მგალობელთა გუნდის მგალობელი და პარალელურად ფოლკლორული ანსამბლ `ბასიანის~ მომღერალი.

2003 წლის 28 დეკემბერს აკურთხეს დიაკვნად. ხოლო 2005 წლის 15 ოქტომბერს მღვდლად და დაადგინეს ნუცუბიძის პლატოზე სამების ეკლესიაში მღვდელმსახურად, 

სადაც მოღვაწეობდა 2008 წლის სექტემბრამდე.

2008 წლის 20 დეკამბერს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს, ხოლო 2015 წლის 28 აგვისტოს გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვეს.

2008-2013 წლებში ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურია.

2013-2015 წლებში _ წმ. ცამეტი ასურელი მამის სამლოცველო სახლში, ხოლო 2015 წლიდან დღემდე ქ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.06.2024
ბოლო რედაქტირება 03.06.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0