ივანე სიმონის ძე კვინიტაძე (ნამდვილი გვარი ჩიქოვანი; დ. 1 თებერვალი, 1825 — გ. 1895) — რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, კავკასიის ომებისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის აქტიური მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის მამა. ხელმძღვანელობდა ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობას
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1839 წელს ჩაირიცხა დაღესტნის მილიციაში და თავი გამოიჩინა შამილის სიმაგრის, ახულგოს იერიშში. დაღესტანში ბრძოლების დროს მიიღო მრავალი ჯილდო. მონაწილეობდა ღუნიბის აღებაში (1859). 1873 წელს მონაწილეობდა ხივის ლაშქრობაში. ოსმალეთთან 1877-1878 წლებში ომის დროს მეთაურობდა დაღესტნის მე-2 პოლკს. 1881 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა 1895 წელს.
კვინიტაძე პირველად დაღესტნელი გლეხის ქალზე, ქისტამანზე დაქორწინდა. ჰყავდა 2 ვაჟიშვილი ალექსანდრე (ალექსანდრე ალხაზოვ-ივანოვი[საჭიროებს წყაროს მითითებას], 1861–1919; შემდგომში დაღესტნის პირველი კომპოზიტორი) და ისაბეკი (ისაბეკ აბდულაევი [საჭიროებს წყაროს მითითებას], 1865–1929; მომავალში დაღესტნელი პედაგოგი). თბილისში ივანე კვინიტაძემ მეორედ იქორწინა, პელაგია სულაძეზე. მათი შვილი, გიორგი, შემდეგ საქართველოს არმიის მთავარსარდალი გახდა.
http://www.gazavat.ru/history3.php?rub=23&art=715