სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსანდრე კობიაშვილი (კობიევი) იოსების ძე 1857-1918წწ გენერალ მაიორი

1857-1918 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კობიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ალექსანდრე კობიაშვილი (კობიევი) იოსების ძე 1857-1918წწ გენერალ მაიორი

კობიაშვილი (კობიევი) ალექსანდრე იოსების ძე (18 აპრილი 1857-1918), გენერალ-მაიორი (1910), 1909_13 იჟევსკის საიარაღო ქარხნის უფროსი;


გენერალ–მაიორი ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი დაიბადა 1857 წლის 18 აპრილს ტფილისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. მიიღო უმაღლესი საარტილერიო განათლება: 1875 წელს დაამთავრა მიხეილის ვორონეჟის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1883 წელს პეტროგრადის მიხეილის სამხედრო–საარტილერიო აკადემია.


ალექსანდრე კობიაშვილმა რუსეთის არმიაში სამსახური დაიწყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის ორდენის III (1889) ხარისხით; 1902 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1906 წლამდე ალექსანდრე კობიაშვილი მსახურობდა მთავარ საარტილერიო სამმართველოში; 1906-1909 წლებში – ლუგანსკის საპატრონო ქარხნის სახელოსნოების უფროსად; 1909-1913 წლებში –  იჟევსკის (რუსეთი)  საიარაღო ქარხნის სახელოსნოების უფროსად.  


1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, ხოლო 1913 წელს გავიდა თადარიგში მუნდირითა და პენსიით.

ალექსანდრე კობიაშვილმა, საქართველოში ერთ–ერთმა პირველმა, შეადგინა მომხმარებელ–მწარმოებელთა (საკოპერაციო) ამხანაგობათა დაარსების გეგმა, რის შესახებაც მოხსენება წარადგინა ტფილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე (1996 წ.). მას ღრმად სწამდა ასეთი ამხანაგობების დაარსების აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

1918 წლიდან ალექსანდრე კობიაშვილი ქართულ ჯარის სამსახურში ჩადგა: იყო სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსი. იმავდროულად ხელმძღვანელობდა არსენალს.

ალექსანდრე კობიაშვილი გარდაიცვალა 1918 წლის 21 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია წმ. ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე.

გენერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ მას შემდეგნაირად ახასიათებდა: „სხვათა შორის იგი მუდამ კრიჭაში ედგა ხოლმე ჩვენს გაბატონებულ მესვეურთ საბანკო თუ სხვა ასპარეზზე, არა ერთი გზის ყოფილა სარევიზიო კომისიების წევრად და ყოველთვის მხოლოდ ერთს დედააზრს ემსახურებოდა: საზოგადოების სარგებლიანობას და სიმართლეს, რის გამოც არა ერთი და ორი მტერი გაიჩინა. მიუხედავად ამისა მას პატივს სცემდნენ, ეკრძალებოდენ და ანგარიშს უწევდენ. იყო კარგი მამულიშვილი, სპეტაკი, მიუდგომელი, მუდამ პირდაპირ მღაღადებელი და უანგარო!“...

წყარო: 

1. გოგიტიძე მამუკა. ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 66

2. კობიაშვილი.. სიტყვა .კობიაშვილისა : (ზედამხედველ კომიტეტის წევრი) // ივერია. - 1896.-16 მაისი. - N102. - გვ.2-3. - დასასრული იხ.: "ივერია", N103, გვ.2-3.

3. ობლად ობოლი : გენ.-მ. ალ. ი. კობიაშვილი // თეატრი და ცხოვრება. - 1


Кобиев Александр Иосифович  (18.04.1857 – ?)
            генерал-майор с 06.12.1910

http://ru.hayazg.info/%D0%9A%D0%BE%D0%B1%D0%B8%D0%B5%D0%B2_%D0%90%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%80_%D0%98%D0%BE%D1%81%D0%B8%D1%84%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0