თეთრუაშვილი ვასილ გაბრიელის ძე (8 აპრილი 1872-7 მაისი 1915)
გენერალ-ლეიტენანტი (გარდაცვალების შემდეგ 1915), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ 1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915)
დაბადების ადგილი: თბილისის გუბერნია.
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი(1891), პავლეს I სამხელობის სასწავლებელი I თანრიგით(1893), ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია II თანრიგით(1901).
მსახურობდა 155-ე ყუბის ქვეით პოლკში, მე-16 გრენადერთა პოლკში. 1907–1909 წლებში მიავლინეს ერევნის დროებითი გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში, სადაც ასრულებდა სამოქალაქო კანცელარიის მმართველისა და ერევნის გუბერნიის დაცვის ჯარების შტაბის უფროსის მოვალეობას. პირველი მსოფლიო (1914–1918) ომის დაწყებისთანავე 1914–1915 წლებში დროებით ასრულებდა დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის უფროსის მოვალეობას, მონაწილეობდა ავსტრიელთა და გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1915 წელს დაინიშნა ლორეს 208-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. დაიღუპა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია ხოლმის გუბერნიის სოფ. ტომაშევოში(უკრაინა), სამხედრო სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. გიორგის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915). ხოლმის გუბერნიის სოფელ ტომაშევოს(უკრაინა) სამხედრო სასაფლაო.
წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
Тетруев Василий Гаврилович (08.04.1872 – 07.05.1915)
генерал-майор с 27.05.1915
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%B5%D1%82%D1%80%D1%83%D0%B5%D0%B2,_%D0%92%D0%B0%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%B8%D0%B9_%D0%93%D0%B0%D0%B2%D1%80%D0%B8%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87