ლევან ალექსანდრეს ძე ბერაია დაბ. 13 სექტემბერი 1960წელს სენაკში (სამეგრელო) ქართველ თავადაზნაურთა გვარების აღწერა
მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ხახვიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი ლევან შამუგია
მხატვარ დიზაინერი ნათია ზვიადაური
დაკაბადონება ნათია ზვიადაური
სარედაქციო კოლეგია: ანა გოცირიძე
კონსტანტინე ჩინჩალაძე
ეკატერინე ცქიფურიშვილი
ნიკოლოზ ჯიჯეიშვილი
დავით ბერიაშვილი
წიგნის გამოცემაში უდიდესი დახმარებისათვის მადლობას ვუხდი შპს “აგროკონსორციუმი
წეროვანი”-ს დამფუძნებლებს და ჩემს მეგობრებს, ბატონებს: ჯუმბერ პატიაშვილს,
ავთანდილ ჩინჩალაძეს, იონა ცქიფურიშვილს, ლევან ბერიაშვილსა და ილია პატიაშვილს.
ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერა
გამომცემლობა “აგროკონსორციუმი წეროვანი”
2017 წელი
წიგნი ეძღვვნება მამაჩემის ალექსანდრე ბერაიას ხსოვნას.
6
7
8
9
წიგნში გამოყენებულია ბატონი ლუარსაბ ტოგონიძის, ბატონი პაატა ქურდოვანიძის,
ეროვნული ბიბლიოთეკისა და ვიკიპედიის ფოტომასალა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.
11
ვსარგებლობ, რა ცნობილი ისტორიკოსების: ივანე ჯავახიშვილის, დავით გვრიტიშვილის
ოლღა სოსელიას, იაკობ ახუაშვილისა, იური ჩიქოვანისა და სხვების მიერ
მოძიებულ და გამოქვეყნებულ საისტორიო ლიტერატურით, მინდა შემოგთავაზოთ
ფეოდალური საზოგადოების ზოგადი მიმოხილვა და თავადაზნაურთა გვარების მოკლე
ისტორიული აღწერა, ამასთანავე მინდა განვაცხადო, რომ არ გამაჩნია არავი-
თარი ამბიცია იმისა, რომ წინამდებარე ნაშრომში ჩემი მეცნიერული თეორიები და
დებულებები დამემტკიცებინა. უბრალოდ მინდოდა ჩვენი დიდი მეცნიერების ნააზრევი
და შეხედულებები ერთ პატარა ბროშურად, კომპაქტურად წარმომეჩინა.
12
13
ფეოდალური საქართველოს იერარქიული სტრუქტურა
და მისი ზოგადი მიმოხილვა
2016 წელი
14
პირველი ისტორიულ-ლიტერატურული ცნობა საქართველოს სამეფოზე
მოცემულია ძველ ელინისტურ მითში „არგონავტებში“, სადაც მოქმედება
ხდება კოლხეთის სამეფოში. ჩემი აზრით სწორედ აქედან იწყება საქართველოს,
როგორც სამეფოს ცნობა, ხოლო პირველი გაერთიანებული სამეფო
ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მეფე ფარნავაზმა
გააერთიანა იბერია და ეგრისი. XIX საუკუნის დასაწყისში, კერძოდ
1801 წელს, საქართველომ მზაკვრული ხერხით დაკარგა თავისი სახელმწიფოებრიობა
და დამოუკიდებლობა. ბაგრატიონთა თორმეტ საუკუნოვანი
სამეფო გვარი „მხსნელმა“ რუსეთმა ერთ-ერთ რიგით თავადურ გვარად აქცია,
ხოლო საქართველო კი ერთ-ერთ პროვინციად.
ქართველი ხალხი მუდამ ამაყობდა თავისი მეფეებით, ვინაიდან საქართველო
ის ქვეყანაა, სადაც მეფობის ფორმულა, რომ „მეფე უნდა ემსახურებოდეს
ხალხს და არა ხალხი მეფეს“, ყოველთვის სრულდებოდა. არსად არც
ერთ ქვეყანაში არ ჰყოლიათ იმდენი თავდადებული მეფე, რამდენიც საქართველოში.
საქართველოში მეფეები თავს დებდნენ, შვილებს სწირავდნენ საქართველოს
კეთილდღეობას. ამავე დროს ჩვენს სამშობლოში არასოდეს, არც
ერთ ეპოქაში არ მომხდარა გლეხთა აჯანყება, რომელიც მიმართული იქნებოდა
მეფის წინააღმდეგ, ამით საქართველოს პრეცენდენტი არ ჰყავს მთელ
მსოფლიოში. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხი პატივს სცემდა
მეფეს და მეფობას. ქართველ კაცს სისხლში და გენში აქვს გამჯდარი საკუთარი
ერისა და სამშობლოს სიყვარული. სამშობლო მარტო გეოგრაფიული
სახელები, ზღვები, მთები და მდინარეები არ არის, სამშობლო ის ხალხიცაა,
რომელთაც საუკუნეების მანძილზე უცხოვრიათ. ამ ქვეყანაში და ჩვენი წინაპრების
საპატიო სახელს ატარებენ. ერის სიყვარული ოჯახისა და გვარის
სიყვარულით იწყება. თუ ადამიანს არ უყვარს თავისი ოჯახი და გვარი, დარწმუნებული
ვარ ის ვერც სხვას შეიყვარებს. თითოეული გვარი თავისთავად
მთელი ერის ისტორიის გამოვლინებაა, თითოეულ გვარში არეკლილია მთელი
ჩვენი წარსული. გვარი, გვარიშვილობა მატარებელი იყო ადამიანის პიროვნული
თვისებების, გენის, გენეტიკური მიდრეკილების, ამიტომაც იყო ადამიანის
გაცნობისთანავე კითხულობდნენ მის გვარს. გვარით საზღვრავდნენ
ადამიანის პატიოსნებას, რეალურად ეს ასე იყო ყოველთვის და დღესაც ასეა,
როგორც პიროვნება აკეთილშობილებს გვარს, ასევე გვარიც გარკვეულწილად
პიროვნების კეთილშობილების გამოხატულებას წარმოადგენს.
15
16
ფეოდალურ საზოგადოებაში გაბატონებულ კლასს ახასიათებს თავისებური იერარქიული
ორგანიზაცია, რომელიც მიწის საკუთრების იერარქიულ სტრუქტურასთანაა დაკავშირებული.
იგი ფენებადაა დაყოფილი. თითოეული ფენა ფეოდალური კიბის გარკვეულ საფეხურზე
დგას, ასეა ეს ფეოდალურ საქართველოშიც.
ფეოდალური იერარქიის პირველ საფეხურზე იდგა მეფე (სამთავროში–მთავარი), მეორეზე–
უფლისწული ანუ ბატონიშვილი, მესამეზე - დიდებულები, მეოთხეზე – საშუალო
თავადები, მეხუთეზე – თავადები, მეექვსეზე – აზნაურები.
როგორც პროფ. ი. ახუაშვილი აღნიშნავს „საქართველოში გვარების საყოველთაო
ხმარებაში შემოსვლის დადგენის საკითხი მეტად რთულია, ქართულმა სიგელ–გუჯრებმა
და სხვ სახის წერილობითმა წყაროებმა შემოგვინახა ზოგიერთი გვარ–სახელი, მათ შორის,
უპირატესობა მაინც დიდგვაროვნებს უჭირავთ, ხოლო მოსახლეობის ფენები კი უგვაროებად
იწოდებოდნენ („უგუარონგი“). რაც მდაბიო წარმოშობის ადამიანის სინონიმი იყო. მას უპირისპირდებოდა
გვარიანნი, იმ თავადთა და აზნაურთა აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთაც
უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვა–გამგეობაში“.
შუშანიკის მარტვილობაში აღნიშნულია, რომ V საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს
მკვიდრნი ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ, მაშინ ყოფილან „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა
ქართლისანი“.
„აზნაური“ ძველ ქართულ მწერლობაში თავისუფალს და თავისუფლებას ნიშნავდა თუ
ქართულ ტერმინს (თავისუფალი) ჩავუკვირდებით, ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა
ცხადი იქნება: ის იყო „თავისუფალი“ ვინც თავისი თავის უფლად ან ბატონად იყო, ვისაც
ბატონი ან უფალი არ ჰყავდა და ბატონს არ ემორჩილებოდა, ხოლო „უაზნონი“, ქმნებიან,
რომელნიც თავიანთი თავის უფალნი კი არ არიან არამედ რომელთაც სხვა ჰყავთ უფლად“.
მაგრამ V ს–ში „აზნაური“ მარტო საზოგადო ცნების „თავისუფალის“ აღმნიშვნელი კი არ
იყო, არამედ ამასთანავე საწოდებრიო სახელად და ტერმინად იქცა.
„აზნაურთა შორის ჩანს განსხვავება, უმაღლესი საფეხური „დიდ–დიდ აზნაურებს“
ეკავათ. ე.ი. მცირე აზნაურებიც ყოფილან, დიდებულ აზნაურებს თავი რომ დავანებოთ, აზნაურთა
შემადგენლობა IX–VIII ს.ს. სხვადასხვაგვარი იყო. ზოგი იყო „ნათესავით აზნაური“
ანუ „აზნაური მემამულენი“, და „აზნაურნი მოსაკარგავენი“, „ნათესავით აზნაურნი“ იყო
ჩამომავლობით ისეთი აზნაური, როდესაც მისი წოდებრივი ღირსება მისი გვარის აზნაურობაზე
იყო დამყარებული და მას მხოლოდ გვარიშვილობით ჰქონდა აზნაურობა
დამკვიდრებული, ხოლო „აზნაურნი მოსაკარგავენი“ მაინცდამაინც „მემამულეთა“,
ან ჩამომავლობით აზნაურთა ჯგუფს არ ეკუთვნოდნენ. „საქართველოს ეკონომიკურ
ისტორიაში“ მოყვანილია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის გავენი“ მაინცდამაინც
17
„მემამულეთა“, ან ჩამომავლობით აზნაურთა ჯგუფს არ ეკუთვნოდნენ.
„საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში“ მოყვანილია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის
ერთი ცნობა, რომლის საშუალებით ირკვევა, რომ „მოსაკარგავე“ გადასახადის
ამკრებს ნიშნავს ე.ი. „საკარგავი“ მოხელეთა სარგოს უნდა უდრიდეს,
მაშასადამე, „აზნაურთა მოსაკარგავეთ“ რაღაც საქმე უნდა ჰქონდეთ „საკარგავთან“
ე.ი. ისინი მოხელე აზნაურთა ჯგუფის შემდგენელნი უნდა ყოფილიყვნენ. აზნაურობა
საქართველოს სახელმწიფო წყობილების საერთო მოვლენა იყო და აზნაურნი საქართველოს
ყველა თემსა და კუთხეში იყვნენ. უძველეს დროს, განსაკუთრებით მეფობის
მოსპობის შემდგომ აზნაურთა წოდებას უდიდესი ძალა ჰქონდა საქართველოში.
მაშინ თურმე „ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა...“ ქვეყნის შინაური საქმეების
მართვა–გამგეობა მათ ხელში ყოფილა“. დაასკვნის ივ. ჯავახიშვილი.
საქართველოს სახელმწიფო საქმეების მართვაში თვალსაჩინო გავლენა ჰქონდათ
„დიდებულთ“ „დიდებული“ – ამ სიტყვის თავიდათავი მნიშვნელობა იყო განდიდებული.
პატივცემული, დაწინაურებული წარჩინებული და განთქმული. „დიდებული“ დიდი
ხელისუფლებით დაჯილდოებული და აღჭურვილი პირი იყო. ე.ი. „დიდებული“ ამავე
დროს დიდი მოხელე იქნებოდა. XI საუკუნის ქართველ ისტორიკოსს აღნიშნული აქვს,
რომ ბაგრატ III მოიყვანეს აფხაზეთისა და ქართლის მეფედ „ყოველთა დიდებულთა
და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისა“. დიდებულება აზნაურებთანაც ყოფილა
დაკავშირებული. მაგრამ თითოეული აზნაური „დიდებულად არ ითვლებოდა. სიტყვები
„დიდებული“ და „აზნაური“ ერთსა და იმავე ცნებითი გამომხატველი არ ყოფილა,
არამედ „დიდებული“ განსაკუთრებული აზნაურობისაგან განსხვავებული ჯგუფის
წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო დიდებულება წოდებრივი ცნება არ ყოფილა,
წოდების დამახასიათებელ თვისებას ის გარემოება შეადგენდა, რომ წოდებრივი
ღირსება სახლობას და საგვარეულოს თითოეულ წევრს ეკუთვნოდა. მაგალითად, აზნაურთა
გვარის ყოველი წევრი აზნაურად ითვლებოდა. დიდებულებას კი ეს თვისება
არ ჰქონდა და მის გამო ვერც წოდებად ჩაითვლება. ყოველი იმ გვარისა და სახლის
შვილი, რომელსაც ესა თუ ის დიდებული ეკუთვნოდა, დიდებულად კი არ ითვლებოდა,
არამედ მხოლოდ ის პირადად იყო „დიდებული“. მის შვილს არც მის ძმებს ან სხვა
ნათესავებს დიდებულთა სახელი არ ენიჭებოდათ.
„თავადი“ XI საუკუნის საისტორიო მწერლობაში უკვე დამკვიდრებული და
18
გავრცელებული ტერმინი იყო. მაგრამ XI–XIII ს.ს. იგი ჯერ კიდევ არ არის წოდების
აღმნიშვნელი სიტყვა. თავდაპირველად ამ სახელს მოთავეს, თავკაცს და მეთაურს
ეძახდნენ. მეტად საყურადღებოა, რომ როგორც „დიდებულნი სამეფოსანი“ და
„მკუიდრნი ქვეყნისანი და სამეფოსანი“ არსებობდნენ აგრეთვე „თავადნი სამეფოსანი“.
ქართველ ჟამთააღმწერლის თხზულებაშიც „თავადნი“ ხშირად გვხვდებიან. ამ
ისტორიკოსის სიტყვებიდან ირკვევა, რომ როგორც „დიდებულნი საქართველოსანნი“
იყვნენ, ასევე თურმე „თავადნი საქართველოსანნი“–ც არსებობდნენ, რომელ-
თაც სახელმწიფო საქმეების მიმდინარეობაზე დიდი გავლენა ჰქონდათ. „თვინიერ
მთისა განზრახვისასა“ არც ერთი არ უნდა გადაწყვეტილიყო. თავადი შეიძლებოდა
ყოფიმლიყო იმავე დროს მთავარი ან სხვა რომელიმე ხელისუფლების მქონე პირი,
მაგრამ ყოველი დიდი მოხელე და მთა. „თავადად“ არ ითვლებოდა. „თავადი“ და მთავარი,
ერისთავი სხვადასხვა ცნების გამომხატველიიყო. ისეთი ცნობაც კი მოიპოვება,
როდესაც უკვე თავადად წოდებული პირი შემდეგ დიდი თანამდებობითაც ყოფილა
დაჯილდოებული.
თუ „თავადი“ მართლაც „დიდგვართ“ თავია, მაშინ რა განსხვავება უნდა ყოფილიყო
„თავადსა“ და „დიდებულს“ შორის? თუმცა „დიდებულიც“, როგორც დავრწმუნდით,
დიდი გვარის შვილი იყო, მაგრამ ამასთანავე მას უეჭველად დიდი ხელისუფლებაც
ჰქონდა. „თავადი“ კი შეიძლება „უხელოც“ ყოფილიყო და არავითარი
თანამდებოა არ ჰქონოდა. მისთვის ისიც კმაროდა, რომ იგი დიდი გვარის უფროსი
და თავი იყო. XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში თავადის ცნება უფრო
და უფრო ფართოვდებოდა და სოციალური შინაარსის შემცველ ტერმინად იქცევა
და გადამწყვეტ ადგილს იჭერს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. წარმოიქმნა ტერიტორიულ
ადმინისტრაციული და სამხედრო პოლიტიკური ერთეული – სათავადო,
რომელსაც თავისი დამახასიათებელი ნიშნები გააჩნდა, ეს ნიშნებია:
19
1. ტერიტორიის ერთობა ე.ი. ის ყმა – მამული, რომელიც თავადს გააჩნია, უნდა იყოს
ერთ ტერიტორიაზე. გვიან ფეოდალურ საქართველოში არიან ისეთი თავადები, რომელთაც
ყმა – მამული გააჩნიათ, მაგრამ არა ერთიან ტერიტორიაზე და ამიტომ მათ არა აქვთ სათავადო
(ანდრონიკაშვილები, ღოღობერიძეები).
2. სათავადო ამავე დროს უნდა წარმოადგენდეს გარკვეულ სამხედრო ერთეულსაც.
3. სათავადო ამავე დროს უნდა წარმოადგენდეს გარკვეულ სამხედრო ერთეულსაც.
4. თავადს გარკვეული ყმა–მამული უნდა გააჩნდეს. თავადის სიძლიერე მისი ყმა–მამულის
რიცხვზე არის დამოკიდებული.
5. სათავადო სამერნეო ერთეულიც არის, თითოეული სათავადო ძირითადად თვითონ
იკმაყოფილებს თავს.
თითოეულ სათავადოში მხოლოდ ერთი თავადია, დანარჩენები ამ სათავადოს სახლის
შვილები, თავადიშვილებად იწოდებიან. თავადებსა და თავადიშვილებს შორის უფლებრივად
დიდი განსხვავებაა. თავადი ითვლებოდა სათავადოს უფროსად და მას მეფე ნიშნავდა,
როდესაც თავადი გარდაიცვლებოდა, მეფე დანიშნავდა ახალ თავადს ამავე საგვარეულოდან.
სახლის უფროსი მართალია განაგებდა სათავადოს და ამ სახლის შვილები ემორჩილებოდნენ
მას, მაგრამ როცა საერთო სათავადო საკითხები წყდებოდა, თავადი უნდა შეკითხვოდა
თავადიშვილებს.
ყოველ სათავადოში შემდეგი სახის მფლობელობა იყო: 1. „სახასო“ ქონება; 2. „საუფლისწულო“,
3. „სათავისთავო“.
20
„სახასო“ ქონება სათავადოს ძირითად ქონებას წარმოადგენდა. იგი შედგება ყმების,
მიწაწყლის, ციხე-სიმაგრეების, ჯოგის, ბაღ–ვენახების, საბაჟო სახელოსნოებისაგან და სხვათაგან.
სახასოს სიდიდე საბოლოო ანგარიშში განსაზღვრავდა მოცემული სათავადოს სი-
ძლიერეს.
„მფლობელობის” საინტერესო ფორმას წარმოადგენს „საუფლისწულო“, ყველა თავადიშვილს
თავისი საუფლისწულო თავისი ნებისამებრ უნდა მოიხმაროს. როგორც სახარჯო
ქონება. მთელი საუფლისწულოს შემოსავალი ხმარდება თავადიშვილს. „საუფლისწულოში
თავადიშვილი თავადისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს.
სათავისთავო - სათავადოში პირად საკითხებზე დაფუძნებული ქონება იყო, იგი თავადიშვილის
ოჯახის წევრების პირად საკუთრებას წარმოადგენდა.
ყოველ სათავადოში იყო თავისებური სამოხელეო აპარატი და ამ აპარატის შემდეგი მოხელეები
განაგებდნენ: მოურავი, სახლთუხუცესი, მდივანი, მეჯინიბეთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი
და სხვ. განვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი მოხელის ფუნქციები:
მოურავი - სათავადო მოურავის გარეშე წარმოუდგენელია ადმინისტრაციული თვალსაზრისით
სათავადო დაყოფილი იყო სამოურავოებად. მოურავი ასრულებდა როგორც ადმინისტრაციულ–
სამეურნეო, ისე სასამართლო ფუნქციებს. თავადის მოურავი, თავადის მარჯვენა
ხელი იყო. მოურავს თავადი ნიშნავდა და ინიშნებოდა ყოველთვის აზნაურის გვარიდან.
მოურავის ხელქვეით მოხელეებად ითვლებოდნენ: მამასახლისი, ნაცვალი და სხვ.
სახლთუხუცესი - სახლთუხუცესი მემკვიდრეობითი თანამდებობა იყო, ის ერთ გვარში
ტრიალებდა, მის ფუნქციებში შედიოდა სათავადოს შემოსავალ–გასავლის ხელმძღვანელობა.
ბოქაულთუხუცესი – ბოქაულთუხუცესის ხელსა იყო საბოქაულო და მას ემორჩილებოდნენ
ბოქაულები.
მეჯინიბეთუხუცესი – მეჯინიბეთუხუცესის მოვალეობა იყო თავადის საკუთრებაში
მყოფ ცხენის რემის მოვლა–პატრონობა, მას ემორჩილებოდნენ მეჯინიბენი და სხვა პირნი.
21
თავადი წარმოადგენდა სახელმწიფოს საყრდენს, რამდენად ძლიერი იყო სათავადოები
იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო. იურიდიულად თავადი მეფის ყმა იყო და
მეფისადმი ერთგული სამსახური მართებდა, ამ ყმობა–სამსახურის საფუძველი მამული იყო,
რომელიც სწორედ ამ ერთგული სამსახურისათვის ებოძებოდა ხოლმე თავადს მეფისაგან.
თავადების შემდეგ გაბატონებული სოციალური იერარქიის კიბეზე იდგნენ აზნაურები,
რომლებიც თავის მხრივ სამეფო, საეკლესიო და სათავადო აზნაურად იყოფოდნენ.
აზნაურთა შორის ყველაზე უკეთეს ეკონომიკურ პირობებში სამეფო ანუ ტახტის აზნაურები
იყვნენ, მათ უშუალო მბრძანებელს მეფე წარმოადგენდა. ამ წოდების წარმომადგენლებს
უფლებებიც მეტი ჰქონდათ სხვებთან შედარებით, მას შეეძლო თავადებთან ერთად
ჯდომა და თავადი მას ძმაოს ეძახდა, ორივე ფეხზე დეზები ეკეთა და ხშირად თავადის ქალსაც
კი ირთავდა ცოლად.
ტახტის აზნაურებზე დაბლა საეკლესიო აზნაურები იდგნენ. საეკლესიო აზნაურები სხვადასხვა
შეძლების იყვნენ. დიდი ადგილმამულები და გლეხთა კომლები მათ არ გააჩნდათ. მათ
შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გლეხები სულ არ ჰყავდათ.
საეკლესიო აზნაურებს უფლებათა სათავადო აზნაურები მისდევდნენ. სათავადო აზნაურებს
შორისაც იყო განსხვავება დიდი თავადის აზნაურები უკეთეს ეკონომიკურ პირობებში იყვნენ,
ვიდრე ნაკლები შეძლების თავადთა აზნაურები.
აზნაურის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ აზნაური ყმა-მამულის
მქონებელია, თუმცა მრავლად იყვნენ ისეთი აზნაურები, რომელთაც არ გააჩნდათ ყმა-მამული
და მათ აზნაურობისა მხოლოდ გვარ-შთამომავლობაღა შერჩენიათ. რა თქმა უნდა XVIII
საუკუნის აზნაურთაგან ძალიან ცოტქანი იყვნენ ისეთი აზნაურები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ
ვახუშტისეული აზნაურის მდგომარეობას. ვახუშტის თქმით, „აზნაურსა აქუნდა
გვარი და ჩამომავლობა და სიმაგრე რაიმე მთათა ანუ ბართა, და დაბნებნი, და ძალედვას
გამოსვლა მარქაფითა, კარვითა და მათთა განწყობილებითა, და თვინიერ ამისა არა იწოდებოდა
აზნაურად“.
აზნაურის მამულს „სააზნაურიშვილო მამული“ ანდა „სააზნაურიშვილო სამოსახლო“
ეწოდეოდა. „სააზნაურიშვილოში“ შედიოდა: „აზნაურის სასახლე თავისი სამეურნეო ნაგებობებით,
სასახლის ყმებითა და მათი სამოსახლეობით, სასაფლაო–ეკლესიით, იშვიათად
საკუთარი ციხით, აზნაურის საბატონო სახნავ–სათესი მამულებით და ვენახებით. აზნაურის
საქონელი სხვადასხვანაირი იყო. აზნაურს მამა–პაპეული სამკვიდრო ქონებაც ჰქონდა და
თავისი პატრონისაგან წყალობის სახით მიღებული ქონებაც. აზნაური საპატიო სამსახურს
ეწეოდა თავადის კარზე, ის სათავადის მოხელე იყო, ლაშქრობის დროს თან ახლდა პატრონს.
22
ზედმეტი არ იქნება, რომ ერთი–ორიოდ სიტყვით, რომ შევეხოთ პატრონყმობასა
და პატრონყმურ დამოკიდებულებას ძველ საქართველოში. აი, რას წერს ამის შესახებ ივ.
ჯავახიშვილი: „პატრონჟმობა მთელს ძველ საქართველოს ნიშანდობლივ ელფერს აძლევდა:
იგი სუფევდა როგორც სოციალურს, ისე სახელმწიფო წესწყობილებაშიც, პატრონი მეფესაც
ეწოდებოდა და ჩვეულებრივ მომაკვდავსაც, თუ მათ ყმები ჰყავდათ.ყმაც ქვეშევრდომსაც
ნიშნავდა და პატრონთადმი ყმებრივი სამსახურითა და ერთგულებით ვალდებულთაც,
ჩვეულებრივ ყმებსაც, მეფის გარდა, რომელიც მხოლოდ პატრონი იყო და არავის ყმად
არ ითვლებოდა, ყოველი პატრონი, რომლებსაც ყმები ჰყავდა, შეიძლებოდა იმავე დროს
თვითონაც სხვისი ყმა ყოფილიყო და ჩვეულებრივ იყო ხოლმე კიდეც ან მეფის ან არადა
დიდებულს ან აზნაურის. მაშასადამე, როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, თითქმის მთელი
მაშინდელი საქართველო, მეფისაგან მოყოლებული უბრალო მდაბიომდე, პატრონყმობის
უღელშ იყო შებმული. პატრონყმობის დამახასიათებელ ნაწილს და დაწესებულების „შეწყალება“
შეადგენდა და ყმა ჩვეულებრივ იმავე დროს „შეწყალებული“ იყო, ხოლმე. პატრონყმური
დამოკიდებულების ჩამოგდებას, როდესაც ყმობა ნასყიდობისა და შეუძლებლობითი
მოვალეობისაგან არ მომდინარეობდა, არამედ ნებაყოფლობითი იყო და შეწყალებულ ყმობას
კი ყოველთვის ყმობის მსურველის შესაფერისი აჯა და მოხსენება წინ უძღოდა. პატრონის
თანხმობის შემდეგ შეწყალებული ყმა დაილოცებოდა ხოლმე, „წყალობა–ხელდასხმული“
უნდა ყოფილიყო. ყმის მოვალეობას პატრონის ყმებრივი სამსახური და ერთგულება შეადგენდა,
განსაკუთრებით ლაშქრობაში, ქონებრივი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო
ხოლმე, იმისდა მიხედვით თუ რა წესით იყო ყმა შეწყალებული, ან რა პირობა ჰქონდათ
ერთმანეთში ნებაყოფლობით პატრონ–ყმათა დიდებული. შეწყალებულობის არსებობას და
მთავარს თვისებას იმ საზოგადო და იმდროისათვის დამახასიათებელი დებულება შეადგენდა,
რომ „მსახურების ნაცვლად“ უძრავი ქონების ზომები იყო წესად მიღებული. ჭირში თუ
ლხინში
პატრონყმანი ერთი მეორეს უნდა მიშველებოდნენ, ომიანობის დროს საქართველოს მხედრობა
და ჯარი რასაკვირველია ტომობრივად იყო დაყოფილი და ასევე იბრძოდა,
23
მაგრამ ამის გარდა და იმავე დროს პატრონყმურადაც იყო დარაზმული, თვითეულ პატრონს
გარს ეხვივნენ მისი ყმები, რომელნიც პატრონთა ნერთად იბრძოდნენ. ყმები პატრონის
თანამემამულენი იყვნენ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულნი უმკლავდებოდნენ ხოლმე
მტერს, ამიტომ ვინც უფრო ერმრავალი იყო, ის სხვებზე უფრო ძლიერად გრძნობდა თავის
თავს.
ქართული პატრონყმობა გასაოცრად მიემსგავსება და გვაგონებს დასავლეთ ევროპის საშუალო
საუკუნეების ფეოდალურს წესწყობილებას, ე.წ. ფეოდალიზმს. როგორც საქართველოში
პატრონყმობა, ისე დასავლეთს ევროპაშიც ფეოდალური წესწყობილება სახელმწიფო და სოციალური
ცხოვრების საზოგადო მოვლენა იყო, საერთო თვისება ჰქონდა...“
ამრიგად, ივ. ჯავახიშვილის აზრით საქართველოს მთელი საზოგადოებრივი და სახელმწიფო
ცხოვრება პატრონყმობაზე იყო დამოკიდებული, პატრონყმობა წარმოადგენდა საზოგადოების
სახელმწიფოებრივი ცხოვრების დედაბოძს“.
ისევე, როგორც პატრონყმური დამოკიდებულება, ბატონყმური დამოკიდებულებაც
განსხვავებული იყო გვიან ფეოდალურ საქართველოში. როგორც ალ. ხახანიშვილი აღნიშნავს,“
ქართული ბატონყმობა ჰუმანურია ევროპულ და რუსულ ბატონყმობასთან შედარებით“
„მაშ, სანამ საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა ქართველი ბატონი იყო ქართველი
გლეხისთვის მფარველი და პატრონი, ხოლო XIX საუკუნის დამდეგს საქართველო შეუერთდა
რუსეთს, თავადაზნაურობამ დაჰკარგა სახსარი სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა მიე-
ღო ფეოდალებს მოაკლდათ ძველი დიდება და ამასთანავე იმატა უსაქმობის გამო განცხრომის
მიდრეკილებამ. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებამ გამოიწვია ყმათა გადასახადის
დაბეგვრის მომატება, რუსეთთან შეერთებამდე, ყველაფერი მამაშვილურ დამოკიდებულებაზე
იყო დამყარებული, არავითარი კლასთა ბრძოლა არ იყო, რომ ყმა მამასავით უვლიდა
თავის ბატონს“.
როგორც ბატონი თ. ჟორდანია აღნიშნავს,“საქართველოში ბატონს და გლეხს შუა მჭიდრო
ზნეობრივი ოჯახური კავშირი მეფობდა. ქართული ბატონყმობა ანუ დამოკიდებულება გლეხებსა
და ბატონებს შორის ნებაყოფლობითი იყო, უფრო ზნეობრივი ოჯახური კავშირი ორისავე
მხრისთვის სასარგებლო“. სამწუხაროდ მეცხრამეტე, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნეში
თავადაზნაურთა შესახებ საკმაოდ მცდარი შეხედულება წარმოიქმნა, მარქსისტულმა
იდეოლოგიამ პოპულისტური იდეების გავრცელების მიზნით სახელი გაუტეხა თავადაზნაურ-
თა წოდებას, ისტორიის გაყალბებით, ისტორიული ფაქტების შეგნებულად დამახინჯებით
24
თავადაზნაურობა ხალხს სისხლისმსმელებად და დესპოტებად წარმოუჩინა. თავადაზნაურობა
ერის ელიტა და სახე იყო. საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ბუნებრივი გადარჩევა, სელექცია,
როდესაც კარგს კარგი მოჰყავდა ან კარგი კარგზე თხოვდებოდა ბუნებრივია შთამომავლობაც
კარგი გამოდიოდა.
ქართველი კაცის ბუნება ვერ ეგუებოდა ვაჭრობას, ვერ ეგუებოდა ჩარჩობას, ვერ ეგუებოდა
მევახშეობას, მასში ვაჟკაცური და რაინდული ხასიათი სჭარბობდა. ხან იბრძოდა
ერის და მამულის გადასარჩენად, ხან ეკლესია–მონასტრებს, ტაძრებს აშენებდა, ხან ყანას
უვლიდა. ვაზის ახალი ჯიშები გამოჰყავდა, ხან აგიოგრაფიულ ნაწარმოებს სწერდა, ხანაც
რაინდული სულით გაჟღენთილ პოემებს (ვეფხისტყაოსანი, ვეფხისა და მოყმის პოემა) წერდა
და ასე ჰქმნიდა საკუთარ ისტორიას.ჩვენში გლეხსაც რაინდული სული და ამაყი გული
ჰქონდა, საკუთარი დედისა და ერის გინებას არავის არ პატიობდა, გამორჩეულად ზრდილნი
და დარბაისელნი იყვნენ, ამიტომაც იყო თავადაზნაურები თავიანთ შვილებს გლეხ ძიძებს
აზრდევინებდნენ, გლეხის ძიძას ძუძუთი იზრდებოდნენ. ერთმანეთისათვის ძუძუმტეები ხდებოდნენ,
ხოლო ძუძუმტეობა რა დიდი მნიშვნელობის ფაქტი იყო საქართველოში, ეს ყველას
კარგად მოეხსენება. ადამიანის სინდისსა და ნამუსს, სიტყვასა და ფიცს ენიჭებოდა უდიდესი
მნიშვნელობა. სიტყვისა და ფიცის გამტეხს საშინელი სასჯელი ელოდა, იყო შემთხვევები,
როდესაც სიტყვისა და ფიცის გამტეხი სოფლიდან მოუკვეთიათ.
აი რას წერს აკაკი წერეთელი ბატონყმობის რიგის შესახებ:
„...აი, ვრცელი სახე, როგორც საზოგადოდ ყველა დიდი ოჯახის, ისე ჩვენი მოსახლკარობისაც.
ეხლა ეგებ ვინმემ იკითხოს, თუ რად უნდოდათ მაშინდელ ბატონებს ურიცხვი ფარეში
სასახლეში, მაშინ როდესაც საქმე არა იყო რა? არის მიზეზი. იმის მიზეზი იყო მაშინდელი
ბატონყმობის წესი და რიგი, ძველთაგანვე ისე რჯულად დაკანონებული, რომ მისი გატეხვა
ცოდვად მიაჩნდათ.
ბატონყმობა ჩვენში პირობით იყო და არა უსაზღვრო, როგორც სხვაგან. ყმებმა იცოდნენ,
რა უნდა გადაეხადათ, ბატონებმა – რა უნდა გადაეხდევინებინათ, და ორივე მხარე
შეურყევლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სხვადასხვა გვარის და სხვადასხვა სოფლის
გლეხები, სხვადასხვაგვარად იყვნენ დაბეგრილნი. ზოგს მეტი ემართა, ზოგს ნაკლები, ზოგს
სულ ამოკვეთილი ჰქონდა ბეგარა და გააზატებული იყო. ერთ ჩვენს გლეხთაგანს, სხვათა
25
შორის, ნახევარი კვერცხიც ემართა: ყველიერის დაურწყებას ჩამოვიდოდა სასახლეში, სამზარეულოში
შეწვავდა კვერცხს, გაფცქვნიდა, მერე გაჰყოფდა ძუით შუაზე და ნახევარ კვერ
ცხს მიართმევდა ბატონს როგორც ბეგარას, ნახევარი კვერცხის ბეგარა ისე აწუხებდა იმ
გლეხს, რომ რამდენჯერმე სთხოვა ბატონს: ამომიკვეთე და ერთ ძროხას მოგცემო, მაგრამ
პასუხად ამას ეუბნებოდა: საშვილიშვილო ვალდებულება რომ მე მოვსპო ძროხის გულისთვის,
ეს ღორმუცელობა იქნება, და თუ სხვებ გამოიჩენ როგორმე თავს ერთგულებით, მაშინ
კი შეიძლებაო.
ერთ გლეხს წელიწადში ათი კოკა ღვინო ემართა: ერთ წელიწადს ღვინო აღარ მოუვიდა
და ბატონმაც კოლოტებით ათი კოკა წყალი გამოატანინა და ჩაასხმევინა ჭურში. ღვინო რომ
არ მოუვიდა, ის ღვთის ნება იყოო, გლეხკაცს მუშაობა და შრომა მაინც არ დააკლდებაო და,
რაც არა აქვს, რა უნდა გადავახდევინოვო. მაგრამ წყალი ხომ ზედ ჩამოუდისო, და ამიტომ
გამოვატანინე, რომ არ იფიქროს, ბეგარა ამოკვეთილი მაქვსო. რაც მამა–პაპიდან მართებს,
იმაზე მეტს არ ვთხოვ, მაგრამ რაც მართებს, იმას კი ვერ შევარჩენო. რადგან მამებს არ
გადმოუციათ ჩვენთვის და შვილებსაც ასე უნდა გადავცეთო. თვითონ გლეხებიც მტკიცედ
იყვნენ თავის პირობაზე და ნამეტნის გადახდას სიკვდილს არჩევდნენ.“
„...აი, რა გამიგონია მამაჩემის და ბიძაჩემისგან: 1830 წ. ქუთაისში შეჰკრიბეს იმერე-
თის თავადაზნაურობა, რომ მარშალი აერჩიათ. იმ თავადაზნაურებში ერთი თურმე კაპიტანი
მიქელაძეც ერია, რომელსაც სუყველა ერიდებოდა. ზემოურებს თურმე გაუკვირდათ ეს და
ჰკითხეს ქვემოურებს: რა მიზეზია, რომ მაგ დარბაისელ კაცს პირს არიდებთო? მეტი რაღა
მიზეზი უნდაო – უპასუხეს ქვემოურებმა – ეგ დალოცვილი წამოაქცევინებს გლეხკაცებს,
ჩაახდევინებს და სულ აროზგვინებსო! ზემოურებმა ეს რომ გაიგეს, იმათაც ზურგი უჩვენეს
„ათვალწუნებულ ვაჟბატონს“.
თავად–აზნაურული აღზრდა ეს არ იყო პედაგოგიური სისტემა, არა რაიმე მეთოდიკა და
არც რაიმე კანონები, ეს იყო ცხოვრების წესი, ქცევის ნორმები, ეს შეგნებულად, ხანდახან
შეუგნებლადაც ხდებოდა, ეს იყო ტრადიცია, რომელსაც არ განსჯიდნენ, არამედ მკაცრად
იცავდნენ.
სოლომონ მეფემ საქართველოს ისტორიაში მანამდე უცნობი, მეფის ხელისუფლების განმტკიცების
ხელშემწყობი ინსტიტუტი შექმნა, რომელსაც „ფიცის კაცნი“ ეწოდებოდა.
„ფიცის კაცნი“ იყვნენ შემდეგი გვარების წარმომადგენლები: თავადი ლორთქიფანიძეები,
აზნაურნი: მესხები, ავალიანები,იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანე26
ბი, ჭორქაშვილები, იაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები და ჭაკუბიანები. „ფიცის
კაცნი“, ვიდრე თხუთმეტი წლისა გახდებოდნენ, თავისი ყმებით, სამღვდელოებით და
ხატებით შეიკრიბებოდნენ ერთ–ერთ ამორჩეულ ადგილას ყოველწლიურად 15 მაისს და
ფიცს დებდნენ, რომ მეფის ერთგულნი იქნებოდნენ. ფიცის კაცებს ურთიერთშორის, მეტ
ადრე ომის დოს, დიდი ერთობა ჰქონდათ: ბრძოლაში ერთად შედიოდნენ, ერთიმეორეს ვერ
დატოვებდნენ, ან ერთად დაწყდებოდნენ ან ერთად გამოდიოდნენ, ბრძოლის ველზე არც
დაჭრილს დატოვებდნენ და არც მკვდარს, თუ ვინმე შეშინებული ან ხელგამოუღებელი მოკვდებოდა,
იმას არც მარხავდნენ და არც შინ წამოიღებდნენ, მინდვრად დააგდებდნენ მხეცების
შესაჭმელად, თუ კი ასეთი კაცი ცოცხალი გადარჩებოდა, ფიცის კაცებში იგი ვერ
დარჩებოდა, მაშინვე აყრიდნენ და გადაასახლებდნენ.
თავადაზნაურობის ყიდვა არ შეიძლებოდა, თავადაზნაურობის ბოძების დამსახურება უნდოდა
მეფისა და ერის წინაშე.ზედმეტი არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვით შევეხებით თავადაზნაურთა
საგვარეულო გერბებს, მეცნიერთა ვარაუდით საქართველოში იგი XVIII საუკუნემდე
არასოდეს არ ყოფილა. მიაჩნიათ, რომ მანამდე არსებობდა მხოლოდ პირადი ბეჭდები და
ძველი ქართული სიმბოლიკები.საგვარეულო გერბები, მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის
დროიდან ჩნდება, როცა ქართველ თავადაზნაურებს XIX ს–ის გერბებს უმტკიცებდნენ,
ითვალისწინებდნენ თითოეული გვარის ზოგიერთი ტრადიციულ სიმბოლოს, პირადი ან საგვარეულო
ნიშნები, რომლებიც ოდესღაც ფეოდალთა ალმებზე ან უძველეს ბეჭდებზე იყო
გამოსახული. ასეთი ტრადიციული სიმბოლოები არსებობდა ქართველ დიდებულთა წრეში.
27
ჰერალდიკა ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გერბებს, რომლებიც წარმოიშვნენ
ჯერ კიდევ ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, რაინდები კარებზე იყენებდნენ
განმასხვავებელ ნიშნებს, ვინაიდან აბჯარში მათი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო,
ამიტომაც შემოიღეს განმასხვავებელი ნიშნები, ყოველ ახლად ნაკურთხი რაინდი იღებდა
თავის გერბს, ის გამოსახული იყო მთელს მის ქონებაზე, ტანსაცმელზე, იარაღზე, აბჯარზე,
ციხე–სიმაგრის კედლებზე. გერბები წარმოადგენდნენ განმასხვავებელ ნიშნებს ბრძოლის
ველზე, ასევე გვარს კეთილშობილების გამოხატულებაც იყო, გერბებს ამტკიცებდნენ სენიორები
და ისინი გადაეცემოდათ შთამომავლობით.
ჰერალდიკა, როგორც მეცნიერება, განუწყვეტლივ ვითარდება და მოიცავს საზოგადოების
ყველა ფენის ინტერესებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება
გერბისადმი დღითი–დღე მატულობს. საგვარეულო გერბი წარმოადგენს იჯარის სიმბოლოს,
კულტურულ წარსულს, აწმყოს და მომავალს.
საგვარეულო გერბი – არ არის მხოლოდ ლამაზად შესრულებული ნახატი. სიმბოლიკების
ენაზე ის წარმოადგენს გზავნილს საზოგადოებისათვის, მომავალი თაობებისათვის.
საგვარეულო გერბში ჩანს გვარის წარსული, გვიჩვენებს აწმყოს და გვიწინასწარმეტყველებს
მომავალს. გერბიდან შეიძლება შევიტყოთ ოჯახის ღირსებების, ცხოვრებაში მათი
პრიორიტეტების შესახებ, რომლითაც პატივს სცემდნენ ამა თუ იმ გვარს მისი წარმოშობის
დღიდან.
აღსანიშნავია, რომ გერბის შედგენის დროს აუცილებელია ვისარგებლოთ საერთაშორისო
ჰერალდიკის წესებითა და ჰერალდიკური ტრადიციებით.
28
გერბის შემადგენელი
ნაწილებია:
1 – ფარი;
2 – გვირგვინი ანუ ტიტულარული გვირგვინი და ქუდები;
3 – მუზარადი;
4 – მუზარადი მორთულობა;
5– ბურელეტი;
6 – ლამრეკენი;
7 – ფარის მცველები;
8 – მანტია;
9 – ზონრები.
გერბისათვის აუცილებელია:
ა) ემორჩილებოდეს ჰერალდიკური მეცნიერების მკაცრ
კანონებს;
ბ) გადადიოდეს მემკვიდრეობით;
29
ფარზე გამოსახული სიმბოლოების განმარტება:
ლომი – სიმამაცე, ძალა, განრისხება, დიდსულოვნება;
წერო – სიფრთხილე;
შროშანი – აყვავება, წარმატება;
მარტორქა – დაუმარცხებელი;
კატა – დამოუკიდებელი;
ტახი – უშიშარი;
მგელი – ბოროტება, სიხარბე;
ხმალი – სამართლიანი და კეთილშობილი, ლტოლვა დიდებისადმი;
მამალი – მეომარი;
ვარდი – სისუფთავე, სიწმინდე;
ხელი რკინის ხელთათმანით – ადამიანი, რომელიც ემზადება ომისთვის;
ისარი და ისრის პირები – მზადება ომისთვის;
გასაღები – გახსნილობა;
ჯვარი – ჯვაროსნული ლაშქრობების სიმბოლო;
კოშკი – დაპყრობილი სიმაგრე, მფლობელი ციხესიმაგრის;
ვარსკვლავი – ღამის ბრძოლა;
ნახევარმთვარე – მუსლიმანებზე გამარჯვება;
არწივი – სიდიადე;
ღუზა – იმედი;
ცხვარი – იესო ქრისტეს ალეგორიული გამოსახულება, ქრისტიანობის სიმბოლო;
ვეფხვი – სიმამაცე, მზადება შეებრძოლოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, გულოვნება;
ზეთისხილის ტოტი – დიდების ემბლემა;
მშვილდისარ – ომისა და მეომრული სულის ნიშანი;
შტურვალი – ხელმძღვანელობა, მართვა;
ხელი ხმლით – საომარი საქმეების ერთგულება;
ხელი გაშლილი – რწმენა, გულახდილობა, სამართლიანობა;
კოშკი ან სიმაგრე – უჩვენებს იმას, რომ მისი მფლობელი მარტოსული იბრძოდა მისი
ბატონისათვის, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა სიძლიერით და საბრძოლო ხრიკებით.
ბოძი ანუ კოლონა – სულის სიძლიერე;
ხომალდი – მიზნის მიღწევა;
30
31
გერბის შეფერილობები:
სიმდიდრე, ძლიერება, ქრისტიანული
კეთილმოწყალება, სამართლიანობა, რწმენა,
შემრიგებლობა;
კეთილშობილება, გულღიაობა, სისუფთავე,
სამართლიანობა, უბიწოება;
სიმამაცე, ვაჟკაცობა, სიყვარული, აგრეთვე
სისხლი, რომელიც დაიღვარა ბრძოლაში.
იმედი, თავისუფლება, სიხარული;
ამპარტავნები, სიკეთით ხელგაშლილობა,
მბრძანებლობა;
სიფრთხილე, გონიერება და აგრეთვ მწუხარებები
.
1) ყვითელი
3) წითელი
5) ფაიფური
4) მწვანე
6) შავი
2) თეთრი
32
გერბი უნდა იყოს კითხვადი ანუ შეხედვისთანავე უნდა მიხვდე მისი მფლობელის სულიერ,
ზნეობრივ და შთამომავლობით მისწრაფებებს.
ქართული გერბების შესწავლით პირველად დაინტერესდა ვახუშტი ბატონიშვილი, რომელმაც
თავის გეოგრაფიულ ატლასში შეიტანა, როგორც გაერთიანებული საქართველოს, ისე
ცალკეულ სამეფო–სამთავრობო გერბების ილუსტრაციები, ჰერალდიკის საკითხებს ეხება
იოანე ბატონიშვილი თხზულებაში „კალმასობა“, სადაც, განმარტებულია გერბი, მოცემულია
მისი ფუნქცია, ჩამოთვლილია გერბის მთავარი ელემენტები, აქვე გამოთქმულია ავტორის
მოსაზრება საქართველოში საგვარეულო გერბების ფართოდ დანერგვის საჭიროებაზე, გერბის
ელემენტებს იოანე ბატონიშვილი აღნიშნავს სიტყვებით: „ნიშანი“, „მაგალითი“, ერთმანეთისაგან
განასხვავებს დიდებულისა და მონასტრის წინამძღვრის გერბებს. დიდებულის
გერბს, იოანე ბატონიშვილის აზრით, აქვს შემდეგი „ნიშნები“ ანუ „მაგალითები“: გვირგვინი,
პორფირი, სახე (გამოსახულება); მონასტრის წინამძღვრისას კი – მიტრა, მანტია და ეკლესიის
სახე (გამოსახულება). „კალმასობაში“ ავტორი ეხება ჰერალდიკური ნივთების (გერბები)
დამზადების ტექნიკას.
რუსეთში გაფორმებული საგვარეულო გერბებიდან უძველესად უნდა მივიჩნიოთ ისინი,
რომლებიც ქართველი მეფეების, არჩილისა და ვახტანგ IV თანხმლებმა პირებმა მიიღეს. მათ
ეს გერბები ეძლეოდათ იმ საერთო წესის მიხედვით, რომელიც რუს თავადაზნაურთათვის იყო
დაკანონებული. გაცემული გერბები საგვარეულო სიასთან ერთად, რუსეთის საგერბო წიგნში
(ხავერდის წიგნი), შეჰქონდათ. მაგრამ, როგორ მოხდა, რომ ბევრმა ქართველმა, რომელსაც
სამშობლოში თავადის წოდება არ ჰქონდათ, იგი რუსეთში მიიღო? ეს ასე მოხდა; 1724 წელს,
როდესაც მეფე ვახტანგ VI რუსეთში ჩავიდა, რუსეთის მთავრობას წარუდგინა თავისი ამალის
ვრცელი სია, მასში გვარების წინ აღნიშნული იყო „თავადი“, „აზნაური“, „მოურავი“, „ერისთავი“.
რუსეთში გულდასმით არ გაურკვევიათ განსხვავება, ამ ტიტულებს შორის და ყველა
თავადის ღირსებაში აიყვანეს. ვახტანგ VI–ის სიის შემდეგ, 1783 წელს, ახალი სია წარადგინა
ერეკლე II, მესამე კი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი მეთორმეტემ აღნიშნული
სიები დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, იმის გასარკვევად, თუ ვის ჰქონდა გერბისა
და ტიტულის ტარების უფლება, 1847 წელს თბილისსა და ქუთაისში დაინიშნა ორი კომისია,
რომელთა მუშაობაც 1850 წლამდე გაგრძელდა. დადგინდა, რომ გერბისა და სათავადო ტიტულზე
უდავო უფლება საქართველოში მხოლოდ 69 გვარს ჰქონდა.
საქართველოს სინამდვილეში ხშირად გვხვდება ისეთი მოვლენა, როდესაც ერთი გვარის
წარმომადგენელს ვხვდებით, როგორც თავადის, აზნაურის ასევე გლეხთა კატეგორიებს შორის,
რამ გამოიწვია ეს? საკითხში გასარკვევად გადავხედოთ ძველი ქართული სამართლის
ძეგლებს, ბუშის ანუ ნაბიჭვრის შესახებ კანონს: დავით ბატონიშვილს სამართალში ნაბი33
ჭვრის საკითხს ეძღვნება 125–ე მუხლი, იქ ნათქვამია: „შე–ღათუ–ეყოს კაცი დედაკაცისა
და მის გამო შვეს წული, მისცეს შობილსა მას საზრდელი, ესე იგი საცხოვრებელი, და დიაცსაც
მცირედი რაიმე მსგავსი საუპატიოსა, უკეთ არა არს მდგომი ცხადად საროსკიპოსა ზედა
და მცირედიცა, რაიმე მისცენ ნაწილი სამკვიდრებლისაგან მამისა თვისისა კეთილშობილთა
ნაბიჭვართ.“
ამ მუხლს დავით ბატონიშვილმა შენიშვნები დაურთო. ამ შენიშვნებში შემდეგი განმარტება
არის მოცემული“... თავადთა ნაბიჭვართა აქუსთ ღირსება აზნაურთა, ხოლო მაღალთა აზნაურთა,
ღირსება ცალმოგვთა და დაუსახლებენ მათ აზნაურად თავადთა, ხოლო მათ გლეხად
ანუ ცალმოგვად.
დავით ბატონიშვილის განმარტებით, „მეფთ ნაბიჭვარი შეირაცხების თავადად და მეფეთა
ძეთ. და რასაცა სწადდეს მეფესა და მეფის ძეთა, მისცენ მას, რომელს ვერვინ წაედავება და
ჩამოართმევს“. დავით ბატონიშვილის მიხედვით, თითქოს ისე გამოდის, რომ ნაბიჭვარი ერთი
საფეხურით დაბლა არის ამ სოციალურ ფენაში, რომლის წარმომადგენლის ხელშიც დაიბადა
ეს ნაბიჭვარი. ვახტანგის სამართლით კი, იგი ისეთი პირია, რომელსაც კანონით მამის ქონებაზე
არავითარი წილი არა აქვს, ან ძალიან შეზღუდული უფლებები აქვს მამის ქონებაზე.
ქართულ ფეოდალური სისტემის საფუძველი ისე იყო მოწყობილი, რომ ეს თავის სოციალური
კატეგორია ჩამომცრობილი იქნებოდა, თუ იგი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებდა
თავის მდგომარეობას.
ბექას კანონების მესამე მუხლით დადგენილი იყო, რომ კაცს სისხლი უმცირდებოდა თუ
იგი სამი თაობის განმავლობაში ეკონომიურ დამცრობას განიცდიდა და პირიქით.
ეკონომიკური აღზევება ადამიანის პოლიტიკურ აზღვევებასაც იწვევდა.
1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორმა პავლე I ხელი მოაწერა ქართლ–კახეთის სამეფოს
რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს, რითაც უხეშად დაარღვია გეორგიევსკის
ტრაქტატი და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართლ–კახეთის ანექსია.
„საუკუნის I ნახევარში (საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ) რუსეთის მთავრობამ
რუსეთის ფეოდალურ–ბატონყმურ წყობილებასთან ქართული წყობილების სოციალური
უნიფიკაციის მიზნით ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა შედეგად შეიქმნა ერ-
თიანი კონსოლიდარებული თავად–აზნაურთა წოდება; 1803 წელს მთავარმმართებელ პ.
ციციანოვის თაოსნობით თბილისში დაარსდა ქართველ თავად–აზნაურთა პირველი წოდებრივი
ორგანიზაცია – თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო სათანადო დებულებით.
დეპუტატთა საკრებულო ირჩევდა სამაზრო და საგუბერნიო თავად–აზნაურთა წინამძღოლი
(მარშალი) თავად–აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). იგი მოწოდებულ იყო დაეცვა ქართველ
თავად–აზნაურთა კლასობრივი ინტერესები. ქართველ ფეოდალთა ეს წოდებრივი
34
ორგანიზაცია მოწყობილი იყო რუსეთის გუბერნიების თავად–აზნაურთა კლასობრივი ინტერესები.
ქართველ ფეოდალთა ეს წოდებრივი ორგანიზაცია მოწყობილი იყო რუსეთის
გუბერნიების თავად–აზნაურთა ორგანიზაციების მსგავსად. რუსეთის მთავრობის შემდეგი
ღონისძიება იყო ვასალურ–სენგიორული დამოკიდებულების მოსპობა საქართველოში და
რუს თავადაზნაურობასთან ქართველი თავადაზნაურობის უფლებრივი გათანაბრება. 1811
წელს კანონით საეკლესიო აზნაურები ჩამოაცილეს ეკლესიას, 1827 წელს ქართველი თავადაზნაურობა
უფლებრივად გაუთანბრდა
რუსეთის თავადაზნაურობას, ამასთან, ცარიზმმა ქართველ თავადაზნაურობას მემკვიდრეობითი
ფეოდალური თანამდებობები და საგადასახადო იმუნიტეტი მოუსპო,
1833 წელს კანონით სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადებისადმი ვასალური
დამოკიდებულებისაგან (იმერეთ–გურიის მიმართ ასეთი კანონი 1848 წელს გამოიცა),
რის შედეგად ხდებოდა მათი სამამულო (ქონებრივი) გამიჯვნაც. მნიშვნელოვანი
იყო აგრეთვე 1838 წლის კანონი, რომლითაც ქართლ–კახეთში სათავადაზნაურო
დეპუტატთა საკრებულოში არჩევნებისას და თანამდებობის დაკავებისას უფლებრივი
განსხვავება თავადებსა და მათ ყოფილ სათავადო აზნაურებს შორის მოისპო, მოხდა
მათი უფლებრივი ნიველირება. ერთიანი უფლებების მქონე ქართველ თავად–აზნაურთა
წოდებაში დამტკიცება ათეულ წლობით გაჭიანურდა. იგი დაიწყო 1809 წელს
და დამთავრდა მხოლოდ 1850 წელს (ქართლ–კახეთსა და იმერეთ–გურიაში). 1851
წელს ქართველ თავად–აზნაურთა წოდებრივი ორგანიზაცია – სათავადაზნაურო
დეპუტატთა საკრებულო – შეიქმნა დასავლეთ საქართველოშიც – ქუთაისში“.
„მოსაგვარებელი და სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანი კი ბევრი რამ
იყო, მათ შორის წოდებრივი კუთვნილების საკითხი. მანამდე აზნაურად და თავადად
აღიარებას ოფიციალური საბუთი არ სჭირდებოოდა. ეს იყო, ასე ვთქვათ, საჯაროდ
დამკიდრებული თვალსაზრისი და ყველამ იცოდა, ესა თუ ის გვარი რა წოდება მიეკუთვნებოდა“.
„აზნაურების ტიტულის მინიჭება ხდებოდა სპეციალური უმაღლესად დამტკიცებული
წყალობით. მაგრამ ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად ძალიან იშვიათი იყო.
ერთ–ერთი წყარო აზნაურული ღირსების მინიჭებისა იყო, რუსეთის იმპერიის ერთ–ერთი
ორდენით დაჯილდოება.
1722-1845 წლებში შთამომავლობით აზნაურობა ენიჭებოდათ იმ პირებს, რომლებშიც
სამხედრო სამსახურში იმსახურეს და მიაღწიეს ობერ–ოფიცრის ჩინს (პროპორშჩიკი, კორნეტი),
ან სამოქალაქო სამსახურში ‘’კოლჟსკი ასესორის’’ ჩინი მიიღეს, აგრეთვე იმ პირებს,
რომლებმაც მიიღეს ნებისმიერი სახის ორდენი.
35
1845-1856 წლებში – იმ პირებს ენიჭებოდათ აზნაურობა, ვინც მიაღწევდა ჯარში მაიორის
ჩინს და სამოქალაქოში „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც
დაჯილდოვდებოდნენ წმ. ვლადიმირის, წმ. გიორგის ყველა ხარისხის ორდენით ან პირველი
ხარისხის დანარჩენი ორდენებით.
1856-1900 წლებში, აზნაურობის მინიჭება უფრო გართულდა, რომ მიენიჭებინათ აზნაურობა
უნდა გამხდარიყავი პოლკოვნიკი ან პირველი რანგის კაპიტანი ფლოტში. ანდა სამოქალაქოში
„ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი“–ს ჩინისთვის უნდა მოგეღწია.
1900-1917 წლებში მოემატა ორდენებსაც – შთამომავლობით აზნაური შეიძლებოდა
გამხდარიყო ის პირები, რომლებიც დაჯილდოვდებოდნენ: წმ. ვლადიმირის 3–ხარისხის ორდენით.
შთამომავლობით აზნაურებად დამტკიცების მოთხოვნა შეეძლოთ პირადი აზნაურების
შვილიშვილებს (ე.ი. ორი თაობის შთამომავლებს, რომლის წინაპრებმაც მიიღეს პირადი აზნაურობა
და რომლებმაც იმსახურეს სახელმწიფო სამსახურში თითოეულმა ოცი წელი). პირველი
გილდიის ვაჭრებს რომელთა ფირმას შეუსრულდა 100 წელი, სურვილისამებრ შეუძლიათ
მოეთხოვათ შთამომავლობით აზნაურობა.
მიუხედავად იმისა თუ როგორ და როდის ჰქონდათ ნაწყალობევი შთამომავლობით აზნაურობა
ყველა შთამომავლობითი აზნაური სარგებლობდა ერთნაირი უფლებებით, განსხვავება
მხოლოდ უძრავი ქონების სიდიდეზე იყო დამოკიდებული. მასზე იყო დამოკიდებული
აზნაურთა სრულუფლებიან მონაწილეობაზე. აზნაურთა საკრებულოს არჩევნებზე ამ კუთხით
რუსეთის იმპერიის აზნაურები შეიძლება დავყოთ 3 კატეგორიად:
1) აზნაურები, რომლებიც შეყვანილნი არიან თავადაზნაურთა წიგნში და ფლობენ
უამრავ ქონებას გუბერნიაში. აზნაურები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თავადაზნაურთა
წიგნში იმ გუბერნიაში, სადაც ცხოვრობდნენ მუდმივად.
2) აზნურები, რომლებიც შეყვანილნი იყვნენ თავადაზნაურთა წიგნში, მაგრამ უძრავ
ქონებას არ ფლობდნენ, ისინი შეყვანილნი იყვნენ იმ გუბერნიის თავად აზნაურთა წიგნში,
სადაც მათი წინაპრები ფლობდნენ მამულს.
3) აზნაურები, რომლებიც არ იყვნენ შეტანილნი არც ერთ თავადაზნაურთა წიგნში.
36
გუბერნიის თავად-აზნაურთა წიგნები
გუბერნიის თავად-აზნაურთა წიგნში შეტანა დამოკიდებული იყო თავად აზნაურზე.
აზნაურების ნაწილი არ ეწერებოდნენ წიგნში, მიუხედავად იმისა, შეეძლოთ ჩაწერილიყვნენ
თავიანთი სურვილისამებრ. აზნაურობის მიღების შემთხვევში შეუძლიათ ჩაწერილიყვნენ იმ
გუბერნიის თავადაზნაურთა წიგნში, სადაც თვითონ მოისურვებდნენ ჩაწერას.
გუბერნიის თავადაზნაურთა წიგნი იყოფოდა ექვს ნაწილად:
1. პირველ ნაწილში შედიოდნენ ის აზნაურები, რომელთაც აზნაურობა ჰქონდათ სამი
თაობის წინ მიღებული.
2. მეორე ნაწილში შედიოოდნენ ის აზნაურები, რომლებსაც სამხედრო გზით ჰქონდათ
ბოძებული აზნაურობა.
3. მესამე ნაწილში შედიოოდნენ ის აზნაურები, რომლებსაც სამოქალაქო სამსახურით ან
ორდენით ჰქონდა ნაბოძები აზნაურობა.
4. ნაწილში შედიოდნენ ის აზნაურები, რომლებიც იყვნენ უცხოური წარმოშობის აზნაურები.
5. ნაწილში შედიოდნენ ის აზნაურები, რომლებიც ატარებდნენ ტიტულს.
6. ნაწილში შედიოდნენ ის აზნაურები, რომელთაც აზნაურები შთამომავლობით ჰქონდათ
გადმოცემული და რომლებიც ითვლებოდნენ კეთილშობილ გვარებად.
37
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ფეოდალური საგვარეულოების
წარმოშობა და მათი მოკლე ისტორიული მიმოხილვა, ნაშრომი
შედგენილია სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებიდან და საისტორიო ლიტერატურიდან
ამოკრეფილი მასალების საფუძველზე. წერის დროს ვცდილობდი
დამეცვა ენციკლოპედიური სტილი. მასში მოკლედ, მაგრამ კონკრეტულად არის
ასახული ამა თუ იმ გვარის წარმოშობა და რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა,
რომელიც განაპირობებდა გვარის აღზევებას ან დაკნინებას. უნდა ითქვას
რომ მასალათა არათანაბარი რაოდენობის გამო ყველა თავად-აზნაურული
გვარის ისტორია თანაბარი სისრულით არ არის მოცემული, მაგრამ მიუხედავად
ამისა თითოეული გვარის რაობა მეტნაკლებად მაინც არის წარმოდგენილი.
განხილულ თავადაზნაურული გვარების გარდა, სხვა თავადაზნაურულ საგვარეულოთა
შესახებ მასალებიწწ მეტად მცირედ ან თითქმის არ მოიპოვება
და მათზე მსჯელობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
წინამდებარე ნაშრომში არ არის განხილული ბაგრატიონთა საგვარეულოს
ისტორია და ეს მოხდა შეგნებულად, ვინაიდან ბაგრატიონთა სამეფო სახლის
ისტორია, მთელი საქართველოს ისტორიაა, რომელიც დაახლოებით თორმეტ
საუკუნოვან პერიოდს მოიცავს.
ბაგრატიონთა საგვარეულოს შესწავლას ფუნდამენტური შრომა სჭირდება და
ის მომავალში ალბათ გამოიცემა.
–ა–
აბაშიძე
აბაშიშვილი
აგიაშვილი
ავალიშვილი
ამილახორი
ამირეჯიბი
ანდრონიკაშვილი
ანჩაბაძე
არღუთაშვილი
აფაქიძე
აფხაზიშვილი
–ბ–
ბარათაშვილი
ბებუთაშვილი
–გ–
გარდაფხაძე
გარსევანიშვილი
გელოვანი
გერმანოზიშვილი
გოგორიშვილი
გოგიბაშვილი
გოშაძე
გურამიშვილი
გუგუნავა
გურგენიძე (კახეთის
გურიელი
–დ–
დადიანი
დადიშქელიანი
დავითაშვილი
დგებუაძე
დიასამიძე
დოლენჯიშვილი
დზაფშიფა
–ე–
ერისთავი არაგვის
ერისთავი გურიის
ერისთავი ქსნის
ემხვარი
–ვ–
ვაჩნაძე
ვახვახიშვილი
ვეზირიშვილი
–ზ–
ზაალიშვილი
ზედგინიძე
ზურაბიშვილი
–თ–
თავდგირიძე
თარხნიშვილი
თაყაიშვილი
თორელი
თუმანიშვილი
თაქთაქიშვილი
თურქესტანიშვილი
–ი–
იარალიშვილი
იაშვილი
ინასარიძე
ინალაიფა
იოთამაშვილი
–კ–
კვინიხიძე
–ლ–
ლახშიშვილი
ლიონიძე
ლორთქიფანიძე
–მ–
მარშანია
მარღანია
მაყაშვილი
მაჯუტაძე
მაჩაბელი
მიქაძე
მიქელაძე
მხეიძე
გვიანფეოდალური საქართველოს თავადთა სია:
ფალვენიშვილი
ფაღავა
ფინეზიშვილი
ფეშანგიშვილი
–ქ–
ქავთარაშვილი
ქობულაშვილი
ქორთოძე (ქორთუა)
ქოჩაკიძე
–ღ–
ღაბუაშვილი
ღაღანიძე
ღოღობერიძე
–შ–
შარვაშიძე
შალიკაშვილი
–ჩ–
ჩერქეზიშვილი
ჩიჯავაძე
ჩიქოვანი
ჩიჩუა
ჩოლოყაშვილი
ჩხეიძე
ჩქოტუა
–ც–
ციციშვილი
–წ–
წერეთელი
წულუკიძე
–ჭ–
ჭავჭავაძე
ჭილაზე
–ყ–
ყაფლანიშვილი
ყაზბეგი
–ხ–
ხერხეულიძე
ხიმშიაშვილი
ხიდირბეგიშვილი
–ჯ–
ჯაიანი
ჯავახიშვილი
ჯანდიერი
ჯაფარიძე
ჯაყელი
ჯორჯაძე
–ნ–
ნაკაშიძე
ნიჟარაძე
–ო–
ორბელიანი
–რ–
რამაზიშვილი
რატიშვილი
რევაზიშვილი
როჯიკაშვილი
რუსიშვილი
–ს–
სააკაძე
სიამარდაშვილი
სიდამონიძე
სოლოღაშვილი
სუმბათიშვილი
–ტ–
ტუხიშვილი
–უ–
უდურბეგიშვილი
–ფ–
ფალავანდიშვილი
ფალვანხოსროშვილი
გვიანფეოდალური საქართველოს აზნაურთა სია:
–ა–
აბელაშვილი
აბაშიძე
აბულაძე
აბულაშვილი
აბაზაძე
აბულეთიძე
აბუსერიძე
აბდუშელიშვილი
ადამია
ავალიანი
ავთანდილიშვილი
ათაბაგი
ალადაშვილი
ალექსიშვილი
ალექსიძე
ალექსი–მესხიშვილი
ალიბეგაშვილი
ალიყულიშვილი
ამაშუკელი
ალავერნაშვილი
ამილღაბრიშვილი
ანანიაშვილი
ანთაძე
ანჯაფარიძე
ამბერსაძე
ალერწიანი
ალიხანაშვილი
ასათიანი
ასიტაშვილი
არეშიშვილი
ართმელიძე
არღუთაშვილი
ახვლედიანი
აფხაზიშვილი
–ბ–
ბადელიძე
ბაზიერიშვილი
ბაზლიძე
ბაინდურაშვილი
ბანაშვილი
ბაგრატიშვილი
ბასილაშვილი
ბანცურიშვილი
ბახტურიძე
ბაქრაძე
ბაკურაძე (ლეჩხუმის)
ბეგიაშვილი
ბეგთაბეგიშვილი
ბეგაშვილი
ბებურიშვილი
ბებუთაშვილი
ბერაია (თეკლათის)
ბერიძე
ბერეჟიანი
ბერიშვილი
ბერძენიშვილი
ბელიაშვილი
ბეჟანიშვილი
ბიბილური
ბოკუჩავა
ბოლქვაძე
ბურდიაშვილი
ბეჭყიაშვილი
ბენიაშვილი
ბუბუაშვილი
ბურსელი
ბუჩაშვილი
ბლორძელი
ბოსტაშვილი
–გ–
გაბუნია
გაგლიძე
გამრეკელი
გამსახურდია
გამყრელიძე
გარაყანიძე
განძიელი
გაწერელია
გაბაშვილი
გაბილაშვილი
გეგელია
გეგეჭკორი
გეგიძე
გაბეხაძე
გეგუტაშვილი
გერსამია
გედევანიშვილი
გეთანაშვილი
გილაქიშვილი
გიგინეიშვილი
გიორგობიანი
გივიშვილი
გილდაშვილი
გიჟიმყრელი
გვერდწითელი
გვათუა
გვიჩია
გვარამაძე
გლურჯიძე
გოგიტაშვილი
გოგოლაძე
გოგოლაშვილი
გოცირიძე
გოშფრიშვილი
გორდელი
გოგორიშვილი
გომართელი
გოდაბრელიძე
გოშუა
გოგიბაშვილი
გოგიბედაშვილი
გულასპაშვილი
გუგუნავა
გურველაშვილი
გულაიზაშვილი
გუნცაძე
გულდაბაშვილი
გრძელიძე
–დ–
დავითაშვილი
დალაქიშვილი
დალალაშვილი
დაუჭამიაშვილი
დათუნაიშვილი
დარახველიძე
დაშნიანი
დანდლიშვილი
დაფქვიაშვილი
დაღმანაშვილი
დეკანოზიშვილი
დემეტრაძე
დიდიძე
დიარაშვილი
დივანაშვილი
დოლიძე
დოლენჯიშვილი
დორათაშვილი
დუმბაძე
დვალი
–ე–
ებრალიძე
ეგნატაშვილი
ეგრისელაშვილი
ედიშერაშვილი
ელიავა
ელიაშვილი (იმერეთის)
ელიარაშვილი
ელიოზაშვილ
ელისაშვილი
ესაძე
ესტატეშვილი
ეშაღაშვილი
ენაკოლოფაშვილი
–ვ–
ვაშაძე
ვაშაკიძე
ვაშალომიძე
ვაჩიანიძე
ველუაშვილი
–ზ–
ზაალიშვილი
ზალდასტანიშვილი
ზარდალიშვილი
ზარდიაშვილი
ზანდუკელი
ზოდელავა
ზუმბულიძე
ზვამბა
–თ–
თაზიშვილი
თავხელიძე
თამზარაშვილი
თათეიშვილი
თაყაიშვილი
თაქთაქიშვილი
თექთურმანიძე
თიკანაძე
თოფურია
თოფერიძე
თულაშვილი
თუშმალიშვილი
–ი–
იარალიშვილი
იაშვილი
იაღლუზიშვილი
იმერლიშვილი
იოსელიანი
იონათამიშვილი
იოთამიშვილი
იობიშვილი
იორამიშვილი
–კ–
კავთელიშვილი
კარგარეთელი
კანდელაკი
კავკასიძე
კალატოზიშვილი
კაკოიშვილი
კარიჭიძე
კაჭკაჭიშვილი
კახიანი
კიტია
კიკოლაშვილი
კიკნაძე
კედია
კვიტაიშვილი
კვინიხიძე
კოტეტიშვილი
კობიაშვილი
კოკინაშვილი
კორძაია
კოილიძე
კობახიძე
კორინთელი
კურცხალია
კლდიაშვილი
კლიმიაშვილი
კროჭი
კაპანაძე (ქართლი)
კეცხოველი
–ლ–
ლათათია
ლარაზე
ლაღიძე
დაშხიშვილი
ლაჭყეპიანი
ლალახანაშვილი
ლეჟავა
ლიპარიტიშვილი
ლოლაძე
ლოლუა
ლომინაძე
ლონგულაშვილი
ლორთქიფანიძე
–მ–
მანდარია
მამარდაშვილი
მაკარიძე
მამაცაშვილი
მამულაიშვილი
მამულაშვილი
მართებელი
მამასახლისი
მარღანია
მაღრაძე
მაღალაძე
მახატელი
მაჭავარიანი
მახვილაძე
მაშათაშვილი
მაქსიმეიშვილი
მარტიროზაშვილი
მაღალაშვილი
მგალობლიშვილი
მგელაძე
მდივანი
მდივნიშვილი
მელიქიშვილი
მერაბიშვილი
მეძმარიაშვილი
მესხი
მესხიშვილი
მეღვინეთუხუცესი
მიქაბაძე
მიქაბერიძე
მიქელაშვილი
მკერვალიშვილი
მდივანბეგიშვილი
მომცემლიძე
მოურავიშვილი
მირზაშვილი
მუსხელიშვილი
მურაჩაშვილი
მუჩაიძე
მუშრიბიშვილი
მხეიძე
მწყერაძე
მურვანიშვილი
–ნ–
ნაგლაძე
ნაკაშიძე
ნასიძე
ნასყიდაშვილი
ნასრიაშვილი
ნადიბაიძე
ნანეიშვილი
ნანამგლელევიშვილი
ნინიაშვილი
ნამორაძე
ნათალიშვილი
ნათიშვილი
ნაცვლიშვილი
ნიკოლაიშვილი
ნიშნიანიძე
ნიჟარაძე
ნოდარიშვილი
–ო–
ობლიძე
ომათმთიძე
ონანაშვილი
ოთანაშვილი
ოსიტაშვილი
ოლუზაშვილი
ოსეშვილი
ორჯონიკიძე
ოქროპირიშვილი
ოქრომჭედლიშვილი
ოჩიგავა
–პ–
პაატაშვილი
პაპასკირი
პარკაძე
პატისაშვილი
პეტრიაშვილი
პოპიაშვილი
–ჟ–
ჟორდანია
ჟორჟოლიანი
ჟურული
ჟვანია
ჟღენტი
–რ–
რატიშვილი
რატიძე რევია
რევიშვილი
რევაზიშვილი
რიკაძე
როინიშვილი
როსტომაშვილი
როშაქიშვილი
როჭიკაშვილი
რუსიშვილი
რჩეულიშვილი
–ს–
საბახტარიშვილი
სადუნიშვილი
საბაშვილი
სანადირიძე
სარდლიშვილი
სარჯველაძე
საკანდელიძე
სამრიძე
სამიშვილი
სარიდანიშვილი
საგინაშვილი
სალაყაია
საჯაია
საფარაშვილი
საჩინოშვილი
საყვარელიძე
სესიტაშვილი
სიამარდაშვილი
სოლოღაშვილი
სულეიმანიშვილი
სურგულაძე
სულხანიშვილი
სვანიძე
სტელიშვილი
სარქისაშვილი
სანთლიკუდაშვილი
–ტ–
ტავერაშვილი
ტარსიაჭაშვილი
ტატიშვილი
ტერიშვილი
ტერტერაშვილი
ტყავაძე
–უ–
უდურბეგიშვილი
უგრეხელიძე
უმიკაშვილი
უსუფაშვილი
უსუფბეგიშვილი
უთნელიშვილი
უთრუთაშვილი
უზნაძე
ურატაძე
ურქმაზაშვილი
უღელაშვილი
–ფ–
ფანჩულიძე
ფარემუზაშვილი
ფავლენიშვილი
ფასეიშვილი
ფალავანდიშვილი
ფიჩხაია
ფიცხელაური
ფისაძე
ფირადაშვილი
ფირიალიშვილი
ფეშანგიშვილი
ფურცელაძე
ფრანგიშვილი
ფრიდონაშვილი
ფხაკაძე
–ქ–
ქავთარაძე
ქანანაშვილი
ქართველიშვილი
ქარცივაძე
ქარამბეგიშვილი
ქარუმიძე
ქაჯაია
ქუთათელაძე
ქურდევანიძე
ქურდიანი
ქელივიძე
ქვარიანი
ქობულაშვილი
–ღ–
ღაზნელი
ღაღანიძე
ღუდუშაური
ღულაძე
–ყ–
ყანჩაველი
ყარაბუდახიშვილი
ყაითმაზაშვილი
ყალანთრიშვილი
ყარანგოზიშვილი
ყარჩიხაშვილი
ყველაშვილი
ყოინიძე
ყორღანაშვილი
ყორჩიბაშიშვილი
ყიფიანი
ყულიაშვილი
ყრუაშვილი
–შ–
შაბურიშვილი
შალიკაშვილი
შანშიაშვილი
შალაღაშვილი
შარიტიძე
შაყულაშვილი
შემაზაშვილი
შიოლაშვილი
შავდია
შელია
შათირიშვილი
–ჩ–
ჩარკვიანი
ჩაჩიკაშვილი
ჩახავა
ჩაგუნავა
ჩაჩიბაია
ჩახუნაშვილი
ჩინჩალაძე
ჩოფიკაშვილი
ჩრდილელი
ჩქარეული
ჩხეტია
–წ–
წერეთელი
წულუკიძე
წინამძღვრიშვილი
–ც–
ციმაკურიძე
ცქიტიშვილი
–ძ–
ძაგანიძე
ძამელაშვილი
ძეგელაშვილი
ძვალიყლაპიაშვილი
–ხ–
ხაინდრავა
ხანდამაშვილი
ხალვაში
ხირსელი
ხიმშიაშვილი
ხარშილაძე
ხმალაძე
ხატელიშვილი
ხოშტარია
ხოფერია
ხოჯაშვილი
ხოსროხანაშვილი
ხოჭოლავა
ხოსიტაშვილი
ხუციშვილი
ხურსიძე
ხვიტია
–ჯ–
ჯანიაშვილი
ჯაფარიძე
ჯაყელი
ჯიმშიტაშვილი
ჯიჯიხია
ჯომარდიძე
ჯორჯიკია
ჯოხთაბერიძე
ჯღერია
–ჭ–
ჭაჭნიაშვილი
ჭაჭიაშვილი
ჭედია
ჭილაშვილი
ჭიჭინაძე
ჭუბაბრია
ჭყონია
44
ქ.ს.ე. I – ტ.II გვ.
აბაზაძეები
აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავ-
შირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან.
ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული
ტბელი აბაზა.
XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ერისთაობა „გიორგი მთაწმინდელის
ცხოვრების“ მიხედვით, აბაზაძენი იყვნენ „ძლიერნი და ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა
თვისისა, მოქადელნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“. XI ს. შუა წლებში აბაზაძენი
ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში
იყვნენ. მათი განდგომა, მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ,
აბაზაძენი დაკნინდნენ და ისტორიულ წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 წ. დოკუმენტის
ცნობით, აბაზაძეთა ერთი შტოსთვის მეფეს კახეთში აბუთელისძეთა მამული უბოძებია.
XV–XVIII სს. აბაზაძენი ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენელი ივანე, XI ს. პირველი ნახევრის საქართველოს
პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის რისთავთ–ერისთავი იყო ბაგრატ IV დროს. ბაგრატის
მცირეწლოვნობისას ქართლ–კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს
სამეფოსა გან განდგომილი განძის ამირა ფალდონის დასასჯელად. 1032 წ. აბაზაძე
ივანემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთიგდეს ხერთვისის
ციხე. საქართველოს სამეფო კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება
ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ ცნობით აბაზაძე ივანე და მისი ოთხი
ძმა იმდენად განდიდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV –ს, მეფემ
შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთაობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.
Aა
45
ქ.ს.ე. ტ.I. გვ. 21
აბაშიძეები
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში,
პირველი დოკუმენტური ცნობა ამ გვარის შესახებ XV
ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძეები განსაკუთრებით
დაწინურდნენ იმერეთის სამეფოში, XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო
იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით
გაძლიერდა XVII ს–ის მიწურულსასა და XVIII ს–
ის პირველ ნახევარში. ამ დროს აბაშიძეების სახლი ფლობდა
78 სოფელს, რამდენიმე ეკლესია–მონასტერს.
1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაში-
ძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა
იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა–დარჩენის საკითხი. აბაშიძე გიორგი–მალაქია 1701–07
წწ. იმერეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1774 წ. ერეკლე II–მ თავის სიმამრს ზაალ აბა-
შიძესა და მის შვილებს კახეთში უბოძა ყმა მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ.
იმერელი აბაშიძეების განაყოფათ მიიჩნევენ ქართლის აბაშიძეებსაც. XVIII ს. პირველ
ნახევარში იმერელი აზნაურები აბაშიძეები ბათუმის მხარეში ჩასახლდნენ, გამაჰმადიანდნენ
და ოსმალეთის მთავრობისაგან სანჯაყ–ბეგობა მიიღეს.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ: გიორგი მალაქია, იგივე გიორგი V
XVII–XVIII სს. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. პირველად იხსენიება 1658–76 წწ.
„საღიცრის წიგნში“. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი.
დაახლოებით 1784 წ. საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმეგობრდა
იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა
შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური
ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების
გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო ჩხეიძეთა ციხე ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო
მამულები
46
ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა
და ცუცხვათის ციხე 1701–07 წლებში იმერეთის
ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი
წესრიგი დაამყარა და ოსმალეთსაც შეუწყვიტა
ხარკის მიცემა. გიორგი–მალაქია კულტურულ
სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა
და „საფარით“ გადაიწერა მრავალი
ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და
ჯვარი. 1700 წ. მისივე სახსრით შეკეთდა პატრიარქ
აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერე-
თის თავადეს არ მოსწონდათ გიორგი–მალაქიას
გაძლიერება, მიემხნენ ოსმალთა მიერ გამეფებულ
გიორგი VI–ს და გიორგი–მალაქიას საგვარეულო
ციხესიმაგრეები წაართვეს. 1711 წ. გიორგი–
მალაქია ქართლის ჯანიშინს ვახტანგ VI–ს
შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები თბილის-
ში გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა–პაპათა
საგვარეულო მონასტერში.
აბაშიძე ვახუშტი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური
მოღვაწე XVIII ს. პირველ ნახევარში, ვახტანგ
VI–ის პოლიტიკური მიმდევარი. 1711 წ.
იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგს ეყმო
და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბა-
შიძის მამული (ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი,
მონასტერი და სხვა). ამასთან ვახუშტის მამულიც
(იმერეთის სოფ. ვახანი ციხით, მიმდგომი ადგილებით
და ყმებით) ქართლის სამეფოს ფარგლებ-
ში შევიდა ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთი
საზღვრების დასაცავად. 1717 წ. ვახტანგ
VI–მ ვახუშტი აბაშიძეს მიათხოვა თავისი ასული
ანუკა ბატონიშვილი. XVIII ს. 40–იან წლებში ვახუშტი
სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა
47
კიტა (ივანე) აბაშიძე, კატო (ეკატერინე)
აბაშიძე-პეტრიაშვილი და ნიკო თავდგირაძე
ქართლის აჯანყებას ნადირ შაჰის წინააღმდეგ.
იოვანე აბაშიძე – ბორჩალოს
მოურავი და ქართლ–კახეთის სამეფოს
ქეშიკბაში 1769–99 წწ.–ში, ერეკლე II–
ის მეუღლის ანა დედოფლის ძმა, იოვანე
აბაშიძე ერეკლე II–ის პოლიტიკის ერთგული
მიმდევარი იყო, მონაწილეობდა
კრწანისის ბრძოლაში, როგორც კახეთის
მკვიდრს „კახთ აბაშიძეს“ უწოდებდნენ,
ასევე იხსენიებს მას ნ. ბარათაშვილი პოემაში
„ბედი ქართლისა“.
ლევან აბაშიძე – გიორგი–მალაქიას
ძე. XVIII ს. პირველი ნახევრის იმერეთის
სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. მისი
ასული თამარი იყო ალექსანდრე V–ის
მეუღლე და სოლომნ I–ის დედა. მეთაურობდა
თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც
ახლადგამეფებულ სოლომონ I
ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა
ტახტი დაიბრუნა, შეთქმულები დასაჯა,
ლევან აბაშიძეს (ბაბუამისს) კაცხის ციხე
წაართვა.
ლევან აბაშიძე დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში,
სადაც სოლომონ I–ის მოწინააღმდეგეთა
ბანაკში იყო. ლევან აბაშიძის
წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად
გამოაცხადა.
იმერელ აბაშიძეთა აზნაურები იყვნენ:
ორჯონიკიძეები, ყიფიანები, მაჭავარიანები,
წერეთლები, კიკნაძეები, ასათიანები
(ქვიტირის), გაბესაძეები.
ილია ზურაბის ძე კახთ–აბაშიძე მეუღლეს-
თან, მარია ფავლენიშვილთან ერთად
48
ნიკო ავალიშვილი
აბდუშელიშვილები
აზნაურული საგვარეულო იმერეთში. იყვნენ წერეთლის აზაურები, მოგვიანებით სამეფო
აზნაურები.
საწერეთლოში ეკავათ საპატიო თანამდებობები. 1784–1793 წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი
იყო ციხის (მოდინახეს) მოურავი.
სოლომონ I–მა დავით წერეთლისა და ბეჟუკი ცქიტიშვილის სასისხლო საქმის გარჩევა დაავალა
თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.აბდუშელიშვილები
იყვნენ ყმა მრავალი აზნაურები. აზნაურებს ბეჟანასა და მის ძმას გოგია აბდუშელიშვილებს
(1800 წ.) 64 კომლი ყმა გლეხი ჰყავდათ. ჰქონდათ სასახლე და ზვარი.
ავალიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.
დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის
მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა).
აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო
(საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო
იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან
სამცხე საათაბაგოში. XVI ს 70–80–
იან წლებში ოსმალებმა დაიყპრეს. XVII ს–ში
ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში,
კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ
მიწაწყალზე დარჩენილექაბი გამაჰმადიანდნენ
და ბეგების წოდება მიიღეს. რთლში გადასული
ავალიშვილები ტქაშის კარში, სურამში,
49
ვლადიმერ აბდუშელიშვილი
არადეთში, ბსეთსა და აბისში
დამკვიდრდნენ. კახეთში გადასულები – კაკაბეთში, კალაურში, თელავსა და ჩუმლათში.
იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ქართლ–კახეთის ავალიშვილებს
ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები, იყვნენ ეპისკოპოსები.
ავალიშვილი გრიგოლი
50
ივანე მესხიშვილი
ალექსი–მესხიშვილები
მესხიშვილები, XVII–XIX სს. ქართული კულტურის
მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და
მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და
თბილისში XVII ს. დამკვიდრდნენ. დაკავშირებული
იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე
მესხი ანჩისხატის კანდელაკი იყო; ანჩისხატის
დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, მხატვარი გრიგოლი
და გრიგოლის ვაჟი ალექსი XVIII ს. შუა ხანის
მოღვაწე, გამოჩენილი კალიგრაფი, ქართველ კალიგრაფთა
სახელგანთქმული დინასტიის ფუძემდებელი
(მესხიშვილების გვარი მის შემდეგ იხსენიებიან
ალექსი მესხიშვილებად). ერეკლე II–ის
დროს, როცა აღა–მაჰმად–ხანი შემოესია საქართველოს,
ერთ–ერთმა მესხიშვილმა ანჩისხატის
არქიმანდრიტმა გადაარჩინა და ანანურში აიტანა
(მარტოდმარტომ ზურგზე მოკიდებულმა) ანჩის
ხატი, რის გამოც მესხიშვილებს აზნაურობა უბოძეს.
51
კოცია აგიაშვილი კეკელა აგიაშვილი აგიაშვილი
აგიაშვილები
ფეოდალური სათავადო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის
კარზე.
XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ.
სოლომონ II–ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი
სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში იყო.
ოკრიბის მხარის სარდლად თავადი აგიაშვილი იყო, რომელიც თავადი აბაშიძის შემდეგ
ციხე–სიმაგრეებსაც განაგებდა ციხისთავის წოდებით, თავად აგიაშვილს ჰქონდა თეთრი
და ჩალისფერი ქსოვილისაგან გაკეთებული დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ჯვარი,
ასევე მთვარე და მზე. დროშა აბრეშუმის ზონარით ხის ტარზე მიმაგრებული ორ ქანჩზე
ეკიდა.
ამ გვარის ერთ–ერთი უწარჩინებულესი წარმომადგენელია ქაიხოსრო აგიაშვილი, რომელიც
ხელს აწერს პავლე პოტიომკინისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც იმერეთის თავადები
ახსნა–განმარტებას იძლევიან იმის შესახებ თუ რატომ აირჩიეს მეფედ დავით გიორგის–ძე.
საბუთი შედგენილია 1784 წელს.
აღსანიშნავია, რომ ამ საგვარეულოს წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ მეფისადმი
ერთგულებით.
52
ალერწიანები
აზნაურული გვარი იმერეთში ნიჟარაძეების
აზნაურები.
ადანაია
აზნაურული გვარი ოდიშში, შეტანილნი
არიან რუსეთის იმპერიის აზნაურთა
სიაში.
ადამიები
აზნაურული გვარი იმერეთში, წულუკიძეების აზნაურები.
ელზა და ლევან ადამიები
აბალაკები.
აბრაამ მეორე აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ 1492–1497 წწ.
აბრაამ აბალაკი მოქმედ კათოლიკოსად ჩანს 1492,1493 და 1497 წლებით დათარიღებულ
საბუთეში. მის მიერ საკათოლიკოსო ტახტის დაკავების დროისათვის ერთიანი ქართული
სახელმწიფოს დაშლა ოფიციალურად გაფორმებულია. 1491–1492 წლებში მეფეებმა და
სამცხე–სათაბაგოს მთავარმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას და სახელმწიფოს
საზღვრები დააწესეს. ამ იძულებითი ხასიათის ღონისძიებას ქართლის მეფე კონსტანტინე
მეორე (1478/79–1505) არ ურიგდებოდა.
1497 წლით დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ აბრაამ აბალაკს განუახლებია
მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის თამარ მეფის დროინდელი წისქვილი და აუშენებია ორი
ახალი წისქვილი, ამავე მონასტრისათვის შეუწირავს საზეთედ ორი წისქვილი და ვენახი.
53
აფხაზიშვილები
„თავადი აფხაზიშვილი. ესენი არიან
აფხაზეთიდან მოსრულნი, ოდეს იწყეს მამადიანობა
აფხზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა
და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა
ხარისხითა აფხაზად წოდებულნი,
რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზიშვილებად
და უბოძა კარდანეხს სახასო მამულნი და
ყმანი და მუნ სცხოვრობენ მუნ ჟამიდან
წელსა 1636–სა და არიან ერთ სახლად“.
„ალგეთში დვალთას ხევის მარჯვენა მხარეზე,
ბოღრანეთის სამხრეთით, ხორბუკის
აღმოსავლეთ–ჩრდილოეთით 1654 წელს
იხსენიება მებატონე აბხაზი.
ივანე კონსტანტინეს–ძე აფხაზი (1785–
1831) რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი
იყო. კონსტანტინე აფხაზი (XIX ს. 60–იანი
წ.წ. 1922) აღმ. საქართველოს თავად–აზნაურთა
ლიბერალური წრის ერთ–ერთი
ლიდერი, მეთაურობდა ე.წ. „უპარტიოთა
კავშირს“.
არღუთაშვილები
ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ
საქართველოში, ვახუშტი ბაგრატიონის
ცნობით არღუთაშვილები წარმოსდგებიან
მხარგრძელებისაგან.
იაკობ ახუაშვილის ცნობით „არღუთაშვილის
გვარი წარმომდგარია არღუთასაგან,
რომელიც 1287 წელს თათრის ყეენმა
გაააზნაურა. არღუთას შთამომავალი სახელად
არღუთა საქართველოში 1410 წელს
მოვიდა, მონასტერი სანაინი განაახლა და
იქ დასახლდა. არღუთას ძენი არღუთაშვილებად
იწოდნენ. ერეკლე მეფემ არღუ-
თაშვილებს სანაინთან მიმდებარე მიწები
და ხრამის ახლოს მდებარე სოფელ ავლარი
(ავრალო) აჩუქა. ეკატერინე II–სთან
დადებული ხელშეკრულების ძალით არღუ-
თაშვილებს თავადობაც ებოძა და იოსებ
არღუთაშვილის თხოვნით არღუთაშვილ–
მხარგრძელები არღუთინსკდოლგორუკოვებად
გაფორმდნენ.
არღუთაშვილი
54
ამირეჯიბი
ფეოდალური საგვარეულო ქართლსა და იმერეთში. როგორც ვახუშტი
ბრძანებს: „ამით ერთობასა შინა აქვნდათ მამულნი იმერეთსა და ქართლს შინა
და შემდგომად განყოფისა. სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი აქეთ დაშთნენ,
ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი“.
ამირეჯიბების სათავადო შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში.
ამირეჯიბთა საგვარეულოს შესახებ ძალიან მწირი ცნობები არსებობს. ქართველი
ჟამთააღმწერლის სიტყვით ნოინება ინებეს რუსუდანის ძის დავითის“
წარვლინება დიდსა ყაენსა ბათოსასა და მიერ ყარაყურუმსს მანგუ ყაენისასა“.
თუმცა ამ ამბავმა დედაცა და შვილიც ძალიან დააღონა, მაგრამ „ვითარ არ-
ღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით და თანა წარიტანა მეფემან რუსუდან
მცირედ თანაზრდილნი მისნი ქართლისა ერისთავისა სურამელის გრიგოლის
შვილი ბეგი, ამირეჯიბი–ბეშქენ და თვალნიც ორნი დაუმალნა ძვირად საფასონი“.
55
რევაზ ამირეჯიბი მეუღლესთან,
სალომე ფალავანდიშვილი-ამირეჯიბი ელისაბედ მაისურაძესთან ერთად
ამილახვრები
თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს,
საამილახოროს მფლობელები. საამილახოროს წარმოშობის
საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
არსებობს ტრადიციული შეხედულება, თითქოს იოთამ ზედგენიძემ
გიორგი ალექსანდრე ძე 1465 წელს გადაარჩინა სიკვდილს და ამიერიდან
გიორგიმ ამილახორად გახადა ზედგენიძენი და სამოხელეო
სარგოდ მისცა მამული ქართლში. ზედგენიძეთა ისტორიასთან
დაკავშირებით ნათქვამია: „ხოოლ რომელთა ამათ გვართა წარ-
ჩინებულობის გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის მეფობისას
წელსა ქრისტეს აქეთ 1465 წელს და იწოდებოდნენ ზედგინიძეთ
და შემდგომად ოდეს იორამ ზედგინიძემ განარიდა მეფის ალექსანდრეს
ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა კაცთა ხელთა სიკვ56
დილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა
ჯილდოდ უბოძა შვილთა მისა გუარად ამილახორობა და უფროსსა ძესა მისცა
სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და ციხე გორის ჯუარი და სხუანი
ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახორო ადგილებად.
ამილახორის სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV ს. დამდეგს. გვარის აღზევება
XV ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. XV–XVI სს. სათავადოს მფლობელნი
ზედგინიძე–ამილახვრებად იწოდებოდნენ. XVII ს–დან კი ამილახვრებად. ამილახვრები
ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და
კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსი – ამილახორი ქართლის
სამეფოს ერთ–ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრიშვილებად
იწოდებოდნენ და საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე
ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად
ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა
დროს ამილახვრებს ეკავაც ბოქაულთუხუცესის, მოლარეთუხუცესისა და სხვა
თანამდებობები.
ამილახვრების განაყოფები არიან: რევაზიშვილები, ქაიხოსროშვილები, ბე-
ჟანიშვილები, გივიშვილები, ერასტიშვილები.
ამილახვრების აზნაურები არიან: თექთურმანიძეები, მურაჩაშვილები, კაპანა-
ძეები, მახატელები, იაღლუზიშვილები, ტარსაიჭაშვილები, გოჩიაშვილები, ქარუმიძეები,
ჩერქეზიშვილები, უთნელიშვილები, ფურცელაძეები, ზარდალიშვილეი
და სხვები.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ:
ამილახვარი ალექსანდრე დიმიტრის ძე, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე,
ძმასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II–ის
წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა (მოაჭრეს
ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი). 1771 წ. პატიმრობიდან გაიპარა და
რუსეთს გადაიხვეწა. დაუკავშირდა ქართლის ტახტის პრეტენდენტს ალექსანდრე
ბაქარის ძეს და ტახტისათვის ბრძოლაში შემწყეობა აღუთქვა. 1783 წელს
რუსეთის მთავრობამ ერეკლეII–ის თხოვნით ალექსანდრე შეიპყრო და ვიბორგის
ციხეში ჩასვა. 1801 წ. ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში
გამოემგზავრა, მაგრამ გზად ასტრახანში გარდაიცვალა. რუსეთში ყოფნისას
დაწერა „გეორგიანული ისტორია“.
ამილახვარი ამირინდო ავთანდილის ძე, ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტი57
სოლომონ ჩოლოყაშვილი, ნინო ამილახვარი
და ელისაბედ ერისთავი
ამილახვარი
58
კური მოღვაწე. 1775 წლიდან იყო ამილახორი. მხარს უჭერდა თეიმურაზის
და ერეკლე Iშ–ის ქართლში გამეფებას. რამდენჯერმე დაკარგა აილახორობა,
მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი 1765 წლის შემდეგ. იყო ზემო ქართლის სადროშოს
სარდალი და გორის მოურავი.
ამილახვარი ანდუყაფარ გივის ძე, ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული
ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი. თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი,
XVII ს. პირველი მეოთხედის ქართლში. ირანის წინააღმდეგ გიორგი
სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს ქართველებმა შეიპყრეს და
არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა
გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს
მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ, ამოწყვიტა დაზნელთა საგვარეულო, ააოხრა
მცხეთა და გაძარცვა ეკლესია–მონასტრები. დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა
ამოწყვიტეს მისი ოჯახი.
ამილახვარი ბარძიმ თაყას ძე, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI
ს. მეორე ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პროთურქული დასის მეთაური,
იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I–ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა. მის
პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II–ს. სიმონ I–ის ირანში
ტყვეობისას ავიწროებდა მის ოჯახს. ბარძიმის დახმარებით დაიკავეს თურქებმა
გორის ციხე და ზემო ქართლის სხვა ციხეები. სიმონის დაბრუნების შემდეგ
დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში
პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა.
ამილახვარი გივი ანდუყაფარის ძე. ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური
მოღვაწე, საამილახოროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და
გორის მოურავი, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა
საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალოებს (1723–
35) თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 წ. ოსმალებს ხელი ააღებინა
სიონის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
1727 წ. მეფე იესეს გარდაცვალეის შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე
ერთეულად (სანჯაყებად) დაყვეს. გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის
გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ
ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობა მიე59
ამილახვრები, შუაში მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი
ღო ოსმალების ექსპედიციაში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად
აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა. თამაზ–ყული–ხანის (შემდგომში ნადირ-
0შაჰი) მოსვლის შემდეგ 1734 წელს გივი ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად
დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით
აიღო გორი და მონაწილეოა მიიღო თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა
ქართველთა ბრძოლა ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ–შაჰს
არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს
აღდგენის იდეა, ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი
პატრიოტები. მალე ისინი ტყვეობიდან გამოიქცნენ. 1736 წ. ამილახვარი
შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა
ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს
გივი და ბრძოლას შანშე ერისთავი განაგრძობდა.
1737 წ. ნადირ–შაჰმა გივი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის
ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თვაი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი
ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დღესტ60
ნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის. ამიტომ ირანელებმა ადვილად
დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.
1741 წ. შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა
და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ–შაჰის დაღესტნის
ლაშქრობაში, მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი
უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ
ქართლში, მეორე მხრით, ნადირ–შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ და 1742
წ. იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ. ამილახვარი
დამარცხდა და 1745 წ. იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II–ს, დამარცხებული
ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს, აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ–ყული–
ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა. 1747 წ. ნადირ–შაჰმა
გადაწყვიტა დაესაჯა „ურჩი“ თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 000
კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749
წ. ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები. შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა
საქართველოსაკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არა ერთი დანგრეული
ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში. დიდი ფინანსური და მორალური
დამარება გაუწია თეიმურაზ II–ესა და ერეკლე II–ს.
ქ.ს.ე. ტ. I. გვ. 450
ანდრონიკაშვილი
თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით,
ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი
კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.
ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა კახეთის სოფლებს –
მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველს და სხვ. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვდრო
სახელად მიიღეს ქიზიყის მოურაობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურაობაც, მარტყოფის
მოუარავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოვის მებატონე ანდრონიკაშვილებისაგან,
რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ
61
ზურაბიშვილების და აბელაშვილების გვარითაც
იხსენიებიან. XVIII ს. ანდრონიკაშვილები თურქმანი
ელების მოურავები და ქართლ–კახეთთან
დროებით შემოერთებული განჯის მმართველებიც
არიან. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს
თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე;
ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდის
და ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები.
ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი
იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის
მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების
განსაკუთრებული ერთგულება
სამეფო ხელისუფლებისადმი.
ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლები:
ანდრონიკაშვილი აბელ. კახეთის სამეფოს პოლიტიკური
და სამხედრო მოღვაწე XVII ს. ბოლოს და
XVIII ს. I ნახევარში. ქიზიყის მოურავი, სარდალი.
დაწინაურდა კახეთში ბეჟან–ხანის მმართველობის
დროს. აბელ ანდრონიკაშვილს ცოლად ჰყავდა ერეკლე
I–ის ქალიშვილი ქეთევანი. 1729 წ. დაიწყო
ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ერთ–ერთ ბრძოლაში
ანდრონიკაშვილმა დაამარცხა ისაყ–ფაშა.
1735–36 წწ. იბრძოდა ალექსანდრე ბატონიშვილის
კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას
წინ აღუდგა თეიმურაზ II–ის მეუღლე თამარი. ანდრონიკაშვილმა
ქიზიყის მოსახლეობას მიმართა,
მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ანდრონიკაშვილს
მხარი არ დაუჭირეს, ალექსანდრე
ბატონიშვილის ირანში გაწვევის შემდეგ აბელი ჩამოშორდა
პოლიტიკურ ასპარეზს.
ანდრონიკაშვილი თამაზ. აღმოსავლეთ საქართველოს
პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I ნახე62
ვარში ქიზიყის მოურავი. იბრძოდა ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ. აღადგინა ციხესიმაგრეები.
გახიზნული მოსახლეობა დააბრუნა ძველ საცხოვრებელ ადგილებში. 1617 წ.
შაჰ–აბას I–ის ლაშქრობის დროს, რომელიც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმარ-
თული, მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას.
ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე. კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
XVIII ს–ის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი, 1746 წ. ანდრონიკაშვილმა
სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ
გამარჯვების გამო ნადირ–შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1746 წ. ანდრონიკაშვილი
საქართველოში დაბრუნდა. 1747–49 წწ. თავი გამოიჩინა აბდულ–ბეგის წინააღმდეგ
ბრძოლაში. 1752 წ. ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II–ის
ერთ–ერთი მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე „გაექცა“ მეთვალყურეებს.
როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე
II–ის ბრძანებით 1754 წ. დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს.
მალე ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1759 წ. ერეკლემ კვლავ შრისხა იგი და
ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.
ანდრონიკაშვილი მალხაზ. ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური
მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღას ბაში. სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ
ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II–ის ქალის – ელენეს ასული მაია, სოლომონ Iშ–ის
63
ანდრონიკაშვილი, ივანე რამაზის ძე
და, მათხოჯის ბრძოლაში (1789 წ.) დაამარცხა სოლომონ II–ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის
ძე. სოლომონმა ანდრონიკაშვილი საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოში
უბოძა მამული 800 წ. იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის
სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან
სოლომონ Iშ–ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ
კი ირანში. 1815 წ. ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათოლიკოსის შუამდგომლობით საქართველოს
მთავარმრთებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო.
გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში.
ანდრონიკაშვილი პაატა. ქართლ–კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე. ერეკლე II–ის ერთგული
თანამებრძოლი. VIII ს. 60–იან წლებში ერეკლე II–მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო
საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის ა რმიის არტილერიის ოფიცრის
წოდება მიიღო. 70–იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის
64
ირაკლი_ივანეს_ძე_ანდრონიკაშვილი_(
1878-1931)
ანდრონიკაშვილების სახლი
ანჩაბაძე–აჩბა
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადური გვარი აფხაზეთში.
ვახუშტი აღნიშნავს: „ხოლო აფხაზეთს–იგივე შარვაშიძე, მფლობელი აფხაზ-
თათვის და უმდაბლესი–ანჩაბაძე“. ვახუშტი ბატონიშვილი იქვე აღნიშნავს,
რომ მაჩაბლები მომდინარეობენ ანჩაბაძეებისაგან, „ხოლო მაჩაბელი იტყვიან
ანჩაბოძეობას აფხაზეთიდან მოსვლას განა ახალ არს“.
ხელმძღვანელობა. 1778 წ. ებოძა სამეფო
არტილერიის მეთაურობა. ანდრონიკაშვილი
ხელმძღვანელობდა საქართველოს
სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე
გარდაქმნას, რაც ერეკლე Iშ–ის თაოსნობით
დაიწყო.
65
პელაგია ჩიქოვანი (ლადოს ბებია) და გუჯუ ასათიანი (ბაბუა)
ასათიანები
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენ-
თა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა
იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან
ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ,
კერძოდ ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. ასათიანებს მამულები ჰქონდათ
ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს
ოქროპირ ასათიანი იყო უზენაეს სასამართლოს მდივანი.
1736 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნი მისცა ალექსანდრე მეფემ ხახუტა
ასათიანს: – „...ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვია66
ნიკო ასათიანი
ასათიანების ოჯახი ასათიანების ოჯახი
თეო ასათიანი-ჟვანია, თამარ ჟვანია და 8
წლის ანა ვერა ასათიანი
67
გიორგი ასათიანი
ჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ
და გიბოძეთ პატრიქეთს... სასახლე თუ გლეხები მათის ცოლშვილით,
სახლკარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს
ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს
ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყო, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა
არასოდეს არ მოგიშალოთ.“
1736–1737 წწ. ოტია დადიანი ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა–მამული
ცხუკუშვერში.
ანდღულაძე
გიორგი ბეჟანის–ძე ანდღულაძე. დაიბადა 1866 წელს. რუსეთის არმიის გენერალ–
ლეიტენანტი. დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი.
არეშიშვილები
არეშიშვილები იყვნგენ აზნაურები და გლეხებიც. მაგ. აბაზა არეშიშვილი მოიხსენიება
აზნაურად, ხოლო ფარემეზ არეშიშვილი გოსტაშაბაშვილის ყმად. იმავე გოსტაშაბაშვილს
აზნაურად ჰყავდა არეშიშვილი 2 ყმით. 1721 წ. აღწერით მებატონე გოსტაშაბაშვილის აზნაურებად
არიან არეშიშვილები, 1 მემამულე აზნაური არეშიშვილი. 20 დამოუკიდებელი უყმო
აზნაური არეშიშვილი.
არეშიშვილები იყვნენ აგრეთვე ხატის თელეთის მემამულეები.
აგათოშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1683 წ. 6 იანვარს არჩილ მეფემ მეუღლე ქეთევანთან და
პირმშო ალექსანდრესთან ერთად ბეჟან აგათოშვილს მამული უწყალობა.
68
ანჯაფარიძეები ანჯაფარიძეების ოჯახი
ანჯაფარიძეები
აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება
XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე
და ფარშავანდი ანჯაფარიძე.
„ ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო
და მადლო, და მარხვითა ორმოცისა მადლო, ამრთელე, ადღეგრძელე პატაი ანჯაფარიძე,
ცოლი და შვილები უცოცხლე და ბედნიერად ამყოფე...“
„ფარშავანდის ამჯაფარიძესა შეუნდვესა ღმერთმან. მეუღლესა მისსა ადუსაჯანსა,
ჯაიანის ქალსა, ყოველნი ცოდვანი მისნი ცოცხლითა დღეგრძელობით შეუნდოს
ღმერთმან...“
ტექსტი დაწერილია ერთი ხელით XVIსაუკუნეში ნუსხურით.
69
გიორგი ალადაშვილი
ალადაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების
აზნაურები, 1782 წლის 5 სექტემბრის
არზაში წერია, რომელიც გოგია
ალადაშვილმა გაუგზავნა ერეკლე მეფეს:
„ქ. ღმერთმა ბედნიერის ხელმწიფის ჭირი
მისცეს ციციშვილის მანუჩარის აზნაურისშვილს
ალადაშვილის გოგიას. ქ. ჩემი
მოხსენება არის ესე: დაუნაშავლებრივ ციციშვილის
ბაზიერთხუცის შვილის დავითის
კაცმან თავში კეტი დამკრა და თავი გამიტეხა.
ღმერთი გაგიმარჯვებს, ამის სამარ-
თალი მაღირსეთ“.
არაგვის ერისთავები
პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა
შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება.
ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა
და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას
შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი
ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა
სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე
ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს
და მოწმეები დაისწრეს. მოწმეებს
შორის ჩანს ერისთავი შაბურისძე მიქაი: „მე
70
ერისთავი შაბურისძე მიქაი მოწამე ვარ“. XV ს. შაბურიძეების ორი
საბუთი არსებობს. ერთი 1465 წლის 23 აპრილით თარიღდება. ამ
სიგელით ვამიყ შაბურიძე „საკანონოდ“ მცხეთის მამულებს სწირავს.
მეორე 1474 წლის 24 ივნისით თარიღდება: იგი ბოდორნის მონასტრის
ერისთავთ–ერისთავმა ვამიყ შაბურიძემ გუჯარით სოფელი ხამდაკი
მისცა.
მოტანილი ცნობებიდან აშკარაა, რომ XII–XV ს.ს. არაგვის ერისთავები
შაბურიძეები არიან. როდის გახდნენ ისინი არაგვის ერისთავებად,
ან როდის წრმოიქმნა არაგვის საერისთავო, ამის საბუთები
არ გვაქვს.
XVI ს–დან სიდამონიძეები იმორჩილებენ ხევის ერისთავებს. ქსნის
ერისთავებს, არაგვის საერისთაოსაც შეიერთებენ და ამიერიდან ორი
საერისთაო ერთ საერისთაოდ – არაგვის საერისთაოდ ხდიან.
პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე არაგვის ერისთავები გიორგი
ბრწყინვალეს დროიდან ჩანან. XIV ს. დამდეგიდან არაგვის საერისთავოს
მონაწილეობის შესახებ. ქვეყნის სახელმწიფო ცხოვრებაში
თითქმის არავითარი მასალა არ არის შემონახული XVI ს. დამდეგამდე.
XVII ს. დასაწყისისთვის არაგვის საერისთავოს შესახებ ძვირფას
ცნობას გვაწვდიან რუსი ელჩები, რუსული ცნობებიდან ირკვევა, რომ
არაგვის ერისთავი „ნუგზარი, თუმცა კახეთის მეფის ყმა იყო, თავს
საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდა“. ერისთავი იმდენად დამოუკიდებლად
ჩანს, რომ იგი თავისი ბატონის დაუკითხავად აწარმოებს
ომს მეზობელი ჩერქეზ ბატონთან. 1688 წ. ერეკლე პირველის კარზე
ბარძიმს არაგვის ერისთავის მსაჯულთ უხუცესად ვხედავთ. ერისთავებს
საუკუნოვანი ბრძოლა ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
რომელიც ერისთავების დამარცხებით დამთავრდა. ეს მოხდა
XVIII ს. 60–იან წლებში. მეფე ერეკლე II–ს არაგვის საერისთაო სახასო
მამულად გამოცხადდა, ხოლო არაგვის ერისთავები ?? გვარად
გაიყო თავად მდივანბეგივილებად და აზნაური ლალახანაშვილებად.
არაგვის ერისთავები აზნაურები: კობიაშვილები, ჭილაშვილები,
შაბურიშვილები, ტერიშვილები, ზანდუკელები, ჩქარეულები, ქუმსიაშვილები,
ჩოფიკაშვილები, ნადირაძეები, ღუდუშაურები, ყარანგოზიშვილები,
ჩრდილელები.
71
სტეფანე ერისთავი
მიხეილ ერისთავი მიხეილ ერისთავი
არაგვის ერისთავები
არაგვის ერისთავები
72
არჯევანიძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
თავადაზნაურთა „ხავერდოვან წიგნში“. ამ გვარის
ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელია გიორგი
პავლეს–ძე არჯევანიძე. რუსეთის არმიის გენერალ–
მაიორი.
ანთაძეები
აზნაურთა გვარი. შეტანილები არიან რუსეთის
იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“. გურიის სამთავრო
კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი
რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს
ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე,
კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში.
რითაც თავი დიდად მოჰქონდა თურმე
გურიელსა. ერთხელ სასახლეში უცხო სტუმრებთან
ჩამოვარდნილა. მის შესახებ ლაპარაკი და გადაუწყვეტიათ,
გამოვსცადოთო, აურევიათ ერთმანეთში
სამ ნაირი ღვინო. მოუხმიათ მეღვინეთუხუცესი
ანთაძე და უთქვამთ – გამოიცანიო. იმასაც
გემო უნახვს თუ არა, შემდეგი პასუხი მოუხსენებია
მთავრისთვის: ფერად ფერსათულაო, გემოდ
ოსეთურიაო, ცოტას მოიჩაქვერებსო, საქმე იმაშია,
რომ ამ სამი ღვინოდან ერთი იყო ფერსათული,
გიორგი არჯევანიძე
73
გენერალი დავით ართმელაძე
მეორე ოსეთური და მესამე ჩაქვერი“.პლატონ იოსელიანის წიგნში „ცხოვრება მეფისა გიორგი
მეცამეტისა“ გადმოცემულია „თვით გერასიმე იყო გურული, გვარით ანთაძე, ამან და ძმამან
მისმან ოთარ და შვილმან მისმან გრიგორი შემოიტანეს იმერული ეკლესიური გალობა საქართველოს,
ესენი მეფემან ირაკლი მოიხმო თფილისად და კათოლიკოსმან ანტონი პირველმან
უბოძა მათ მამული სოფელსა აღაიანში და ესრეც დაასახლა იგინი აქა. გერასიმე გარდაიცვალა
1805 წელსა“.
ართმელაძეები
ფეოდალური საგვარეულო გურიაში. XVII საუკუნემდე ართმელაძეთა გვარი ძლიერ ფეოდალურ
გვარად ითვლებოდა გურიაში. ართმელაძეთა დამცრობა, XVIII საუკუნის მეორე
ნახევარში დაიწყო, ამ დროს ჩამოართვეს მათ მეღვინეთუხუცესობა და თავად ნაკაშიძეებს
გადასცეს. ართმელაძეების სამფლობელოს წარმოადგენდა სოფელი აკეთი მისი მიდამოებით,
რომელიც მამია IV გურიელმა მამუკ ართმელაძეს ჩამოართვა და ბიჭვინთის ღვთისმშობელს
შესწირა.
ჩვენთვის უცნობია რითი დაიმსახურეს ართმელაძეებმა გურიელების რისხვა, მაგრამ ცნობილია
ის რომ XVIII საუკუნიდან ართმელაძეები რიგით აზნაურებად ჩამოკნინდნენ.
74
ავთანდილაშვილები
ავთანდილაშვილები 1721 წლის აღწერით
იყვნენ მემამულეებიც – ყმები
ჰყავდათ: დმანისში, ვარდისუბანში, ფრანჯუკში,
საკარისში“.
ალიყულიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. საციციანოს
აზნაურები.
ამილღაბრიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში.
ამალღაბრიშვილების წინაპარი იყო ამალ-
ღაბრ ციციშვილი, რომელიც 1467 წელს
ერთ–ერთი საბუთშია მოხსენიებული.
„...ზემო ციციანნი არიან აწ მოხელედ...
ამილღაბრისშვილებად“. ამილღაბრისშვილების
საგვარეულოს დაარსება ამ წლიდან
უნდა ვივარაუდოთ.
აბულეთიძეები
ფეოდალური საგვარეულო კახეთში. XII–
XIII საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
იყვნენ ერისთავთერისთავები,
სარდლები, საეკლესიო მოღვაწეები. XIII
საუკუნის შემდეგ დაკნინდნენ, დაკარგეს
მამულები და ერისთავთერისთავობა და
ტახტის აზნაურებად ჩამოკნინდნენ.
ალექსიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. საციციანოს
აზნაურები. შეტანილნი არიან
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
აბულაშვილები
აბულაშვილები 1721 წ. აღწერის მასალებში
არიან ყმებიც და აზნაურებიც.
აბულაშვილი–მკერვალთუფროსი იხსენიება
1635 წელს. აბულაშვილები XVI–
XVII ს.ს. ცხოვრობდნენ ფშავის სოფ.
შუაფხოშიც.
75
ავალიანები
აზნაურული გვარი იმერეთში. ტახტის
აზნაურები. სოლომონ I–ის „ფიცის
კაცები“. იყვნენ აგრეთვე წულუკიძეების
აზნაურები. გერბის მფლობელები. შეტანილნი
არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან
წიგნში“.
ალექსიშვილები
აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები.
ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები
იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.
ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის
სახელზე გაცემულ წყალობის წიგნში.
ალექსიშვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მ იერ ბესარიონ ალექსიშვილის
სახელზე გაცემულ წყალობით წიგნში.
1738 წ. ოთარ ალექსიშვილი მოიხსენიება ყმისა და ნასყიდობის წიგნში.
ალექსიშვილების საგვარეულოს დამაარსებელი იყო ანჩისხატის დეკანოზი ალექსი, მღვდლის
გრიგოლ მხატვრის ძე.
ალავერნაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ალავერნაშვილი
მოიხსენიება 1558 წელს
თურქესტანიშვილების მამულის ნასყიდობის
წიგნში.
ალავერნაშვილი, მამასახლისი, აზნაური
1721 წლის აღწერით დედოფლის მემამულე
ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სომხითში.
პატია ავალიანი მეგობრებთან ერთად
ლუკა ავალიანი
მეუღლესთან ერთად
76
პოლკოვნილი აბულაძე
აბულაძეები
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში.
იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო
აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და
სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე
სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი
ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ
მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და
ცდილობდა ხელი შეეშალა მისთვის.
ციციშვილების კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის
სახელოს. შაჰნავაზ მეფემ იმერეთში გადახვეწილ
ციციშვილს მისცა ალიბეგაშვილები აზნაურებად.
ალიბეგაშვილებს საციციანოს ყმების
ნუსხის მიხედვით თელავში ჰყავდათ სამი კომლი
ყმა.
ალიხანაშვილები
„ზალია ალიხანაშვილი მოიხსენიება ვახტანგ მეექვსის მიერ (1723 წ) თავის შვილ ბაქართან
გაგზავნილ წერილში. მეფე ზალია ალიხანაშვილის წილ მამულს სჩუქნის ამირბაშს
გოსტაშაბაშვილს. ალიხანაშვილი იყო მოურავი ყაიყულის სააკას სოფლის.
ზალია და ბეჟან ალიხანაშვილები ორივე ერთად 1721 წ. აღწერით არიან მებატონე აზნაურები,
ცხოვრობენ და ყმები ჰყავდათ სომხითში.
ალიხანაშვილები აგრეთვე იყვნენ ქსნის ერისთავის გორელი ვაჭრები.
ალიბეგიშვილები
77
სოკრატ ამაუკელი დგას ვასილ ამასჰუკელი
ამაშუკელები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ
ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა
ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“.
ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ სოკრატეს ძე 1853 წელს
პორუჩიკის წოდებით ჩარიცხეს ნოვოროსიისკის დრაგუნთა პოლკში. 1856 წელს გადაიყვანეს
პერიასლავის დრაგუნთა პოლკში.
78
დარია ახვლედიანი და მისი და სონია იუგენალ ახვლედიანი.
ახვლედიანი, დიმიტრი თომას ძე
ახვლედიანები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.
ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები
ასევე აზნაურები.
იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების
აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლ-
თუხუცესის სახელიტ 1811 წელს დათუნა ახვლედიანს
ჰქონდა.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსე-
თის მთავრობამ დაიწყო თავადაზნაურურლი გვარების
აღწერა. 1868 წელს შეიქმნა სპეციალური
კომისია, რომელმაც შეადგინა თავად–აზნაურთა
ნუსხა, რომელიც გამოქვეყნდა 1890 წელს. ამ სია-
ში ახვლედიანები მოხსენიებულნი არიან, როგორც
სამეგრელოს თავადური გვარი.
79
ტავადი_ტარა_ახვლედიანი
მარიამ ახვლედიანი გიორგი ახვლედიანი
იასონ ახვლედიანი
80
იღუმენია ეკატერინე აფაქიძე
აფაქიძეები
არფახან იყო თათრის ჩინგის ყეენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება ქრისტიანეთა
და დაშთა აბხაზეთს და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშვნენ ოდიშში დროსა
მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად და მუნიდგან იწოდებიან გვარნი მათნი აფაქიძეებათ.
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან.
აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე
იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.
დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო
ბეჟან აფაქიძე. დავით დადიანის პირადი ვექილი.
ვახუშტის „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ მოიხსენიება აფაქიძეთა გვარი, როგორც
ოდიშის თავადნი. „...არაფხან იყო თათრის ჩანგის ყაენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება
ქრისტიანეთ და დაშთა აფხაზეთსა და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშთნენ
ოდიშში დროს მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად მუნითგან იწოდებიან გვარნი მათნი
აფაქიძეებად“.
81
შუაში ეკატრინე აფაქიძე ნ. აფაქიძე, ს. მიქელაძე და ვ. ხაინდრავა
ანანიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში
იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ
ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე
რომე მოვლა აღარ შემიძლია, წასულა და ანანიაშვილს ადამისთვის უთქვამს თქვენი ყმა
ვარო. დღეს ჩემს ჩუმად ადამ ანანიაშვილი ჩემს ბატონ სახლთუხუცესს დიმიტრისთან მისული,
უჩემოდ გაუსინჯვინებია და წიდი დაუტყუვნია...“ „...ბედნიერ ხელმწიფეს მოუხსენებია,
რადგან გორი სამთავრო არის, მუდამ გორის ანანიაშვილები ყოფილან მამამთავართა „...
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
82
ამბერსაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.
ტახტის აზნაურები. ამბერსაძეები
ატარებდნენ საგვარეულო გერბს. შეტანილები
არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან
წიგნში“. ამ გვარის ერთ–ერთი
წარმომადგენელი ნიკოლოზ ამბერსძე
(1754–1814) რუსეთის არმიის გენერალ–
ლეიტენანტი.
სოლომონ აშორდია ტეფანე ახმეტელაშვილი სამხედრო
პირთან ერთად
ასიტაშვილები
კახელი აზნაურები. ჩოლოყაშვილის
აზნაურები. 1696 წლით დათარიღებულ
ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულნი არიან
ჩოლოყაშვილის მოურავებად. მათ
სამოურაოს წარმოადგენდა სოფელი ქაჩალაური.
აშორდია
აზნაურული გვარი ოდიშში
83
ასლანიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. XVII
საუკუნეში დავით ასლანიშვილსა და ნოდარ
ჯორჯაძის მეშვეობით თეიმურაზი
ხანმოკლე დროით კახეთში გამეფდა.
ახმეტელაშვილები
გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი
(ახმეტელი) დაიბადა ს. ანაგში, თავდაპირველად
განათლება სიღნაღის საქალაქო
სასწავლებელში მიიღო. სამხედრო
სამსახური დაიწყო 17,12,1887. დაამთავრა
ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი,
შემდეგ მსახურობდა თურქესტანის
მე–4 ბატალიონში. პოდპორუჩიკი
(14.08.1895), პორუჩიკი (14.08.1899),
შტაბს–კაპიტანი (14.08.1903). 1904–
1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომის
მონაწილე, გამოირჩეოდა ტყვეების..
არებაშვილი
ამათნი წინაპარნი ესახლნენ ვანის მხარეს,
რომელნიცა იწოდებოდნენ აშაკურ
არწუნელად. ხოლო შემდგომად თურქთაგან
დაპყრობისა მოვიდნენ ამათნი გვარნი
და დაეშვნენ სომხითსა შინა და მიღებულ
იყვნენ აზნაურად მეფეთაგან, და უმეტეს
ჰსწყალობდა მეფეი ვახტანგ არებას, არებაშვილს,
რომელიც გარდმოყვა რუსეთსა
შინაცა შთამომავლობანი მათნი მოსახლენი
და მეფისა ირაკლისაგან მოხსენებულნი
ტრაკტატსა შინა აზნაურად. ამათ
გვართათვის ჰსწერენ სომეხთა მეისტორიენი,
რომელ იყვნენ გვარით ორბელიანნი.
ხოლო იწოდებიან აწ არებაშვილად
სახელისაგამო.
ადაშელიძეები
აზნაური ადაშელიძე (ოდიშელიძე).
პეტრე ივანეს–ძე ადაშელიძე.
1803 წელს პორუჩიკი ადაშელიძე გადმოიყვანეს
ჩრდილოეთის დრაგუნთა
პოლკიდან ნოვოროსიისკის დრაგუნთა
პოლკში. 1808 წელს შტაბს კაპიტნის ჩინით
გადაიყვანეს სარატოვის საგარნიზონო
ბატალიონში.
84
აბაშიშვილები
აბაშიშვილების შესახებ პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა წამოაყენა მოსაზრება. მისი
აზრით, ალექსანდრე პირველმა „გაჰყარა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით, აბაშისაგან
აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილები არიან“. თედო
ჟორდანიამ აბაშიშვილების გენეალოგია XIV საუკუნიდან მომდინარედ მიიჩნია. ეს მოსაზრებები
საფუძვლიანად დაარღვია გ. ჯამბურიამ. მან სამართლიანად მიუთითა,. რომ ყაფლანიშვილები
და ორბელიშვილები ბარათაშვილებს გამოეყვნენ. XVI საუკუნეში, რაც შეეხება
აბაშიშვილებს, მათ შესახებ საბუთები მხოლოდ XVIII საუკუნისაა. არც დოკუმენტები და არც
ნარატიული წყაროები XVI–XVII საუკუნეში აბაშიშვილების მოღვაწეობის შესახებ არაფერს
ამბობენ. XVIII საუკუნის დასაწყისში სააბაშაშვილო უკვე არსებობს. უნდა ვიფიქროთ, რომ
ეს სათავადო XVIII ს–ზე ადრე წარმოიქმნა გ. ჯამბურია, რატომღაც სააბაშიშვილოს XVII ს.
მეორე ნახევარში უკვე არსებულად მიიჩნევს.
ბარათაშვილები
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია,
რომ საბარათიანო, როგორც სათავადო
საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა,
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები
იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან
X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–
ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა
აშენებდნენ ძლიერებას, ორბეთი–სამშვილდის
მებატონეები ხდებიან და „საორბელოსაც“
„საბარათიანოდ“ აქცევენ.
საბარათიანოს, როგორც სათავადოს,
ბ
ბურდიაშვილები
აზნაურული გვარი კახეთსა და ქართლში.
პირველი ისტორიული ცნობა
განეკუთვნება XV საუკუნეს,სადაც მოხსენიებულია
ბურდიაშვილი ვირშელ.
ბურდიაშვილები 1721 წელს მოიხსენიებიან
კრწანისის სამშვილდას მემამულეებად.
85
ფუძემდებლად მიჩნეულია ბარათა ქაჩიბაძე, რომელიც XV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა
და ალექსანდრე პირველის (1412–1442) მოლარედ მუშაობდა.
საბარათიანოს საზღვრების დაზუსტება არ ხერხდება. მხოლოდ დაახლოებით შეიძლება
იმ ტერიტორიის მოხაზეა, რომელზედაც საბარათიანო წარმოიქმნა.
ბარათაშვილებს – წერს ვახუშტი ბაგრატიონი – „უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნის
საერისთავონი ტფილისის სამხრით ვიდრე ლორე–ფარვანამდე, თვინიერ მეფის სახასოთა და
შეწირულობათა ეკლესიათათა“. მაშასადამე, ვახუშტის აზრით, ბარათაშვილებს ვეებერთელა
ტერიტორია უკავიათ. მართალია ამ მხარეში სამეფო–სახასო ქონებაც არის და საეკლესიო
ყმა–მამულებიც, მაგრამ ეს ქვეყანა ძირითადად მაინც ბარათაშვილებს ეკუთვნით და ამიტომაა,
რომ ამ მხარეს საბარათიანო ეწოდება.
ბარათაშვილები პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე ჩანან კონსტანტინეს მეფობის
დროს (1479–1504) მათი სახლი სამეფო სახლის ნათესავი ხდება, დავით ქაჩიბაძის ქალივშილს
ცოლად ირთავს დავით ბატონიშვილი. მეფის სადროშოც ამ გვარის სახელოა. XVI
საუკუნეში ბარათაშვილები უკვე მეწინავე სადროშოს სარდლები არიან.
ბარათაშვილების სახლი ძლიერი და რიცხვმრავალი იყო. თუ საბარათიანოს რეზიდენციას
სამშვილდე წარმოადგენდა და აქ ამ საბარათიანოს უფროსი იჯდა. საბარათიანოს სახლის
შვილები საბარათიანოს სხვადასხვა კუთხეში იჯდნენ და თვითონ განაგებდნენ თავიანთ
საუფლისწულოებს. დროთა განმავლობაში ეს საუფლისწულოები ბარათიანთ სახლის გაყრის
ნიადაგზე დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ. ამ ნიადაგზე საბარათიანოს ტერიტორიაზე
ჩამოყალიბდა შემდეგი სათავადოები: საგოსტაშაბიშვილო, საგერმანოზიშვილო, საზურაბიშვილო,
აბაშიშვილების სამფლობელო, ფალვანხოსროშვილები, ქავთარაშვილები, იარალიშვილები,
იოთამიშვილები, საბარათაშვილო, საყაფლანიშვილო.
საბარათიანო, როგორც დამოუკიდებელი სათავადო თანდათან დაკნინდა და XVIII საუკუნეში
მთლიანად მოიშალა.
86
სვიმონ ბარათაშვილი მეუღლესთან და
შვილებთან ერთად ნინო და მართა ბარათაშვილები
საბარათიანოს ნანგრევებზე წარმოშობილ სათავადოებს შორის გაიშალა პირველობისათვის
ბრძოლა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდნენ ყაფლანიშვილები. ასე რომ XVIII
საუკუნისათვის სომხით–საბარათიანოში წამყვანი მდგომარეობა ყაფლანიშვილებს ეკუთვნით.
დანარჩენი სათავადოები უფრო ფეოდალურ „სახლებს“ წარმოადგენდნენ, ვიდრე სა-
თავადოებს
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლი
87
ბურსელები
ფეოდალური გვარი ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონი „მთავართა გვართათვის“ წერს:
„ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი არიან... ჯავახიშვილ, ბურსელ და სხვანი მრავალნი,
რომელნი ერისთაობით იწერებიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად სცნობად“.
ჟამთააღმწერელის ცნობით, დავით დემეტრეს ძე აჯანყდა და ყაზანყაენს გაეცალა, მთაში
შეიხიზნა, მას თან ახლდა ძმა ვახტანგი. დავითი ვახტანგზე ეჭვობდა და შეიპყრო „დაპატიმრებულ
ციხეს ჟინვანისას ჰყავდა“. ვახტანგი ციხიდან გაიპარა და იოანე ბურსელსას იმყოფებოდა.
ბურსელმა შეარიგა ძმები.
ბელიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილის აზნაურები.
ბაზლიძეები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლი-
ძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა
შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა
გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ბაზლიძენი, რომელნიმე
განილტვნენ ქართლსა და რომელნიმე კახეთსა და შეიქმნენ დამდაბლებულნი“. ამ ისტორიული
დრამის შემდეგ ბაზლიძეები ჩამოკნინდნენ აზნაურებად.
88
ბუნიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
ბარამიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთველის სადროშოში შემავალი თავადაზნაურთა
და ადგილთა ნუსხაში მოხსენიებულნი არიან: „...ბარამიშვილნი, ყმით, სახელით ,
კახის უბნით, ჯიმითით“.
ბაინდურაშვილები
აზნაურები ქართლში. ბაინდურაშვილები შარმაზანა და იოსები მოხსენიებული არიან XVIII
ს. შუა წლებში ბაინდურაშვილების მიერ შუშანა კაკიაშვილის სახელზე გაცემულ ცოლ–ქმრის
გაყრის წიგნში. ბაინდურაშვილი მოხსენიებულია ერეკლე II–ის ოქმით, ყმის თაობაზე,
ნინია ქარუმიძის არზაში.
ბაინდურაშვილი ბერო, აზნაური 1721 წ. აღწერით არის ზაალიშვილი ზურაბის მემამულე,
ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა დმანისში.
ბაზიერიშვილები
ქართლის აზნაურები. გვარი მომდინარეობს თანამდებობა–საქმიანობიდან. ბაზიერიშვილები
იყვნენ ყაფლანიშვილების აზნაურები და მემამულეები. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ
ქციაში, იფნობში. გუგუნა ბაზიერაშვილი მოხსენიებულია იმერეთის მეფის სოლომონ
II–ის წყალობის წიგნში.
89
ბაკურაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. აზნაურის წოდებას ატარებდნენ ლეჩხუმელი ბაკურაძეები
10 კომლიდან ორი კომლი იყო აზნაური.
ბეჟანიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით.
დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვ.
ბოლნისში. 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო
აზნაურად.ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია პაპუნა ბეჟანაშვილი, რომელიც უფლისწულ
ბაქართან ერთად წავიდა რუსეთში და 1741 წელს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა და უმა-
ღლესად დაუმტკიცეს რუსეთის იმპერიის აზნაურები. ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა პოლკში.
ბეჟანიშვილების გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“
ბლორძელები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის
6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან
სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან
თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ბრძანებით ბარათას
აზნაურიშვილს ბლორძელს მამუკასა და მათ ძმათა სასამართლოდ და გარის პარუნ სარქისაშვილების
საქმეზედ დაუსხედით ღმერთის შიშს ქუეშე, სარჩელი და საჩივარი ორთავესი
გავიგონეთ...“
90
ბაბადიშიშვილები
ფეოდალური გვარი საქართველოში. თავადი ბაბადიშიშვილები. ბაგრატიონთა შთამომავლობა
ერეკლე I–ის ძის იმამ ყულიხანისაგან. ბაბადიშიშვილები იხსენიებიან, როგორც
ბაგრატიონ–ბაბადიშები. ჰქონდათ რამოდენიმე საგვარეულო გერბი. შეტანილნი არიან
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“. „ამათნი წინაპარნი არიან ბაგრატიონთ შთამომავლების
იმამ ყულისაგან და არიან თავადნი მესამესა ხარისხისანი“.
ბუბუაშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. რაჭის ერისთავის აზნაურები.
ბაბადიშვილი
91
თეოფანე ბოკუჩავა მეუღლესთან,
ნადე ნანავასთან ერთად
ბოკუჩავები
აზნაურული გვარი ოდიშში, ჯაიანების აზნაურები.
ბეგაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ბეგაშვილები იყვნენ მებატონეები ქციაში. გიორგი ბეგაშვილი
მოიხსენიება 1670 წლის ერთ–ერთ საბუთში.
ბანცურიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. ტახტის აზნაური. ანეუყაფარ ბანცურიშვილს გიორგი მეცამეტეს
კარზე ეკავა ფარეშთუხუცესის სახელო და შილდას მოურაობა. შეტანილნი არიან
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ვაჭრები დ.კარტოზია და ე.ბოკუ-
ჩავა
92
ბერძენიშვილები
აზნაურები ქართლში. ოთარ ბერძენიშვილი, აზნაური, სახლთუხუცესი
თავად ამილღაბარ გოსტაშაბაშვილის მემამულე, 1721 წელს ცხოვრობდა და
ყმები ჰყავდა ალგეთში.
ბედისმწერლიშვილები
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. მღვდელმა იასემ და მისმა ძმამ
ფარემეზმა 1664 წელს გადაწერეს კურთხევანი (ზოგჯერ ბაღდაშვილებად
იწოდებოდნენ) 1667 წელს გადაწერეს „მარხვანი“.
ბერძენიშვილების სასახლე
93
პანტელეიმონ ბაქრაძე გენერალი ზაქარია (შაქო) დიმიტრის ძე
ბაქრაძე.
ბაქრაძეები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. 1799 წლის აღწერით ბაქრაძეები მუხრან
ბატონის აზნაურებად არიან დასახელებულნი.
XVIII საუკუნის ერთი საბუთით ნიკოლოზ იოსებ ბაქრაძეები ჩივიან, რომ მათი ყმები ხეითს
მცხოვრები ტომარაძეები „იძულებელ ჰყოფენ ჩემთვის თავთა და ნებავსთ რათა სრულად
იხსნან თავი თვისი ჩემისა მონებისაგან“. 1772 წლის სიგელში ვკითხულობთ: „...ძველთაგან
ალავერდელის აზნაურიშვილები ყოფილან ეს ბაქრაძეები და მსახურნი“.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
94
ბაქრაძეების ოჯახი
95
ბებუთაშვილები
XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან.
XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა
უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის
მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები
არიან: ხოჯა ბებუთ ბებუთბეგის ძე, რომელმაც XVII ს. შუა წლებში ავლაბარში ააგო
ხოჯევანის ეკლესია; აშხარბეგი, ხოჯა ბებუთის ძე, თბილისის მამასახლისი (1721 წ.), მელქი
(1719–24), მელქ მამასახლისი (1724–35); აღა–მელქ–მამასახლისი (1735–47).
1747 წ. სამეფო ტახტის პრეტენდენტ აბდულაბეგთან კავშირი დაბრალდა, რისთვისაც
ერეკლე II–მ სახელოები ჩამოართვა და 1000 თუმნად დააჯარიმა. 12 წლის შემდეგ მოახერხა
მეფესთან შერიგება. 1760–68 წწ. ერთდროულად იყო მელქ–მამასახლისი და ნაცვალი;
ავეტიქა აღას ძე მელქ–მამასახლისი და ნაცვალი. დარჩია ავეტიქას ძე მელქ–მამასახლისი
(1795–1800). მონაწილეობდა თბილისის მსხვილ ვაჭართა მიერ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ
1796–97 წწ. შეთქმულებაში, ჩამოერთვა ქონება და სახელი, მაგრამ ერეკლე II–მ მალე
შეიწყნარა. 1801 წლიდან იყო საქართველოს უზენაესი მთავრობის სახაზინო ექსპედიციის
წევრი.
96
ალექსანდრე ბეგიაშვილი კოტე ბეგისჰვილი
ბეგიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ბერიშვილები პირველად მოიხსენიებიან XVIII საუკუნეში.
დავით და ბესარიონ ბერიშვილები ყოფილან თავად ლუარსაბ თარხნიშვილის ბიძაშვილები.
ბერიშვილებს ჰყოლიათ ყმებიც, ბერიშვილები იყვნენ გლეხებიც.
ბაგრატიშვილები
აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვა-
ძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში.
ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და
ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე დრიანეთში,
სოფ. კოდაში.
97
დიმიტრი ბერიდზე
მღვდელი იოსებ ბერიძე
ილია ბერიძე
ბერიძეები
ფეოდალური საგვარეულო გურიაში. ვახუშტი
ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“
ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად. ბერი-
ძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები. ჩვენ არ ვიცით
რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით
მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან.
1664 წლამდე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა
ბერიძეების ხელში იყო, ხოლო შემდეგ ნაკაშიძეთა
ხელში გადავიდა.
XVIIIსაუკუნეში მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა
ნაკაშიძე დვაბზუს მიწა–წყალი და ყმა–მამული
მას დაუმტკიცა.
ბერიძეები იყუვნენ აგრეთვე სათავადო აზნაურებიც.
98
მარჯვნივ ბესარიონ ბერიდზე
გიორგი ცინცაძე, სონია და იაგორ
ბერიძეები
ბერიძეების ოჯახი
99
გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების
აზნაურები,
მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო
მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი.. უმთავრესი
მანკი, რაც იმ დროს საქართველოს ცხოვრებას ახასიათებდა იყო ტყვეთა სყიდვა. ტყვეებით
ვაჭრობამ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე სახე მიიღო მე-18 საუკუნიდან.
არამარტო დასავლეთ საქართველოში,გორში იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა აზნაურმა
თურქებს ცხენში საკუთარი დედა გაუცვალა.
ტყვეთა სყიდვაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი თავად აზნაურობა,
ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, მეფეც, მღვდელმთავრებიც, მთავრებიც, თავადებიც, აზნაურებიც
და თქვენ წარმოიდგინეთ გლეხებიც კი. იყო შემთხვევა, როდესაც გლეხს საკუთარი
შვილი გაუყიდნია, ლუკმა პურის საფასურად.
ამ მხრივ არც ბერაიების გვარი წარმოადგენდა გამონაკლისს. ზემოთ დასახელებულ
ძმათაგან ერთერთი თეკლათის მოურავი, ეწეოდა ტყვეებით ვაჭრობას. მალე ამ ამბავმა
მიაღწია დადიანის კარამდე. დადიანმა გადაწყვიტა მისი დასჯა, მაგრამ მეორე ძმამ, რომელიც
იყო დადიანის მდივანი,შეატყობინა ძმას მოსალოდნელი საფრთხე. თეკლათის მოურავმა
ყურად იღო ძმის გაფრთხილება და გაიქცა გურიაში.გურიაში ბერაიებმა ერთი საუკუნე
იციხოვრეს, მაგრამ რაღაც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო გურიელი სამკვდროდ
გადაკიდებია ბერაიებს და დაიწყო მათი ამოხოცვა. ერთერთმა, თასკოჩი ბერაიამ მოახერხა
გამოქცეოდა გურიელის რისხვას და თავი შეეფარებინა თეკლათს. თასკოჩი ბერაია ყოფილა
მაღალი, ახოვანი და ფანტასტიკური ძალის პატრონი .დადიანს მოსწონებია თასკოჩი ბერაია,
მიუნიშნებია უზარმაზარი ლოდისთვის და უთქვამს, ამ ლოდს რამხელა ნაკვეთსაც შემოუვლი
იმდენ მიწას მოგცემო. თასკოჩის აუღია ლოდი და ორასი ქცევა მიწისთვის შემოუვლია.
დადიანს მიუცია მისთვის მიწა და დაუბრუნებია აზნაურობა და გადაუცია მხეიძეებისთვის.
თასკოჩი ბერაიას ჰყოლია სამი ვაჟი და მას შემდეგ თეკლათში ყველა თაობაში სამი ვაჟი
იყო. ეხლაც თეკლათში სამი ოჯახი სახლობს ბერაიებისა.
ბერაიების გვარის სამი განშტოება არსებობს, აქედან ნაწილი გურიაში, ნაწილი ხობში და
ნაწილი თეკლათში სახლობს არიან აგრეთვე იმერეთში, კახეთშიც კი.
ბერაიები (თეკლათის)
100
ვლადიმერ ბერაია
აქედან მხოლოდ თეკლათელი ბერაიები ფლობდნენ
აზნაურობას.
საერთოდ ყველა ბერაიას შეიძლება ერთი საერთო
წინაპარი ჰყოლოდა,
, ბიბლიურ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება
ვივარაუდოთ,რომ გვარი ბერაია შესაძლებელია
იყოს ბიბლიური წარმოშობის. ბიბლიის ერთერთ
თავში მოხსენებულია ბერაია, როგორც ბენიამინის
შთამომავალი და შიმეის შვილი .ხოლო ივრითის
ენაზე ბერაია ნიშნავს იახვეს შექმნილს ანუ ღმერ-
თის შექმნილს.
მე-10 საუკუნნეში მოღვაწეობდა ცნობილი
კალიგრაფი, მიქაელ მოდრეკილის დისშვილი და
თორნიკე ერისთავის დის შვილიშვილი იოანე ბერაი
[ზოგ წყაროებში იოანე ბერაია], რომელმაც
973 წელს პარხალს დაწერა და შატბერდს შესწირა
პარხლის ოთხთავი და საახალწლო იადიგარი.
იოანე ბერაი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა
პარხალში,რომელიც აშენებულია ლაზისტანის,
ანუ პონტოს მთაგრეხილზე, ჭოროხის ხეობაში.
ყურადღებას იქცევს პარხლის ტაძრის წარწერაში
მოხსენიებოლი ტერმინი “ჩასდუდარაი”, ეს
ტერმინი აქ პირველად გვხვდება ქართულ ლიტერატურაში.
იაფეტური ენების პალეონტოლოგიამ
დიდი ხანია დაადგინა, რომ სიტყვა რომელიც აღნიშნავს
“თავს”, “მთას” და “ცას”, ხუროთმოძღვრების
თვალსაზრისით ნიშნავს “თაღს” და “კამარას”,
და რომ ეს საგანი ეხლა დამტკიცებას პოვებს პარხლის
წარწერაში, რომელშიც გვხვდება ტერმინი
“ჩასდუდარაი”. ეს ტერმინი ორი სიტყვისაგან შესდგება
“ჩა” იგივე ცა და “დუდ”, ანუ დუდი ჭანურ
მეგრულად ნიშნავს თავს, ხოლო “არაი” კარგად
ცნობილი დაბოლოებაა მრავლობითი რიცხვისა.
101
Бераия (“Яхве сотворил”), сын Шимея, потомок Шегараима из колена
Вениамина (1Пар 8:21).
Похожие материалы
ჭანურ მეგრული ტერმინი “დუდარაი” ნიშნავს თაღის კამარას. ეს წარწერა შესრულებულია
პარხლის მონასტრის წინამძღვრის იოანე ბერაის მიერ.ამგვარად ეს საშუალებას გვაძლევს
ვიფიქროდ, რომ იოანე ბერაი იყო მეგრელი და სავსებით შესაძლებელია რომ ყოფილიყო
დღევანდელი ბერაიების წინაპარი.
დარმანიაკების გვარის ისტორიის შესწავლის დროს წავაწყდი ერთ საინტერესო საბუთს
სადაც ნათქვამია რომ, 1752 წელს ფრანსუა დარმანიაკ დე კასტენემ ცოლად შეირთო ფრანსუა
დე ბერაიას ქალიშვილი ქრისტინა-როზე დე ბერაია.
XI. ФРАНСУА II Д’АР МАНЬЯК ДЕ К АСТАНÉ, сеньор де К амбейрак, де Ла
Бастид и с о-сеньор де К астанé [46], 7 м арта 1752 г. женился (брачный
контракт заверен М олинье, нотариусом Ла Гепи) на б лагородной Кристине-
Розе де Берайя де М азероль-Сен-Сернен, дочери м ессира Франсуа де
Берайя, барона де М азероля, м аркиза де Сен-Сернена, и т .д., и благородной
Маркетт де Ног арен.
под редакцией г-на д е Барро. Р одез.1853.ვ
მეორე საინტერესო მასალას რომელსაც წავაწყდი ინტერნეტში არანაკლებ საინტერესო
ფაქტებს შეიცავს .საქმე ეხება ამერიკის სამოქალაქო ომს. 1861 წელს ამერიკის სამოქალაქო
ომის დროს კენტუკის შტატის გუბერნატორი ყოფილა მაგოფინ ბერაია. რომელიც
წერილს სწერს აბრაამ ლინკოლნს,სადაც ის უარს ეუბნება ჯარის გამოყენების თაობაზე, იმ
მოტივით ,რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ შეიძლება ჯარის გამოყენებაო.
არ ვიცით ამ ორ ფაქტს რა კავშირი აქვს ბერაიების გვართან, მაგრამ სასიამოვნოა
როდესაც შენი გვარის მსგავს გვარს გადაეყრები მსოფლიოს სხვადაცხვა ერების ისტორიაში.
ზემოთ მოხსენიებული მყავს ჩემი წინაპარი თასკოჩი ბერაია. “თასკოჩი” მეგრულად ნიშნავს
სიტყვა-სიტყვით ძირ კაცს, საწყის კაცს, რომელმაც დასაბამი მისცა ამა თუ იმ გვარის
შთამომავლობას.
არსებობს ცნობა, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სადეპუტატო კრებისა, სადაც
ქუთაისის გუბერნიის, სენაკის მაზრის ,სოფელ თეკლათის მცხოვრებლებს: კოწია იგივე კონსტანტინე
და დიონოსი ხიტუს იგივე ვახტანგის ძე ბერაიებს, ზემოთ აღნიშნულმა კრებამ,
რომელიც შესდგა 1894 წლის 20 სექტემბერს და სახელმწიფო სენატის ჰეროლდიის დეპარტამენტმა
ცნო თეკლათელი ბერაიები რუსეთის იმპერიის შთამომავლობით აზნაურებად
102
და შეიტანა მათი გვარი ქუთაისის თავად
აზნაურთა წიგნის პირველ ნაწილში. რომელიც
სახელმწიფო სენატმა დაამტკიცა
1896 წლის 27 მაისს.
კოწია და დიონოსი ბერაიები თეკლათში
ფლობდნენ დიდძალ მამულებს.
პეტერბურგის გენეალოგიურ საიტზე”-
PEთEღGEN.ჩOM”-ზე განთავსებულია
იმ პირთა სია, რომლებმაც 1800-1917
წლებში მიიღეს ტიტულები და თავად
აზნაურობა. ამ სიაში მოხსენიებულნი
არიან ბერაიებიც.სერგეი პანასენკოს
გენეალოგიურ საიტზე”გოლდარმს”- ზე
დასახელებულია ის გვარები რომლებმაც
დაამტკიცეს თავიანთი თავად აზნაურული
წარმოშობა და შეიტანეს ხავერდოვან
წიგნში. ამ სიაში მოხსენიებულნი არიან
ბერაიებიც.
იოანე ბერაის შემდეგ ბერაიების თაობაზე
არანაირი ცნობა არ მოგვეპოვება, მე
მხედველობაში მყავს თეკლათელი ბერაიები.
თასკოჩი ბერაიამდე .თასკოჩის ისტორია
ლეგენდის სახით ზემოთ მოგახსენეთ.
გადმოცემით ვიცი რომ მე ,ლევან ბერაია
ვარ თასკოჩის მეთერთმეტე ჩამომავალი.
ესეიგი თაობაში თუ ვივარაუდებთ საშუალოდ
სამ პირს გამოდის რომ თასკოჩის
უცხოვრია დაახლოებით 300-330 წლის
წინ, ანუ მე-18 საუკუნის 50-იან წლებ-
ში. თასკოჩის შემდეგ, ხიტუ ბერაიადან
მოყოლებული მთელი ბერაიების გენეალოგია
ცნობილია ჩემთვის და ეხლა მინდა
შემოგთავაზოთ მათი ქრონოლოგიური
კესო ბერაია
სია, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები
და ცოტა რამ მათი ოჯახების შესახებ
ცნობები.
1.ხიტუ ბერაია
2.კონსტანტინე იგივე კოწია ბერაია
და დიონოსი ბერაია
3.სიმონ ბერაია. სიმონი იყო დიონოსის
შვილი.
4.პავლე, კესო, ვლადიმერი და
იასონ ბერაიები ესენი იყვნენ სიმონის
შვილები.
5.სერგო ბერაია.პავლეს შვილი.
ალექსანდრე, რეზო და ნორა ბერაიები
103
Геральдический сайт Сергея Панасенко Геральдика и живопись (сайт Сергея
Панасенко)
РОССИЙСКОЕ ДВОРЯНСТВО
Имеретия.
1846-1920 Кутаисская губерния, образована из Имеретинского царства.
Кутаисская губерния
Список дворянских родов Кутаисской губернии.
(Список неполный. Возможно, в дальнейшем будет доработан)
…Бабины, князья Багратион, Бакрадзе (1), Бакурадзе (1), Балквадзе (1), Барамовы
(3), Бараташвили, Бараши-Швили (Барашишвили), Бардземишвили (1), Баркалайя
(1), Бебурешвили, Бежуашвили, Берайя (1), Бердзени (1), Бережиани (1), Берзени (1),
Беридзе (1; 2), Беридзе (Борисовы)(1), Беридзе и Абдушелишвили (1), Беридзе (Б.,
Нижерадзе Карцевадзе и Далатишвилевы), Бокерия (1), Бокучава (1), Болквадзе (1),
Борисовы-Беридзе (1), Брелидзе (1), Бугашвили, Бухулейшвили,...
Въ Сенаксконъ уезде , Кутаисской губернш продолжаются волненя. Въ
последние дни подожжено не мало помещичьихъ домовъ. 2 го февраля въ теклятскомъ
сельскомъ обществе сож- жены дома дворянъ Дидзигури и Берая , 28 февраля
произошло вооруженное напа- дене на домъ дворянина Кочебь*. Въ тотъ же день
сожженны экское, зугдидское в хоронское сельсшя управленя; сгорели вс4 д&ла.
Одновременно подвергся нападеню разъ+здь стражниковъ. Сожжена и уша- иатская
сельская канцеяр ! я . „В. П.”
იასონოს შვილები. ნიკო და თამარა ჟვანიები, კესო ბერაიას შვილები. ვლადიმერი უშვილო
იყო.
სიმონ ბერაიას ცოლად ჰყავდა აზნაურის ქალი დესპინე ჩაჩავა, ფრიად განათლებული
ადამიანი რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” იცოდა ზეპირად. დესპინე ჩაჩავას ჰყავდა ორი
და რომლებიც გათხოვილნი იყვნენ ქაშიბაძეზე და წერეთელზე, ის ახლო ნათესავი იყო ცნობილი
მეცენატების, აზნაურ გრიგოლ და ალმასხან ჩაჩავების, რომლებმაც 1896 წელს ძველ
სენაკში გახსნეს უფასო სამკითხველო და მათი ძმის აზნაურ ვლადიმერ ჩაჩავას დახმარებით
ბიბლიუთეკას გადასცეს 500 წიგნი უსასყიდლოდ.
სიმონ ბერაიას ჰყავდა ოთხი შვილი სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.უფროსი ვაჟი
პავლე ბერაია იყო პირველი გილდიის ვაჭარი და დიდძალი ქონების პატრონი .ის ცხოვრობდა
პიატიგორსკში. გასაბჭოების შემდაგ კომუნისტებმა დახვრიტეს. მომდევნო შვილი
იყო კესო ბერაია რომელიც გათხოვილი იყო სენაკელ აზნაურზე დათა ჟვანიაზე. ჟვანია
104
105
ვლადიმერ და პავლე ბერაიები შუაში იასონ ბერაია
ერთერთი უძველესი გვარია სამეგრელოში
და გადმოცემის თანახმად მოდის
აფხაზეთის აზნაურული გვარიდან ზვანბადან,
რომელიც ლეგენდის თანახმად
მოდის წმიდა იპატისაგან. 1572-1599
წლებში ცაიშის მიტროლიტი იყო კირილე
ჟვანია. ჟვანიასგან კესოს ჰყავდა ორი
შვილი ნიკო ჟვანია და ტატიანა ჟვანია.
სიმონ ბერაიას მესამე შვილი იყო ვლადიმერ
ბერაია, ყოფილი ბოლშევიკი, აღმასკომის
თავმჟდომარე და ერთერთი დიდი
ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.
ცოლად ჰყავდა სენაკელი აზნაურის ქალი
გოგუცა ანჯაფარიძე. ვლადიმერი დარჩა
უშვილოდ. მეოთხე შვილი იყო ბაბუაჩემი
იასონ ბერაია, რომელსაც ცოლად ჰყავდა
ძველი სენაკელი აზნაურის ალექსანდრე
ქავთარაძის ქალიშვილი ეკატერინე ქავთარაძე,
ქავთარაძეების გვარი ერთ-ერ-
თი უძველესი გვარია საქართველოში.
პირველი ცნობა ქავთარაძეების შესახებ
განეკუთვნება მე-12 საუკუნის ძველქართულ
ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო
ნიმუშს “სულთა მატიანეს”. სადაც მოხსენიებულია
ქავთარაძეთა გვარი. 12-13
საუკუნის ერთ-ერთ საბუთში, კერძოდ
თედორე სტოდიელის “სწავლანში” მოხსენიებულია
ვინმე ბასილი ქავთარაძე. ქავთარაძეები
სამეგრელოში 15-ე საუკუნიდან
ცხოვრობდნენ, გადმოსულები არიან
იმერეთიდან. ერთ-ერთმა ქავთარაძემ
მოიტაცა აბაშიძის ქალი, მოტაცების
დროს შემოაკვდა სასიმამრო და აღარ
106
პავლე ბერაიას მეუღლე
ვლადიმერ და სერგო ბერაია
დაედგომებოდა იმერეთში და თავი შეაფარა
დადიანს. ქავთარაძეებს დიდი წვლილი
მიუძღვით ძველი სენაკის ეკლესიის
შენებაში 18-ე საუკუნის 50-იან წლებში
ფარნაოზ ქავთარაძემ მხეიძეებთან და დადიანთან
ერთად ძველი სენაკის ეკლესიას
გუმბათი დაადგა. ბებიაჩემის ბაბუა იყო
მეფის რუსეთის ოფიცერი, მისი წინაპარი
კი ბლაღოჩინი. ბებიაჩემის ბიძაშვილი
ბაძუ ქავთარაძის დეიდაშვილი იყო ნოე
ჟორდანია. ბებიაჩემის ბებიების გვარებია
გაბუნია და მაჭავარიანი. ბებიაჩემს ეკატერინე
ქავთარაძეს დამთავრებული ჰქონდა
ძველი სენაკის თავად აზნაურთა სკოლა,
სადაც სწავლობდნენ, კონსტანტინე
გამსახურდია, მექი ფაღავა, ვალერიან
გუნია პეტრე ქავთარაძე და სხვა გამოჩენილი
ადამიანები.
ამით დავასრულე ჩემი გვარისა და
ჩემი ნათესაობის გენეალოგიის აღწერა.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, თვით
სიტყვა გენეალოგია ნიშნავს მემკვიდრეობითობის
შესწავლას, გამოდის რომ არც
თუ ისე ცუდი წინაპრები მყოლია,მე მეამაყება
მათი. ყველაფერი ეს საჭირო იყო
დამეწერა, რათა ჩემი ვალია მომავალ
თაობას შევუნახო მათი მოდგმის ისტორია,
რათა არ დაიკარგოს ჭეშმარიტება
და ფეხი უსწორონ მათ ნაკვალევს.
107
კესო ბერაია კესო ბერაია და მისი შვილები
ბოლქვაძეები
აზნაურული გვარი გურიაში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში ნახსენები ჰყავს აზნაური
ბოლქვაძე, რომელიც წმინდა გიორგის ჯვარის კავალერი იყო. იუნკერად ირიცხებოდა
და შემდეგ პრაპორჩიკობა მისცეს.
ყაისად ალექსანდრეს ძე ბოლქვაძე
108
ალექსანდრე ბუჭყიაშვილი გიორგი და ანა ბუჭყიაშვილები
ბუჭყიაშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. ტახტის აზნაურები, საქართველოს 69 გვარიდან
ერთ–ერთია, რომლებიც ფლობენ საგვარეულო გერბს. არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან
წიგნში“ შეტანილნი. მემამულეები, ყმა–მემამულების მფლობელები. ბუჭყიაშვილები
აგრეთვე იყვნენ საყაფლანიშვილის აზნაურებიც.
ბახუციშვილები
1622 წ. 2 ივლისის სიგელით თეიმურაზ მეფე გაბრიელ ბახუციშვილის ყმას მამულით
აჯილდოებს.
ბირკაიები
ოდიშის აზნაურები. მოხსენიებული ჰყავს ქრისტეფორე კასტელს. 1640–იან წლებში
როგორც ძლიერი და გულადი სარდალი. დათუა ბირკაია.
109
ბიბილური
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „ძეგლი ერისთავთაში“ სწერია, რომ ოსთა სამეფოში
შინა ბრძოლები იყო. ოსთა სამეფოს უფროსი შტო ამარცხებს უმცროს შტოს და
გამოდევნის ოსთა სამეფოდან. უმცროსი შტოს წარმომადგენელნი: „როსტომ, ბიბილა წითლოსანი
და ძენი მათნი სამოცდაათიოდე მონითა“ მოვიდნენ დვალთა ქვეყანაში. დვალებმა
„მისცენ ქვეყანა ბიბალეთაი და უწოდეს ბიბილურნი“.
„უკანასკნელ დროსა მეფობისა კონსტანტინესა მსახურებისათვის მიიღეს თავადობის
ხარისხი წელსა 1412–სა შინა და იწოდნენ ბიბილურები ქვენიფლეველებად გუარითა და
იყვნენ ნაიბად ერისთავთა და მართვიდნენ ადგილთა მათ. შემდგომად რა მიიღო მეფობა
პავლე ბიბილური
სვიმონ მეფისა ძმამან დაუთხანად წოდებულმან,
ამან ამოყვრა ელიზბარ ქვენიფლეველი და
დაუმტკიცა ერისთაობა გასამტკიცებლად თავისა
თვისისა წელსა ქრისტეს აქეთ 1569 და მუნითგან
იწოდებიან გვარნი ამათნი ერისთავად“.
„ბიბილური პავლე სერგის–ძე, ადრე ბიბილური,
ამჟამად ლაშქარივად რქმულ, ბოროდინის
ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან დაბრმავდა“.
ლაშქრიოვების შტოს სათავეები უკავ-
შირდება ქართელ აზნაურს ლაზარე გრიგოლის
ძე ბიბილურს. რომელიც პეტრე პირველის მეფობის
დროს ვახტანგ VI გაჰყოლია რუსეთში.
ლაზარე ბიბილურის შვილს სერგი ჰრქმეუვია.
ბაგრატის სიაში მოხსენიებული ბიბილური კი
პავლე სერგის–ძედაა წოდებული. ე.ი. იგი ყოფილა
რუსეთში 1724 წელს ჩასული ლაზარე გრიგოლის ძის შვილიშვილი. სიაში მისი სამხედრო
წოდება აღნიშნული არ არის. ისე კი სხვა საბუთებიდან ირკვევა, რომ მას გენერალ–
მაიორობამდე მიუღწევია.პავლე ბიბილური (ლაშქროვი) რუსეთის არმიის გენერალ მაიორი
შევარდინის ბრძოლის გმირი. 1812–1814 სამამულო ომის აქტიური მონაწილე.
110
ბახუტაშვილები
„ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად.
ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც
ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო
აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად. ბახუტაშვილები 1619
წ. სიმონ მეფის სიგელში მოიხსენიებიან აზნაურებად. რომელთაც თუშეთში, ფშავში, ხევსურეთსა
და ერწოში გლეხები ჰყავდათ. ბახუტაშვილი იყო თეიმურაზ I–ის კარის დაცვის
უფროსი“.
ბებურიშვილები
ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ბებური ბებურიშვილი მოიხსენიება 1790 წელს ყმის
ნასყიდობის წიგნში. პაპა ბებურიშვილი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კახელი თავადიშვილი.
ბერეჟიანები
ფეოდალური საგვარეულო გურიაში ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა...“
გურიის წარჩინებულთა შორის ასახელებს ბერეჟიანებს
ბაღსარაშვილები
არაგვის ერისთავის აზნაურები. ქაიხოსრო ბაღსარაშვილი იყო ანანურის დიდი ტაძრის
მშენებლობის ხელმძღვანელი, რომელიც 1689 წელს აშენდა არაგვის ერისთავის შვილის ბარ-
ძიმ მდივანბეგის ბრძანებით. ქაიხოსრო ბაღსარაშვილი იყო ბარძის ერისთავის თბოქულთუხუცესი.
111
ბაბადიშიშვილები
1783 წლის გტდ–ით ბაბადიშიშვილები კახეთის თავადები იყვნენ (ქსძ 1965:484). ეს
გვარი პირველად 1611–16587 წლების ერთ საბუთშია მოხსენიებული: ვაჭრის შვილები. ბაბადიში
და მის იძმანი კახაი და ვაჟიბედაი (ქსძ 1965:210). მისი წეშირულობა ლევან დადიანს
განუახლებია ხობის ტაძრისთვის. მაგრამ, ვეჭვობთ, რომ აქ თავად ბაბადიშებზე (ბაბადიშიშვილებზე)
იყოს ლაპარაკი, თავადი ბაბადიშიშვილების გვარი 1722 წლის სარუსთაველო დრო-
შის განწესებაშია მოხსენიებული (ქსძ 1965:386). 1753 წლის განჩინებაში კი ვკითხულობთ:
ბაბადიში გიორგი საგინაშვილს მამუკას ახშანს ითაშვილის მამულზედ ელაპარაკებოდა და
ახალდაბას ზურაბის ნაოხარზე და მთის მესამედზედ“ (ქსძ 1972:422). 1873 წლის საარქივო
მონაცემებით ბაბადიშიშვილები ყმა–მამულს ფლობდნენ: ფშაველში, იულთასა და ართანა-
ში. 1850 წლის თავად–აზნაურთა ნუსხაში ოთხი კომლი ბაბადიშვილია შეყვანილი.
ბასილაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება. XIII საუკუნეს
ბოცო ბასილაშვილი. იოსებ ბასილაშვილი მწიგნობარი იხსენიება მცხეთის გუჯარში 1398
წელს.
112
ბალანჩივაძე
აზნაურული გვარი
ბოჭორიშვილები
აზნაურული გვარი საქართველოში. „აზნაური ბოჭორიძეების წინაპარნიც არიან იმერე-
თის აზნაურნი და რომელნიმე მოვიდნენ ამათ გვარნი დროს არჩილ მეფისას 1698 წელსა და
დაესახლნენ ქართლს და მუნითგან იწოდებიან ბოჭორიშვილებად. გვარი ამათნი, რომელნიმე
სახლობენ იმერეთს და რომელიმე ქართლს და ესენიცა არიან მოხსენიებულნი ტრაქტატს
შინა მეფისა ირაკლისაგან.“
ბოსტაშვილები
„აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს
ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას
ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ
მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ვინაითგან ნაპირი ალაზნისა
არს ფლატოიანი, ამად პაპამან მუნ ვერღარა აღიყვანა ცხენი მეფისა და ვიდრე მოატარებდა
შორს, ვირი ქვევითსა, მეფესა შეამთხვია ბოსტაშვილი მაჩხაანელი და მართი ცხენი თვისი.
და ესრეთ განერა მეფე, ხოლო მეფემან მიუბოძა სახლსა ამისსა აზნაურიშვილობა და უწოდა
კვალადვე გუარისა თავისასა სახელი ბოსტაშვილობაივე სამსახურისა ამისთვისვე“.
113
არეთა სახოკია, ნოტიო ლოლუა, გიორგი გეგეჭკორი ნინო (ნინა) თეიმურაზის ასული
გეგეჭკორი-ბერია – ლავრენტი
ბერიას მეუღლე, რეპრესირებული
(ქმრის სიკვდილის შემდეგ)
გეგეჭკორები
აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია
იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან
დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.
დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც
დავით დადიანის ძმა, გრიგოლ დადიანი გადმოგვცემს: „ანდრო გეგეჭკორი გადაეკიდა
ერთ მწერალს, მის ამხანაგს და დავითმა ამის გამო დატუქსა. მან თურმე იუკადრისა შენიშვნა
და სიტყვა შეუბრუნა მთავარს „დედა შეაგინაო“ და მთავარმა ამის გამო ის დასაჯაო“.
გოშფრიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. XVIII საუკუნის ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულია: „გოშფრიშვილის
ყმა ქოჩარაძე ნასყიდა თოფითა“.
გ
114
გრძელიძეები
„გვარი გრძელიძე ერთ–ერთი უძველესი გვარია საქართველოში. წმინდა ევთიმეს სადიდებელი
შეუგენია იოანე გრძელიძეს 1028 წელს“. იყვნენ აზნაურები.
გოდაბრელიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. წერეთლების აზნაურები. შეტანილია რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“. 1776 წელს დასახელებული კაცია გოდაბრელიძე. ხოლო 1793 წელს
მისი მოგვარე სვიმონ გოდაბრელიძე.
გაბეხაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩხეიძეების აზნაურები.
გერსამიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჯაიანების აზნაურები.
გვათუები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჩიჩუების აზნაურები. ცნობილია ბარიატინსკის მეგობარი,
შტაბს–კაპიტანი გიორგი კონსტანტინეს–ძე გვათუა.
115
გერმანოზიშვილები
თავადთა საგვარეულო XVI–XIX სს. ქვემო ქართლში. ბარათაშვილთა ერთ–ერთი გან-
შტოება. გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წ. ხარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული
გერმანოზ ქავთარის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვილების სათავადო მამულები – საგერმანოზიშვილო
ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო. მამულები ჰქონდათ აგრეთვე ქვემო
ქართლის სხვა კუთხეებშიც. XVIII ს. დასაწისში გერმანოზიშვილებს 150–მდე კომლი გლეხი
და რამდენიმე აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII ს. ბოლოს, მეორედ 1756 წ. რის
შედეგად თანდწათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გერმანოზიშვილების
სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ.
ეკავათ მეჯინიბეთუხუცესის და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდებობები.
გიორგი გვათუა - დადიანების
პოლკოვნიკი გვათუა სასახლის მოურავი
116
გაბუნიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა
და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის
სახელი.
1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული
სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ძე გაბუნია იყო ქუთაისის
გუბერნიის მდივანი აზნაურთა მხრიდან.
თეოფანე გაბუნია იყო ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი.
გოსტაშაბიშვილები
გოსტაშაბიშვილები სათავეს იღებენ გოსტაშაბ–ბარათაშვილისაგან (მოიხსენება 1523
წლის გაყრილობის წიგნში).
საგოსტაშაბიშვილო – ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა. ყმა–მამული ჰქონდათ
აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაბაშიშვილების ცენტრი იყო სოფელი ალმევი,
სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული ეკლესია. XVII–XVIII ს. მიჯნაზე 300–მდე
ყმა–გლეხი და 10–მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წ. და 1721–24 წწ. გოსტაშაბაშვილები
გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამული შემცირდა. რის გამოც ისინი XIX ს–ში
წვრილ მფლობელებად გადაიქცნენ.
ნატო გაბუნია სილოვან გაბუნია
117
გაწერელიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მთავარმა დავით დადიანმა
1850 წელს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც
აპირებდა ქუთაისში ჩამოსვლას, მასთან შესახვედრად მიიწვია მხოლოდ ცხრა აზნაური
ერთ–ერთი იყო ივა გაწერელია.
გვიჩიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. მახუთა გვიჩიას ეკავა
მთავრის მებაჟის თანამდებობა.
118
გურველაშვილები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჭილაძეების აზნაურები.
გარაყანიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება
1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ
დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა
მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე გარაყანიძისაგან“,
„...სოფელი ჯიქეფონი თორმეტი გლეხი, მისით მიწა–წყლით და მიმდგომი...“
გოგიბედაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების
თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მას-
ში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან
მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე თქვენი მსახურება არას მეტყობა. თუ აზნაურიშვილი
ვარ, რაში მეტყობა, ან მსახურობით რატომ არ მეპატია და ან აზნაურიშვილობით“.
119
გოცირიძეები
ფეოდალური საგვარეულო რაჭაში. გოცირიძეების შესახებ შემორჩენილია შემდეგი ისტორიული
წყარო: „გოცირიძე, გონთარიძეები იყვნენ ძველად მხედრნი ბერძენთა, ამათ უმუხთლეს
ბერძენთა მეფესა და მოვიდნენ გამოქცეულნი იმერეთს, მუნ შეიწყნარეს აზნაურადა და
დაეშნენ 545 წელსა“.
გოცირიძეები იყვნენ, როგორც ტახტის აზნაურები ასევე სათავადო აზნაურებიც. კერძოდ
იმერეთის სამეფოს უძლიერესი თავადების წულუკიძეების კარზე ფლობდნენ ფრიად საპატიო
თანამდებობებს. 1799 წელს აზნაურ ბეჟანიკა გოცირიძეს მოურავის თანამდებობა უჭირავს.
ჩიხორის ბრძოლის მონაწილე მერაბ წულუკიძეზე და ზოგ სხვაზე ერთი ხელნაწერის მინაწერში
ვკითხულობთ: „ჩიხორს იქნა ომია, ზაქარს მოხვდა ორიო, წულუკიძეს სარიო, გოცირიძეს
ცხვარიო“.
გოცირიძეებს ვხვდებით აგრეთვე რაჭის ერისთავის აზნაურებად. საწერეთლოს აზნაურებადაც.
ფილიპე გოცირიძეს ვხვდებით საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII–ის კარზე,
რომელსაც საპატიო თანამდებობა უჭირავს.
აზნაური დათუნა გოცირიძე და მისი დისწული ივანე კვიტაშვილი მეგობრობდნენ და პატივს
გოცირიძეები ნიკო გოცირიძე,მარჯვნიდან პირველი
120
მართა და რამაზ გოცირიძეებო დათა გოცირიძე მეუღლესთან დათა გოცირიძის ოჯახი
დათა გოცირიძის ოჯახი
121
სცემდნენ ერთმანეთს. ორივე სანაქებო და
განთქმული ვაჟკაცი იყო; სამწუხაროდ,
„თავმოყვარეობის სიხარბემ შური შეაპარა
ორივეს და მათი გმირული ზენა–მოყვრობა
საქვეყნო მტერ–მოყვრობად შეიცვალა“,
– წერს აკაკი, მაგრამ იქვე დასძენს: „მაინც
მათი ცალყბა მეგობრობა სხვების ორფეხ
მოყვრობაზე უკეთესი იყო“. დათუნა გაამწარა
დისწულის ღალატმა და საქვეყნოდ
დაიქადნა, არ შევარჩენ ჩემს შერცხვენასო.
მეგობრობა მტრობაში გადაიზარდა. ეს კი
იოლი გადასატანი არ აღმოჩნდა კეთილშობილი
ვაჟკაცებისათვის. ივანე გაერიდა ბი-
ძის რისხვას და რაჭიდან გადაიხვეწა. მოხუც
დათუნას კი სულის სიმშვიდე დაეკარგა,
ერთი მხრივ, დისწულის დაკარგვას წუხდა,
მეორე მხრივ, შეურაცხყოფას ვერ ივიწყებდა
და სიტყვის გატეხას ერიდებოდა. ასეთმა
შინაგანმა ორთაბრძოლამ დაანაღვლიანა
და სულიერად დააბეჩავა. ერთმანეთს აჯამეთის
ტყეში შეხვდნენ ყოფილი მეგობრები.
დათუნა „ნიკოლოზ წმიდაში“ მიდიოდა ბერად
შესადგომად და უცებ მძინარე ივანეს
გადააწყდა: „შეკრთა.. ხმალზე ხელი მოივლო,
მაგრამ თითქოს შანთმა დასთუთქაო,
უცბად უშვა ხელი და სთქვა: „ეს ხომ ქურდობა
იქნება! გავაღვიძებ და ისე შევებრძვიო“.
ახლად გაღვიძებულ კაცთან ბრძოლა
ლაჩრობად ჩათვალა და გადაწყვიტა, დალოდებოდა,
სანამ თავად გაიღვიძებდა. მერე
კი დათუნამ სიკვდილს გადაარჩინა დისწული,
რომელსაც ლეკები დაესხნენ თავს.
ივანემაც არ დააყოვნა და მტრის მოგერიეგოცირიძეების
ოჯახი
თინათინ მაჭავარიანი და ვახტანგ გოცირიძე
122
ბაში დაეხმარა ბიძას. შთამბეჭდავია ამ ორი ადამიანის შერიგების სცენა: ახალგაზრდა უსიტყვოდ
დაეშვა მუხლის თავებზე და მოეხვია მოხუცს. მოხუცმა წამოაყენა, ჩაიკრა გულში
და უთხრა: „შენ ჩემთან დამნაშავე ხარ და მე კი ქვეყნის წინაშე: სანამ გარეშე მტერი არ
მოგვიგერიებია, შინაური მტრობა რჯულის უარისყოფაა და ორივეს ღმერთმა შეგვინდოსო!“-
მისცეს მხარი მხარს, დაიძახეს: „მდევარიო!“ და ერთად გამოუდგნენ მტერს...”
პროფესორმა შერმადინ ონიანმა მრავალთა შორის ერთი შესანიშნავი წიგნი დაწერა: ,,ეკუთვნის
თუ არა რუსთაველს ლექსი ,,ფილოსოფოსნი შემოკრბეს’’ (თბილისი, მეცნიერება, 1976),
სადაც დამტკიცებულია, რომ რუსთაველს, ,,ვეფხისტყაოსნის’’ გარდა, კიდევ ჰქონდა სხვა
შედევრები, რომელთაც თავი ხალხურ პოეზიაში შემოინახეს. მართლაც, რუსთაველის კალამს
შეეფერება ხალხის გულში თაობიდან თაობაზე ნატარები ეს მშვენიერი სტრიქონები:,,ფილოსოფოსნი
შემოკრბეს, ამაზედ ჰქონდათ ცილობა: პატრონი ყმასა რითა სჯობს და ჭკუას
გამოცდილობა?თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა!’’
ამ უკვდავი ნაწარმოების შექმნის ეპოქას შერმადინ ონიანი ასე ახასიათებს: თამარ მეფის
ოქროს ხანაა. რაჭის ერისთავის – კახაბერის კარზე სიყვარულის ცეცხლი აგიზგიზდა. კახაბერის
ასულს ციხისთავი აზნაური დათუნა გოცირიძე შეუყვარდა. ბაღვაშთა ზვიადი შთამომავალი
კახაბერი ამ ქორწინების წინააღმდეგია. შეყვარებულები საშველად თვით თამარ
მეფეს იწვევენ, ამაყი დიდებული კახაბერი მეტად მჭმუნვარეა. პოეტ-ფილოსოფოსთა მსჯელობა
აუცილებელი შეიქმნა. სარგის თმოგველმა ცეცხლზე ნავთი დაასხა: ,,რა კაცსა გვარი
არ შესევს და ცუდი აქვს ტანოსანი, ოქროსა წყლითა დაჰფარე ტანთ დამოსე სტავროსანი,
ძაღლის მწერს ვარდი დაუგე ზედა დაბურე სოსანი, ისევ ძაღლის მწერს ეტყვიან ყველაი
ენახმოსანი’’. შოთა რუსთაველმა მას ზემოთ მოტანილი მარგალიტებით უპასუხა. სარგის
თმოგველი დამარცხდა. კეთილგონიერებამ გაიმარჯვა. თამარ მეფემ დათუნა გოცირიძეს
თავადობა მიანიჭა, კახაბერის პატივმოყვარეობა დააცხრო და შეყვარებულები გააბედნიერა.
მართალია, თამარ მეფე დათუნა გოცირიძეს მაშინ თავადობას ვერ მისცემდა, რადგან ეს
წოდება საქართველოში იმ ხანად არ იყო, მხოლოდ XV საუკუნის შემდგომ დამკვიდრდა,
მაგრამ მეფეს ყოველთვის შეეძლო ვინმე უაზნო აზნაურად გაეხადა, აზნაური კი – წარ-
ჩინებულად.
123
ფატმან გოცირიძე
ანა გოცირიძე და უჩა მიშველაძე
ნიკოლოზ გოცირიძე და მარიამ
ანა გოცირიძე და უჩა მიშველაძე და ბარბარე მიშველაძე გოცირიძე
124
გომართელები
აზნაურული გვარი იმერეთში. წულუკიძეების
აზნაურები.
ივანე გომართელი გამრეკელ – თორელი
ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. როგორც ვახუშტი აღნიშნავს „ძველთა მთავართა
გვარი“. გამრეკელ–თორელები XII–ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის
დროს გამრეკელ–თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. გამრეკელთა გვარიდან არის წარმოშობილი
გამყრელიძეები და ჯავახიშვილები. 1454 წელს მეფე გიორგიმ გორის მოურავობა
გამრეკელ ჯავახიშვილს უბოძა. თამარის მეფობის დროს „და ებოძა ამირახორობაი გამრეკელსა
თორელსა, რომელი ამირსპასალარიცა იქმნა შემდგომად სარგის მხარგრძელისა“.
თამარიის მიერ გამრეკელ–თორელის დანიშვნა ამირახორად პ. ინგოროყვას ისევ გიორგი
III–ის დროს დამცრობილი საგვარეულოს რესტავრაციად ა ორბელა აჯანყებამდე არსებული
მდგომარეობის აღდგენად მიაჩნია.
გამრეკელ–თორელების მოხელეობა სამეფო კარის ცენტრალურ უწყებაში, წყაროების
მიხედვით, თამარის დროს გამრეკელ–თორელით იწყება. მაგრამ თორელები გიორგი III–ის
დროს (და ამაზე ადრეც) უკვე იყვნენ „საქვეყნოდ გამრიგენი“. გამრეკელების მოხელეობა
გიორგი III–ის დროს, ჩვენი აზრით ანისის ამირობი დაიწყო.
გამრეკელთა გვარიდან არის წარმოშობილი ჯავახიშვილები და გამყრელიძეები. 1454
წელს მეფე გიორგიმ გორის მოურავობა უბოძა გამრეკელ–ჯავახიშვილს.
გვიან საუკუნეებში გამრეკელთა საგვარეულო დაკნინდა და ისინი რიგით თავადებად და
აზნაურებად იწოდებიან.
გაბუჩიები
აზნაურული გვარი ოდიშში ჩიქოვანების აზნაურები.
125
განძიელები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. თავად ავალიშვილების
აზნაურები.
1747 წლის 20 ივნისს ზაალ ავალიშვილმა, ქაიხოსრო ავალიშვილმა, ზაალ აკალიშვილების
აზნაურებმა ზურაბ ციმაკურიძემ, ესასტი განძიელმა, ოთარ განძიელმა... და სხვებმა პირობის
წიგნი მისცეს ანტონ კათალიკოზს.
გარდაფხაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სვანეთის თავადები.
ქვემო სვანეთში დიდი რაოდენობით ყმა–მამულს ფლობდნენ
თავადი გარდაფხაძეები. გარდაფხაძეები (10 ოჯახი) ფლობდნენ
6000 დესიატინ მიწას, გარდაფხაძეები და გელოვნები ფლობდნენ
დადიანის მთას 1000 დესეტინა ფართობით.
გალდავა
აზნაურული გვარი ოდიშში. XVI საუკუნის ერთ–ერთ ოთხთავის მინაწერში მოხსენიებულია
მათე გალდავა: „ღმერთო შეიწყალე სულითა და ხორცითა მათე გალდავა დღესა ამას
სოფლისა სიამით და დღეგრძელობითა მიმყოფე და მუნ საუკუნოსა მართალთანა ამრიცხე და
ნუ მიზამ მტერთა გულთასა ამინ. უფალო და კრიალისო, ისმინე, უფალო“.
ნესტორ გარდაფხაძე
126
გუგუნავები
ფეოდალური საგვარეულო გურიაში. იყვნენ თავადებიც დ აზნაურებიც. XVIII საუკუნეში
გუგუნავები გურიის სამთავროს კარზე ფლობდნენ ფრიად საპატიო სახელოს. ისინი იყვნენ
გურიის მდივან ბეგები. გუგუნავები შეტანილნი არიან რუსეთის საგვარეულო წიგნში.
გურგენიძეები კახეთის
კახელი გურგენიძეების ერთი შტო გათავადდა 1744 წელს. „თავადი გურგენიძეები ძველად
იყვნენ თავადნი შილდისისანნი, რომელნიცა ასწყდნენ და არავინღა დაშთა გვართა
მათაგანი, ხოლო უკანასკნელ მოხელის ძემან სოლომონ, რომელიც იყო აზნაურად ცალმოგვად
დიდად ემსახურა მეფესა ირაკლის. ოდეს ნადირშამ წაიყვანა მეფე ირაკლი ინდოეთსა
შინა, თანა წარიყვანა მუნ სოლომონ და თავდადებითაც ემსახურა. ამისთვის მეფემან ირაკლი
უბოძა თავადობა და უწოდა გურგენიძეობა და არიან ესენი წელსა 1744–სა წოდებულადვე
თავადად. რომელნიცა აწ მოსახლეობენ შილდასა შინა და იწოდებიან სოლომონ მარდლის
შვილებად თავადად გურგენიძეებად ესენი და ამათი სახლისკაცნი“.
გურგენიძე ცნობილია XII საუკუნიდან: იჩქით გურგენიძე წინდის ეკლესიის აღმშენებელი.
დავით გუგუნავა დავით გუგუნავა
127
გურგენიძეების ოჯახი
გურიელების მოურავი ირაკლი გურგენაძე
მეუღლესთან, ანეტა კუპრაძესთან ერთად
ვერა და გიორგი გურგენიძეები დავით გურგენიძე
ივანე გურგენიძე ოჯახით
128
გუნცაძეები
იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული
აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის
შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი
ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს სტუმარს
„კვალითიო“ უპასუხნია მპოვნელს. ასე დაერქვა სოფელს კვალეთი“. XIV–XV საუკუნეების
ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულია გიორგი გუნცაძე. „ვიგულვე და ვიგულისმოდგინედ
ჩუენ, ფრიად ცოდვილმან და ყოვლის კაცის უნარჩევესმან, ჩუენ გიორგი გუნცაძემ და
მეუღლემან ჩემმან ჩხეიძის ასულმან მარიამ ჩვენის მოძღვრის მთავარეპისკოპოსის სვიმონის
ბრძანებით, გამოვიძიე სა..თა სასოებით მოქცევად
ამ საგვარეულოს ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დავით კონსტანტინეს–ძე
გუნცაძეა, რომელიც 1861 წელს დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ კვალეთში. აზნაურის
ოჯახში. რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი.
გედევანიშვილები
აზნაურული საგვარეულო ქართლში. გერბიანი
აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში
კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები
იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს
ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ
მრავალყმიანი მებატონეები.
1764 წელს ანტონ I კათალიკოსმა გედევანიშვილებს
უბოძა დისევის მოურავობა. გედევანიშვილები
აგრეთვე იყვნენ წეროვნის, ძეგვის, არაშენდის
მოურავები.
1778 წლის 9 დეკემბრით დათარიღებულ ერთ–ერთ
საბუთში ბეცია გედევანიშვილი თხოვნით მიმართავს
გედევანიშვილები
129
გარსევანიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და
რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო
კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები
ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული
საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების
აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და
იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ VI–ის შვილების
ვახუშტის, ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები. იესე
იყო სამეფო კარისა და ოქინის კარის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი.
1724 წ. გარსევანიშვილები ვახტანგ
VI–თან ერთად რუსეთში გადასახლდნენ და იქ მათმა
შთამომავლობამ მიიღო გარსევანოვების გვარი. განსაკუთრებული
დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ
მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის
გუბერნიებში.
გარსევანიშვილი
ერეკლე II–ს, რათა თარხნიშვილმა დაუბრუნოს გოროვნელი
ყმა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო.
1799 წლის 7 ივნისით დათარიღებულ საბუთში რევაზ
გედევანიშვილს ქვრივი თინათინი ედავება ზაალ მახვილაძეს
აბისის მამულს და თხოვნით მიმართავს მეფეს.
1783 წლის 29 ივლისით დათარიღებულ საბუთში სარდალი
იოანე გედევანიშვილი უჩივის მერაბ ზედგინიძეს
გოროვნის მამულში ღალის გამოღებას.
„...და სამართლიანის საქმით ერთის ოქმის და იასაულის
წყალობა გვიყავით, რომ რაც ჩვენის მამულის მიწა
მოუხნავს მერაბ ზედგინიძეს, იმისი ღალა უკლებად
მოგვცეს“. იოსებ გედევანიშვილი
130
გაბაშვილები
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია
1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს.
გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს
პოლიტიკურ და ლიტერატურულ ისტორიაში ერთ–ერთი მათგანია ტიმოთე გაბაშვილი,
რომელიც 1738 წელს ალექსანდრე მეფემ გაგზავნა რუსეთის დიპლომატიური მისიით.
1743 წელს მიიღო კათედრა ქართლის მთავარეპისკოპოსისა, რომელსაც პირველი ადგილი
ეჭირა კათალიკოსის შემდეგ.
ბესარიონ გაბაშვილი, ბესიკი. გამოჩენილი პოეტი და დიპლომატი. 1778 წლის 10 აგვისტოს
იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა რუსეთის გზით ირანში გაგზავნა ელჩად.
ამავე დროს გაბაშვილები იყვნენ მუღანლოს ქართლის სამეფო მოურავები.
გაბადაძეები
1663 წლის 27 აგვისტოს შაჰნავარზის ძე გიორგი დავით გაბადაძეს ყმა–მამულს წყალობის
წიგნს აძლევს.
გაბაშვილების საგვარეულო სახლი გენერალი ვასილ გაბაშვილი
131
გოგიბაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს გოგიბაშვილები მოხსენიებულნი
ჰყავს როგორც“... ვიეთნი ძველის გვირისანი, ვითარცა გოგიბაშვილი...“
1736 წელს პოვნია ავალიანი გიორგი გოგიბაშვილს წიგნს აძლევდა და ეუბნებოდა: „ბითაძის
ბარზის სახლის – კაცი ვიყავ და ბატონი გაგვიწყრა და სულ ცოლშვილით დაგვყიდა. მე
გამოვიპარე და მოველ და შემოგეხვეწე, თავიცა და ცოლშვილიც ნასყიდად მოგეც“.
გოგიბაშვილები ყმა–მამულის მფლობელი აზნაურები იყვნენ.
გოშაძეები
ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ 1413–
1414 წწ. ეკუთვნის. გოშაძე მეგრული გვარსახელის გოშუას
ქართული შესატყვისია. ისტორიული გადმოცემით, გოშა-
ძეები ძლიერი თავადები იყვნენ ჯერ კიდევ ჩიქვანთა განდიდებამდე.
გოშაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XV საუკუნეშია
სავარაუდებელი. XVII ს. გოშაძეები ძლიერი თავადებია. ამას
მოწმობს თუნდაც ის გარემოება, რომ გურიის მთავარი ქაიხოსრო
I გოშაძის ასულ ხვარამზეზე დაქორწინებულა. XVIII
ს. პირველ ნახევარში გოშაძე ოდიშის სამთავროში ჯერ
კიდევ „უწარჩინებულეს და შემძლებელ“ გვარად ითვლებოდა.
XIX ს. პირველ მეოთხედში კი ნიკო დადიანის ცნობით,
გოშაძეთა საგვარეულო უკვე „დამდაბლებულნი“ ჩანან.
XVIII ს. შუა წლებიდან გოშაძეებმა, როგორც ჩანს, თავადის
ღირსებაც დაკარგეს და აზნაურად ჩამოქვეითდნენ.
გოშაძე
132
გეგიძეები
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ.
ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგი-
ძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე
სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფეს-
თან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად
რაიონში დაჭერილი უშველებელი ცოცხალი ზუთხი უბოძებია.
სამაგიეროდ მაჭუტაძეს თავისი აზნაური პატარა გეგიძე მიურთმევია
მეფისთვის. მეფეს ძალიან გაუხარდა ბავშვის ჩუქება.
ობოლი მათთან დაბინავდა, როგორც საკუთარი ღვიძლი შვილი
ისე ზრდიდნენ მეფე და დედოფალი...“ შემდეგში გეგიძე გახდა
ინვალიდთა ლეგიონის უფროსის მოადგილე.
გაბილაშვილები
„ზაბილ გაბილაშვილი იყო ასული ლეონ III სომეხთა მეფისა. ამან აღზარდა ობოლი ვინმე
ყრმა და უწოდა გაბილაშვილად. ამის გამო მიიღეს აზნაურობა და მათ შთამომავალს ეწოდა
გაბილაშვილობა“.
გვერდწითელები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ
ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლ-
თუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი
მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ შერიგებითა
მამატყუილეს, სახლთუხუცესი ნიკოლოზ ხოსია გულბადაშვილი გაგზავნეს იმერეთს
და კიკნაძეები მოიყვანეს, მამის ციხეს უღალატეს. გვერდწითელი გიორგი სახლთუხუცესი,
თავიანთი ნათლიმამა მოკლეს, ნათლიდედა, სახლთუხუცესის ჯალაბი, ჯაჯით მოკლეს –
საქონელი გამოაჩინეო, თავის ნათლული ციხიდან გადააგდეს და ნადირ–ფრინველმა შეჭამა“.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
რას იზამ ასეთებიც ხდებოდა.
ნინო გეგიძე
133
გილდაშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1777 წლის ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულნი არიან
როგორც აზნაურები, „...მერმე ამას მოვახსენებ ჩემის ხელმწიფის შვილს: ახმეტის ექვსი საკომლოს
მამულის წყალობა დავითისა და საჩინოსი გვქონია თქვენგან გილდაშვილის ნაქონი
ბეითალმანი. ახლა ის საკომლოები მეკარგება. სულ იმ გილდაშვილს უჭირავს...“
გამსახურდიები
აზნაურული გვარი ოდიშში. სათავადო აზნაურები. ვახტანგ VI–ის ამალაში იხსენიება
აზნაური გამსახურდია. როდესაც ის რუსეთში წავიდა. ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის დროს
რუსეთის მხარეზე მსახურობდა პოლკოვნიკი გამსახურდია.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ტფილისის მიტროპოლიტი იყო პავლე გამსახურდია.
გამსახურდიების გვარის უკვდავსაყოფად საკმარისი იქნებოდა გაგვეხსენებინა დიდი ქართველი
მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და მისი ვაჟი დამოუკიდებელი საქართველოს
პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ მუზეუმი აბაშაში
134
გურამიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები
მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა
შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ყოფილან ზედგინიძეები. კერძოდ, იო-
თამ ზედგინიძის შვილი გურამი. XVIII საუკუნის დასასრულისათვის გურამიშვილების გვარი
რამდენიმე განშტოებისაგან შესდგებოდა. მათი ერთ–ერთი განშტოებაა ტუსიშვილების ფეოდალური
გვარი, კახეთის ერთ–ერთი შემძლებელი გვარი. გურამიშვილების მამულები უმ-
თავრესად ავჭალის, საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში იყო.
გურამიშვილების საგვარეულოდან მრავალი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა გამოსული.
მათგან გამორჩეულია დიდი პოეტი დავით გურამიშვილი, რომელსაც მალე უკრაინის
მართლმადიდებლური ეკლესია წმინდად შერაცხავს.
1738 წ. ეპისკოპოსმა იოსებ სამებელმა და მღვდელთმონაზონმა ქრისტეფორე გურამიშვილმა
მოსკოვის სტამბაში დაბეჭდეს „ზატიკი“, ხოლო 1741 წელს „მარხუანი“.
გვარამაძეები
ფეოდალური საგვარეულო მესხეთში, აზნაურები. ამ გვარის
ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ვაჩე გვარამაძე.
რომელიც XIII საუკუნეში კათალიკოს მიქაელის მსახურთუხუცესი
იყო. „ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგეცით სამამულოდ
შენ ვაჩე გვარამაძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, კათოლიკე
ეკლესიასა სამსახუროდ სოფელი ორმაშენი ყოველი.“
XVIII საუკუნეში გვარამაძეები ჩანან ციციშვილების აზნაურებად.
ციციშვილებმა მოინდომეს გვარამაძეების დაკნინება.
მაგრამ სამეფო კარმა გვარამაძეებზე ციციშვილების
ბატონობა ძალადაკარგულად გამოაცხადა და გვარამაძეები
სახასო (ამეფო) აზნაურებად გამოაცხადა. გვარამაძეების
გვარი შეტანილია რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ივანე გვარამაძე
135
გურამიშვილი ელისაბედი. გურამიშვილი
ნ. გურამიშვილი მეგობრებთან ნიკო ნიკოლაძე და მისი მეუღლე
ოლღა გურამიშვილი ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე
136
გოგორიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილი გოგორიშვილებს
სამცხის თავადებად ასახელებს.
ბაზალეთის ომის დროს სააკაძის საშველად სამცხედან მესხთა ჯარი ჩამოვიდა დავით
გოგორიშვილის სარდლობით. დავით გოგორიშვილმა ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინა იმით,
რომ სააკაძის აბჯარი აისხა და სააკაძის ცხენზე ამხედრებულმა ფაქტიურად გადაარჩინა
დიდი მოურავი სიკვდილს, თვითონ კი დაეცა ბრძოლის ველზე ზურაბ არაგვის ერისთავის
მიერ.
ისტორიაში ცნობილია ცნობილი ქართველი არტილერისტი მაიორი გიორგი გურამიშვილი,
რომელსაც ერეკლე მეფის განკარგულებით თბილისზე მომავალ გზას იცავდა აღა–მახმად
ხანის შემოტევისაგან.
გურიელი ერისთავის სასახლე
137
გოგიტაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები.
გურიელები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის
მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის
ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი
მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის უფროსი,
სახლის სხვა წევრები – ბატონიშვილებად. გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო
ოზურგეთი. საგვარეულო საძვალე მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფ. შემოქმედებაში,
XII საუკუნის მეორე ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელებს ოსმალეთის სულთანი
ამტკიცებდა. XIII საუკუნის 70–იან წლებიდან გურიელები ფაქტობრივად გათავისუფლდნენ
ოსმალეთზე დამოკიდებულებიდან. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად
1830 წელს გააუქმა. მას შემდეგ „გურიელი“ მათ გვარად გადაიქცა.
138
მარიამ მელიქისჰვილი, მამია გუჯაბა
გურიელი რიელის მეუგლე
დიმიტრი გურიელის სასახლე
139
გელოვანები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები.
ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს
„ხოლო სვანეთს – გეელოვანი, და არღარა ეგოდენის ძალის და უფლების მქონე სვანთა
ზედა“. დადეშქელიანების გაძლიერებამ გამოიწვია გელოვანების დასუსტება და ისინი, როგორც
ჩანს ლეჩხუმში გადმოვიდნენ, მაგრამ სვანეთშიც შეინარჩუნეს დიდი რაოდენობის
მამულები. XIX საუკუნეში ქვემო სვანეთში დიდი რაოდენობით ყმა–მამულს ფლობდნენ
გელოვანები და გარდაფხაძეები.
XVIII საუკუნიდან ლეჩხუმს განაგებდნენ სარდალ–მოურავი გელოვანები. XVIII საუკუნეში
ლეჩხუმის მთავარსარდალი ქაიხოსრო გელოვანი.
ლეჩხუმის მბრძანებელი ქაიხოსრო გელოვანი, რომელიც „დიდშემძლე კაცად“ ითვლებოდა
არ იყო გრიგოლ დადიანის კმაყოფილი, მან კავშირი გააბა იმერეთის ყველაზე ძლიერ ფეოდალთან
ზურაბ წერეთელთან და „ესევითარი შეთქმულებით გადააგდეს დადიანი გრიგოლ
და იქმნა დადიანად მანუჩარ“. გელოვანმაც უფრო დამოუკიდებლად იგრძნო თავი მანუ-
ჩარისაგად, რადგან ეს უკანასკნელი მან გაადადიანა, ამის სანაცვლოდ 1795 წელს მიიღო
ანდრია გელოვანი გელოვანი დადეშქელიანი თამარ გელოვანი და
ნადია ჩიკვაიძე
140
ლენტეხი და ლაშარას ციხე მასში შემავალი სოფლებით.
გარდა ამისა ქაიხოსრო გელოვანი ხორგიც
მოურავადაც დაინიშნა.
გელოვანი გაბრიელი – XVIII საუკუნის I ნახევრის
ქართველი მწერალი 1724 წელს ვახტანგ VI გაჰყვა
რუსეთში. იქვე დაიწყო სამსახური, 50–იან წლებ-
ში მთავარიმ საპოლიცმეისტერო კანცელარიის კაპიტანი
იყო.
გელოვანი არჩილ – საბჭოთა საინჟინრო ჯარების
მარშალი.
გელოვანი მირზა – ქართველი პოეტი.
გელოვანი მიხეილი – ქართველი მსახიობი და რე-
ჟისორი.
კონსტანტინე ლევანის ძე გელოვანი
ანდრია გელოვანი ძმასთან და
ოჯახთან ერთად
ნიკოლოზ გელოვანი, გრიშა
დადიანი, გრამიტონ გელოვანი და
მიხეილ გელოვანი
141
გულაიზაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები.
გოგიბაშვილები
გოგიბაშვილები კერძოდ ბეჟანი იყო ზაალ თარხნიშვილის აზნაური. 1722 წლის 5 ნოემბერი
ყმობისა და მამულის ნასყიდობის წიგნი, მოცემული თარხნიშვილის მიერ.
გოგიბაშვილი მოურავი სარქისას სოფელში. გოგიბაშვილი შანშიაშვილთა შტოგვარია.
გიგინეიშვილები
აზნაურული გვარი საქართველოში. წარმო-
შობით იმერეთიდან. იყვნენ როგორც გურიელის
აზნაურები ასევე დადიანის აზნაურებიც. შეტანილნი
არიან ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურ-
თა სიაში.
საფო გიგინეიშვილი-მგელაძე
გეგენავები
აზნაურული გვარი ოდიშში. 1636–1639 წლებში. ოდიშის მთავარმა, რუსეთში გააგზავნა
ელჩობა სამთავრო კარის მღვდელის გაბრიელ გეგენავას მეთაურობით. (ლევან II დადიანმა).
142
გოგოლაძე–გოგოლაშვილები
აზნაური გოგოლაშვილი მიხლანჯი მოიხსენიება 1721 წ.
ავაზანს. აქვეა აზნაური გოგოლაშვილი – გოგოლაძე.
გულაბერიძეები
აზნაურული გვარი საქართველოში სვიმონ IV გულაბერიძე. კათალიკოს პატრიარქი –
1147–1146 წწ ნიკოლოზ I გულაბერიძე. საქართველოს კათალიკოს პატრიარქი – 1151–
1178 წწ.
გიორგი გოგოლიშვილი და ილიკო,
აგრაფინა და დიმიტრი ჯაყელები
143
გლურჯიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. აზნაური იოსებ გლურჯიძე მოხსენიებული 1760 წლის „არზა
იოსებ გლურჯიძის ყმის თაობაზე თეიმურაზ II–ის თქმით.
1712 წლის ივნისში თამაზ ბეკური ნასყიდობის წიგნს აძლევს აზნაურ მანუჩარ გლურჯიძეს.
გველესიანები
საგვარეულო საქართველოში. სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა
მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში,
კახეთში.
იმერელ გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო
აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო აზნაურის ტიტულს.
1850 წელს მათი გვარი შეიტანეს რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“, პეტერგენის
გენეალოგიურ საიტზე განთავსებულ სიაში, რომელშიც ის გვარები დასახელებული, რომლებმაც
1800 წლიდან 1917 წლამდე მიიღეს რაიმე სახის ტიტულები, აზნაურობა და თავადობა,
მოხსენიებულნი არიან გველესიანები, როგორც რუსეთის იმპერიის შთამომავლობით
აზნაურული გვარი.
საქართველოში ცხოვრობს 2683 გველესიანი, მათგან თბილისში 0 834, ზესტაფონში – 401,
ჭიათურაში – 294 და სხვა.
1817 წლის კამერალურ აღწერაში მოიხსენიება გიორგი გველესიანი.
რომანოზ გველესიანი (1859–1884) ქართველი მხატვარ პეიზაჟისტი და გრაფიკოსი.
გორდიშვილები
გორდიშვილის ნაქონი განაყოფი მამული და მასზე მოსახლე ჩერქეზი და ოსი აზნაურიშვილები,
თავიანთი მამულებით, თეიმურაზ მეფემ უწყალობა ჩერქეზ–ალადაღიშვილს“ (1662
წელი)
144
გუგულიები
ოდიშის აზნაურები. ვახუშტ ბატონიშვილის მიხედვით ქსნის ერისთავის აზნაურები
განძელებიდან იღებს სათავეს გუგულიების გვარი. 1783 წლიდან ერთი შტო გადავიდა
იმერეთის სამეფოში, სადაც ეს გვარი შესცვალეს „იმერთ ენის თვისების გამო“. ოდიშში მათ
გადასვლის თარიღი უცნობია, მაგრამ იონა მეუნარგიის თქმით ისინი ძალზედ დაახლოებული
პირები იყვნენ დადიანებისა.
გრიგოლიები
1904 წელს მარანში მცხოვრები გრიგოლიები აზნაურები იყვნენ. გოშაძე (ოდიშის თავადნი)
გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა
დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული
და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან
იწოდებიან გოშაძეებათ.
დავით გრიგოლია
მეუღლესთან ანა მუსხელიშვილთან
ერთად
გრიგოლია
145
გულბადაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
გუგუშვილები
აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები.ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების
ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი
გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.
გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის თავადაზნაურთა სიაში. გუგუშვილები
იყვნენ გერბის მატარებელი აზნაურები.
იონა გუგუშვილი სამსონ გუგუშვილი და ანეტა
გუგუშვილი-ხორავა
ცაცა გუგუშვილი, აკაკი
ქვარიანი, პასიკო თოფურია
გიჟიმყრელები
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთველის სადროშოში შემავალი თავადაზნაური.
ნუსხაში მოხსენიებულნი არიან „გიჯიყრელნი, ერთობით, ყმით, სახელოთ და განაყოფით...“
146
დადიშქელიანები
ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა
საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო
სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი
ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო (1812). შინააშლილობის გამო დადეშქელიანების
სამთავრო XIX ს. 20–იან წლებში ორად გაიყო. 1833 წელს დადეშქელიანებმა რუსეთის ქვე-
შევრდომობა მიიღეს.
მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილ) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) ეცერ–
გობიტაშვილი-რობიტაშვილი
ამათნი წინაპარნი არიან საბერძნეთიდგან თანა მოყოლილ თავადის ანდრონიკესი დროსა
მეფისა გიორგისასა წელსა 1144–სა. რომელიცა ამათ წინაპარი იწოდებოდა სახელით გობიტად
და ესე მიღებულ იქმენ თავადადვე გობიატშვილებად და არიან მუნიდგან მცხოვრები
ფხოელსა შინა ერთ სახლად, აწ კონსტანტინეს შვილებად წოდებულნი.
რობიტაშვილი დავითაშვილი
დ
147
დავითაშვილები
ფეოდალური გვარი ქართლში. იყვნენ თავადებიც, აზნაურებიც და გლეხებიც. „აწინდელ-
თა მთავართა გვართათვის“ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდან, ხოლო
რამზისშვილი და დავითისშვილი არიან ავ–გიორგის ძმის დიმიტრისაგან რომელი არჩენა
მეფემან და არიან მიერითგან აქა“.
„დავითისშვილები გვარით ბაგრატიონები არიან, რომლებიც სახლობენ წულას ხეობაში.
კერძოდ ცხინვალში. ესახლენ ორ სახლად: 1) ზაალიშვილებად და 2) ელიზბარისშვილებად,
ხოლო მათი განაყოფები (მდაბიონნი არა თავადნი) ესახლნენ ფციაში მანშეშვილებისა და
ლეონისშვილების გვარით“.
დავითისშვილების აზნაურობას ამტკიცებს ერთ–ერთი წყალობის წიგნი, რომელიც
არაგვის ერისთავმა მიართვა დავითისშვილებს „ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ ჩვენ, არავგსი
ერისთავმან ბარძიმ თქვენ დავითაშვილს. ასე, რომ მიხვედით კარსა დარბაზისასა ჩვენისასა
და თქვენი ბიძაშვილის ყმასა და მამულს გვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი,
შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენის ბიძაშვილის გოგიას ბეითალმნი მამული, ამ საქმით, როგორც
ბატონის მამიჩემის დროში შენი მამული გქონია, იმ საქმით მოგეცეს და გიბედნიეროს
ღმერთმან, ჩვენს ერთგულებასა და სამსახურსა შიგან“.
ცხუმ–ბეჩოს მფლობელად ცნო. რუსეთის მთავრობაში
შესული დადეშქელიანები თვითონ მართავდნენ თავიანთ
სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ.
1841 წ. მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდილოეთ
კავკასიის მთიულებთან ბრძოლაში დაიღუპა. თათარყანმა
ციოყის მემკვიდრეობის მეურვეობის უფლება მოითხოვა,
მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების
(1850) შემდეგ. 1855 წ. ისლამ და თენგიზ დადეშქელიანებმა
მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 წ. მეფის
მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დადი-
შქელიანები სამუდამოდ რუსეთის შორეულ გუბერნიებში
გადაასახლა. ეცერ–ცხუმირ–ბეჩოს დადეშქელიანებს კი
ძველი უფლებები ჩამოართვა და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს.
148
დაფქვიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. საციციანის აზნაურები XVIII საუკუნის საბუთები. 1757
წლის 5 სექტემბერს ივანე დაფქვიაშვილმა აზნაურმა არზა მისწერა თეიმურაზ II–ს წყლის
თაობაზე.
დოლენჯიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. წარმოშობით არიან მესხეთიდან: თავადი დოლენჯიშვილი
ძირით სომხითის თავადნი არიან და მიიღეს გვარად სახლისა გამო დოლენჯისა
მეფობისა ვახტანგისასა ქრისტეს აქუთ 1703 წ და მენითგან იწოდებიან დოლენჯიშვილებად.
ამათნი წინაპარნი ცნობილნივე იყვნენ დროსა მეფეისა სვიმონისასა წელსა ქრისტეს აქუთ
1624 და მათი გვარი რომელნიმე არიან ახალციხის ნაწილთა შინა.“
იოთამ დოლენჯაშვილი 1721 წ. აღწერით მებატონე ცხოვრობდა დმანისში. ყმები ჰყავდა
სამღერეთისა და სამღერეთის ახალშენში. ზაალი დოლენჯიშვილი მებატონე ცხოვრობდა
დმანისში. ჰქონდა მამულები და ჰყავდა ყმები. დოლენჯიშვილები არიან ჯიგრაშენის
მოურავები. აგრეთვე იყვნენ აზნაურებიც. 1713 წელს არსენ დოლენჯიშვილმა მანგლისის
მთავარეპისკოპოსმა დოლენჯიშვილთა გვარის ღალის გადასახადისაგან გაათავისუფლა მანგლისის
მცხოვრებნი.
ანტონ დუმბაძე შვილებთან მათე და გურგენ დუმბაძეები
149
დაშნიანები
აზნაურული გვარი დას. საქართველოში. წულუკიძეების აზნაურები მთავარანგელოზის
ხატის წარწერაში წერია „ლევან დადიანის კარის მღვდელი აზნაური პავლე გიორგის ძე
დაშნიანი“, რომელიც ე. თაყაიშვილმა ამოიკითხა. 1656 წლის ერთ–ერთ საბუთში გვხვდება
გვარი დაშნიანი.
დუმბაძეები
აზნაურული გვარი გურიაში. დუმბაძეების გვარი ისტორიული გვარია გურიაში. საეკლესიო
ისტორიაში ცნობილია შემოქმედელი მიტროპოლიტი იაკობ დუმბაძე, რომელიც 1682
წელს აკურთხა იმერეთის კათალიკოსმა დავითმა.
დუმბაძე ივან ანტონოვიჩ ანტონ დუმბაძე ივანე დუმბაძე
დანიბეგაშვილები
რაფიელ დანიბეგაშვილმა 1795–1805 წლებში იმოგზაურა ინდოეთში ტიბეტში. ჩინეთში
და გადავიდა რუსეთში. აღწერა მისი მოგზაურობა „აზნაურ რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა
ინდოეთში“.
150
დაუჭამიაშვილი
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთაველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა
და ადგილთა ნუსხაში მოხსენიებულია აზნაური დაუჭამიაშვილი. შეტანილნი არიან
რუსეთის იმ ერიის „ხავერდოვან წიგნში“.
დიდიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩხეიძეთა
აზნაურები.
დოლიძეები
აზნაურული გვარი გურიაში. საქართველოს ცენტრალურ
სახელმწიფო საისტორიო არქივში 1464 წლის 5 აპრილის
თარიღით დაცულია კონსტანტინე მეფის მიერ დოლიძეთათვის
მიცემული სახასო ზვრის წყალობის წიგნი.
ონისე დოლიძე
დვალები
აზნაურული გვარი საქართველოში. ითვლება ერთ–ერთ უძველეს გვარად საქართველოში.
1038 წელს იხსენიებიან მღვდელი მიქელ დვალი და მისი ნათესავი იოვანე დვალი,
ალავერდის სახარების დამწერი 1059 წელს.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
დანდლიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების
აზნაურები.
151
დათუნაიშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. ნაკაშიძეების აზნაურები.
დივანაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ტახტის აზნაურები. „დივანაშვილები არიან გვართი დვიან-
თის გვარისა თუმნის შვილებთაგანი. ილანიდან მოსულნი. ამათმა გვარმა პირველმა განითავსა
თუმანიშვილობა და მეორემ დივანაშვილობა“. 1690 წლის ნასყიდობის წიგნში მოხსენებულია
გოლუა დივანაშვილი. 1721 წლის აღწერით მოხსენებული აზნაური ბეჟუა დივანაშვილი.
დიასამიძეები
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან
იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს.
დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა
მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა ა სხვა მესხი დიდებულების დახმარებით
ლუარსაბ I–მა დაიპყრო ჯავახეთი და მდ. მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ
ირანის შაჰმა თამაზ I–მა 1553 წელს დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ
წაიყვანა. 1576–78 წწ. დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ
შეთქმულებაში. 1578 წელს ოსმალთა მიერ სამცხე–საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების
სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI–XVIII ს–ში დიასამიძეების
გვარიდან იყვნენ ქართლის კათოლიკოსები. მცხეთის ბოქაულთუხუცესები. ჯვრის მონასტრის
წინამძღვრები დ სხვა, კახეთში – ბოდბელები. XVII ს. 30–იან წლებში დიასამიძეებმა
მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა
მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.
152
დემეტრაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. რაჭის ერისთავის აზნაურები.
დალაქიშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. იყვნენ გლეხებიც. „სოლომონ და დავით მეფეს შორის 1789
წელს სამდურავი ჩამოვარდა. მიზეზი ის გახდა, რომ სოლომონმა კლდიდან გადმოგდებით
მოკლა ბეჭუა მასხარაშვილი. საყვარელი მონა მეფე დავითისა. „აღვიდა დავით ახალციხეს,
და შემოიკრიბა ლეკნი და ჩამოსულსა იმერეთს, მოურთვნენ იმერნიცა. ამჟამსა ვაკელმან
დალაქიშვილმან დაჰსცა ბუკსა ამბოხისასა და აღადგინა შფოთი დიდი იმერეთს. რომელ ამა
დალაქიშვილს ეპყრა მხარე მეფის დავითისა, ჰსძლო მეფესა სოლომონსა და დაიპყრო იმერე-
თი 1790 წელსა“.
ნესტორ დემეტრაძე დემეტრაძე
დვალიშვილები
აზნაურული გვარი
153
დემურიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1692 წლის ერთ–ერთ საბუთში გიორგი მეფე ჰპირდება
დემურიშვილებს, თუ საბატონოს დავიბრუნებ მამულს გიწყალობებო.
დარჩიბეგაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ალექსანდრე I–ის შვილი დიმიტრი, რომელიც თავის თავს
მეფეს უწოდებდა 1445 წლის 26 აგვისტოს ზაქარია დარჩიბეგიშვილს აძლევს სიგელს და
ყმა–მამულს.
დარახველიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. რაჭის ერისთავის აზნაურები.
დემურიშვილები იაზონ დემურის ძე დემურიშვილები
154
დგებუაძეები
ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე
ჰქონდათ ოჩეში.
„დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა
ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და
მუნითგან ოდიშშს და მეფემან მიიღო თავადათ წელსა 785–სა“.
1798 წლის ცნობით „...სარდალ მოურავმა გელოვანმან ქაიხოსრომ და მეუღლემ ჩემმან დგებუაძის
ასულმან როდამ აღვაშენეთ ეკლესია ესე.. და შევამკეთ ყოველთა სამღვდელოთა და
წიგნითა დავახტვინდა კანკელი...“
დავით დადიანის დროს რუსული კანცელარიის მწერალი იყო ევგენი დგებუაძე, ხოლო
გრიგოლ დგებუაძე იყო სასახლის კარისკაცთაგანი.
1848 წელს მარი ბროსეს სამეგრელოში მოგზაურობის დროს თან ახლდა თავადი სიკო დგებუაძე.
კოკონია დგებუაძე
მიქელაძე,დგებუაძე ჩხეიძე პაუსია დგებუაძე
დგებუაძე
დგებუაძე
155
დეკანოზიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. „საციციანოს ხეობის აზნაურის დეკანოზიშვილების წინაპარნი
საბერძნეთიდან მოსულან ბაგრატ მეფის დროს 1028 წ. მოყოლილი ზითვებში ბერძენთ
მეფისა ელენნესი ღვდლად და ყვა მას შვილნიცა და იწოდებოდა მღვდელი იგი დეკანოზად.
ამის გამო გაუგვარდათ გვარი ასე. ესენი არიან ზოგნი ქართლის მოსახლენი, ზოგნი კახეთს
და ზოგნი იმერეთს და იყვნენ ამათნი წინაპარნი დროსა მეფისა ბაგრატისასა წელსა 1028 და
არიან ტრაქტატსა შინა მოხსენიებული“.
ალექსანდრე დგებუაძე ბესარიონ დგებუაძე დავით დგებუაძე
გიორგი დეკანოზიშვილი
გიორგი დეკანოზიშვილის
დედისეული სასახლე
თბილისში
156
ესტატეშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. წერეთელთა აზნაურები.
ეგრისელაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1721 წლის აღწერით „ქ. იარალიშვილის
ხეობისა აზნაურიშვილი გიორგი ეგრისელაშვილი“.
ებრალიძეები
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები.
ელისაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები.
ელიავები
აზნაურული გვარი ოდიშში. საეკლესიო აზნაურები.
ე
157
ედიშერაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. XIV საუკუნის დასასრულს თემურ ლენგის შემოსევის დროს
ბაგრატ V–ს ამალში ირიცხებოდა აზნაური რუსი ეგნატაშვილი, რომელმაც მეფის დავალება
შეასრულა და წერილი წაუღო ქუთაისში უფლისწულ გიორგის, რომელიც მომზადებული
დახვდა მტერს და ქართველებმა შესძლეს მტრის მოგერიება.
საქართველოს ისტორიაში ცნობილია ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი.
ენაკოლოფაშვილები
ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა
ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.
სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და
დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ
დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ მირზა გურგინა და ძმა მისი მირზა
მიხეილა, ვინაიდგან სპარსისა და არაბულისა ენისა და წიგნისა და წერისა მეცნიერნი იყვნენ
და საკუთარნი.
ელიოზიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ვახუშტი აღნიშნავს: „...ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზიშვილი
ამათგან გამთავრებულნი ესრეთ, რომელიმე ამაღლებულან და რომელნიმე დამდაბლებულან
ჟამთა ცვლილებითა ანუ გაყრითა ძმათა“.
ქვემო ქართლს მემამულეები. საკათალიკოსო აზნაურები და მოურავები. სვეტიცხოვლის
მამულების მოურავები წეროვანში და გოროვანში.
1714 წლის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია ზაალ ელიოზიშვილი.
1700 წელს მოხსენიებულია ოქრუა გელიაშვილი ელიოზიშვილების გლეხი მეტეხიდან.
1797 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში მოხსენიებულია ელიოზიშვილი ნინია
აზნაური.
ნიკოლოზ ელიოზიშვილი, ნაზირი კათალიკოსისა ანტონ მეორის, გარდაიცვალა 1857
წელს ღრმად მოხუცებული.
158
ამრიგად, ენაკოლოფაშვილთა წინაპრები ყარაბახელი სომხები ყოფილან, რომლებიც
საქართველოში დამკვიდრებულან და მეფის კარზე დაწინაურებულან აღმოსავლური ენების
სრულყოფილად ფლობის წყალობით. ამავე მიზეზით შეურქმევიათ მათთვის ენაკოლოფა,
რომელიც აზნაურის წოდების მიღების შემდეგ მათ ოფიციალურ გვარად ქცეულა (ენაკოლოფაშვილის
ფორმით). ეს გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80–იანი წლებიდან
ჩანს: ბეჟან ენაკოლოფაშვილი მოხსენიებულია 1688–1693 წწ. საბუთებში. ის იყო ნაზარალიხანის
მდივანმწიგნობარი, დამწერი მისი რამდენიმე საბუთისა, სამეფო კარის მდწივანმწიგნობარი
იყო აგრეთვე ფარემუზ ენაკოლოფაშვილი, რომლის მიერ შედგენილი საბუთები
1696–1699 წწ. თარიღდება (პალ. II, 133, 134). განსაკუთრებით დაწინაურებულან ენაკოლოფაშვილები
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აზნაური მირზა აფრიამ ენაკოლოფაშვილი 1803
წ. ციციანოვისადმი მირთმეულ „მოხსენიებაში“ ჩამოთვლის იმ პატივს, რაც მას მეფეთაგან
ჰქონდა: „პირველ მქონდა მირზობა მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა, – წერს ის, და
რუსუმი მქონდა მირზობისა ყაზახიდამ პური იბ ხარვალი, რომელ მეფე გიორგიმ ყაზახის
მახთიდამ ას თეთრად გამიწესა“. ამას გარდა ის ყოფილა არახლოს ელის მოურავი და ღებულობდა
ჯამაგირს შამშადალიდან, ჰქონდა ლაშქარნივისის სამოხელეო სარგო (მასალ. საქ
და კავკ. ისტ. 1949 ნაკ. I. 26, გვ. 44), მირზას წოდება ნიშნავდა მეფის კარზე საქმის წარმოებას
სხვადასხვა უცხო ენაზე. XVIII საუკუნის II ნახევრის საბუთებით ენაკოლოფაშვილები
მეფეებისაგან ხშირად იღებენ ყმა–მამულის წყალობის წიგნებს. 1782 წ. მეფე ერეკლემ მათ
უბოძა „ამოვარდნილი“ ე.ი. უმემკვიდრეოდ გადაგებული სახასო აზნაურის შალიკაშვილის
მამული ქვემო ქართლში. თვითონ ენაკოლოფაშვილებიც იძენდნენ ყმებს უმამულოდ. ისინი
თბილისში ცხოვრობდნენ.
აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ენაკოლოფაშვილები ტყვედ
მოხვედრილან ირანში, მაგრამ მალე დაწინაურებულან და იქაც მაღალი თანამდებობები მიუღიათ.
მათ შორის განსაკუთრებით დაწინაურდა მანუჩარ–ხანი, რომელიც ჯერ სამეფო
ჰარამხანას განაგებდა, შემდეგ იყო ეშიფ–აღასობაში (ცერემონ–მაისტერი), მეფის კარის
დაცვის ხელმძღვანელი, ისპაჰანის მმართველი, ბოლოს კი ლურისტანის და ხუზისტანის
გამგებელი. გარდაიცვალა 1846 წელს, დაკრძალულია ყუმში (ალ, გვახარია, ერთი ფურცელი
ქართულ–სპარსული ისტორიული ურთიერთობიდან: „ახლოაღმოსავლური კრებული“,
თბ. 1983 გვ. 198–201). მანუჩარ–ხანის ძმა იბრაჰიმი (იგივე აბრაჰამი) გარკვეულ როლს
ასრულებდა კავკასიისა და თეირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში, ენაკოლოფაშვილების
ერთ–ერთი წარმომადგენელი რაფიელ–ხან ენაკოლოფიანი გაუცვნია ცნობილ ქართველ
მოღვაწეს ლადო აღნიაშვილს ირანში ყოფნის დროს XIX საუკუნის ბოლოს, პაპაჩემს სომხური
ერთი სიტყვაც არ სცოდნია და აქ გავსომხებულვართო, – უთქვამს მას ლადო აღნიაშვილ159
ელია ელიაშვილი ალექსანდრე ბარამიძე მეუღლესთან
ნინო ელიაშვილთან
აკაკი წერეთელი ნინო და არ-
ჩილ ელიაშვილებთან ერთად
ისათვის (ლადო აღნიაშვილი, სპარსეთი და იქაური ქართველები, გვ. 54).
ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი უკანასკნელი შთამომავალთაგანი ივანე კონსტანტინეს
ძე ენიკოლოფაოვი იყო სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი, ავტორი მრავალი
საინტერესო გამოკვლევისა ქართულ–რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე.
გარდაიცვალა თბილისში 1980 წელს. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს ამ გვარის
მხოლოდ ორი მოქალაქე.
160
ელიაშვილები
აზნაურული გვარი. ამ გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია
ექვითმე ელიაშვილი, ეპისკოპოსი გორისა (1903–1905
წწ). ივანე ელიაშვილი – მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე,
სწავლობდა ოდესისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში, მეგობრობდა
აკაკი წერეთელთან და ივანე მაჩაბელთან.
ერისთავი (ქსნის)
ძველთა დროთანი არავინღა არიან, რომელნიც მოსრულნი
იყვნენ თურქისტანის მხრიდგან ავარიელნი ხალხი, რომელთაცა
დაიპყრეს კასპიის ზღვიდგან ვიდრე შავ ზღვამდის და დაეშვნენ
მუნ დროსა საქართველოს მეფისა გურამ ბაგრატიონისასა.
ერისთავი (არაგვის)
ესე არაგვის ერისთავნი არიან კავკასიის მთით მოსულნი ოსნი
კარგის გვარისანი სიდამონის ძენი. ამათ პირველად მიუბოძა მეფემან
კონსტანტინემ გიორგის ძემან, აზნაურობა და განაწესნა მოხელედ
სიდამონ წოდებული არაგვისა ზედა“.
ელიზბარაშვილები
აზნაურული გვარი საქართველოში. 1803 წელს დავით ბატონიშვილს,
რომელიც გადაასახლეს რუსეთში ახლდნენ აზნაურები. სიმონ
გაბაშვილი, კარასმან ენაკილიფაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი.
1730 წელს ერთ–ერთ საბუთში მიხსენიებულია ელიზბარაშვილი
გიორგი მამასახლისი.
ელარაშვილი
ამათნი წინაპარნი არიან ძველად კავკასიის მთით მოსრულნი
ოსთა აზნაურთაგანი. ცნობილან 1719 წ. ელიყანას შვილებად, რომლისა
გამო გაუგვარდათ ილარის შვილობა. და იწოდებიან ესენიცა
ილარის შვილად და არიან აზნაურადვე ცნობილნი დროსა მეფისა
თეიმურაზისა და ვახტანგისასა და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენიებულნი.
ივანე ელიაშვილი
ესტატე ელიაშვილი
ივანე ელიაშვილი
161
ვაშაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. წერეთელთა აზნაურები.
ვაშალომიძეები
აზნაურული გვარი გურიაში. ნაკაშიძეების აზნაურები.
ვაჩიანიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. მუხრან ბატონის აზნაურები.
ვ
ველუაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. აზნაური
ველუაშვილები მოიხსენიება 1721 წ. წრაქითსა და ჯვარა დმანისში.
162
ვეზირიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი
ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა
თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ
1634–სა.
დოც. შ. მესხიამ გამოაქვეყნა 1803 წელს დათარიღებული „თავადის ვეზირიშვილის გიორგისაგან
უმდაბლესი მოხსენება“. მოხსენების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოში
სამოღვაწეოდ დარჩენილა ნადირ–შაჰის მიერ თავის დროზე ირანიდან გამოგზავნილი ვეზირი.
ამ ვეზირის შვილი გიორგი ციციანოვის მისამართით დაწერილ მოხსენებაში წერს: „მამა-
ჩემი ვეზირი ნადირ ყეენისაგან წარმოგზავნილა საქართველოს მეფე თეიმურაზთან ვეზირად.
და ამ ხარისხითა და მოადგილეობით ემსახურებოდა მეფეს თეიმურაზსა და მეფეს ირაკლის,
და შემდგომად გარდაცვალებისა მამისა ჩემისა. მე პატარა დავრჩი და მე მეფემან ირაკლიმ
მომნათლა და მართლმადიდებლობაში მომიყვანა, და იმის წყალობით ვცხოვრობდი, და
მეფეს ირაკლისა და მეფეს გიორგის სისხლით ვემსახურე, რომელსაც სამსახურის ნაცვლად
მიბოძეს სახელად ნასახჩიბაშის ნაიბობა და გამიჩინეს ჯამაგირი, რომლის ღრამოტტა წარმომიდგენია
თქვენის ბრწყინვალებისათვის, და ტრახტატშიაც ჩემი გვარი გამოცხადებული
არის“. მეტად საგულისხმოა მაჰმადიანი ვეზირის გაქრისტიანებული შვილის თავადობა. მას
ქართველი ფეოდალის თვისებები შეუძენია. იგი სისხლით ემსახურება ქართველ მეფეებს.
ამათ მიერ სახელოთია შეწყალებული და მამის სახელის მიხედვით ვეზირიშვილის გვარს
ატარებს“.
163
ვაჩნაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭავანის და ორთავე გავაზის
მოურავები.
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე:
„დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს
მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“.ესენი ძველად იყვნენ სომეხთავე მეფეთა დროსანი, არტავაზის
შვილებად მოხსენიებულნი მამუკუნიანთა გვართა, რომელნიცა პირველ იყვნენ მოსრულნი
კიტაიის მხრიდგან ვანსა შინა და სპასპეტნიცა სომეხთა მხედრობისა წელსა ქრისტეს
აქეთ 286–სა, ხოლო შემდგომად ამისა გარდმოვიდა კახეთსა შინა ამა ვაჩას შთამამავალი
ვარდან მამიკუნიანი და დაეშენა ხარანბუჯს შინა.
ასლან ვაჩნაძე იყო 1812 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ვაჩნაძეთა საგვარეულოს
ინანიშვილთა შტოდან, კახთა მეფის მდივანი.
ვაჩნაძეები იყვნენ კარდენახის მემამულეები.
1615 წლის კახეთის აჯანყების ერთ–ერთი მეთაური იყო თამაზ ვაჩნაძე.
164
ვახვახიშვილები
ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ძლიერი თავადური გვარი. კახეთში ფლობდნე სხვადასხვა
სახელოს იყვნენ კალაურის მოურავები, კახეთის ბაზიერთუხუცესები.
„მამა გრიგოლი ვახვახიშვილი, ძე ბაზიერთ უხუცესისა და მონაზონი დოდარქელის
მონასტრისა“. მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე.
ბიძინა ვახვახიშვილი გიგო ვახვახიშვილი ვახვახიშვილები
ვახვახიშვილი ვახვახიშვილი
ვაშაკიძეები
ამ გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ტარასი ვაშაკიძე რუსეთის არმიის
გენერალ–მაიორი (1876–1937)
165
ზალდასტანიშვილები
აზნაურული გვარი ქართლსა და კახეთში. ზალდასტანიშვილი
პატარკაცი ასისთავი ზაური 1805 წელს მას დაბრალდა
ალექსანდრე ბატონიშვილისაგან სპარსეთიდან გამოგზავნილი
წერილების მიღება. ამ წერილებით ალექსანდრე
ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურობას მოუწოდებდა
აჯანყებისაკენ. ამ „დანაშაულისათვის“ ზალდასტანიშვილს
ციციანოვის წარდგინებით ჩამოართვეს აზნაურის ღირსება
და სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში.
ზარდალიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1782 წლის საბუთით ზარდალიშვილმა სხვა აზნაურებთან
ერთად მოახდინეს თავდასხმა ბეჟან ამილახვარზე. „ასე რომ თქვენი სისხლი დაგვედო ორ-
თავე ჩვენა და ფურცელაძესა და ჩერქეზიშვილსა, ზარდალიშვილისა და მახატელსა, ჩვენ
რომელიც ოთხასის თუმანიდან შემოგვხვდა ის გადვიხადეთ“.
ზოდელავები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჯაიანების აზნაურები.ზოდელავები საუფლისწულო აზნაურები
ყოფილანდა მე–18 საუკუნის დამლევს ისინი გიორგი ბატონიშვილს ემორჩილებოდნენ და
1904 წლის აღწერის მიხედვით ცხოვრობდნენ და ფლობდნენ მამულებს სავეკუოში, სოფელი
ახუთის თემში.
ზ
166
ზაალიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქვემო ქართლში. ბარათაშვილების
განშტოება და მათი შთამომავლები არიან. ამ გვარის მესვეური იყო
ზურაბ ბარათაშვილის ძე ზაალი.
ძირითადად მეფის აზნაურები არიან: ზაალიშვილები მოიხსენებიან
XVIII ს. შუახანებში. ქაიხოსრო ზაალიშვილის მიერ პაპუნა წერეთლისადმი
გაცემულ ყმის გირავნობის წიგნში. ამ საბუთიდან ირკვევა,
რომ ზაალიშვილი ვალის გირაოდ აძლევს წერეთელს მზარეულიშვილ
სეხსნიას, კაპანაძე კაციას, გოგიას ცოლ–შვილით, მამულითა
და ალაგით ბეგარ–ყალანით. ზაალიშვილი არის აგრეთვე სოლოღაშვილთა
შტოგვარიც. „1728 წ. გიორგობისთვის 9. ჰეჯუბაშვილი
ხახუა ყიდულობს ტაბახმელას ზაალიშვილებისაგან მამულს. ზაალიშვილები
მოდიან თავად სოლოღაშვილებისაგან და ნასყიდობის
წიგნშიც ასე არიან შეტანილნი.
ზაალიშვილები იყვნენ, როგორც აზნაურები, ისე ყმა–გლეხებიც.
ზანდუკელები
აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის აზნაურები.
1783 წლის 24 ნოემბრის ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულია აზნაურ
ბეუან ზანდუკელი შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“.
ზარდიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. სახასო აზნაურები. იყვნენ ქართლის სამეფო მოურავები,
სამოურავო ჰქონდათ მაღრანდოვლეთში.
1769 წლის 3 ივნისს დათარიღებულ საბუთში ზარდიაშვილები დასახლებულები არიან დავი-
თაშვილების აზნაურებად, რომლებიც ქსნის საერისთაოში ცხოვრობენ.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ანა ზანდუკელი
ზაალიშვილი
167
ზედგინიძეები
ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგინიძეები XIV ს I ნახევარში
დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. ზედგინიძეთა
ისტორიასთან დაკავშირებით მოიპოვება ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისა სადაც ნათქვამია:
„ხოლო რომელთამე ამათ გვართა წარჩინებულების გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგის
მეფობის წელს ქრისტეს აქეთ 1465 წელსა და იწოდებოდნენ ზედგინიძეთა და შემდგომად
ოდეს იორამ დეწგინიძემ განაწირა მეფის ალექსანდრეს–ძე გიორგი მეფე ბაგრატიონი ორგულთა
კაცთა ხელთა სიკვდილისაგან და თვით ზედგინიძე იორამ მოკლულ იქნა ნაცვლად
მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთ მისთა გუარად ამილახორობაი და უფროსსა ძესა
მისცა სპასპეტობა ქართლს, მოურაობა გორსა და ციხე გორისჯუარი და სხუანი ადგილნი,
რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვროდ“. ზედგინიძეთა საგვარეულოდან ამილახროდ პირველად
ჩანს თაყა ჯანიბგის–ძე.
ალექსანდრეს მეფობის დროს ზედგინიძეების მეფის ერთგულებას იჩენენ. ასეთი დამსახურებისათვის
ისინი იღებენ გორის მოურავობას, ეზოს ჩუხჩარჩობას, მოლარეთუხუცსობას.
დაბა–სოფლებს, ყმა–მამულს, მაგრამ თუ ზედგინიძეები ალექსანდრე მეფის თვალში „დიდად
ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი“ ჩანან, ასეთად როდიღა იყვნენ ვახტანგ ალექსანდრეს–
ძის მეფობისას. ვახტანგ მეფემ თავისი ქვისლი თაყა ზედგინიძე დაიჭირა და
ლიხთიმერეთს გამოჰკეტა.
ზედგინიძეებმა მალე ბაგრატ მეფის ნდობა დაიმსახურეს და თუმცა დიდი ქრთამით, მაინც
გორის მოურავობა კვლავ დაიბრუნეს და მამულებიც თანდათან შემოიმტკიცეს.
ასეთია ძირითადი მოვლენები ზედგინიძეთა სახლის ისტორიიდან XIV–XV ს.ს.–ში.
ზედგინიძეების ოჯახი
168
ზავარაშვილი
ამათნი წინაპარნი იყვნენ სპარსნი ზავარ აღალარად ხსენებულნი და როსა მეფისა როსტომისა
1655 წ. იწოდნენ ზავარაშვილად და მიიღესღა ქრისტიანობა და არიან ესენი მოხსენებულ
ტრაკტატსა შინაცა.
ზურაბიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.ზურაბისშვილი
ესენი იყვნენ სომეხთ სამეფოდგან მოსრულნი ანის ადგილიდგან დროსა მეფისა ბაგრატისასა,
წელსა ქრისტეს აქეთ 1064–სა და მერე იყვნენ ამათ გვართაგან ორნი ზურაბ და ნაზარ
ზურაბის შვილნი.
თავადური გვარი ქართლში. საზურაბიშვილო ჩამოყალიბდა დმანისის ხეობაში XVII
საუკუნეში. ამ სათავადოს ფუძემდებელია საბრითიანოს სარდალი ზურაბ ბარათაშვილი, რომელიც
მოიხსენიება 1634–1637 წლებში, ბარათაშვილების ერთ–ერთი განშტოება.
ზუმბულიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. საკათალიკოსო აზნაურები. 1781 წლის 20 აგვისტოს გოგია
ზუმბულიძემ არზა მიართვა მეფე ერეკლე II–ს: „მცხეთისა და კოდმანში მამულები მაქვს და
აქამდინ ჩვენს მამულებს გარეშე კაცნი ხნოვენი ბრძანება არა გვქონდა და ღალას ვერავის
ვართმევდით... ვინც ჩვენს მამულს ხნევდეს ღალა მამცენ. ღმერთი გაგიმარჯვებს“.
ივანე ზურაბიშვილი ლევან და არჩილ ზურაბიშვილები
169
ზაზაშვილები
აზნაურული გვარი. „გრიგორი ზაზაშვილი“ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იყო ალავერდელი
მიტროპოლიტი, მიმრქმელი მეფე გიორგი XIII–ისა ძის დავითისა.
თარხნიშვილები
სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. დამაარსებელია გ. სააკაძის შვილი იორამი, რომელსაც
როსტომ მეფემ XVII საუკუნის 30–იან წლებში სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო
აღუდგინა. სხვა მამულებიც უბოძა და თარხნობა დაუმკვიდრა. ამის შემდეგ იორამის
ჩამომავლებს თარხნიშვილები ეწოდათ. ისტორიულ საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებად
და თარხან–მოურავეებად იხსენიებიან. აზნაურ სააკაძეთა გვარის ამგვარი შეცვლა
მათ გათავადებას ნიშნავს. თარხნიშვილების სათავადო მოიცავდა თეძმის ახალქალაქსა
და დიმის მიდამოებს.
დიმიტრი თარხნიშვილი გენერალი თარხნიშვილი თარხნიშვილების სასახლე
თ
170
თამზარაშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. სოლომონ II–მ ბეჟანიკა წულუკიძეს ჩამოართვა „ზემო
მხარეშიდ ადგილ–მამული, სახლ–კარი, გლეხები“ და 1809 წელს თავის ერთგულ აზნაურ
ქაქიჩ თამზარაშვილს უბოძა.
თუხარელები
აზნაურული გვარი ქართლში. საამილახოროს აზნაურები. თუხარელების
მამულები მოხსენიებულია XVII საუკუნის საბუთიდან,
სადაც ჩამოთვლილია ზემო ქართლის სადროშოში. შემავალ
მფლობელთა სოფლები. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“.
თოფურიები
აზნაურული გვარი ოდიშში. როგორც კ. ბოროზდინი აღნიშნავს
„საეკლესიო აზნაურებში ცნობილნი იყვნენ: ელიავები, თოფურიები,
ხოშტარიები და სხვები“.ამ გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო
წარმომადგენელია ქართველ სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის
გენერალ–მაიორი აზნაური დიმიტრი თოფურია.
თიკანაძეები
აზნაურული გვარი გურიაში. ნაკაშიძეების აზნაურები.
თაზიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. საეკლესიო აზნაურები. 1764 წელს ანტონ I–მა გომის
მოურავობა უბოძა თაზიშვილებს. თაზიშვილები აგრეთვე იყვნენ წეროვნის მოურავები.
ტარიელ თაზიშვილმა ხანჯლით მოკლა კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე 1744 წელს.
პიკასო თოფურია
გიორგი თუხარელი
171
თოთრლაძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. შეტანილნი არიან რუსეთის
იმპერიის თავადაზნაურთა „ხავერდოვან წიგნში“.
თოფურიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ტახტის აზნაურები. XV საუკუნის პირველ ნახევარში.
1413–1444 წლების ისტორიულ დოკუმენტს შეადგენს თოფურიძეთა სასისხლო სიგელი.
თათეიშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. ნიჟარაძეების აზნაურები.
ირაკლი თოფურიძე ოფიცერი თოფურიძე
172
თაყაშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. თავადიშვილები იყვნენ,
როგორც თავადები ასევე აზნაურებიც. ქავთარ ბარათაშვილის
შვილის თაყას შთამომავლები, 1523 წელს სათავეს უდებს თაყაშვილების
გვარს. მამულებს ფლობდნენ ალგეთში, ნიაწარში და ქვა-
თეთრში. ჰქონდათ პატვნის სასახლე.
თავდგირიძეები
თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის
ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ
თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ
თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა თავდგირიძეები, რომელთაგან
პირველი XIV ს. ხოლო მეორე XV ს. მოღვაწე უნდა იყოს.
თავდგირიძეთა გვარის გურიაში გადმოსახლება უნდა მომხდარიყო XVII საუკუნის შუა
წლებში, იმ დროს, როდესაც ვახუშტის თქმით, გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი“
სამცხისა, ხოლო რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა“ ილტვოდნენ ქართლს, იმერეთს,
ოდიშს, გურიას და სხვაგან.
სამცხიდან მაჰმადიანთაგან ლტოლვილი თავდგირიძეები აღნიშნულ პერიოდში
მკვიდრდებიან გურიაში, მათი პირველი წარმომადგენელნი გიორგა და მირზაბეგ თავდგირიძეებია,
რომელთაც პირველად ვხედავთ აქ XVII საუკუნის მეორე ნახევარში. გურიაში
ახლად დამკვიდრებულ თავდგირიძეთა წინსვლის აუცილებელი პირობა სამთავრო სახლთან
დაახლოება იყო. სწორედ ამ მიზნით გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო ქაიხოსრო I–ის
ასული და გიორგი III გურიელის და დარეჯანი. გურიელთან კეთილგანწყობილებაში მყოფი
თავდგირიძეები სათავადო ადგილ–მამულს იძენენ და მალე წინაურდებიან.
თავდგირიძეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამ სამთავროში მათ მაღალი თანამდებობები ეჭირათ: თავდგირიძეების ხელთ იყო
გენერალი თაყაიშვილი
173
ბოქაულთუხუცესობა. ამ სახელის გარდა თავდგირიძეებს ჰქონდათ მეორე დიდი თანამდებობა
– სარდლობა. გურიის სამთავროში ერთსა და იმავე დროს ორი სარდალი იყო: ერთი გურიის
ერისთავთა სახლიდან, მეორე – თავდგირიძეთა საგვარეულოდან. ჩანს, ეს სამთავრო
ორ სასარდლოდ იყო დაყოფილი. მამია V გურიელის დროს თავდგირიძეებს ჰქონდათ მესამე
დიდი სახელო – მდივანბეგობაც.
გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ თავდგირიძეთა სათავადოც ადმინისტრაციულად
გაუქმდა.
თავდგირიძეთა აზნაურები: დათუნაიშვილები, ურატაძეები, მგელაძეები, იობაშვილები,
შალიკაშვილები, ჯაყელები და სხვ.
თუმანიშვილები
თუმანიშვილების გვარი XV საუკუნიდან იხსენიება საქართველოს ისტორიაში: „ვითარცა
ახალდაბა კუჭაიძისაგან ჩემი ნასყიდი იყო, მისად სანაცვლოდ ახალდაბა თუმანიშვილსავე
მისცა, ძველთაგან მათი ყოფილიყო“. ნათქვამია ამირეჯიბთა საგვარეულოს აღნიშნულ ერთ
სიგელში. XV საუკუნეში თუმანიშვილები იხსენიებიან მეფის კარის მდივნებადაც. აკად. ნ.
ბერძენიშვილის აზრით, ეს გვარსახელი წარმოდგება სახელიდან „თუმან“. მისივე ვარაუდით
თუმანიშვილთა გვარი XIII–XIV საუკუნის დამლევს არსებობდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თითქოს შესაძლებელია თუმანიშვილთა გვარი ორბელთა
ჩამომავლად ვიგულისხმოთ. ასეთი ვარაუდისას ერთგვარ ინტერესს წარმოადგენს, ნაგვიანებლად
შეთხზული თუმანიანთ გენეალოგია, მათი მამიკონიანთა ჩამომავლობის შესახებ, თუ-
თუმანიშვილი საშა და ტასო თუმანიშვილი
174
მანიშვილების გვარის მამიკონიანთაგან შთამომავლობის შესახებ გადმოცემა ფიქსირებულია
სხვადასხვა წყაროებში, მაგრამ ის ზღაპარს უფრო წააგავს ვიდრე სინამდვილეს. როგორი
გადმოცემაც არ უნდა არსებობდეს თუმანიშვილთა გვარის ჩამომავლობის შესახებ, ერთი
რამ უცილოა: XV საუკუნიდან თუმანიშვილები თავისი კულტურით, შეგნებით, სოციალური
ბუნბით ნამდვილი ქართველები არიან.
როგორც ცნობილია თუმანიშვილთა საგვარეულომ ძველთაგანვე გამოიჩინა თავი მწერლობაში,
ხოლო ამ გვარის წარმომადგენლებს ოთხი საუკუნის განმავლობაში (XV–XVIII სს)
საქართველოს სამეფო კარის მდივნის სახელო ეჭირათ.ესენი ძველად იყვნენ ვანის ადგილთა
შინა მოსულნი კილიკიიდგან და მსახურებდენ მეფესა ბაგრატიონსა თეოდორეს, სომეხთა
მეფესა წელსა 1167–სა, ხოლო უკნასკნელ ამათგანი გვარნი უკვე გარდასახლდნენ გილანსა
შინა და იყო ამათსა შინა უპირველესი თუმანა სომეხი თავადობის
თუმანიშვილების და თურქიძეების ოჯახი
თუშმალიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მართყოფში ჰქონდათ საგვარეულო კოშკი.
თურქესტანიშვილები თავადური გვარი საქართველოში. 1672 წელს ერეკლე მეფემ ოთარ
თურქესტანიშვილს სასახლის ადგილი უწყალობა.
175
თექთურმანიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ვახუშტის ცნობით „ხოლო ესე ნუგზარ, იყო ერისთავი
არაგვისა, რამეთუ პაპა იყო აზნაური ვანათელი და პირველსა მეფობასა სვიმონისასა უკუდგა
ვანათის ციხის მპყრობელი და მან ბრძანებითა მეფისათა და შეტყუვებითა აღიღო ციხე
იგი და მეფემან მიანიჭნა მუნ მამულნი. ხოლო ოდეს შეიპყრეს ყიზილბაშთა მეფე სვიმონ,
ამანვე მოიმწო ქსნის ერისთავი, დაესხა და მოსწყვიტა თერქთურმანიძე და ჭარმეული და
დაიპყრო ბაზალეთი.
თექთურმანიძე ეგნატაშვილი ბერისთვისაც ცნობილია, მაგრამ არა როგორც არაგვის გამგებელი,
არამედ ხევისა: „ხოლო ესე ნუგზარ არაგვის ერისთავს მამა–პაპათა ამოსწყუიტეს
ხევისა პატრონი თექთურმანიძე და დაიჭირეს ხევი“.
ბუნებრივია იბადება კითხვა, მაინც ვინ უნდა იყვნენ ვახუშტის თექთურმანიძე და
ჭარმეული და ეგნატაშვილი ბერის თექთურმანიძე. ვინ არიან და რა პირობებში გახდნენ
ვანათელი აზნაურები სიდამონისძენი არაგვის ერისთავებად.
XVI საუკუნიდან, სარგებლობენ რა საგარეო და საშინაო პირობების გართულებით. პატარა
ლიახვის ხეობაში მცხოვრები აზნაურები სიდამონიძეები, მოიშველიებენ ოსებს და
ქსნის ერისთავებს, იმორჩილებენ ხევის ერისთავებს–თექთურმანიძეებს, გაერისთავდებიან,
ორ საერისთავოს ერთ საერისთავოდ – არაგვის საერისთაოდ გადააქცევენ.
თერქთურმანიძეებს ვხვდებით აგრეთვე ამილახვრის აზნაურებად.
თაქთაქიშვილები
„ფეოდალური საგვარეულო სამცხეთში. ვახუშტი ბაგრატიონი მთავართა და წარჩინებულ-
თა შორის მოიხსენიებს „ხოლო კუალად მესხი ამილახორისშვილი, დიასამიძე, შალიკაშვილი
და თაქთაქიშვილი შემდგომად თათრობისა ჩამოვიდნენ სამცხიდან“.
„თაქთაქიშვილები პირველად სამცხის თავადები იყვნენ, მათმა წინაპარმა მაჰმადიანობა
მიიღო და თაქ–აღა უწოდეს. თეიმურაზ მეფის დროს (1627 წ) მართლმადიდობა მიიღეს და
ნაწილი ცხინვალთან დასახლდა, იქიდან მოყოლებული მომდინარეობს გვარი თაქთაქიშვილი.
თავადად მიღებულნი, ამათნი სახლნი არიან: 1) ელიზბარის შვილები, ივანეს შვილები, და
176
ნიკოლია თაქთაქიშვილი
თაქთაქიშვილი
დავით და გიორგი თაქ-
თაქიშვილები
სოლომონ თაქთაქიშვილი
მეგობრებთან
ანასტასია თაქთაქიშვილის
საოჯახო ალბომი
სხვანი“.
ქართლის თავადი ელიზბარ თაქთაქიშვილი (1765 წ) ცნობილია როგორც ერეკლე II–ის წინააღმდეგ
მიწყობილი შეთქმულების მონაწილე.“
177
თავაქარიშვილები
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. ცნობილია ამ გვარის წარმომადგენელი
მამუკა თავაქალაშვილი. XVII საუკუნეში მოღვაწეობდა იმერეთის მეფის კარზე მდივნად. იყო
მხატვარ–მინიატურისტი, კალიგრაფი და პოეტი. 1634 წელს ტყვედ მოხვდა სამეგრელოში.
დახატული აქვს შოთა რუსთველის პორტრეტი.თავაქარაშვილები ძველი დროიდან
მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს.
მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს მემკვიდრეობით მამიდან შვილზე
ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები (თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს
(1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა (ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა;
პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საუთებში
აღარ მოსჩანს” (1).
მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634
წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის
დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე
იგი ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას.
სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან
დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ
პოეტსა და მწერალს მფარველობდა.
მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა
“ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან
ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის
ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა
თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული
არის, ფურცელი… ორმოცი” (2).
178
თაყაიშვილები
ერთ–ერთი ვერსიის ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური
მოღვაწე XVIII საუკუნის გაიიზ რექტორი იყო გვარად თაყაიშვილი.
თანიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. გვარი თანიაშვილი გვხვდება
1678 წლის სიგელში, რომელიც გაცემულია ნიკოლოზ ამილახვრისა
და ევდემოზ კათალიკოზის მიერ. ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი
წარმომადგენელია სულხან თანიაშვილი. XVII საუკუნის მეორე ნახევრის
პოეტი „ამირანდარეჯანიანის“ ერთ–ერთი გამლექსავი.
ამ გვარის მეორე ცნობილი წარმომადგენელია ბეგთაბეგ თანიაშვილი,
რომელიც ცნობილია როგორც მდივანი და მწიგნობარი მეფის
გიორგი XI. მას 1680 წელს გადაუწერია „ვეფხისტყაოსნის“ ერთ–
ერთი საუკეთესო ნუსხა.
თანიაშვილები არიან მარტიროზიშვილებისა და ბეგთაბეგიშვილების
თავადური საგვარეულოების დამაარსებლები.
თურმანიძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილ მკურნალთ საგვარეულო პირველად მოიხსენიება
XI საუკუნეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოიხსენიებიან ესენბულ და
ნინო თურმანიძეები. 1523 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში მოიხსენიებიან როსტევან
და ხოსრო თურმანიძეები.
რუსეთ–თურქეთის ომის დროს 1854–1865 წწ. თურმანიძეთა გვარის წარმომადგენელი
და ბეჟან თურმანიძე, სამედიცინო დამსახურებისათვის დააჯილდოვეს სტანისლავის III
ხარისხისა და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით.
ერთ–ერთ ლეგენდის თანახმად იტალიელების ეროვნულ გმირი ჯუზეპე გარიბალდი,
ერთ–ერთმა თურმანიძემ მოარჩინა.
ამათნი გვარნი არიან იმერეთიდგან სამეფო აზნაურნი, მოსრულნი ქართლში დროსა მეფისა
თეიმურაზისასა ქრისტეს აქეთ 1748 და რომელნიცა მოხსენებულ არიან მეფისა ირაკლისაგან
ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე
იმერეთს.
გენერალი თაყაიშვილი
179
თაყველისშვილი
ამათ წინაპართა გაუგვარდათ ადგილისა გამო თაყველისა, რომელიც მოსახლეობენ მუნ.
ესენი არიან ძველად რაჭის ადგილიდამ გარდმსულნი ქართლსა, მოსულან ვახტანგ მეფის
დროს 1712 წ. და ცნობილნიცა დროსა მეფისა თეიმურაზისასა მცირე აზნაურად, რომელნიცა
მოხსენიებულ არიან ტრაკტატსა შინაცა.
თულაშვილები
აზნაურული გვარი ქვემო ქართლში. „სამწევრისის ტაძრის
წარწერაში (X ს) მოხსენიებულია მამასახლისი თულაისძე. თულაშვილები
იყვნენ საბარათიანოს მებატონეები, რომლებსაც ყმები
ეკუთვნოდათ: ღვევს, ზრბითს, აწუფის, ბევრეთს. 1906 წელს ჩამოართვეს
თულაშვილებს ღვევის გლეხები, რომლებიც „ორიანობის“
დროს მეფე ერეკლეს მეითრიშვილებისთვის წაურთმევიათ და
თულაშვილებისათვის მიუცია.
იოთამიშვილები
იოთამიშვილები თავიანთ გვარის სათავეს იღებენ იოთან ბარათაშვილისაგან. იოთამი
1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს – ორბელს და ამ ნიადაგზე შექმნა საიოთამიშვილო,
მაშინ საიოთამიშვილოს ტერიტორიაზე 80–მდე სოფელი მდებარეობდა 663 კომლი ყმით.
დროთა ვითარებაში ეს გვარი დაკნინდა და 1721 წლის აღწერით 18 სოფელში მხოლოდ 90
კომლი ყმაღა ჰყავდათ.
იობიშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. თავდგირიძეების აზნაურბი. XVII საუკუნეში მამუკა თავდგირიძეს
სახლთუხუცესად ჰყავდა აზნაური ოთარ იობიშვილი, რომელსაც ოცდახუთი მოსახლე
გლეხი ჰყოლია.
ეფრემია ტულაშვილი
ი
180
იოსელიანები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლ–კახეთში. ტახტის აზნაურები იმერეთის სამეფო
კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა,
წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის
თანამდებობაზე ინიშნებოდნენ აზნაურები – მდივნის, საყვარელიძისა და იოსელიანის
გვარიდან.
იოსელიანები იყვნენ „ფიცის კაცები“.
იოსელიანთა გვარიდან მრავალი წარჩინებული და გამოჩენილი პირი გამოვიდა: ეგნატე
იოსელიანი, მწერალი მეფის გიორგი მეცამეტის, მოურავი ტირძნისში. პლატონ იოსელიანი,
მწერალი და მემატიანე გიორგი მეცამეტსა. დავით დადიანის მეგობარი. ოტია იოსელიანი,
ჩვენი დროის უშესანიშნავესი მწერალი.
1850 წელს როცა ქუთაისში აპირებდა ჩამოსვლას რუსეთის იმპერატორის მემკვდრე, დავით
დადიანმა მასთან წარსადგენად მოიწვია 53 თავადი და მარტო 9 აზნაური. ერთ–ერთი
აზნაურთაგანი იყო ფილიპე იოსელიანი.
ზაქარია იოსელიანი, გენერალ–მაიორი, 1812 წლის ომის მონაწილე, მისი გმირობა სამაგალითო
ყოფილა. ნ. მურავიოვი წერს: „წარმოშობით იმერელი, არაჩვეულებრივი სიმაღლის,
ძლიერი, უშიშარი, ღარიბი, უბრალო, თვინიერი, აქვს ხუთი თუ ექვსი ჭრილობა. პოლკში
ჰყვებოდნენ, რომ 1812 წლის კამპანიის დროს მას შეუმჩნევია, თუ როგორ შესულა 12 ფრანგი
ერთ ბოსელში, იოსელიანს აუღია შუბი, წაუყვანია თან ერთი ულანი, მოლდაველი, გვარად
კარპოვი, შევარდნილა იმ ბოსელში და ერთიანად გაუჟლეტია ყველა...“
პლატონ იოსელიანი ანტონ იოსელიანი პლატონ იოსელიანი
181
იარალიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ქართლის თავადები. ბარათაშვილთა ერთ–
ერთი შტო. იარალიშვილებიც 1721 წლის აღწერაში მოიხსენიებიან, როგორც ცალკე სათავადოს
მფლობელები. ბარათაშვილი ირაკლი იხსენიება 1523 წელს ორბელიანთან 1529 წელს.
ირალაშვილი გიორგი. მდივანი 1721 წლის აღწერით მებატონე, როსები მეჯინიბეთუხუცესი,
თეიმურაზი 1721 წ. აღწერით მებატონე.ესენი არიან გვარით სომხითის ერისთავის
გვარისანი, ხოლო ამათგანსა ეწოდა რომელსამე იარალი და მერე მისთა შთამომავლობათა
გაუგვარდათ იარალის შვილობა მეფობისა გიორგისასა ქრისტეს აქეთ 1609 და მუნიდგან
იწოდებიან იარალის შვილებად.
ოსიტაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ტახტის აზნაურები: „წილკნელ სარგოს გარიგების წიგნი“
1669 წ. ეკუთვნოდათ არაგვის ერთ–ერთი მთავარი პუნქტი ნაოზა. იყვნენ სოფ. ნაოზის
მეპატრონენი. ოსიტაშვილები შეტანილია ერეკლე II–ის მიერ რუსეთის იმპერატორისადმი
წარდგენილ თავადაზნაურთა სიაში. სოფელ ნაოზაში დღესაც შემორჩენილია ოსიტაშვილების
საგვარეულო ციხე–კოშკები.
ინასარიძეები
„წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ.
„ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან
მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.
„ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებულ
და ამათნი გვარნი მოვიდნენ იმერეთს და იწოდნენ ინასარიძეებად“.ხელმწიფის კარის
გარიგებაში რომელიც XII–XIII სს–ის ისტორიულ წყაროს წარმოადგენს. მოხსენიებულია ??
მწიგნობარი ინასარიძე. „ოდეს მათი პატრონის მეფის შვილი მოვიდა, შეიყარნეს კათალიკოზი
თანა ჰყვა და ალს. ეკლესიის კარს დგა. და რაი წვევის ჟამი მოვიდეს, საწოლის მწოგნობარი
ინასარიძე პატრონის წინაშე დგა და პატრონმა ბრძანა „ვინ აწვიის კათალიკოსიო?“
182
იმერლიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები.
იაღლეზიძე–იაღლუზიშვილი
აზნაურული გვარი ქართლსა და კახეთში. ტომით ოსები. ერეკლე II–მ მისცა აზნაურობა.
„კალმახობაში“ იაღლუზიძე ასეა დახასიათებული: „იოანე ოსყოფილი, რომელმანაც მიიღო
ფილოსოფია და სთარგმნა ოსთა ენათა ზედა კონდაკი და ლოცვანი: და მრავალნიც დაიმოწაფა“.
დიდი როლი შეასრულა ოსების გაქრისტიანებაში.
იაშვილები
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა
1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში
მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.
იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. იაშვილები
ფრიად გავლენიანი თავადები ჩანან, ამიტომ იყო, რომ ქართლის მეფემ გიორგი XI–მ თავისი
ძმისწული ელენე, რომელიც ალექსანდრე იმერთა მეფის მიერ იყო „დაწინდული“ ქაიხოსრო
იაშვილს მიათხოვა.
XVIII ს. დამდეგიდან იაშვილებს მეტად მძიმე სამეზობლო პირობები შეექმნათ. დაწინაურდა
რაჭის ერისთავი. წაართვ ამათ კვარის ციხე და იაშვილთა მამული თვითონ დაიპყრო,
ამგვარად იაშვილთა სათავადოს რაჭის ერისთავებმა მოუღო ბოლო.
იაშვილების აზნაურები: ტუნაძეები და მხეიძეები.
იორამიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. „იორამიშვილი, გვარით ბერძენი იორის შვილები, მოსულნი
ძველადვე საბერძნეთიდან და მუნითგან იწოდებიან იორამიშვილებად, აზნაურად მიღებულნი“.
183
ინალაიფა
საქართველოს და აფხაზეთის თავადური გვარი (ინალიშვილები), წარმოადგენენ ჩაჩბების
(შერვაშიძეების) განშტოებას. იმერეთის მეფის სოლომონ I ცოლის რუსუდანისა, რომელიც
იყო ინალი შერვაშიძის შვილი. ეს ინალი იყო ინალაიფების (ინალიშვილების) გვარის ფუძემდებელი.
იონათამიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. „აზნაურ იონათამიშვილთა წინაპართაგანი ვინმე იყო მონათესავე
ციციშვილი, იონად წოდებულ და პირველივე მოსახლენი, გვერდის ძირს მოსულა
კონსტანტინე მეფის დროსბ ცნობილნი მეფის როსტომისავე დროს და გაუვარდათ იონათმისა
გამო შვილთა მათთა იონათამისშვილობა და არიან ტრაქტატს შინაც მოხსენიებულნი“.
იეგულას შვილი
ამათნი წინაპარნი არიან სომეხთა მეფობათაგან ადგილით ყარსით ფრანგნი. მოსრულნი
და ცნობილნი აზნაურად ადრევე და მეფისა თეიმურაზისა და ირაკლის განვე ცნობილნი
1778 წ. რომელნიცა მოიხსენებიან ტრაკტატსა შინა, დიდებულსა მეფისა ირაკლისას.
კაჭკაჭიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები.
ალექსანდრე ინალიფა
კ
184
კანდელაკები
აზნაურული გვარი საქართველოში. საინტერესოა ის ფაქტი,
რომ კანდელაკები თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში დასახლებულნი
არიან, როგორც აზნაურები. ისტორიაში ცნობილია იოსებ
კანდელაკი, რომელიც აღიზარდა გელათში და შემდეგ ცხოვრობდა
ათონში, მან XVII საუკუნეში ბერძნულიდან თარგმნა ბასილის ასკეტიონი.
გადმოცემის თანახმად წარმოშობით ბერძნები არიან, კუნძულ
კრეტადან, თავდაპირველად მღვდელმსახურები იყვნენ, შუა საუკუნეებიდან
გადავიდნენ საქართველოში. საგვარეულო ადგილია სოფ.
ბზვანი.
კიტიები
აზნაურული გვარი ოდიშში. მუხურას ნუსხაში შეყვანილია ხუთი კომლი აზნაური კიტიები.
კაცია, დემეტრე კიტია, გავაშელ კიტია, ამუღაბარ კიტია, ელჯარ კიტია, პირნათე კიტია.
ეს ხუთი კომლი კიტია აზნაურია და მათ პურის ჭამისა და ლაშქრობის გარდა ევალებოდათ
თავიანთი გლეხების და ხარების მიშველიება სადრის სახასო მიწის დამუშავების დროს.
კლიმიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციცილვიშების აზნაურები. ბარ-
ძიმ დიმიტრის ძე ციციშვილმა პაატა კლიმიაშვილს წიგნი მისცა: „...
დაგვჭირდა, ჩვენს ქვეყანას აღარ გაიძლებოდა, ყიზილბაშში წამოველ,
იქ დამჭირდა და მოგყიდეთ ჩვენი ალალი ბარათით წილხდომილი
ხვედურეთს გულიაშვილი შიო თავისი შვილით, ძმით, ძმისწულებით“.
1799 წლის 18 ოქტომბრისას გიორგი XII–ის ბრძანებით მოხსენიებულია
აზნაურიშვილი ტეტია კლიმიაშვილი. შეტანილნი არიან
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ივანე კანდელაკი
ალექსანდრე კლიმიაშვილი
ვაჟთან ერთად
185
კეცხოველები
აზნაურული გვარი ქართლში. ტახტის აზნაურები. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
თავადაზნაურთა ხავერდოვან წიგნში“.
კლდიაშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. იმერეთის სამეფო აზნაურები. ეჭირათ იმერეთის სამეფო
მოურავის სახელო, სიმონეთის მოურავები.
ნიკო კეცხოველი
დავით კლდიაშვილი
186
კორძაიები
აზნაურული გვარი იმერეთში. იმერეთის სამეფო აზნაურები.
იყვნენ საჭილაის სამეფო მოურავები. კორძაიები იყვნენ აგრეთვე
ოდიშის ტახტის აზნაურები. 1850 წელს როცა ქუთაისში აპირებდა
ჩამოსვლას რუსეთის იმპერატორის მემკვიდრე, დავით დადიანმა
მასთან წარსადგენად მოიწვია 9 აზნაური, რომელთაგანაც სამი: ზალიკა,
სიკო და გიგო კორძაიები იყვნენ.
კაკოიშვილები. აზნაურული გვარი იმერეთში
კობიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლსა და კახეთში. „კობიაშვილი ყუბილხან იყო თათართა უფროსი
დროს დაპყრობისა თათართაგან, კახეთს და ოდეს ასწყვიტეს კართა. მისი ყუბილხანის ნა-
თესავი ვინმე დაშთა და მოინათლა და მიიღეს მეფეთა აზნაურად 1253 წელს და იწოდებიან
აზნაურებად“.
კობიაშვილები იყვნენ არაგვის ერისთავების აზნაურები.
1662 წელს ერეკლე მეფემ ელენე დედოფალთან ერთად გიორგი კობიაშვილს ყმა–მამული
უწყალობა.
ილო კორძაია
ალექსანდრე კობიაშვილი კობიაშვილი
187
კობახიძეები
აზნაურული გვარი იმერეთსა (რაჭაში) და ქართლში. „კობახიძენი არიან ერევნის ადგილიდან
მოსულნი კაღმაფურიდამ იმერეთს, იმერეთიდან ქართლს. მოვიდნენ იმერეთს 902
წელსა და შერაცხილ იქმენ აზნაურად“.
კოკონაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები.
იუნკერი სვიმონ კობიაშვილი
ამირან და აკაკი კობახიძეები
გოგუცა კობახიძე ნადეჟდა კობახიძე
188
კოტეტიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. „აზნაური კოტეტიშვილი,
ამათი წინაპართ ეწოდა სახელად
კონსტანტინე. გარნა ეძახდნენ კოტეტსა და ამის
გამო გაუვარდათ შთამომავლობათა მათთა. კოტეტას
შვილობა, ესენი არ არიან ძველი აზნაურნი,
არამედ მეფემან თეიმურაზ 1703 წელსა უბოძა მღვდელსა
კოტეტსა და შვილთა მისთა აზნაურობა,
რადგან კარის ეკლესიის დეკანოზი იყო. აწ კოტეტის
ეკლესიად წოდებული ტფილისსა შინა სამეფო
სახლის ადგილასა და არიან მოხსენიებულ ტრაკტატსა
შინა“.
კიკნაძეები
აზნაურული საგვარეულო იმერეთში. იმერეთის სახასო აზნაურები. მნიშვნელოვან როლს
ასრულებდნენ იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1810 წელს იმერეთის აჯანყებას აზნაური
კიკნაძეები თავად აბაშიძეებთან ერთად ერთ–ერთ ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ.
XVII საუკუნის ერთ–ერთი საბუთით დავით და პაატა ციციშვილებმა კიკნაძეების დახმარებით
დაარბიეს ძამის ხეობა.
კიკნაძეები მამულებს ფლობდნენ ხარაგაულში. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“.
ძმები კოტეტიშვილები
კიკნაძე კიკნაძე
189
კროჭები
აზნაურული გვარი იმერეთში. იმერეთის სამეო კარზე ეკავათ ბაზიერთუხუცესის თანამდებობა.
კროჭებმა გადაიკეთეს გვარები, ზოგმა აბაშიძედ, ზოგმა საყვარლიძედ და ზოგმა
ასათიანად, სინამდვილეში მათი ადრინდელი გვარი ბოჟაძე იყო.
კარგარეთელები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები.ქართველ კალიგრაფთა
გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში.
1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი. XVII საუკუნის კალიგრაფი.
ამბროსი გაბრიელის ძე კარგარეთელი. ლომსიანისძესა და საბა ნაჭოფაძესთან ერთად
გადაუწერია ბედიის გულნი.
ვასილ დიმიტრის ძე კარგარეთელი. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი, დაჯილდოებული
იყო წმ. სტანისლავის III ხარისხისა და წმ. ანას III ხარისხის ორდენებით.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“. გიორგი კარგარეთელი XVI
საუკუნის კალიგრაფი.
კახიანები
აზნაურული გვარი იმერეთში. მიქელაძეების აზნაურები.
კორინთელები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. IX–X საუკუნეებში. გვარი მიმდინარეობს ქსნის
ხეობის ადგილას, კორინთის სახლიდან, გვიან საუკუნეებში დაკნინდნენ და აზნაურებად
ჩამოქვეითდნენ.
190
კალატოზიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში.ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან,
გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ
წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა
გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად და სწერიან
ესენიცა ტრაკტატსა შინა.
1764 წელს ერთ–ერთ არზაში მოხსენიებული გიორგი კალატოზიშვილი წყალობას ითხოვს
ერეკლე II–ისგან რათა დაუბრუნონ მას მისი ყმები.
კალატოზიშვილი დავითი. აზნაური. კახეთის 1812 წ. აჯანყების მონაწილე.
კალატოზიშვილი იოსები. აზნაური. ქარხნის მუშრიბი. ეს თანამდებობა მისცა მას გიორგი
მეცამეტემ.
კაპანაძეები – ქართლის
აზნაურული გვარი ქართლში. საამილახვროს აზნაურები. ალექსანდრე ამილაორის შვილმა
აზნაურ კაპანაძეს წიგნი მისცა: „...ვინაიდგან ესე აზნაურშვილნი ჩვენნი თაღლუზიშვილები
ამოწყდნენ და დაშთა მამული მათი ბეითალმანად ჩვენდა, ჩვენც ხელი გვეწიფება,
ამისთვის ყოვლითა გულსაკრებითა მოგვიცია შენთვის“.
კოპაძეები
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში.აზნაურები.ისტორიულ დოკუმენტებში
დაცულია “კოპაძეთა მოსახსენიებელნი” „... აყრილია. რუისის 1715 წლის საეკლესიო დავ-
თრის მიხედვით, ძველი გვარებიდან დღეს აქ ცხოვრობენ: მამაგულაშვილები, ივანაშვილები,
კოპაძეები, კობახიძეები.“ სოფელში გორაკზე პატარა ეკლესიაა, რომლის წარწერა გვამცნობს:
“ქ. იწროსა სამარეს: მდებარე პატა: ყარლას: შვილი: და მემცხედრეს: რატიშვილის
ასული ხახუა: ვინც შენდობა ბრძანოთ, შეგინდოს თქვენც. 1697წ.”
191
კუპატაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ამილახვრების აზნაურები. 1797 წლით დათარიღებულ
ერთ–ერთ საბუთით ბარძიმ ამილახორისშვილმა წყალობის წიგნი მისცა გიორგი კუპატაძეს
და იგი საუფლისწყულოს მოურავად დანიშნა. „ჩვენი ყმების საუფლისწულოების მოურაობა
ფხვენის, თამარაშენის, წორბის, რაც ამ სოფლებში მოსახლე გლეხნი ჩვენი ყმანი არიან, და ან
რაც დასახლება და ან რაც საკომლოები გვაქვს ამ სოფელში. შენთვის გვიბოძებია სამოურაოდ,
როგორც საამილახოროს მოურავები მოურაობენ. შენც ისე ერთგულად უნდა შემოყრაო
ამათ და ამათგან კომლზე ერთს კოკას ღვინოს დღესასწაულს დღენს ძღვენის, სართვლოს
ძღვენს ერთ დღეს მკას. ერთს დღეს ბარვას მისახურებდე. ქალი გათხოვდეს, საჩექმეს გამოართმევდე,
ჩვენგანაც ჩვენის შემოსავლდამ, შენის სახელოდამ იქიდამ ათისთავს აიღებდა.
ამ ყმასა და მამულზე ბეჯითად უნდა მოიქცე. არავინ არ მოიპაროს.“
კურცხალიები
აზნაურული გვარი იმერეთში. წერეთელთა აზნაურები.
მიშკა კურცხალია
კვინიხიძეები
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. ამ გვარის უწარ-
ჩინებულესი წარმომადგენელია დავით კვინიხიძე. სოლომონ
I–სა და დავით გიორგის–ძის უახლოესი კარისკაცი. აქტიურად
მონაწილეობდა იმერეთის საშინაო საქმეებში, როგორც
იმერეთის მდივანბეგი, საგარეო საქმეებში იმერეთის სამეფოს
წარმომადგენელი რუსეთის საიპერატორო კარზე.
სოლომონის მიერ გაცემულ ერთ საბუთში დავით კვინიხიძის
მისამართით ვკითხულობთ: „მარადის ერთგული და მრავალგზის
გარჯილი და ნამსახური ჩვენი საყვარელი თანამზრახი
მდივანბეგი და კნიაზი დავით სრულიად მისანდობელი ჩვენგან“.
გენერალი კვინიკაძე
192
კვალიაშვილები
კონიაშვილები
გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი, დაიბადა 1873 წლის 26
ნოემბერს. სწავლობდა ჯერ ტფილისის 1–ლი კლასიკური გიმნაზიაში,
ხოლო შემდეგ ტფილისის კადეტთა სასწავლებელში, მონაწილეობდა
პირველ მსოფლიო ომში. 1916 წლის მარტში კაპიტანი
კონიაშვილი 9კონიევი) დააჯილდოვეს წმ. გიორგის მე–4 ხარისხის
ორდენით, ქალაქ ერზერუმის აღების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის,
1918 წლიდან ქართულ შეიარაღებულ ძალებშია. მიენიჭა
გენერლობა. 1919 წელს ხელმძღვანელობდა სოჭის ოლქში მყოფ
ქართულ შენაერთებს, სადაც მარცხი განიცადა დენიკინის არმიასთან
ბრძოლაში. შემდეგ ერთი ხანობა თბილისის უფროსი იყო.
1921 წელს მეთაურობდა სახალხო გვარდიის ბატალიონებს. ემიგრაციაში
წასვლის შემდეგ მსახურობდა პოლონეთის არმიაში. იყო
პოლონეთის არმიის გენერალი.
1916 წელს პირველი შეიჭრა ერზერუმის ციხესიმაგრეში, პირადად
იმპერატორმა გადასცა წმ. გიორგის ჯვარი.
ალექსანდრე კონიაშვილი
კვალიაშვილი
კავთელაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში ყაფლანიშვილების აზნაურები.
კერესელიძეები
აზნაურული გვარი. ლეო კერესელიძე ქართველი სამხედრო
და პოლიტიკური მოღვაწე. გენერალი, დაიბადა ცნობილ მოღვაწის
მათე კერესელიძის და მარიამ ყანჩელის ოჯახში.
ლეო კერესელიძე
აზნაურული გვარი
193
ლარაძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, განსაკუთრებით
გამოირჩევა პეტრე ლარაძე. ცნობილი მწერალი, ალექსანდრე ბატონიშვილის აღმზრდელი.
გიორგი ლარაძე თბილისის ხარების ეკლესიის დეკანოზი. თეიმურაზ მეორესთან დაახლოებული
პირი.1590 წლის სვიმონ მეფის ბრძანებით მეკობრეების მძებნელებად გიშფარ ჯავახიშვილი
და ყარაიგი ლარაძე იქნენ დანიშნულნი. მათი სამოხელეო ასპარეზი დიღომს ზევით
და მტკვრის გამოღმა ხეებამდე ადგილს შეიცავდა.
კიკიანები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ოდიშში. „ციხის ნანგრევებია დღესაც დარჩენილი, მას
კიკიანში ხიხასაც ეძახიან. კიკიანებს აქ გამაგრებული ციხესიმაგრე ჰქონიათ. მათი გადასახლების
შემდეგ ეს ციხე დანგრეულა.
კიკიანების გვარის ერთ–ერთ უწარჩინებულესი წარმომადგენელია რობიტაშვილები (გობიტაშვილები)
ამათნი წინაპარნი არიან საბერძნეთიდან თანა მოყოლილნი, თავადი ანდრონიკები
დროსა მეფისა გიორგისასა წელს 1144–სა, რომელიც ამათ წინაპარი იწოდებოდა
სახელით გობიტად და ესე მიღებულ იქმენ თავადადვე გობიტაშვილებად (რობიტაშვილებად)
და არიან მუნითგან მცხოვრები ფხოელს შინა ერთ სახლად, აწ კონსტანტინეს შვილებად
წოდებულნი.
ლალიხანაშვილები – სარიდანიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. იოანე ბატონიშვილი მოგვითხრობს ერეკლე მეორის დროს
როდესაც ერეკლემ შეიერთა კახეთი და ქართლი: „განახსნა დანაშთნი არაგვის ერისთვის
ძენი კახეთის შინა დამიუბოძა მუნ ადგილნი და სოფელნი, რომელნიცა პირველნი იწოდებიან
სარიდანიშვილებად, ხოლო მეორენი ლალიხანაშვილებად, რომელ ამათ აქვთ გაღმამხარეში
მამულნი და აწ არიან გვარნი ამათი აზნაურნი ლალიხანაშვილები“.
ლ
194
ლიონიძეები
კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით,
ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად
სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი
ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ქართველ მეფეს სპარსელებთან
ომი ჰქონია და გაუმარჯვია, ამიტომ სომხეთის სამეფოსუკანასკნელი შთამომავლის ლეონ
VI–ის სახსოვრად ეს გვარი ლიონიძეებისათვის დაურქმევია. ეს ამბავი XIV ს–ში მომხდარა.
ამ საგვარეულოს გამოჩენილი პიროვნება იყო სოლომონი. იგი იყო თელავის კარის
დეკანოზის შვილი, ე.ი. „დაბალი“ ფენიდან იყო გამოსული, მაგრამ მას სწრაფი დაწინაურება
მოუტანა ფართო განათლებამ, დიდმა ნიჭმა და მხედრულმა ვაჟკაცობამ. მას დიდი გმირობა
გამოუჩენია ერევნის ბრძოლაში, სადაც დაჭრილა კიდეც, რისთვისაც ერეკლეს მისთვის
თავადოა უბოძებია, საბრძოლო მამაცობისათვის სოლომონმა ერეკლე მეორისაგან მიიღო
საგვარეულო გერბიც (იხ. საქ. თავადაზ. გერბები). სოლომონი ერეკლე II–ის კარზე იყო
მდივანბეგი, მსაჯული, მდივანი, მეფის გავლენიანი მრჩეველი და დიპლომატი.
ლოლაძეები
აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. „ლოლაძეთა წინაპარნი არიან
იმერეთიდან გამოსულნი და ესენი ჩნდენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატისა
შინაცა არიან მოხსენიებულ, რომელნიმე სახლობენ ან იმერეთს და რომელიმე ქართლს“.
თავადი ლიონიძე
195
ლაშხიშვილები
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში: ვახუშტი ბატონიშვილი ლაშხიშვილებს რაჭის
თავადთა შორის მოიხსენიებს: „ხოლო რაჭას – წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე,
ლაშხიშვილი“.
XV საუკუნის ერთ–ერთ საბუთში მოთხრობილია, რომ რაჭა–ლეჩხუმის თავადს ჯაფარიძეს,
კუჭაიძეს და ლაშხიშვილს სვანეთის მცხოვრებთათვის შურისძიების მიზნით შვიდი წლით
სრულიად გზა შეუკრავთ.
1581, 1587 წლებში იხსენიება ფარსგიჯავარ ლაშხიშვილი დავით წულუკიძის მეუღლე.
1639–1640 წ.წ. იხსენიება თეთრო ლაშხიშვილი პაატა წულუკიძის მეუღლე.
ცნობილია სოლომონ I–ის „ბაირახტარის“ ქაიხოსრო ლაშხიშვილისადმი მოცემული 1779
წლის11 დეკემბრით დათარიღებული წყალობის წიგნი.
ლორთქიფანიძეები
ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს
სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერე-
თის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი
ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა დასაპირისპირებლად.
მართლაც ჩხეიძეთა ძლიერების დამხობაში ლორთქიფანიძეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
XVIII ს. შუა წლებიდან ლორთქიფანიძეები ქვეითდებიან. მათ საგვარეულო სახელოებს „ქრ-
თამითა“ და სხვა გზებით, გაძლიერებული აბაშიძეები და წულუკიძეები იკავებენ.
სოლომონ II–ის მეფობის პერიოდში (1789–1810) ლორთქიფანიძეებმა მიიღეს საჯავახოსა
და საპაიჭაოს მოურავობაც.
ლორთქიფანიძეების აზნაურები: ნიქაბერიძეები, ყიფიანები, მხეიძეები, მესხები.
ლომინაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. რაჭის ერისთავის აზნაურები, ლომინაძეთა გვარი პირველად
იხსენიება XIV–ის დამდეგს: „ღმერთო შეიწყალე სული ანასი, ჩხეტიძის და ლომინაძის
სახლიშვილისა“.
196
ლაჭყეპიანები
აზნაურული გვარი იმერეთში. რაჭის ერისთავის აზნაურები. ლაჭყეპიანების გვარში
შემორჩენილი გადმოცემის თანახმად წამოსულები არიან სამეგრელოდან. გადმოსახლების
მიზეზი დადიანებთან კონფლიქტი ყოფილა. ლაჭყეპიანების გვარი გვხვდება XVI საუკუნის
ერთ საბუთში.
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი პარმენ ლორთქიფანიძე
197
ლონგულაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში: ქსნის ერისთავის აზნაურები.
ლეჟავები
აზნაურული გვარი იმერეთში. წულუკიძეების
აზნაურები.
ლათათიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ლათათიები გადმოცემით გოშუები (გოშაძეები) ყოფილან.
პირველი გოშუა კირცხში ყოფილა კოკი გოშუა, რომელიც სამურზაყანოდან გადმოსულა
და აქ (კიკნოხორიში) შეუქმნიათ თავისი დიდი ოჯახი. ამ საგვარეულოს მეორე დიდი წარმომადგენელი
იყო უთუთი გოშუა სწორედ უთუთისგან მომდინარეობს ლათითიების გვარი.
კირცხში (ჩხოროწყუს რ–ნი) დღემდე შემორჩენილია დარბაზის ნანგრევები, რომელიც მათ
ეკუთვნოდათ.
ოლღა ლეჟავა პასიკო ლეჟავა
ლოლუები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჩიჩუების აზნაურები.
ნოტიო ლოლუა
198
მაღრაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. 1798 წლით დათარიღებულ ერთ სიგელში ვკითხულობთ:
„ჩვენ სრულიად საქართველოს დედოფალმან და დადიანის ასულმან დარეჯან ესე წყალობისა
დ მამულის ბოძების წიგნი გიბოძეთ მისის უწმინდესობის კათალიკოზ – ალავერდელის ჩვენის
შვილის ანტონის ნებართვით შენ ჩვენ მიერ აღზრდილს აზნაურიშვილს მაღრაძეს ბეჟანს,
ასე რომ ობოლი იყავ ჩვენ გაგზარდეთ... იმისი მამული და სხვა რასაც მქონებული არის
ყოვლისფრით შენთვის გვიბოძებია... არავინ იყოს შენი მოცილე და მოდავე ამ მამულისა“.
მაღრაძეების გვარი ჩაწერილია რუსეთის იმპერიის „ხარვედოვან წიგნში“.
მიქელაძეები
მიქელაძეთა გვარის ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელია მანგასარ
მიქელაძე. იგი პირველად იხსენიება 1326 წლის სიგელში. უფრო გვიან 1488 წელს იმერთა მეფის
ალექსანდრეს დარბაისელთა შორის გვხვდება, ყელგრძელი მიქელაძე, მიქელაძეთა შესახებ
იოანე ბატონიშვილის ქართველ თავადაზნაურთა გვარების „აღწერაში“ ვკითხულობთ:
„ამათ გვარნი მოვიდნენ იმერეთს და მიიღო მეფემ თავადობის გვარითვე მიქელაძედ და ამათნი
მდაბალნი სახლკაცნი მიქელაშვილებად აზნაურებად. აწ ცხოვრობენ მიქელაძ თავადნი
იმერეთს, ხოლო მიქელაშვილები აზნაურად – ქართლსა“.
მიქელაძეების როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად თვალსაჩინოა.
XVII ს. 30–იან წლებიდან სოლომონ II–სთან კეთილგანწყობაში არიან მიქელაძეები.
1798 წ. სოლომონმა დავით მიქელაძეს „ორწყალშუა“ ადგილმამული უბოძა. სოლომონის მეფობაში
უნდა ჰქონდეს მიღებული მდივანბეგობაც ამ საგვარეულოს წარმომადგენელს დავით
მიქელაძეს.
იმერეთში რუსული მმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით, მიქელაძეთა
სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა.
მიქელაძეთა აზნაურები იყვნენ: ქაჯაიები, კახიანები და მიქელაძეები.
მ
199
მაქაცარიძე
1812 წლის მონაწილეა პოდპოლკოვნიკი მაქაცარაძე.
მაჭუტაძეები
გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი
მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის
დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო
სიგელში.
მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება
XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს
თანამდებობას – სახლთუხუცესობას. ამავე საუკუნეში
მაჭუტაძეთა სახლი სასულიერო სფეროშიც წინაურდება. აფხაზეთის
კათალიკოსად იოსებ მაჭუტაძე ზის. XVI–XVII სს. მიჯნაზე
შემოქმედის მთავარეპისკოპოსად ბესარიონ მაჭუტაძე ზის.
XVII ს. ბოლო ხანში მაჭუტაძეთა სახლის ზოგი წარმომადგენელი
აღმოსავლეთ საქართველოშიც მოღვაწეობენ.
XVIII–XIX სს. მაჭუტაძეებს სახლთუხუცესის თანამდებობის
გარდა ლანჩხუთის მოურაობაც უკავიათ.
გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ მაჭუტაძეთა სათავადოც
ადმინისტრაციულად გაუქმდა 1830 წელს.
მაჭუტაძეთა აზნაურები: სურგულაძეები, ხალვაშები, სარჯველა-
ძეები, მგელაძეები, ნიკოლაიშვილები, ჟორდანიები, ებრალიძეები.
მერაბიშვილები
მერაბიშვილები 1688 წელს მოხსენიებულნი არიან, როგორც სახასო აზნაურები, მერაბიშვილების
წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა
1664 წ. არჩილ მეფეს გამეფებასთან დაკავშირებით და სამახარობლოდ მდივან მერაბიშვილს
ყმა–მამული უწყალობა.
მაჭუტაძე
200
მაჩაბლები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მსხვილი სათავადოს – სამაჩაბლოს მფლობელები.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება მაჩაბლების ანჩაბაძეთაგან
წარმომავლობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. სხვა თვალსაზრისით მაჩაბელთა წინაპრები
უნდა ყოფილიყვნენ აზნაური თავხელიძეები. გვარი მაჩაბელია სახელი მაჩაბელისაგან,
რომელიც მომდინარეობს აჩაბეთიდან (სოფ. ლიახვის ხეობაში). მაჩაბლების დაწინაურება
XV ს–დან დაიწყო. შემდეგში მაჩაბლის გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად,
გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად, ბორტიშვილებად. პირველი მათგანი ქართლის სამეფოს
ერთ–ერთი დიდებული თავადი იყო, ხოლო სხვები მეორე და მესამე ხარისხის თავადებად
ითვლებოდნენ. მაჩაბლების ერთი შტო ახალციხეში გადასახლდა, მაჩაბლები ქართლის სამეფოს
თვალსაჩინო პოლიტიტკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. მათ ეკავათ
მოლარეთუხუცესის, უზბაშის, მინბაშის და სხვ. თანამდებობები.
201
მხეიძეები (იმერეთის)
მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის
სამეფოში. ისტორიული გადმოცემით VIII ს. პირველ ნახევარში არგვეთის მთავრებად მხეიძე-
თა გვარის წარმომადგენლები ისხდნენ. არაბთა მხედართმთავრის მურვან–ყრუს საქართველოში
ლაშქრობის დროს (736–738) დამპყრობლებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ
არგვეთის „მთავარნი“ დავით და კონსტანტინე მხეიძეები. უფრო მკაფიოდ ჩანან მხეიძეთა
გვარის წარმომადგენლები XV ს. მიწურულს, მათ ეკავათ მოლარეთუხუცესის თანამდებობა.
XVI ს. მიწურულს მხეიძეთა საგვარეულოს წაერთვა მოლარეთუხუცესის თანამდებობა და
ეს ძველი გვარი ყოველმხრივ დაქვეითებულია.
გიორგი მეფის მემკვიდრემ ალექსანდრე V–მ 1733 წელს ამ საგვარეულოს წარმომადგენელს
ხოსიას მეღვინეთუხუცესობა უბოძა, ხოლო 1786 წელს მიიღეს ოკრიბის მოურავობა.
იმერელი მხეიძეების აზნაურები იყვნენ: როინიშვილები.
P.შ. ამ საგვარეულოს მეორე შტო როგორც ცნობილია ცხოვრობდა სამეგრელოს სამ-
თავროში და ჰქონდათ სათავადო რომლის საზღვრები იწყებოოდა ცივისწყლიდან, სოფ.
თეკლათიდან და მთავრდებოდა მდ. რიონთან. მეგრელი მხეიძეების აზნაურები იყვნენ: ბერაიები,
ჯორჯიკიები.
მიწობლიძეები
აზნაურული გვარი კახეთში. 1727 წლის რუსთველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურ-
თა და ადგილთა ნუსხაში არიან მოხსენიებულნი. „...მიწობლიძენი, სახელით, სახლის კაცნით
და განაყოფით...“
ეკატერინე მხეიძე მხეიძე ნიკოლოზ მხეიძე მხეიძეების ბაღი ახალ
სენაკში საშა მხეიძე
202
მელიქიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი მელიქიშვილი. შაჰ–აბასმა ლორე ხელში
ჩაიგდო და იქ თავისი მხედრობა დასვა. ამ კუთხის მელიქმა მაჰმადიანობა მიიღო და შაჰ–
აბას ეახლა. 1601 წელს ასეთი მოქმედების სანაცვლოდ ლორის ხეობა და გვარად მელიქობა
უბოძა. იმ ხნიდან იწოდებიან თავად მელიქიშვილებად“.ესენი პირველ იყვნენ სომეხნი ლორის
მელიქთა ნათესავთაგანი აზნაურნი და ოდეს მოვიდა შააბაზ ყაენი ერევანს მხედრობითა
დიდითა და მუნ იხილა მეფე გიორგი ქართველთა და ალექსანდრე მეფე კახთა და ბრძვეს
ომალთა ერევანს და აღიღეს ციხე ერევნისა და განდევნეს ოსმალნი.
იყვნენ აზნაურებიც. მამულებს და ყმებს ფლობდნენ სომხითში.
ბაძუ ალექსის ძე მხეიძე ლევან მხეიძის ოჯახო
დავით მელიქიშვილი მარიამ მელიქიშვილი
203
მაჭავარიანები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა
და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები,
საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები.
საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო მოურავები.
XVIII საუკუნეში მეფე სოლომონის დროს იმერეთის წარჩინებულ თავადაზნაურთა შორის
მაჭავარიანებიც არიან დასახელებულნი.ბოროდინის ბრძოლაში მონაწილეობდა მოსკოვის
დრაგუნთა პოლკის მაიორი მაჭავარიანი, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაჭრილა.
მაჭავარიანები ყმა–მამულს ფლობდნენ ილემში. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“.
მდივნები– მდივნიშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. „მდივნიშვილები არიან გვარით მდივნისაგან რაჭისა“.
ტახტის აზნაურები, იმერეთის სამეფო კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა.
იყვნენ ქვიტირის სამეფო მოურავები.
მაღლანიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. 1477 წლის 2 იანვრის დოკუმენტში მოცემულია, რომ კონსტანტინე
ქართლის მეფე, იოთამ მაღლანიძეს აძლევას წყალობის წიგნს, სადაც მას მიეცა
სოფ. ზერტი.
მდივანბეგიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლსა და კახეთში. ქართლელი მდივანბეგიშვილები სათავეს
იღებენ ციციშვილების გვარიდან: „... ქვემო ციციანნი ნიჩბისის ხეობაში სახლობენ და
ზემო ციციანნი არიან აწ მოხელეებად: 1) მოურავისშვილებად. 2) ამიღლაბრისშვილებად...
ხოლო ქვემო ციციანნი: 1) დიმიტრისშვილებად და აწ ცხოვრობენ მოსკოვს 2) მდივანბეგიშვილებად...“
204
მუსხელიშვილები
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი
და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად
შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ
ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა
მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს მოიხსენიება მებატონეთ თრიალოეთის
საბატონოს, სადაც ჰყავდათ ყმები. 1741 წელს იესე და დემეტრე
მუსხელიშვილები მოიხსენიებიან, როგორც მემამულეები, ჰყავდათ
ყმები სოფლებში: სამღერეთი, სამღერეთის ახალშენში.
უფლისწულ ბაქარის მიერ გაცემულ წყალობის წიგნში ვკითხულობთ:
„...ერთგული სამსახურისთვის განსვენებულმა ჩემმა მშობლებმა
გიწყალობეს შენ და შენს გვარს მუსხელიშვილებს თავადობა“. ე.ი.
ვახტანგ VI–ს უბოძებია მუსხელიშვილებისთვის თავადობა, მას შემდეგ
როცა გადავიდნენ რუსეთში საცხოვრებლად და მათი გვარი მოიხსენიებოდა
როგორც თავადი მუსხელიშვილები 1739 წლიდან.
იაკობ მუსხელიშვილი
როსტომ მუსხელიშვილი
ალექსანდრე მაჭავარიანი
დავით გრიგოლია მეუღლეს-
თან ანა მუსხელიშვილთან
ერთად
205
მუჩაიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
მამულაიშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. სათავადო აზნაურები. 1689–1717 წლების ერთ საბუთში
იხსენიება ნაკაშიძის აზნაური გიორგი მამულაიშვილი, რომელიც „ციხისთავიც იყო და გურიანთა
მის სახელო იყო“.
მამულაიშვილები ყმა–გლეხიანი მემამულე აზნაურები იყვნენ.
მახატელები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XI–XIII საუკუნებში, შემდეგ დაკნინდნენ და
გადაიქცნენ აზნაურებად.
მგალობლიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. მგალობლიშვილი დიმიტრი აზნაური. 1804 წლის მთიულეთის
აჯანყების მონაწილე.
მგალობლიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. შეტანილი არიან
რუს. იმპ. „ხავერდოვან წიგნში“.
კონტრიძე ნაკაშიძე და საფრომ მგალობლიშვილი
მგალობლიშვილი
206
მაქსიმეიშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ აკეთში. 1789–
1792 წლებში გიორგი მაქსიმეიშვილს ეკავა ბოქაულთუხუცესის თანამდებობა.
მაღალაშვილები–მაღალაძეები
„თავადი მაღალაშვილები. ესენი არიან იმერეთიდან მოსულნი საქართველოსა შინა დროსა
ალექსანდრესა აქეთ 1415 და მეფემან ალექსანდრემ მიიღო ესენი აზნაურად და უბოძა იონისძის
მამულთაგან ნაწილი და შესწირა მცხეთის ეკლესიას, ვითარცა წერილ არს გუჯარსა
შინა და დაასახლა მეტეხსა შინა, ხოლო უკანასკნელ მეფემან ირაკლი უბოძა თავადობაი
ამილბარ მაღალაშვილსა ქრისტეს აქეთ 1783 –სა და არიან თავადნი: 10 ამილღაბარას
შვილები, ხოლო 2) დავითის შვილები და სხვანი ამათნი სახლის კაცნი აზნურად.
XV საუკუნიდან კასპის რაიონის სოფ. წინარეხი ძლიერ აზნაურებს მაღალაძეებს ეკუთვნოდათ,
რომლებიც გამორჩეულები იყვნენ მდივან–მწიგნობრობით.
1391 წლის მაღალაშვილების მხედრულად ნაწერ სიგელში აღნიშნულია: „ქ. ჩუენ მეფეთ მეფემან
პატრონმ ალექსანდრე, ...ესე წყალობის წიგნი გიწყალობეთ... თქვენ მაღალაძეებს ამილბარს,
დიმიტრის და გიორგის“... ცნობილია მაღალაძეების სიგელები 1472 წ. 1562 წ. 1675 წ.
ელენე მაღალაშვილი ლევან მაღალაშვილი
207
მანდარიები
აზნაურული გვარი დას. საქართველოში. ლეჩხუმელი აზნაურები, მოსახლეობდნენ ოყურეშში,
ლაჭეპიტასა და ისუნდერში.
მეღვინეთუხუცესები
აზნაურული გვარი ქართლში. საციციანოს აზნაურები. 1800
წლით დათარიღებულ ერთ წერილში პაატა მეღვინეთუხუცესიშვილი
დავით ბაგრატიონს წერს წერილს.
1784 წლის 17 ივლისის თარიღით დათარიღებულ ნუსხაში მოხსენიებულია
აზნაური მეღვინეთუხუციშვილი.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
მართებლები
აზნაურული გვარი იმერეთში. წერეთელთა აზნაურები.
მიქელაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მიქელაშვილთა შესახებ იოანე ბატონიშვილს, ქართველ
თავად–აზნაურთა გვარების აღწერაში ვკითხულობთ: „ამათ გვარნი მოვიდნენ იმერეთს და
მიიღო მეფემ თავადობის გვარისთვე მიქელაძედ და ამათნი დაბალნი სახლკაცნი მიქელაშვილებად
აზნაურებად. აწ ცხოვრობენ მიქელაძე თავადნი, ხოლო მიქელაშვილები – ქართლსა.
„შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
სოფელ აწყურის
მცხოვრები,
მეღვინეთუხუცესები
დასულხანიშვილები
208
მურვანიშვილები–მურვანიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. 1783 წლის 20 იანვრის ერთ–ერთი არზით მურვანიშვილები
ერეკლე II–თან ჩივიან სამი კომლი ყმების თაობაზე.
1783 წლის 16 მაისის ერთ–ერთ საბუთში მურვანიშვილებმა არზა გაუგზავნეს იულონ
ბატონიშვილს, სადაც ითხოვენ სამი დღის მიწის დაბრუნებას, რომელიც ერეკლე II–მ ჩამოართვა
მურვანიშვილებს. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
მიქაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები. სათავადოს ფლობდნენ
დღევანდელი ხობის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. XIX საუკუნეში მხეიძეები, ქოჩაკი-
ძეები და მიქაძეები ხე–ტყის წარმოებას მისდევდნენ.
მიქაძეექი მემკვიდრეობით ფლობდნენ ჭალადიდისა და ნოქალაქევის მოურავობას. ბეჟან
და კაცია მიქაძეები ერთ–ერთ დოკუმენტში მოიხსენიებიან როგორც მოურავებიჭალადიდის
და ფოთის მოურავები ასევე ფოთისა და ანაკლიის თავადებად.
მიქაძეების გვარი პირველად მოიხსენიება XVI საუკუნიდან. XVI ს. პეტრე მიქაძე გიორგი
III დადიანის დროს გადავიდა ქართლში და გახდა ქართლელი მიქაძეების შტოს დამფუძნებელი.
სლოვენ მიქაძის ალბომიდან სლოვენ მიქაძის ალბომიდან
209
მაკარიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩიჯავაძეების აზნაურები.
მურაჩაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. საამილახვაროს აზნაურები. 1616 წლის ერთ–ერთ სიგელ-
ში მოხსენიებულნი არიან მურაჩაშვილები თავისი მამულით.
მაყაშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახლი თავადები, ვახუშტის ცნობით: „ხოლო
კახეთის ჩოლოყაშვილნი და მაყაშვილნი იტყვიან ირუფაქიძეობას“.
იყალთოს სიძველეთა მიხევით და მაყაშვილთა საგვარეულოს ტრადიციებით, არსენ იყალთოელი,
წმინდანთა რიცხვში ჩარიცხულა. გვარად თითქოს მაყაშვილი ყოფილა. არსენ იყალთოელი
მოღვაწეობდა XI–XII საუკუნეების მიჯნაზე.
მაყაშვილები იყვნენ, უჯარმის, თელავის ძველი გალავნის, აღდგომისა და ყარაჯალის
მოურავები. კახეთის სამეფო კარზე ეკავათ ეშიკაღაბაშის თანამდებობები.
1460 წლის სიგელში მოხსენიებულია ზაალ მაყაშვილი ნაზირი.
გენერალი გიორგი მაყაშვილთან
ერთად
თამარ მაყაშვილი-გაბაშვილი
210
მამარდაშვილები
აზნაურული გვარი ლეჩხუმში. ზუბელი მამარდაშვილები იყვნენ აზნაურები.
მარტიროზაშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „1573 წელს მოხსენიებულია მარტუილოზაშვილის
მამული, რომელიც შეუწირავს რხვითს. მარტიროზაშვილები ქართველი თავადის ხარისხს
გიორგი XI–ის დროის (1676–88) აღწევენ. მდივან მწიგნობრები ამ საგვარეულოში მე–17
საუკუნიდან გვხვდებიან“. შემდგომში მარტიროზიშვილები გვხვდებიან როგორც აზნაურები.
მიქაბერიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ლორთქიფანიძეების აზნაურები. სოლომონ პირველის
„ფიცის კაცები“.
მოურავიშვილები
ფეოდალური გვარი ქართლში. 1467 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში ვკითხულობთ:
„...ხოლო ქვემო ციციანნი ნიჩბისის ხეობაში სახლობენ და ზემო ციციანნი არიან აწ მოხელედ:
მოურავიშვილები, მეორე ნიკოლოზის ... ხოლო ამათში პირველის ოჯახისშვილი იყო
პირველი ხარისხის თავადად. ხოლო სხუანი მეორედ და მესამე ხარისხის თავადად“.
მგელაძეები
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები.
211
მახვილაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. 1755 წელს საჩივრების ნუსხაში მოიხსენიება ზალა მახვილაძე
იასაული. „რამაზისშვილმან ლუარსაბმან მაჭავარიანს აბელს თეთრმეტი მარჩილი
უჩივლა. ამის იასაული ზალა მახვილაძე“.
მახვილაძეები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
მესხები
აზნაურული გვარი საქართველოში. იმერელი მესხები იყვნენ ტახტის აზნაურები და „ფიცის
კაცები“. იმერეთის სამეფო მოურავები განაგებდნენ რიონის სამოურავოს.
ვახუშტი ბატონიშვილი მესხების საგვარეულოს ზედგინიძეებს უკავშირებს: „...იგინი თუმცა
ამილახვრად არ იხსენიებიან გუარით, გარნა არიან თავადნი, იმერეთის მესხებად წოდებულნი
და აზნაურნი“.
1819 წლის ცნობით ქუთაისის მოურავისა დ ნაცვლის თანამდებობაზე მოხსენიებულნი
არიან დავით მესხი და სპირიდონ მესხი.
ივანე მესხი ნინა მესხი ეფრემია მესხი კოტე მესხი
212
მოძღვრიშვილები
აზნაურული გვარი. „მიუჩინეს მეფის ძეს მეშვიდესა ცხოვრების მისისა წელსა დეკანოზი
იოანე. 1751 წელს მოვიდა იერუსალიმით, დროებით მუნ წასულ დეკანოზი ესე იოანე. მე გარსევანისა
დეკანოზისავე მოძღვრიშვილად გვარ–წოდებულისა. ესე იყო კაცი განსწავლული.
დიდი მწიგნობარი, მწერალი წიგნთა და მცოდნე დროთ მათი ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისა
ძველადგან ქართველთა შორის ნაქონთა“.
კათოლიკოსმა ანტონმა უბოძა მას წყალობის წიგნი. სადაც მას უბოძეს სამწყსო.
იოანე მოძღვრიშვილი იყო აგრეთვე ერეკლე II–ის და დარეჯანის მოძღვარი. მოძღვრიშვილ-
წერეთლების საგვარეულოს ფუძემდებელი იყო სამეფო აზნაური სვიმონ წერეთელი
(დაახლ. 1720-1787), – არქიმანდრიტი, იმერთა მეფეების ალექსანდრე V-ის, სოლომონ I-ის
და დავით II-ის კარის მოძღვარი, სამეფო კარის მდივანი, იმერეთის უკანასკნელი მეფის, –
სოლომონ II-ის აღმზრდელი. სვიმონის მეუღლე გახლდათ ჭალელი (ამჟამად საჩხერის რ-ნის
ტერიტორია) თავადის ავთანდილ აბაშიძის ასული (იხ.: ისტორიული დოკუმენტები იმერეთის
სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა (1466-1770 წწ.), წ. I, შ. ბურჯანაძის გამოცემა,
თბილისი, 1958, გვ. 80, 98, 133-134; ს. კაკაბაძე. იმერეთის საბუთები თარხნობის შესახებ,
“საისტორიო მოამბე”, 5, თბილისი, 1950, გვ. 171; დოკუმენტები საქართველოს სოციალური
ისტორიიდან, ტ. II, ბატონყმური ურთიერთობა (XV-XIX სს.), ნ. ბერძენიშვილის რედაქციით,
თბილისი, 1953, გვ. 281-282). ჯერ კიდევ 1747 წელს, ერთგული სამსახურისთვის, ალექსანდრე
მეხუთემ სვიმონს უბოძა ავთანდილის მამული და ყმა-გლეხები. 1740-იანი წლების
დამდეგს სვიმონს აბაშიძის ქალისგან შეეძინა ვაჟი, – გრიგოლი (გარდაიცვალა 1810-იანი
წლების დამდეგს).
1772 წელს სოლომონ პირველმა სვიმონ და გრიგოლ წერეთლებს უბოძა დიდძალი მამული
და ყმა-გლეხები ზემო იმერეთის სოფლებში ცხრუკვეთში, სვერში, ჭილვანსა და წინსოფელში
(ამჟამად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). აღსანიშნავია, რომ მოძღვრიშვილ-წერეთლების
ყმა-გლეხები იყვნენ: გველესიანები, ცუცქირიძეები, ყვიბრაძეები, კაპანაძეები,
ტყემალაძეები, ნადირაძეები, მაჭარაშვილები, კუპატაძეები და სხვა.
გრიგოლ მოძღვრიშვილ-წერეთელს ჰყავდა ვაჟი, – ნიკოლოზი, რომელსაც ცოლად
ჰყავდა იმერთა მეფის დავით II-ის (მეფობდა 1784-1790 წლებში) უკანონო შვილი, – ატატო
ბატონიშვილი. ატატო მოხსენიებულია თავისი ძმის, – კონსტანტინე ბატონიშვილის 1805
წლის შეწირულობის წიგნში (იხ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერ-
თა აღწერილობა, H კოლექცია, ტ. IV, გვ. 130). ნიკოლოზს და ატატოს ეყოლათ 5 შვილი, მათ
შორის 3 ვაჟი, – ნიკოლოზი, დავითი და ივანე. მათგან უფროსი, – ნიკოლოზ წერეთელი
213
მკერვალიშვილი
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „მკერვალიშვილი იყო ორბელიანთა შტოგვარი.
1823 წელს მოიხსენიება პოდპოლკოვნიკი ლუარსაბ ორბელიან–მკერვალიშვილი. 1832 წელს
მოიხსენიება კუმისის მცხოვრები მებატონე–აზნაური ზურაბ მკერვალიშვილი.1822 წელს
მოიხსენიება ვაშლოვანში მცხოვრები აზნაური ზაალ მკერვალიშვილი“.
მანველიშვილები
ვახტანგ VI–ის ბრძანების თანახმად 1736 წელს მასთან ერ-
თად რუსეთში წასულ მანველიშვილებს მეფემ უბოძა თავადობა და
მოიხსენიებოდა როგორც მანველივები.
1738 წელს მანველიშვილებმა წყალობის სახით რუსეთის იმპერატორისგან
მიიღებს მამულები უკრაინაში და პოლტავის ოლქებში.
ამავე დროს ჩაირიცხნენ ქართველ ჰუსართა პოლკში.
გახლდათ ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის უშუალო წინაპარი. მას ჰყავდა 6 შვილი, მათ შორის ორი
ვაჟი, – იოსები და სოლომონი.
მარკოზიშვილი
ამათნი წინაპარნი არიან ძველად არღუთაანთაგანნი. გარნა ამათნი წინაპარნი გარდასახლებულ
იყვნენ ფანასკეტრს, ადგილსა თაყა ფანასკენტელის მონათესავენიცა და მერეთ
მოვიდნემ ქართლს მეფე დავითის დროსა 1300 წ. და პირველ იყვნენ სომეხთასარწმუნოებისა
და მერეთ მიიღეს მართლმადიდებლობისა სარწმუნოება და უწოდეს მარკოზ და მუნიდგან
იწოდებიან აზნაურ მარკოზის შვილებად. თუმცა მეორე ხარისხის აზნაურნი იყვნენ, გარნა
აქვნდათ მუშრიბობისა ხარისხი სახლთა ამათთა და არიან ესენი მოხსენებულ ტრაკტატსა
შინა, რომელნიც მოსახლეობენ ტფილისის ქალაქსა შინა.
214
მამაცაშვილი
ამ გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია
რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი კონსტანტინე
მამაცაშვილი, რომელიც დაიბადა 1818 წელს გორის მაზრის
სოფელ რუისში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო
სამსახურიდან გადადგომის შემდეგ აქტიურ მონაწილეობას
იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო სასოფლო–
სამეურნეო საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი, აზნაურთა
სკოლის საზოგადოების თავმჯდომარე, აზნაურთა ბანკის
ერთ–ერთი დამფუძნებელი.მისი ძმა იოსებ მამაცაშვილი
იყო რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალი, მისი შვილი
ლევანიც რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი იყო და
დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში.
კონსტანტინე მამაცაშვილი რუსეთ–თურქეთის ომის
დროს 1877–1878 წ. ასრულებდა ელიზავეტპოლის გენერალ–
გუბერნატორის თანამდებობას. დაჯილდოვებული
იყო ოქროს ხმლით წარწერით „მამაცობისათვის“.
იოსებ მამაცაშვილი
მოსიძეები
იმერეთის აზნაურები. საეკლესიო აზნაურები. 1796 წლის 12 აგვისტოს დოსითუოს ქუ-
თათელ მიტროპოლიტმა აზნაურ ქაიხოსრო და ნიკოლოზ მოსიძეებს წყალობის წიგნი მისცა
და დაუწერა: „ჟამთა ვითარების ამას მომკვეთნებისაგან შენთა სამკვიდრო გლეხთა თქვენი
წინააღმდეგობა იხმარეს და ყმობისაგან თავს გართმევდნენ“.
საბუთში ჩამოთვლილია ის გლეხები, რომლებიც „თავს ართმევდნენ“. ესენია: გაჩაკუტაშვილი
გიორგი, დათუნიკაშვილები, მხიარულიშვილები, ლოფსიანიძეები.
215
მირზაშვილი
ამათნი წინაპარნი იყვნენ თათარნი აღალარნი და მწერალნი თა-
თრულისა როსტომ მეფისა მირზანი და ამათ მაშინ 1655 წ. მიიღეს
აზნაურობა და დაშთენ მირზაშვილებად შთამომავლობანი მათნი და
ესენიცა მოსახლეობენ ქართლში და იყვნენ მეფეთგან აზნაურად
მიღებულნი და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.
მანუჩაროვი
ამათნი შთამომავლობა არიან ძველადვე სუმბატიანთ გვარისანი,
რომელიც ზემორე აღვწერეთ სუმბატის შვილებისათვის და
ესენი არიან გვართაგან მათთა, გარნა აზნაურად მიღებულნი მეფე-
თაგან და ტრაკტატსა შინა მოხსენებული.
ნასიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. როგორც ვახუშტი ამბობს: „ხოლო
აზნაურნი მრავალნი არიან, ვიეთნი ძველის გვარისანი ვითარცა
...ნასიძე“.
1799 წლის აღწერით ნასიძეები დასახელებულნი არიან სამუხრანბატონის
აზნაურებად.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ნ
მასხულიები
აზნაურული გვარი ოდიშში. 1904 წლის აღწერის მასალებით ნარენაოს, სერგიეთის,
მარტვილის, საელიაოს ინჩხირისა და სხვა მასხულიები დასახელებულნი არიან აზნაურებად.
პირველ ისტორიულ ცნობა მასხულიათ შესახებ განეკუთვნება XVII საუკუნეთ, კერძოდ
1628–1647 წლებს ლევან დადიანის დროს.
216
ნიჟარაძეები
იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის
წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული
ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან
სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა
გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი
საცხოვრისი სვანეთი ყოფილა. იქიდან მოსულა სამი
ძმა ნიჟარაძე, რომელთაგან ერთი ქუთაისის გორაზე დასახლებულა.
მეორე წასულა აჭარაში და მესამე აფხაზეთში.
ნიჟარაძეთა საგვარეულოს შესახებ ცნობა დაცულია ეპიგრაფიკულ
წყაროებშიც: ნიჟარაძე დასახლებულია ნიგოითის წმიდა გიორგის
საყდრის დასავლეთის ფასარდის წარწერაში. რომელიც XIV
ს. არის დათარიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ნიჟარაძეს XV ს.
იმერეთის უწარჩინებულეს“ გვარებს შორის ასახელებს.
ნიჟარაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI საუკუნის პირველ
ნახე ვარშია სავარაუდებელი. ნიჟარაძეები ძლიერი ფეოდალები
იყვნენ. მათი ყმათა საერთო რაოდენობა XVIII საუკუნეში 600 კოლმს
უდრიდა. ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი მერაბ ნიჟარაძე
47 კომლ ყმას გლეხს და 6 კომლ აზნაურს ფლობდა.
XVIII საუკუნის შუა წლებისათვის ნიჟარაძეები დამსახურებული
თავადები ჩანან. მაგრამ სოლომონ I–ის დროს ისინი შერისხულები
არიან.
დიდ წარმატებას აღწევენ ნიჟარაძეები სოლომონ II–ის მეფობა-
ში. ამ დროს მათ მნიშვნელოვანი სახელოები უჭირავთ.
1791 წ. აბესა ნიჟარაძეს მარიამ დედოფლის მოლარეთ უხუცესობა
აქვს; 1795 წელს ნიჟარაძე ხაბაზთუხუცესად არის დასახელებული.
1803 წელს კი ამ თანამდებობასთან ერთად მას ფარცახანაყანების
მოურავობაც ებოძა.
იმერეთის სამეფოში რუსული თვითმმართველობის სისტემის დამყარებასთან
დაკავშირებით ნიჟარაძეთა სათავადო ადმინისტრაციულად
გაუქმდა.
ნატა ნიჟარაძე
217
ნოდარიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ნოდარიშვილებს ზაქარია ციციშვილთან სადაო საკითხი
ჰქონდათ. სასამართლომ სადაო საკითხი ნოდარიშვილების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
1722 წელს 21 მაისს გიორგი და გრიგოლ ნოდარიშ ვილები ერეკლე მეორეს თხოვნით
მიმართავენ, რათა დაიბრუნონ მათი ყმა მამაგულაშვილი.
ნემსაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. 1568 წლის იანეთის ბრძოლის აქტიური მონაწილეა აზნაური
ბეჟან ნემსაძე.
ნემსაძეები საგვარეულოს კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია იმერეთის კათალიკოსი
დავით ნემსაძე, რომელიც მოღვაწეობდა 1673–1696 წლებში.
ნინიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ჯავახიშვილების აზნაურები. ერეკლე II–ის გაგზავნილ
ერთ–ერთ არზაში ვკითხულობთ „ეს ნინიაშვილები აზნაურები არიან: როგორც აზნაურიშვილის
სამსახურის რიგი არის, თავეთის შეძლებით ესენი ჯავახიშვილებს ისე უნდა ემსახურონ
და მეტი ჯაბრი არცა რა ჯავხიანთ უნდა მოინდომონ“.
ნადიბაიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის ერისთავის აზნაურები. 1743 წლის ივნისში,
არაგვის ხეობაში აჯანყება მოხდა. აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ: დედუშაური პაპა, ნადიბაიძე
გივი, ნადიბაიძე ზარიბეგი და სხვები.
ნიჟარაძეთა აზნაურები: დიდიძეები, ალერწიანები, თათეიშვილები, ათაბეგები, ნიჟარაძეები,
ჭყონიები და სხვა.
218
ნათალიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. აზნაური გივი ნათალიშვილი იხსენიება ფრეშთუხუცესად.
თელავის სამეფო კარზე. ნათალიშვილი სამსონი იყო სართიჭალის მოურავი.
ნათალიშვილი დავითი. პორუჩიკი. ალექსანდრე ორბელიანის მამიდაშვილი.
ნათალიშვილი ივანე. აზნაური კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. შეტანილი არის
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ნანეიშვილები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჭილაძეების აზნაურები. იყვნენ აგრეთვე სამთავრო აზნაურები.
ნაცვლიშვილები
აზნაურული გვარი ქართლსა და კახეთში. 1764 წლის ერთ–ერთი არზით, ნაცვლიშვილები
ერეკლე მეფის ერთ–ერთ ქალიშვილს გაატანეს მზითებში საყაფლანიშვილში. ნაცვლიშვილები
ემუდარებიან ერეკლე II–ს, რათა გაანთავისუფლოს ისინი. ერეკლე უარს ეუბნება
და სანაცვლოდ „გაურახისა და ვაშლოვანის მოურავობაც შენთვის გვიბოძებია საშვილიშვილოდ“.
ნაბიჭვრიშვილები
“ესენი არიან მაჩაბელთაგანვე ხარჭთაგან შობილნი და მცირე აზნაურად მიღებულნი
მეფეთაგან ძველადვე და მოხსენიებულნიც ტრაკტატსა შინა. ამისთვის იყო ეს გვარი მიღებულ
აზნაურად. ვინაიდგან ძველადვე იყო განწესებული რომელ მეფეთ ანუ მეფეთგან უწესოდ
შექმნილთ აქვნდათ ხარისხი თავადობისა, თავადთაგან უკანონოდ შექმნილთ აქვნდათ
ხარისხი მცირე აზნაურობისა, აზნაურითაგან შთამომავალთ ამასვე სახელად აქვნდათ მსახურის
მეფისა ადგილი, ხოლო გლეხთაგანი მიეცემოდნენ ეკლესიათა ყმათ, მელისაეპისკოპისა
შინა იქმნებოდა ესე გვარი შემთხვევა, მას საყდრისა იმქნებოდა ყმად იგი“.
219
ნიკოლაიშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები.
ნამორაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. გერმანოზიშვილების აზნაურები. 1721 წელს მოხსენიებულია
აზნაური ზურაბ ნამორაძე.
ნაგლაძეები
აზნაურული გვარი. ფალავანდიშვილების აზნაურები. 1799 წლის საბუთში ნახსენებია:
„...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული
ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული
მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც გინდა იახელიო“.
ნათიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
მუხრან ბატონის აზნაურები. ამ გვარის გამორჩეული წარმომადგენელია
გლახა ნათიშვილი. რომელიც იყო სამეფო კარის ეკლესიის
დიაკვანი. იოანე ბაგრატიონი წერს რომ მან „გადმოიღო
სომხურისა ენისაგან სვიმეონ ჯუღელ ფილოსოფოსისაგანშემოკლებული
„კავშირი“ პროკლეს მიერ ქმნილი ღმრთის მეტყველება“.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ზურაბ ნათიშვილი
220
ნაკაშიძეები
ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე
იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.
ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის
ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა
იცოდა... ამის შვილნი მოვიდნენ ქართლსა, მეფემან მიიღო თავადად და ებოძა გვარად ნაკა-
შიძეობა... მისცა ადგილნი გურიას და არიან მუნითგან ნაკაშიძედ წოდებულნი წელს 1231–
სა“.
თუ ამ ცნობას დავუჯერებთ, ნაკაშიძეები XIII საუკუნის პირველ ნახევარში მოსულან. მაგრამ
ეს ცნობა სარწმუნო არ არის, ვახუშტი ნაკაშიძეებს გურიის ადგილობრივ მკვიდრ თავადად
თვლის.
ნაკაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI ს. მიწურულს არის სავარაუდებელი. ნაკაშიძეები
მრავალყმიანი ფეოდალები ჩანან, მაგრმ მათი ყმათა საერთო რაოდენობა უცნობია. ვიცით
მხოლოდ რომ ნაკაშიძეებს მარტო დვაბზუს, ჩოჩხათსა და ზედუბანს 78 კომლი ყმა–გლეხი
ჰყავდათ. კაცო ნაკაშიძეს, 1831 წლის ცნობით 24 კომლი (99 სული მამრობითი სქესის) აზნაური
ჰყავდა.
გურიის სამთავროს მმართველობის აპარატში ნაკაშიძეებს საპატიო თანამდებობები ეჭირათ.
ამ საგვარეულოს წევრები მემკვიდრეობით ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის, მესტუმრეთუხუცესის,
ქალაქთუხუცესის, მდივანბეგის, შემოქმედის და ოზურგეთის, ჩოჩხათის, ჩიბათის,
ჯურუყვეთის მოურავობას და „ერმენის მებაჟის სახელოებს. 1837 წელს ნაკაშიძეებმა
მიიღეს ბოქაულთუხუცესის თანამდებობა.
გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, ნაკაშიძეთა სათავადოც გაუქმდა. ნაკაშიძეთა
აზნაურე ბი: ვაშალომიძეები, ფასეიშვილები, ქარცივაძეები, თიკანაძეები, საბაშვილები, და-
თუნაიშვილები, მამულაიშვილები, ბერიძეები.
ნაკაშიძე ბეჟან ნაკაშიძე
221
მარიამ ნაკაშიძე ნინო ნაკაშიძე
ალექსანდრე ნაკაშიძე თავადი ნაკაშიძე ივანე ნაკაშიძე
ნიკოლოზ ნაკაშიძე
კონტრიძე, ნაკაშიძე და
მგალობლიშვილი
222
ნამანგლელევიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. ორბელიანთა გვარის განშტოება. როსტომ და ევგენი
ნამანგლელევიშვილები 1721 წელს მოიხსენიებიან ორთაშუას მებატონეებად.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ნახუცრისშვილი
ამათნი წინაპარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი, ხუციაშვილად წოდებულნი, რომელიცა
ხუცესი ამათი წინაპარი შესცდა და მეორე ცოლი შეირთო და დაუტევა ხუთობა. ამის გამო
გაუგვარდათ ნახუცრის შვილობა და ამათნი წინაპარნი ჩნდნენ დროსა მეფისა ბაგრატისას
წელსა 1629 და მუნადგან არიან მოსახლენი ტფილისს და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა.
ნამჩევაძეები
აზნაურული გვარი. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან რომან ნამჩევაძის
შვილიშვილები ევგრაფი და პეტრე ნამჩევაძეები. რომლებცი რუსეთში გადასვლის შემდეგ
(მამა–პაპა რომან ნამჩევაძე გადასახლდა რუსეთში დონში და იწოდებოდა გრუზინივად).
იწოდებოდნენ გრუზინოვებად. დაჯილდოვებულები იყვნენ რუსეთის უმაღლესი სამხედრო
ორდენებით. პოლკოვნიკები. იმპერატორ პავლე შ–ის ბრძანებით დახვრიტეს ორივე ძმა
1800 წელს.ნამჩევაძეების გვარმა დასაბამი მისცა რუსეთის იმპერიის აზნაურულ გვარს
გრუზინოვებს.
ამ გვარის (გრუზინოვების) ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ევგრაფი
იოსების ძე გრუზინოვი. გვარდიის პოლკოვნიკი, დაჯილდოვებული იყო რუსეთის იმპერიის
უმაღლესი ორდენებით. იმპერატორ პავლე შ–ის დაახლოებული პირი.
223
ნაჭყებიები
ალექსი ნაჭყებია მეუღლესთან ერთად ლეონტი ნაჭყებია
ბეჟან ნაჭყებია ნატაშა ნაჭყებია გიორგი ნაჭყებია
აზნაურული გვარი სამეგრელოში
224
ონანაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. სახასო აზნაურები. 1776 წლის საბუთით ონანაშვილები,
კერძოდ ლუარსაბ ონანაშვილი დავით აფხაზს სასახლეს ედავებოდა.
ოქროპირიძე
ამ გვარის ერთ–ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსი
ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელიც დაიბადა სოფელ დირევში (გორის რაიონი).
ოჩიგავები
აზნაურული გვარი ოდიშში. სეფიეთის ეკლესიის ფრესკებზე რამდენიმე დიდებულის
ფრესკებზე იკითხება: „ელაჭიში ოჩიგავა“. რომელიც მე–17 საუკუნის დასაწყისში მოხატულა.
როგორც ჩანს თავიდან აქ ოჩიგავები ყოფილან დიდებულები, ხოლო შემდეგ თოფური-
ძეები გაძლიერებულან.
ორბელიანები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. ერთ–ერთი უწარჩინებულესი
გვარი საქართველოში. იგივე ჯანბაკურ–ორბელიანები. ბარათაშვილების ერთ–ერთი შტო.
გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს
იოთამ ბარათაშვილს, ორბელიანების სამფლობელოში შედიოდა 80–მდე სოფელი,
100–მდე აზნაური 200–მდე ყმა გლეხი.
ორბელიანები იყვნენ მოწინავე სადროშოს სარდლები, ქართლის სახლთუხუცესები, ეშიკაღასბაშები,
მდივანბეგები, ორბელიანების გვარიდან ბევრი ცნობილი პიროვნება გამოვიდა:
სულხან–საბა ორბელიანი, სარდალი დავით ორბელიანი, პოეტები ვახტანგ და გრიგოლ ორბელიანები,
მანანა ორბელიანი და მრავალი სხვა.
ო
225
ანეტა ორბელიანი
მაიკო ორბელიანი
ჯამბარკულ ორბელიანის სასახლე ჯამბარკულ ორბელიანის სასახლე
ვახტანგ ორბელიანი ვახტანგ ორბელიანი
226
ორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე
კასპი, ჯუმბერ ორბელიანის სასახლე
227
ორჯონიკიძეები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. აბაშიძეთა აზნაურები, ქართლში ციციშვილების
აზნაურები.
ოქროპირიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. გერმანოზიშვილების აზნაურები. 1465 წელს მოხსენებულია
მწიგნობარი მახარებელი ოქროპირიშვილი. დათუნა ოქროპირიშვილი მოიხსენიება 1682
წელს. 1721 წ. აღწერით მოიხსენიება აზნაური თამაზ ოქროპირიშვილი. ცხოვრობდა და ყმები
ჰყავდა ალგეთში.
ონიკაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელია ნიკოლოზ ონიკაშვილი.
XVIII საუკუნის II ნახევრიდან XIX საუკუნის I ნახევრის ქართველი მწიგნობარი.
სამეფო კართან დაახლოებული, იოანე ბატონიშვილის მდივანი. 1801 წელს პეტერბურგში
გაჰყვა იანა, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებს. დაწერა ისტორიულ–ლიტერატურული
თხზულება „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურგამდე“.
მინადორ ორჯონიკიძე ანასტასია ორჯონიკიძე
228
ობლიძე
აზნაურული გვარი ქართლში. საციციანოს აზნაურები.
ობოლაძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. „აზნაურ ობოლაძეთა წინაპრები იყვნენ იმერეთით
აბულაძეთაგანნი მონათესავენი და მცირე აზნაურნი და ამათთაგანნი ვინმ დაშთა ობლად და
მოვიდა საქართველოსა შინა და დაესახლა, რომლის ობლობის გამო გაუვარდათ ობოლაძეობა
ვახტანგ მეფის დროს 1711 წელს და არიან გეორგიევსკის ტრაქტატსა შინა“.
ოთანაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1782 წ. 23 აპრილის საბუთით თამაზ ოთანაშვილმა მამულის
თაობაზე არზა გაუგზავნა ერეკლე II–ს: „ღმერთმან უმაღლესის ჭირი მოსცეს თქვენის შვილის
მირიანის ყულუღჩს თამაზას პირველად თქვენმა შვილმა გამომზარდა და მერმე თავის
ძმას მაახლა: მეც თქვენს შვილებს თავი შვაწყინე და წყალობა მიყვეს – ჩემი აზნაურიშვილობა
გამოაცხადეს და ჩემი ყმებიც მიბოძეს. მამულზედ კი, დიაღ, ნაკლებად გახლავარ.
რადგან ჩემის ბიძის მამული არის, ჩემზედ უფრო მართებული...“
ოქრომჭედლიშვილი
ამათნი წინაპარნი არიან ახალციხელნი და იყვნენ ოქრომჭედლობის ხელოვნებასა შინა
და საკუთარნი ახალციხის ათაბეგისანი. უკანასკნელ დროსა მეფისა როსტომისასა გარდმოვიდნენ
ქართლს. მოსულან 1636 წ. მეფე თეიმურაზის დროს და მიღებულ იქმნენ მდაბალ აზნაურად,
რომელნიცა აწ მოსახლეობენ დვანს ქართლსა შინა და არიან ესენიცა მოხსენებულ
ტრაკტატსა შინა.
ოქრომჭედლიშვილი ტატიანა ნიკოლოზის ასული. ქართველი აზნაური გარდაიცვალა 1847
წელს რუსეთში. შედიოდა ქართველ დედოფლის მარიამის ამალაში, მისი უმცროსი შვილის
აღმზრდელი.
229
პოპიაშვილები
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
„ხავერდოვან წიგნში“.
პარკაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. 1789 წლის 7 ივნისის ერთ–ერთ საბუთში გიორგი პარკაძემ
უჩივლა ოთარ მაილახორს ერეკლე მეორესთან: „...ამილახორი ოთარ მამულებს მართმევს
შაშვებს რვა საკომლო წამართვა და ორი წელიწადი ღალა იმას მიაქვს... ღმერთი გაგიმარჯვებს,
როდესაც დემეტრეს წილად გერგებით, სრულად ჩემის მამა–პაპისა, რაც ყმა ან
მამული მქონდა და რისაც მქონებელი გახლდი, ისე სრულებით მოგერთოთ ჩემი თავი“.
პავლიაშვილები
აზნაურული გვარი. პლატონ იოსელიანი თავის წიგნში „ცხოვრება მეფის გიორგი მეცამეტის“
იხსენიებს აზნაურ ბერო პავლიაშვილს, „...ამბავსა მისსა მოუთხრობდა ხშირად აზნაური
ბერო პავლიაშვილი, რომლისთვისაც დავსწერე და დავბეჭდეცა სიტყვა გარდაცვალებისა
გამო მისისა, ვითარცა რედაკტორმან გაზეთის“.
ოდიშელიძე
პატისაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ამილახვრების აზნაურები. 1797 წლის 29 სექტემბრით და-
თარიღებულ საბუთში სოლომონ პატისაშვილი წიგნს აძლევს ოთარ ამილახვარს.
აზნაურული გვარი ქართლში
პ
230
პეტრიაშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. „პეტრიაშვილი იყო
ვანის მხრიდან, მხნე და ძლიერი მეომარი დედის ძმა
გულვასილისა და წარჩინებული კაცი, რომელმანაც
მრავალგზის ავნო სპარსთა მხედრობასა ქურდულის
ზედსხმითა და ამათი გვარნი დაშთნენ კახეთსა შინა
წელსა 1108, მიიღეს აზნაურობა პეტრიაშვილობისა
სახელისა გამო მამეულთა მისთა და მუნითგან ცხოვრობდნენ
კახეთსა შინა“.
ჟურულები
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა,
რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა
ცოლ–ვშილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა
იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და
ამათნი გვარნი სახლობენ სხვადასხვა სახლად.
აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის ერისთავის აზნაურები. ვახუშტის აღწერა სამეფოსა
საქართველოისა“, მოხსენიებული აქვს ჟურულების სასისხლო სიგელი. ჟურულების გვარი
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“. ცნობილია აზნაურ ჟურულების
სასისხლო სიგელი, რომელიც თარიღდება XV საუკუნით.
კიტა აბაშიძე, კატო აბა-
შიზე-პეტიაშვილი
ნინო ჟურული,ილია
კონსტანტინე ჟურული გიორგი ჟურული ნინო ჟურული მაჭარაშვილი
ჟ
231
ჟვანიები
აზნაურული გვარი სამეგრელოსა და იმერეთში. ჩიჯავაძეების აზნაურები.
შუასაუკუნეების წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე როგორც ჟვანიძე.
გადმოცემის თანახმად, ჟვანიების გვარი მოდის აფხაზეთის აზნარული გვარიდან – ზვანბა.
რომელიც ლეგენდის თანახმად მიმდინარეობს წმიდა იპატისგან გაგრის ეპისკოპოსისგან.
1880 წელს ცნეს რუსეთის იმპერიის შთამომავლობით აზნაურებად.1599–1577 წლებში ცაი-
შის მიტროპოლიტი იყო კირილე ჟვანია.
ჟორდანიები
აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს
ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.
1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.
თამარ ჟვანია მეგობრებთან
მიხა ჟორდანია ნოე ჟორდანია თედო ჟორდანია თედო ჟორდანიას ოჯახი
ასათიანი,ჟვანია დესპინე ჟვანია ჟვანია
232
რაჭის ერისთავები
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენიებული XI საუკუნეს
განეკუთვნება.
რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში
ჟამთააღმწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძეებად თვლის. წარმო-
შობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოსლა და მისი მამა–პაპეული რეზიდენცია კაცხი იყო.
XIII ს. II ნახევარში დავით ნარინმა (1247–1293 წწ) ღალატისთვის სასტიკად დასაჯა.
რაჭის ერისთავი – კახაბერიძე გააუქმა საერისთავო და იგი თავივს სახასო მამულად გამოაცხადა.
XIV ს. დასასრულს, იმერეთის მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს, XVI ს. 30–იან
წლებიდან რაჭის ერისთავებად ჩხეტიძეთა, ჩხეიძეთა გვარის წარმომადგენლები არიან.
იმერეთის სამეფო კარზე რაჭის ერისთავები დიდი პატივით სარგებლობდნენ. ეს
იქიდან ჩანს, რომ ალექსანდრე III–ის მიერ 1651 წელს რუსთხელმწიფისათვის გაგზავნილი
ფიცის წიგნში საერო ხელისუფალთაგან პირველს, პაპუნა რაჭის ერისთავს მოუწერა ხელი:
თვით რუსეთის ელჩებიც მას მეფის პირველ „ბოიარს“ ეძახდნენ. რაჭის ერისთავები მაღალი
ტიუტლებით აღარ კმაყოფილდებოდნენ, ერთ დროს მეფის მიერ ნაწყალობევი მამული უკვე
დაისაკუთრეს და საერისთავო – სათავადოდ გაიხადეს, ხოლო ერისთავი – სათავადოს
უფროსად. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ სათავადოს უფროსს სახლის წევრები კი არ
ირჩევენ, როგორც საქართველოს სხვა სათავაზოებში, არამედ უფროსობას მემკვიდრეობით
გადასცემენ მამიდან შვილზე უხუცესობის მიხედვით. რაჭის ერისთავად დაჯდომას მეფის
ნებართვა აღარ ჭირდება, თვითონ ჯდებიან ერისთვებად მეფის ნებართვის გარეშე, მაგრამ
ადრე ასე არ იყო – რაჭის ერისთავები წინა საუკუნეებიდან მოყოლოებული XVII ს. შუა წლებამდე,
იმერეთის მეფეთა ვასალები იყვნენ და ემსახურებოდნენ მათ.
XVII–XVIII სს. რაჭის ერისთავები სხვა თავადებთან ერთად თავიავნთ ნებისამებრ სწყვეტდნენ
იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა–დარჩენის საკითხს. ერისთავმა და მისმა მომხრეებმა
სამჯერ ჩამოაგდეს გიორგი V ტახტიდან. 1716 წ, მათ იმერეთის სამეფო სამად გაიყვეს, ხოლო
1720 წელს მეფეც მოკლეს. რაჭის ერისთავთა გლეხებს საბოლოოდ სოლომონ I–მა მოუღო
რ
233
ბოლო, იმერეთის თავადები მეფეს უჭერდნენ მხარს. მასთან მოეყარათ თავი ერისთავის მიერ
შევიწროვებულ თავადებს. ამ ბრძოლაში რაჭის ერისთავები სასტიკად დამარცხდნენ.
რაჭის ერისთავების აზნაურები: ლორთქიფანიძეები, გამრეკელიძეები, დარახველიძეები, ლომინაძეები,
დემეტრაძეები, საკანდელიძეები, ლაჭყებიანები, ბუბუაშვილები, ჯაფარიძეები,
გამყრელიძეები, ბაქრაძეები, იაშვილები, გოცირიძეები.
დიმიტრი ერისთავი
რაჭის ერისთავები
რაჭის ერისთავები
234
რევიშვილები
აზნაურები. მოიხსენიებიან 1721 წ. ბეჟანი და ზაალი რევიშვილები ნამანგლელევის
შვილების მემამულეებად და აზნაურებად. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ სკვერეთში ქციაში.
როშაქიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. ტახტის აზნაურები. 1722 წლის რუსთველის სადროშოში
შემავალ თავად აზნაურთა და ადგილთა ნუსხაში აღნიშნულია: „...როშაქიშვილები, თიანეთის
მოურავი, თიანეთით, ფშავით, ხევშურით სახლის კაცით, ყმითა და სასახლით“.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
რაჭის ერისთავები
235
რევიები
აზნაურული გვარი ოდიშში.
რამაზაშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „ვახუშტი ბატონიშვილი რამაზაშვილებს თავადთა
შორის მოიხსენიებს. „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ იგი წერს: „ჩხეიძე მივიდა
იმერეთიდან, ხოლო რამაზისშვილი და დავითასშვილი არიან ავგიორგის ძმის დიმიტრისგან,
რომელი არჩინა მეფემან და არიან მიერითგან აქა“.
რამაზიშვილები იყვნენ აზნაურებიც. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ალგეთში.
რევაზიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა
შთამომავლები არიან „რომელნიც განიყოფებიან სხუა და სხუა სახლად... ხოლო პირველი
თავადობისა ადგილი და ამილახორობა იყო რევაზიშვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოოდნენ
სახლში, ხოლო სხუათა აქუნდათ მეორისა და მესამის თავადისა ხარისხნი და პატივნი“.
„თავადი გურჯი რევაზისშვილნი არიან ბარათაანთ გვარისა გარნა გაუგვარდათ სახელი
სიმხნისა გამო... ესე გვარი მიიღო რევაზმა დროსა მეფისა ვახტანგისასა წელსა 1730–სა და
მუნითგან იწოდებიან გურჯი რევაზიშვილებად“.
რატიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩიჯავაძეების აზნაურები.
რიკაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. XVIII საუკუნის ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულია ბეჟან რიკაძე,
რომელიც ვალდებულია თავისი ყმა ვირშელიშვილი ნასყიდა გაიყვანოს ჯარში. თავისი
თოფით. „ბეჟან რიკაძეს ყმა ვირშელიშვილი ნასყიდა, თოფითა“. იმავე საბუთში „აქავ ბეჟან
რიკაძე ზალის ყმა ვირშელიშვილი პაატა თოფითა“.
236
რჩეულიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ერთ–ერთი საბუთით, რომელიც შედგენილია 1782 წლის 7
ივნისს, რჩეულიშვილები მაჩაბლების აზნაურებად ჩანან: „ამას მოვახსენებთ მათს მაღალმეფობას
და მართლმსახულებას: როდესაც მაჩაბელს ყმათ უშოვნივართ ბოძებით ვისგანვე თუ
როგორ, ჩვენის ყმითა და მამულით მივცემივართ. თქვენის წყალობით ძველთაც აზნაურიშვილი
გახლებივართ, ყმა–მამულიც გვაქვს და გვქონია..“
როინიშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. იმერელ მხეიძეების აზნაურები.
რუსიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები. რუსიშვილების გვარი
გადმოცემის თანახმად მომდინარეობს თამარ მეფის პირველი ქმრის ანდრეი ბოგოლუბსკის
ვაჟის იურის ამალის წევრისგან, რომელიც თამარ მეფემ თავადის ღირსებაში აიყვანა. 1722
წელს რუსთველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა და ადგილთა ნუსხაში მოხსენებულია“...
და გამოღმა რუსიშვილნი, შაშიან კალურნი, კარის უბნის და ჯიმითის მოურავნი“.
იოსებ როინაშვილი
რუსიშვილები გრიგოლ რუსიშვილები
237
რატიშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი,
აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ
ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი
ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე აღყვანებულსა თავადობისა
ხარისსა შინა, ხოლო ერთი ამათგანი სცხოვრობდა რუსეთსა შინა, ხოლო აწ არიან თავადად
ბეჟან რატიშვილი, რომელიცა ვახტანგ დროსავე იწოდებოდა თავადად წელსა 1724 და მეფე
ირაკლის დროს 1783–სა და აწ არიან ბეჟან რატიშვილები. ხოლო სხვანი არიან აზნაურად
შალვას შვილები და სხვანი“.
როსტევანიშვილი
ამათნი წინაპარნი იყვნენ სააკაძეთა გვართაგანნი მოსახლენი თავრიზსა შინა და უკანასკნელ
მოვიდა ვინმე როსტევან სააკაძე და იმის გამო გაუგვარდათ როსტევანის შვილობა და
ჰსჩნდენ ესენი დროსა როსტომ მეფისასა 1655 წ. აზნაურადვე მიღებულნი და მეფე ირაკლისგანცა
ტრაკტატში არიან მოხსენებულნი.
დღეს, ეს სააკაძეები როსტევანოვებად არიან ჩაწერილები. „როსტევან აზნაურიშვილი,
მოწმე ტყით სარგებლობის უფლების წიგნისა“ (1699 წელი). „როსტევან-მოურავის, ნაქონი
მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა პაპუა ჯორჯაძეს“ (1636 წელი).
როსტევანიშვილები მოიხსენიებიან სკრაში, ქვემო ქართლში, გორში. როსტევანიშვილი
ქაიხოსრო 1670-1700 წლებში იყო მეფის კარის მდივან-მწიგნობარი.
ზურაბ რატიშვილი გაბრიელ რატიშვილი ივანე რატიშვილი
238
საბახტარიშვილები
ფეოდალური საგვარეულო სამეგრელოში. საბახტარიშვილები როგორც კორნელი ბაროოზადინი
წერს XIX საუკუნეში. გათავადებულან XVII საუკუნეში ლიპარიტ დადიანის დროს.
XVIII საუკუნეში ფრანგმა მოგზაურმა შარდენმა აღწერა საბახტარიშვილები ს სტუმართმოყვარეობა,
როცა მან სამეგრელოში იმოგზაურა.
საბახტარიშვილებს ჰყავდათ აზნაურები და მრავალი ყმა–გლეხი, საბახტარიშვილებს
იმპერატორმა არ დაუმტკიცათ თავადობა და ისინი აზნაურებად დაამტკიცეს XIX საუკუნეში.
რატიანები
აზნაურული გვარი სამეგრელოსა და იმერეთში. ცნობილია
XVII საუკუნის რატიანთა სიგელი, სადაც რატიანები აზნაურებად
იწოდებიან. 1904 წლის აღწერის მიხედვით წაჩხერში (მარტვილის
რაიონი) მამულებს ფლობდენნ აზნაური რატიები (რატიანები)
რაზმაძე თამარა ივანეს ასული – აზნაური. ცოლი ქართველი
აზნაურეს (1771–1836) რაზმაძე ალექსანდრე (1845–1896) აზნაური
(ვაგანკოვო).
სარქისაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ბარათაშვილების აზნაურები. არსებობს საბუთი 1656 წლის
6 ივნისით დათარიღებული, სადაც საქმე ეხება აზნაურ ბროლძელებისა და ზანაურ სარქისაშვილების
მამულის გაყოფას. 1721 წლის აღწერით პარენ აღვერდის–ძე სარქისაშვილი
დასახლებულა ბეჟან სუფრაჯის უყმო აზნაურად.
სურგულაძეები
აზნაურული გვარი გურიაში, მაჭუტაძეების აზნაურები.
სერგია რატიანი ს
239
სანთლიკუდაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ავალიშვილების აზნაურები. 1784 წლის 16 სექტემბერს
ერთ–ერთ არზაში სანთლიკუდაშვილი პაპალა ამილახვარ–მდივანბეგს იესეს თხოვნით
მიმართავს, რაზედაც იესე ამილახვარი ბარათს უგზავნის ზურაბ ავალიშვილს: „ქ. ამილახვრის
კეთილსახსოვარო ზურაბ ავალიშვილო, ეს ქვრივი და ობოლი შენ გებრალებოდეს, რომ
უბრალოთ არავინ შესცოდოს რა, თორემ შენგან გვეწყინება, თორემ აზნაურიშვილის უსამართლობას
მოიკითხავენ“ – შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
სარჯველაძეები
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები.
სოლოღაშვილები
„ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის
გვარისანი. ამათი წინაპარნი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად.
ხოლო ამის შთამომავლობისანი, რომელთაც მიიღეს
მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობისა ბაგრატისასა
წელსა 1375–სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა
და ებოძა გვარადა სოლოღაშვილისა და არიან მუნითგან
მცხოვრები სომხითსა, რომელნიმე გადმოვიდნენ რუსეთსა და
დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ
არიან: იესეს შვილები, ზაზას შვილები და სხვანი ძმანი მათნი“.
სოღოლაშვილები იყვნენ მებატონეები, მათ ეკუთვნოდათ მამულები
და ჰყავდათ ყმა–გლეხები ალგეთში, ჭაპალში, კუმისში,
საყალტუნთში, ურცევანში, ძველ გომარეთში, ტაბახმელაში, სა-
ღოზიში, ტაგნაგეთში, ასურეთში, შინდასში და საქუდეში.
1525 წლის შეწირულობის წიგნში მიცემული დავით მეფის
სახლთუხუცესის და მწიფგნობარი მაფრი ივანე სოლოღაშვილი.
240
საჯაიები
აზნაურული გვარი ოდიშში. საჯაიები აზნაურები ყოფილან, ნაწილი დადიანებისა, ხოლო
ნაწილი ჩიქოვანებისა, ვარიანტი საჯალია გაფიქრებინებს, რომ ამოსავალი საჯარ დამოწმებულია
ქარტლის ცხოვრებაში. 1904 წლის აღწერის მონაცემებით ჯაღრაში, ფოცხოში,
ნასოჯოუში, ლესაჯეში მცხოვრები საჯაიები აზნაურები იყვნენ.
სოფრომისძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. ვახტანგ II–ის დროს გიორგი სოფრომიძე იყო მეფის
მწიგნობარი.
„დაიწერა ბრძანებაი და სიგელ ესე ჩვენი ინდიქტიონისა მეფობისა ჩვენისასა ორმოცდაა-
თი მეთევქსმეტესა და მისი ჩვენის ვახტანგ მეფისასა მეათესა, ხელთა ზარდახანის მწიგნობარს
ჩვენია გიორგი სოფრომიძისაითა“.
ბრძანება დათარიღებულია 1231 წლით.
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მოხსენიებული სოფრომიძე, რომელიც როგორც ჩანს
საწიდის მწიგნობარ უნდა იყოს.
„ოდეს მათი (პატრონ მეფის) შვილი მოვიდა, შეიყარნეს, კათალიკოზი თანა ჰყვა და
ალს, ეკლესიის კარს დგა, და რაი წვევის ჟამი მოვიდეს, საწოლის მწიგნობარი ინასარიძე
პატრონის წინაშე დგა და პატრონმა ბრძანა: „ვინ აწვიოს კათალიკოზი?“ და მიბრძანეს მე
ვაწვიო. ამის სიტყვისთვის სოფრომისძე იტყვის: „აწ ვინათგან დაუწერია აწვიოს საწოლის
მწიგნობარმანო“.
სანადირაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩიჯავაძეების აზნაურები.
241
სიდამონიძეები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. თავადები. იოანე ბატონიშვილის მიერ დაწერილ
ერთ–ერთ საბუთში აღნიშნულია: „ესე აგავის ერისთავნი არიან კავკასიის მთით მოსრულნი
ოსნი კარგის გვარისანი, სიდამონიძენი. ამათი წინაპარნი მოსახლეობდნენ ვანათსა ადგილსა
შინა. ამათ პირველად მიუბოძა მეფემან კონსტანტინემ გიორგისძემან აზნაურობათ და განაწესა
მოხელედ სიდამონ წოდებული არაგვის ზედა. ოდეს მოვიდა მუსა თურქი საქართველოსა
ზედა დიდის მხედრობით, მაშინ ბრძო მეფემან კონსტანტინემ თურქთა მათ და ბრძოლასა
ამას შინა მოიკლა მეფე თურქთაგან და იძლიერნენ ქართველი და იქმნა აღრეულობა
ურთიერთსა შორის ქართველთაგან წელსა ქრისტეს აქეთ 1407. ამ მიზეზითა სიდამონმან
შემოიყარნა მხედრობანი ოსთანი და სახლის კაცნი თავისნი და მოსწყვიტა ბაზლიძენი თავადნი,
მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთსა
ტბაი, სახელსა მათისა გამო...“
XVI საუკუნიდან სარგებლობენ რა საგარეო და საშინაო პირობების გართულებით, პატარა
ლიახვის ხეობაში მცხოვრები აზნაურები, სიდამონიძეები მოიშველიებენ ოსებს და ქსნის
ერისთავებს, იმორჩილებენ ხევის ერისთავებს „გაერისთავდებიან“, ხოლო ამის შემდეგ, თანდათან
არაგვის საერისთავოსაც შეიერთებენ და ამიერიდან ორი საერისთავო ერთ საერის-
თავოდ – არაგვის საერისთავოდ ხდება.
გიორგი XIII–მ 1800 წელს სიდამონიძეებს უბოძა ყმა–მამულები გრემის ნაქალაქარში. სიდამონიძეები
იყვნენ თავადებიც, აზნაურებიც და გლეხებიც (ცხინვალელები).
242
საფარაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
სუმბათაშვილები
ფეოდალური გვარი საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი სუბათაშვილებს მოიხსენიებს
სამცხის თავადებად. სუმბათაშვილები ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიებიან
XIV–XV საუკუნეებში.
მთიულეთის 1804 წლის აჯანყების დროს გამართულ ბრძოლაში გენერალი ტალიმინი
ქება–დიდებით იხსენიებს ლუარსაბ სუმბათაშვილს. გიორგი მეცამეტეს დროს ქიხოსრი სუმბათაშვილს
ეკავა მოლარეთუხუცესის თანამდებობა და ნავთლუღის მოურავობა. ლუარსაბ
სუბათაშვილი ნიახურას ომის მონაწლე მიმბაში, თავი გამოიჩინა მხნეობით და შემართებით.
საბაშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. ნაკაშიძეების აზნაურები.
გენერალი სუბმატაშვილი დავით სუბმატაშვილი
243
სტელიშვილები
აზნაურული გვარი ქართლიში. ციციშვილების აზნაურები.
საგინაშვილები
ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. „თავადი საგინაშვილი. ამათნი
შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი
დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ
წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი
შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად თავადად მეფეთაგან და არიან ორად: 1) სომხი-
თა შინა მოსახლენი, 2) კახეთსა შინა.“
საგინაშვილებს ყმები ჰყავდათ და მამულები ეკუთვნოდათ სოფლებიშ ჩხიკვეთში,
არდისუბანში, ენაგეთში, კოდაში და სხვაგან.
საგინაშვილები იყვნენ აგრეთვე აზნაურები და ყმებით.
ალექსანდრე დიმიტრის–ძე საგინაშვილი იყო რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი,
1827 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ლაშქრობაში, სოფ. კოდაში აღადგინა ქართული
ეკლესია.
გაბრიელ საგინაშვილი XVII ს. ქართველი კალიგრაფი, დავით გარეჯის ბერი.
ივანე საგინაშვილი ნინი საგინაშვილი
ნინო ჟორდანია
244
სხირტლაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. იმერეთიდან გადმოსული კაცია სხირტლაძე ერეკლე II–
ისაგნ სახელოს ბოძებას ევდრება. რაზედაც ერეკლე თანხმობას იძლევა. „აქ ჩვენი ბრძანება
არის ზურაბიშვილო ზაალ მერმე ამ ჩვენის აზნაურიშვილის კაცია სხირტლაძისათვის ზეგამის
ნაცვლობა წყალობით გვიბოძებია. და შენც ამაზე თვალყური უნდა გეჭიროს და იმ სოფლის
კაცთაც ყადაღა უნდა უყო, რომ როგორც მართებული იყოს, ამას ისე დაემორჩილდნენ“.
სულხანიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე
II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის
მოძღვარი.
სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების
მონაწ ილე.
ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა
დარეჯანისა“. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან
წიგნში“. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულხანი. ეს სახელი
ჩვენს წინაპრებს უსესხებიათ არაბულიდან და სამართლიანს ნიშნავს.
წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებ-
თა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“. იოანე ბაგრატიონი წერს:
„აზნაური სულხანიშვილი – სუხარა არის მონასტრის სახელი ქვემო
ქართლში, სომხითსა შინა და სახელით სულხან, სულხანიშვილობა
გაიგვარეს, 1391 წელსა“.1696 წელს სულხანიშვილების მიწა ესაზ-
ღვრებოდა თამაზ მგელიტიშვილის მიერ მამულა ვარმაშვილისთვის
მიყიდულ ნავენახარს.1699 წელს თევდორე სულხანიშვილმა ზურაბ
თუმანიშვილს მიჰყიდა მამული წოდორეთში.
1672 წელს ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება ბასილა
სულხანიშვილი.1850 წელს, რუსეთის იმპერატორმა თავადაზნაურ-
თა საგვარეულო სიაში, ეგრეთ წოდებულ „ხავერდოვან წიგნში“
სულხანიშვილებიც შეიყვანა.
სულხანიშვილები
245
სადუნიშვილები
აზნაურები. სადუნიშვილები მოხსენიებული არიან ბარათაშვილების გაყრის წიგნში 1523
წ. სადუნიშვილები იყვნენ აგრეთვე გოსტაშაბაშვილების უყმო აზნაურები. სეხნია სადუნიშვილი
წინამძღვარი, მოხსენიებულია 1672 წელს.
სააკაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. „სააკაძენი ადრე ტანის ხეობაში სახლებულან
მე–16 საუკუნის ბოლოდან ნოსტეში დასახლებულან. გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავლები
თარხან–მოურავებად და თარხნიშვილებად იწოდებიან.
სააკაძების გათავადება გიორგი სააკაძიდან მოდის, მანამდე სააკაძები ტახტის აზნაურები
იყვნენ და სამეფო კარზე დიდი თანამდებობები ეკავათ, გიორგის მამა სიაუში მეფე
სიმონ I–ის უახლოესი თანამოღვაწე, მისი მრჩეველი –სალაროს მოლარე და მოურავი იყო.
აგრეთვე გიორგის სააკაძის ბიძა ქართლს მეფის სახლთუხუცესი იყო 1590–1607 წწ.
გიორგი სააკაძის მესამე შვილი იორამ სააკაძის ჩამომავლები თარხნიშვილებად იწოდებიან.
სააკაძეების წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური
სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე, სააკაძის სამფლობელოში 40–მდე
სოფელი შედიოდა.
სააკაძეები მოიხსენიებიან აგრეთვე აზნაურებად.
იარინე სალაყაია
სალაყაიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები (სადადიანო
აზნაურები)
246
საკანდალიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში, რაჭის ერისთავის აზნაურები.
სავარსამიძე
ესენი არიან ძველადვე რაჭის აზნაურნი, მოსულან ვახტანგ
მეფის დროს 1722 წ. საქართველოში, სულ წინად, თავდაპირველად
მოსულნი არიან კილიკიის ადგილით საფარიიდამ. და ამათნი წინაპარნი
სჩნდენ ვახტანგ გორგასლანის დროს, რომალთაცა აქვნდათ
წყალობის წიგნიცა მისნი. რომელნიმე სახლობენ საქართველოში და
რომელნიმე ამათ გვარნი იმერეთს და რუსეთს შინაცა იყვნენ.
ალექსანდრე სავარსამიძე
247
საყვარელიძეები
აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად
საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული
სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა
საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი საყვარელიძეობა.
საყვარელიძეებს იმერეთის სამეფო კარზე საპატიო სახელოები ეჭირათ, ისიი იყვნენ ტახტის
აზნაურები. მუხურის სამეფო მოურავები. ეკავათ მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა,
რომელიც მემკვიდრეობით გადადიდა და ფრიად საპატიო სახელს წარმოადგენდა.
საყვარელიძეების გვარში იყვნენ გამორჩეული პიროვნებები: ანდრია საყვარელიძე აფხაზეთის
კათალიკოსი – 1605 წ. ევდემოს საყვარელიძე, კათალიკოსი აფხაზეთისა – 1666–
1673 წწ. მელქისედეკ საყვარელიძე. ეპისკოპოსი გელათისა 1519 წ.
აზნაური საყვარელიძეები გვხვდებია აგრეთვე ქართლში. 1761 წელს მათ დავა ჰქონდათ
გივი ამილახვართან ტბეთის მამულის თაობაზე.
სვანიძეები
აზნაურები იმერეთში. „სვანიძე არიან სვანეთის აზნაურები მუნითგან გადმოსულნი
სვანის ძედ წოდებულნი“.
ივანე სვანიძე ნესტორ სვანიძე ოჯახით სოფრომ სვანიძე
248
ტუსიშვილისეული სასახლე
სულეიმანაშვილები
იყვნენ აზნაურებიც და გლეხებიც. 1721 წელს მოხსენებულია სულეიმანაშვილი ომან–
სამადლოს მამასახლისი.
საამიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
ტერტერაშვილები
„ქართველი აზნაურები ტერტერაშვილები: ავთანდილია, ზალია, ოვანეზა, თამაზა 17821
წელს იხსენიებიან ყაფლანიშვილების მემამულეებად, რომლებსაც უცხოვრიათ და ყმები ჰყოლიათ
ქცია–ყარაბულაღში“. მოხსენიებულები არიან აგრეთვე ყაფლანიშვილების აზნაურებად.
ტუსიშვილები
ფეოდალური საგვარეულო კახეთში, კახეთის თავადები. გურამიშვილების განშტოება.
ზედგინიძეების შთამომავლები.
ტყავაძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. იმერეთის სამეფო კარზე ეკავათ მეძაღლეთუხუცესის
თანამდებობა.
ტ
249
ტერიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის ერისთავის აზნაურები.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ტატიშვილი
აზნაურული საგვარეულო ქართლში. ისტორიაში ცნობილია მანგლისის მთავარეპისკოპოსი
ათანასე ტატიშვილი, რომელიც მოიხსენიება 1619 წელს სვიმონ I–ის მიერ გაცემულ
წყალობის წიგნში. ტატიშვილი იყო აგრეთვე მანგლელი ეპისკოპოსი.
ტატიშვილები იყვნენ აგრეთვე ქსნის ერისთავივს აზნაურები და ფლობდნენ ცხინვალის
იასაულის თანამდებობას. „...ბატონმა ერისთავმა დავით ამა განაჩენისა იასაულობა მე,
ტატიშვილს გარსევანს მიბრძანა, მოველ ცხინვალს ავეტიქასთან“.
ტარიელიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთველის სადროშოში შამავალ თავადაზნაურ-
თა და ადგილთ ნუსხაში მოხსენიებულნი არიან ტარიელაშვილები. „...ტარიელისშვილნი, განაყოფით,
ყმით სახლს კაცნით...“
კონსტანტინე ჟურული
ალექსანდრე ტატიშვილი ყიფიანი ნინო ტატიშვილი ალექსანდრე ტატიშვილი
250
უგრუხელიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. წულუკიძეების აზნაურები. უგრეხელიძეები იყვნენ აგრეთვე
„ფიცის კაცები“.1850 წელს რუსეთის მთავრობამ უგრეხელიძეები სცნო აზნაურებად და
მათი გვარი შეიტანა რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
უმიკაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ბეჟან ფიცხელაური ლეკებმა დაატყვევეს. ფული დას-
ჭირდათ საჭირო გახდა მამულის გაყიდვა. ბეჟანის დედა ერისთავთან მივიდა და ნებართვა
სთხოვა, დავითმა ნებართვა დართო და მიწა აზნაურ უმიკაშვილს მიჰყიდეს.
ტარსიაჭაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. საამილახვაროს აზნაურები. ბეჟან აშილხორისშვილი აზნაურ
ტარსიჭაშვილს მამულს ართმევდა. ამ უკანასკნელმა ვახტან VI–სთან იჩივლა, ვახტანგ
VI ბეჟანს უბრძანა: „...ტარსიაჭაშვილის სახელოს ართუამ სადმე, ამისთანა საქმეებს დაეხსენ
და ნურც ეჭიდავები, აზნაურიშვილს ვინ გაგაღარიბებინებს? სოფელი მართებულად შენ
იმსახურე და მართებულად მოურავობა და სარგო იმასვე ჰქონდეს“.
უდურბეგიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მებატონეები ხინძარკუტს, მოიხსენიებიან 1721 წელს.
უსუფბეგიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მებატონეები თაკვს, აბრამთს, მოიხსენიებენ 1721 წელს.
უ
251
უზნაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები.
ფანასკერტელმა ციცი ციციშვლმა და მისმა ძმამ ქაიხოსრომ თავიანთ
აზნაურიშვილს ანზორ უზნაძეს წიგნი მისცეს: „ცოტა საქმეზე
შემოგვიწყერი და ჩვენს ბიძაშვილებთან მიხველი. აწე შენისავე
ნდომობით შემოგვირიგდი. სახელოთ კარალეთი გქონდეთ
და ბატონმა გამოგვართვა. თუ კარალეთი ვიშოვნეთ შენი სახელო
ისევე მოგცეთ, თუ არა და სანაცვლოდ სახელო საქურდევანიძო
მოქცეთ“.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
უთნელიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავების აზნაურები. 1774 წლის სიგელში უთნელიშვილი
გიორგი მოიხსენიება, ქსნის საერისთავოს სახლთუხუცესად.
უთრუთაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. ტახტის აზნაურები, გერბის
მფლობელები. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ურატაძეები
აზნაურული გვარი გურიაში, თავდგირიძეთა აზნაურები.
თამარ უზნაძე
252
ფ
ფირადაშვილები
აზნაურული გვარი ქვემო ქართლში. ბოლნისელი აზნაურები. 1763 წლის ერთ–ერთ
საჩივრის წიგნში ვკითხულობთ: „მერმე ამას მოვახსენეთ ჩვენს მოწყალე ხელმწიფეს, რომ
თქვენი ნაწყუალებევი სამიოთ კომბლი კაცი მყვანდა, და თქვენი ნაბოძვარი წიგნიც მაქვს და
ახლა ქვემო ბოლნელმან ლუარსაბისშვილმან ბეჟანამ წამართვა აგერ ორი წელიწადი არის
რაც იმას წაურთმევია და ის იმსახურებს...“ ამაზე მეფე ერეკლე II–მ მდივანბეგს უბრძანა:
„...სომხითელთ აზნაურთ და გლეხთაგან მოკითხულობით შეიტყევით და თუ სახასო ყოფილიყოს
ასე რომ საბატონო; თუ არადა, ვისიც ყმა ყოფილიყოს, იმას დაანებეთ...“
ფეშანგიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1757 წლის საჩივრის ნუსხაში მოხსენიებულია აზნაური ანდრია
ფეშანვიშვილი, რომელიც უჩივის იესე ფალავანდიშვილს, „ფეშანგიშვილმან ანდრიამა
ფალავანდიშვილ იესეს უჩივლა იმერელი მომყიდაო პირობით და იმერელი გამექცაო და რაც
მივეციო აღარ მაძლევსო. ამის იასაული ყორიასაულებში“.
ფინეზიშვილები – ღაბუაშვილები
ფეოდალური საგვარეულოები იმერეთში. თავადები. ღაბუაშვილები
და ფინეზიშვილები წარმოადგენენ აბაშიძეების ცალკე
შტოს.
1810 წელს იმერეთის აჯანყებაში ფინეზიშვილები და ღაბუაშვილები
აქტიურად მონაწილეობდნენ.
ფინეზიშვილი
253
ფასტაშვილი
ამათნი წინაპარნი იყვნენ ჩერქეზთა აზნაურთაგანნი, რომელიცა ზითევში მოჰყვა ჩერქეზ
ბატონის ასულს რუსუდანს, რომელიცა შეუმზადებდა ფასტას, რომელ არს (ფეტვის კრუპა)
დროსა გიორგისა მეფისასა 1562 წ. და ესე იყო მის დედოფლისა მზარეულთა უხუცესიცა.
და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ფასტაშვილობა და არიან მუნით აზნაურნი და
ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულნი.
ფურცელაძეები
აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა
აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა
მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის
ძის საბატონოს შვილოსა საერისთოდ წოდებულსა და ფარიძეები იწოდნენ ფურცელაძედ,
შემდგომ ამათნი გვარნი სახლობენ რამოდენიმე იმერეთსა შინა.
ქსნის საერისთავოს აზნაურები. საციციანოს აზნაურები. ქსნის საერისთავოს საქმიანობაში
ფურცელაძეები აქტიურობენ, ისინი პატარა ლიახვის მოურავები იყვნენ. ფლობდნენ მრავალ
მამულს და ყმა გლეხებს.
ფურცელაძეები
254
ფისაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ტახტის აზნაურები. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის
თავადაზნაურთა „ხავერდოვან წიგნში“.
ფირალიშვილები
აზნაურული გვარი. ცნობილია ამ გვარის წარმომადგენელი გოდერძი პავლე ძე ფირალიშვილი
(1768–1823), მდივანმწიგნობარი, ავტორი ლექსისა „ერეკლე მეფის გლოვა თუშ–
ფშავ–ხევსურთაგან“.
ფარულავები
აზნაურული გვარი ოდიშში, 1904 წლის აღწერით აზნაური ფარულავები ცხოვრობდნენ
დღევანდელი მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში.
ფანიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1804 წლის კამერალური აღწერით. სოფელ რუისში მცხოვრები
სპირიდონ ფანიაშვილი ფლობდა 200 დღიურ სახნავ მიწას, აქედან კი მხოლოდ 30–ს
იყენებდა.
ფულარიები
XXს. დამდეგს დიდ ზანაში მამულები ჰქონიათ თავად მხეიძეებს, ხოლო პატარა ზანაში -
აზნაურ ფულარიებს.
ფასეიშვილები
აზნაურული გვარი გურიაში. ნაკაშიძეების აზნაურები.
255
ფიცხელაურები
აზნაურული გვარი ქართლში.არიან ძველადვე წინაპარნი
ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის
ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა
წელსა 1299–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა
და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედცა
დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რაოდენიმე სახლად:
1) ბოქოულთ ხუცის შვილები, 2) არჯევანის შვილები, 3)
რამინის შვილები, 4) გიორგის შვილები, 5) ივანეს შვილები,
6) საამის შვილები 7) ბეჟანის შვილები, 8) ამირანის შვილები,
9) ბერის შვილები, 10) თექთუმანის შვილები.
ქსნის ერისთავის აზნაურები. საერისთავოს საქმიანობაში
აქტიურად მონაწილეობდნენ. იყვნენ ახალგორის მოურავები.
ცდას არ აკლებდნენ რათა ყმა–მამული გაეზარდათ. ამ მხრივ
განსაკუთრებით გამოირჩეოდა არჯევან ფიცხელაური,
რომელმაც ხელში ჩაიგდო დიდძალი მიწები, სოფელ იკოთში
ააგო კოშკი და შემოარტყა გალავანი.
ხშირი იყო აზნაურების ბრძოლა თავადების წინააღმდეგ,
ფიცხელაურები ყოველთვის ერისთავების მოწინააღმდეგე
ძალას ემხრობოდნენ. 1777 წელს ერეკლემ ქსნის საერის-
თავო გააუქმა. ამ საქმეში საუკეთესო დასაყრდენს სწორედ
ფიცხელაურები წარმოადგენდნენ.
ფიცხელაურების გვარში გამორჩეული ადგილი უჭირავს
არჯევან ფიცხელაურს. რომელიც ჯერ მარტო ახალგორის
მოურავი იყო, შემდეგ კი უბოძეს „სალთხუცობა ქსნისა“. ამავე
დროს დატოვეს ახალგორის მოურავადაც და ჟამერის
სამოურავოც მას გადასცეს საგანებოდ. ჭუთის ხევისა და
წირქოლის მოურავად იყო ზურაბ ფიცხელაური.
მარიამ ფიცხელაური
256
ფაღავები
ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ
გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს
1271–სა“.
თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი
დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში დამკვიდრებულან.
ვახუშტი ბატონიშვილი ფაღავას ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგდროინდელი
ოდიშის ერთ–ერთი „უწარჩინებულეს“ გვარად ასახელებს. დოკუმენტურ წყაროებში
ფაღავათა საგვარეულო წარმომადგენელნი XVII საუკუნის მეორე ნახევარზე ადრე
არ ჩანს.
ფაღავების გვარის წამოწევა ოდიში ახალი სამთავრო დინასტიის, ჩიქვანების გაბატონებას-
თან უნდა იყოს დაკავშირებული. იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩიქვან–დადიანთა სახლი ოდი-
შის ძირძველ წარჩინებულ საგვარეულოებთან – ჭილაძე–გოშაძე–ქორთოძე–ჯაიანებთან
აწარმოებდა, ფაღავები ჩიქვან–დადიანების მხარეზე არიან. გვიანდელი XIX ს. მეორე ნახევრის
ცნობით, ფაღავების ყმათა საერთო რაოდენობა 800 კომლს უდრის.
ფაღავათა სათავადო XIX ს. 20–30–იან წლებში დაიშალა.
ფაღავათა აზნაურები: გაბუნიები.
დავით ფაღავა ყარამან ფაღავა სალომე ფაღავა
257
ფავლენიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში.ძველად არიან ესენი მხარგრძელის შთამომავლობისანი,
რომელნიც იყვნენ მხარგრძელნი უკანასკნელი მეფისა სპარსთასა ეზდიგარისა გვარისანი“.
1738 წლის 15 მაისს არდაშელ თაქთაქიშვილმა აზნაურ იორამ ფავლენიშვილს ყმის გირავნობის
წიგნი მისცა. 1768 წელს აზნაურმა პაპუნა ფავლენიშვილმა ერეკლე II–სთან იჩივლა
ბაჟის გამოსაღების თაობაზე... „მოგეხსენებათ, რომ ჩვენც ჩვენის მამულეით თქვენც უნდა
გემსახუროთ და ჩვენც დავრჩეთ. იმათ მოცემული წიგნიც მიახლებია ღმერთი გაგიმარჯვებთ,
რაც მერგებოდეს უბრძანეთ, რომ მომცენ“.
ფალვანხოსროშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ქართლის თავადები ბარათაშვილთა განაყოფები
მათი ერთ–ერთი შტო ფალვანხოსროშვილები ოფიციალურ საბუთებში იხსენიებიან
XVII საუკუნეში.
ფალვანხოსრო ძე ქავთარ ბარათაშვილისა, ჩანს 1523 წ. გაყრილობის წიგნში. ფალავან
ხოსრო და მისი ძმის წულს ზაალს უახლებენ სამკვიდრო მამულს.
1721 წლის აღწერის მიხედვით ეკუთვნით ალგეთის ხეობაში მრავალი სოფელი და ყმა–
გლეხი.
ვასილ ფავლენიშვილი
ვასილ ფავლენიშვილი,
ნინო ერისთავი
258
ფალავანდიშვილები
ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და ქართლში.ესენი
იყვნენ მოსახლენი, პირველ ნახჩევანის ნაწილსა შინა ყრინჯაქად
წოდებულსა და სცხოვრობდნენ მუნ ქრისტეს აქეთ 1184–სა, ხოლო
უკანასკნელ ამათი წინაპარი სიავკაცისა გამო მეფემან სომეხთამან
გამორეკნა და მოვიდნენ ახალციხის და მუნ სცხოვრებდენ“.
„აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი, ამით ერთობასა შინა
აქვნდათ მამულნი იმერეთსა და ქართლში. და შემდგომად განყოფისა
სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი აქეთ დაშორდნენ. ვითარც
აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი“.
ფალვანდ ფალავანდიშვილი იყო იმერეთის მეფის ალექსანდრეს
მწიგნობარი, რომელმაც 1495 წელს დაწერა გელათის სიგელი. „ხელითა
ფრიად ცოდვილს ფალავანდიშვილისა ფალავანდისათა“.
ფალავანდიშვილებს ეკუთვნით კიდევ ერთი სასისხლო სიგელი, რომელიც
დაწერილია 1488 წელს.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში ეს საგვარეულო ვარდება დიდ
გასაჭირში დ ფალავანდიშვილების ციხე–სიმაგრეების: ჯრუჭის,
მღვიმევის, მოდინახეს უკვე წერეთლების ხელში ვხედავთ.
XVII საუკუნის ერთ–ერთი საბუთი ქართლელ ფალავანდიშვილებს
სათავადო ჰქონდათ ზემო ქართლის სადროშოში.
ფარემუზაშვილები
აზნაურული საგვარეულო ქართლში. იყვნნ მებატონეები. 1725 წელს თეიმურაზა ფარემუზაშვილმა
გაყიდა მამული. ფარემუზაშვილები საგინაშვილების გვარ–შტოა.
სალომე ფალავანდიშვილი
ფიჩხაიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჯაიანების აზნაურები.
259
ფანჩულიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. 1738 წელს ტიმოთე გაბაშვილს
პეტერბურგში ჩასვლის დროს თარჯიმნად დავით ფანჩულიძე დაუნიშნეს.
1812 წელს რუსეთის სამამულო ომში ორი ქართველი გენერალი
ძმები ივანე და სიმონ ფანჩულიძეები მონაწილეობდნენ, რომელთაც
მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანეს რუსეთის ჯარების გამარჯვება-
ში. მათი ძმა ქართველი აზნაური დავით ფანჩულიძე 1738 წელს
გადასახლდა რუსეთიშ. მისი მესამე შვილი – ალექსი 1812 წელს
სარატოვის გუბერნატორი იყო.
ბოროდინის ბრძოლისათვის გენერალ–ლეიტენენტ სიმონ ფან-
ჩულიძეს ალმასებით მოჭედილი ოქრო ხმალი ებოძა.
ქადაგიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. ტახტის აზნაურები. შეტანილნი
არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ქაჯაიები
აზნაურული გვარი იმერეთში. აზნაურ ქაჯაიას ცოლად ჰყავდა
ბერი წულუკიძის ასული, რომელიც შემდეგ გახდა სოლომონ I–ის
მესამე ცოლი.
ევგენი ფანჩულიძე
ქაიხოსრო ქაჯაია
ქადაგიძე
ქ
260
ქავთარაშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ქართველი თავადები. ბარათაშვილთა ერთ–
ერთი შტო. ბარათაშვილებად მხოლოდ სულხანი, იონათამი და მანუჩარი იწოდებიან. 1671
წლის შემდეგ, როგორც ისინი, ისე სხვები იწოდებიან ქავთარაშვილებად. მათი შტოს შედგენა
შეუძლებელია, რადგან მხოლოდ მანუჩარი არის აღნიშნული, როგორც განაყოფი სულხანისა
და იოანათმისა, სხვების დამოკიდებულება კი არ ჩანს.
ეს სათავადოც საბარათაშვილოს ტერიტორიაზე აღმოცენდა. იგი XVII საუკუნის საბუთებ-
ში ჩანს.
ქარუმიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. საამილახვროს აზნაურები. გარსევნ ქარუმიძეს გორის
ნაცვლის თანამდებობა ეკავა. ქარუმიძეებს ყმა–მამული ჰქონდათ სოფ. თორტიზაში.
1740 წელს 2 აპრილით დათარიღებულ ერთ–ერთ წერილში, რომელიც დიმიტრი ქარუმიძის
მიერ არის გივი ამილახვარისადმი დაწერილი ვკითხულოთ: „დაგებარებინეთ აქ ჩამოდიო
მოურავი ხარო...“
მოურავობა ვისაც გინდოდეთ იმას უბოძეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, კასპელი
კაცი სადღა არის, სულ ამოწყვეტილია. თითო ბიჭი სადღაც გადარჩომილია, იმათი პოვნა
ვის შეუძლია? ვერცა იმათი ცოდოში ჩავდგები“. ქარუმიძეები იყვნენ ცნობილი საეკლესიო
მოღვაწენი: ქარუმიძე, ონოფრე, წმინდანი, წილკნის ეპისკოპოსი ქარუმიძე, იოანე ქარუმიძე
სამთავნელი მთავარ ეპისკოპოსი. შეტანილნი არიან რუსეთის იმპ. „ხავერდოვან წიგნში“.
ქარამბეგიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1697 წელს „მირიმნიძეთა სომხეთის მელიქის ქარამბეგიშვილმან
მელიქმან, ბატონმან ავთანდილ და მისმა ბიძაშვილებმა გივი თუმანიშვილს შამირზას
ნასოფლარი მიყიდეს.“
261
ქუთათელაძეები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ოდიშში. ქუთათელაძეები (ხონის) იყვნენ ღოღობერი-
ძეების აზნაურები.
ქოჩაკიძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები.
მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს
შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო
გადაჭიმული. ოდიშის ყოფილ მდივანბეგი და სენაკის პოლიციის
ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე. მაქსიმე ქოჩაკიძე იყო აგრეთვე
მარტვილის მოურავი.
ქურდევანიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. შეტანილნი არიან რუსეთის
იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
გიორგი ქოჩაკიძე
ქვარიანი ქუთათელაძისა კირილე ქუთათელაძე კესარია ქუთათელაძე ოლღა ქუთათელაძე
262
ქვარიანები
აზნაურული გვარი დას. საქართველოში. ტახტის აზნაურები, წარმოშობით ლეჩხუმელები
არიან. 1656 წლის საბუთში ვკითხულობთ: „აწ ესე ხატისა არცერთი იყო სასახლე ოდიშს,
რომ ქვარიანი იყო, იმის დანარჩომი იყო დიდი ტევრი, ვთხოვე და მეფემ გიორგიმ მიბოძა“.
როგორც ჩანს გაბრიელ ცაგარელი ხვამლის ეკლესიას სწირავს სოფელ ოყურეშში ოდეს-
ღაც მოსახლე ქვარიანის მიწა–წყალს, რომელიც ახლა ოდიშში ცხოვრობს.ზაქარია ქვარიანი
– იმერეთის კათალიკოზი 1657–1804 წლებში XVII საუკუნის შუა წლებში მოღვაწეობდა
ცნობილი პოეტი დათუნა ქვარიანი,. მას გაულექსავს „წამება წმიდისა მთავარ–მოწამისა
გიორგისი“.
ქანთარიები
აზნაურული გვარი ოდიშში. მამულები ჰქონდათ ნახარებოში, მარტვილის რაიონში. რომელსაც
ქანთარიეფიშ დიხა ეწოდებოდა. და მათი „ჟინოსკოალეფს“ აზნაურიშვილებს ეძახდნენ.
ოლიკო ქვარიანი ქვარიანი აკაკი ქვარიანი
263
ქავთარაძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად
ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში
„სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის
ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.
XII–XIII საუკუნეების ერთ–ერთ საბუთში, კერძოდ თედორე სტოდიელის „სწავლანში“
მოხსენიებულია ვინმე ბასილი ქავთარაძე, კერძოდ: „ქ. მოიხსენიე, უფალო, წინამძღვარი
ბასილი ქავთარაძე ორსავე ცხოვრებასა შინა, ამინ, კირილეისონ“.
აღსანიშნავია, რომ ქავთარაძეთა გვარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება
და ყველგან აზნაურის ტიტულს ატარებდნენ, სამეგრელოში – ტახტის აზნაურისას,
იმერეთში იყვნენ როგორც ტახტის აზნაურები ასევე წერეთლის, თავადის აზნაურებიც. ქართლშიც
ასევე იყვნენ ამილახორის აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, არაგვის ერისთავის
აზნაურები და ამასთანავე ტახტის აზნაურებიც. ალექსანდრე ამილახორის მიერ ჩამოთვლილ
სათავადოთა ნუსხაში, როსტომ ქავთარაძე მოხსეგნიებულია როგორც მსხვილი
მამულის მფლობელი და მოხსენიებულია თავადთა გვერდით.
კორნელი ბორიზდინის ცნობით ბესარიონ დავითის–ძე ქავთარაძეს ეკავა სენაკის მაზრის,
ხოლო შემდეგ შონაპნის მაზრის ბოქაულთუხუცესის თანამდებობა. რომელიც ბოლოს
ძველ სენაკში გარდაიცვალა 80 წელს მიტანებული. მანამდე კი როგორც რუსულის მცოდნე
კორნელი ბორიზდინის მდივანი და თარჯიმანი იყო.ქავთარაძე ბარბაძე ალექსის ასული, გენერალ–
ლეიტენანტის ასული, გარდაიცვალა 1892 წელს.
თავადის ასული ნადეჟდა ქავთარაძე გათხოვილი იყო მეშკოვზე (1858–1908).
ქავთარაძეები ბაბი ქავთარაძე
264
ალექსი ქავთარაძე
ალექსი ქავთარაძე
ალექსანდრე ქავთარაძე ბაძუ ქავთარაძე
პეტრე ქავთარაძის მამა
ივანე ქავთარაძე ქავთარაძეები სონია ქავთარაძე
ქავთარაძეები
ქავთარაძე ქავთარაძეები
ქავთარაძე,კაციტაძე
265
არსებობს სია საქართველოს თავად–აზნაურობისა, რომლებიც შეტანილია სანკტ–პეტერბურგში
გამოცემულ „ხავერდოვან წიგნში“, რომელიც დამტკიცებულია 1850 წელს. სადაც
ჩაწერილია ქავთარაძეთა გვარი, როგორც იმპერიის აზნაურული გვარი.
ქარელები
თამაზ ქარელს გააჩნდა ციხე ყვიავში. 1754 წელს ქარელებს რვაგვერდა კოშკისთვის
მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკი.
ქუჩულორიები
აზნაურული გვარი ოდიშში. წალენჯიხასა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები
XVIII–XIX საუკუნეებს მიჯნაზე აზნაურებად არიან დასახლებულნი. საუფლისწულო
აზნაურებად.
ქურდიანები
აზნაურული გვარი სვანეთში. ბალსზემო სვანეთში საუკუნეების
მანძილზე ბატონობდნენ თავადები და აზნაურები. მაგრამ
მოსახლეობა აჯანყდა და გამოდევნეს თავად–აზნაურები
ბალსზემო სვანეთიდან. ქურდიანების და სხვა გვარის
თავად–აზნაურებიც დაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებში.
ქანანაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მოხსენიებულნი არიან 1721 წლის აღწერით. 1746 წ. მოხსენიებულია
ქანანაშვილი ოთარი. 1721 წლის აღწერით მოხსენებულია უყმო დამოუკიდებელი
აზნაურები ჯავშანიანში: გიუა, გოდერძი, პაპუა, სულხანი, ფარსადანი, შერმაზან ქანანაშვილები.
ქურდიანების დინასტია
266
ქობულაშვილები
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „ქობულაშვილი უძველესი გვარია, მისი ძველი
ფორმა ქვაბულისძეები“.
„თავადი ქობულაშვილი. ამათი წინაპარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი უკვე 882 წლიდან,
სუმბატ მეფე როცა აფხაზეთს წავიდა, თან გაჰყვნენ ქობულას ძენიც, ქობულთა შვილთაგანი
დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად მეფემან
დავით კახთმან შეირთო ცოლად გურიელის ასული თინათინ. მას მოჰყვა მზითევში ქობულაშვილი
და დედოფლის შუამდგომლობით მიიღო მეფემან თავადობის ხარისხსა შინა და
დაასახლა რუის პირსა ადგილსა“.
მარიამ ქობულაშვილი ქობულაშვილი სოსო ობულაშვილი
267
ქსნის ერისთავები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო
იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“
ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“.
„როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა მონითა“ მოვიდნენ დვალთა
ქვეყანაში. დვალებმა ისინი მეფეებად არ სცნეს, ოღონდ თავშესაფარი მისცეს. მოსულებმა
ფიცი დასდეს, რომ ისინი მეფეობას არ ინდომებდნენ და დასჯერდებოდნენ იმ სახელს, რომელსაც
მათ დვალნი მისცემდნენ. დვალნი ამ პირობაზე დათანხმდნენ და „მისცეს ქუეყანა
ბობალეთთა და უწოდეს ბიბილურნი“. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ როსტომმა მეფობა
მოინდომა, მაგრამ დვალებმა გამოაძევეს „როსტომ და ყოველნი ძმანი და მონანი მისი“.
დვალეთიდან როსტომი ცხრაძმის ხეობაში ჩადის და ცხრა ძმისხეველებს სამხედრო
დახმარებას უწევს. ცხრაძმისხეველები დაუმადლიან როსტომს შველას და მიიღებენ გადაწყვეტილებას,
„არა განვიშორით, ჩვნგან ამიერითგან კაცი ესე გოლიათი, არამედ უყოთ
ყოველთუ რაიცა უნდეს მას“, როსტომსა და მის ძმებს უწოდეს „ქვენიფლეველნი, რამეთუ
სხვათა სახელი არ ინებეს“. „მოკვდა როსტომ დაჯდა ერისთავად ძე მისი ლარგველი“... და
მოკუვდა ლარგუელ და დაჯდა ძე მათი დიმიტრი“.
გადმოცემით ქსნის ერისთავი პირველად შვიდი ხეობისაგან შედგებოდა და ატარებდა ცხრაძმის
საერისთავოს სახელს, ხოლო ერისთავებს ცხრაძმისხევის ერისთვები ეწოდებოდათ.
შემდეგში საერისთაოს საზღვრები საგრძნობლად გაფართოვებულა და დავით ერისთავის
დროს (1753–1774) ქსნის საერისთავოს სამფლობელოში შევიდა: ქსნის, ალევის, საფერშე-
თის, ჭურთის, ქარჩოხის, ჟამურის ხეობები, მაღრან–დვალეთის სანახები, ლეხურის ხეობის
მნიშვნელოვანი ნაწილი, ქოლოთ–ქვითკირის ისროლის, მეჯუდის, წრომის, პატარა ლიახვის
ხეობები და გვერდის ძირი.
ქსნის ერისთავთა აზნაურები იყვნენ: ღოლაძეები, თულაშვილები, ჩჭუბინიშვილები, გარაყანისძეები,
იმერლიშვილები, მამულაშვილები, ჟურულები, ფიცხელაშურები, ფურცელაძეები,
მაჭავარიანები, ჯაფარიძეები, ხრისელები, ლონგულაშვილები, ჩერქეზიშვილები, ტატიშვილები,
ხმალაძეები, უთნელიშვილები, ფავლენიშვილები, ალექსიშვილები, ბასილაშვილები,
ძამელაშვილები, კობახიძეები, მახატელები, ბეგიაშვილები, კაჭკაჭიშვილები, ელისაშვილები,
აბელაძეები.
268
გიორგი ერისთავი
კიაზო ერისთავი კიაზო ერისთავი რევაზ ერისთავი
ერისთავების სასახლე
იესე ერისთავი ერისთავების სასახლე
შალვა,თამარ და
ნინო ერისთავი
269
ქუმსიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში.ამათნი წინაპარნი იყვნენ სპარსეთიდგან მოსრულნი, ქუმსი
აღად წოდებული, რომელნიცა მოვიდნენ და დაეშვნენ ქართლს და მერე არაგვსა ზედა. ესენი
ცნობილ არიან დროსა მეფისა როსტომისასა 1633 წ. აზნაურადვე და არიან ტრაკტატსა
შინაც მოხსენებულ ქუმსის შვილებად ქუმსისა გამო სახელისა.
არსებობს 1722 წელს შედგენილი რუსთველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა და
ადგილთა ნუსხა სადაც მოხსენიებული არიან ქუმსიშვილები.
„პირველად აღდგეს რუსთველი და ადიდოს დროშა ბრძანებითა ჩვენითა და სადაც
ვბრძანოთ ყმითა თვისითა და სამოურით თვისითა მარტყოფით ჩვენის სახასოთა და ერთ
ადგილას დაიყოვნონ: ამას შემოეყაროს სამებელი უჯარმო და ავალსბენი... არხნის სახლნი
ყმით 2 სახელით, გაღმართ სიგანაშვილნი და ქუმსიშვილნი...“
ქართველიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1812 წლის რუსეთ–საფრანგეთის
ომის მონაწილეა ზაქარია იოსების ძე ქართველიშვილი.
გაბრიელ ქართველიშვილი სიონის ტაძრის დეკანოზი, რომელიც გარდაიცვალა 1866 წელს.
იოვანე ქართველიშვილი. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მასწავლებელი, გარდაიცვალა
1816 წელს.
გიორგი ქართველიშვილი (1827–1901) ქართველი საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და
ქველმოქმედი, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია აიგო მისი შემწეობით. 1812 წლის საომარი
კამპანიის მონაწილეა ქართველიშვილი ზაქარია იოსების ძე.
გიორგი ქართველიშვილი კოლა ქართველიშვილი ქართველიშვილი
270
ღოღობერიძეები
ღოღობერიძეთა გვარი პირველად იხსენიება IX ს. ვანის მარმარილოს წარწერაში. ამის
შემდეგ ღოღობერიძეთა გვარის წარმომადგენლებს ვხვდებით 1413–1444 წლების სასისხლო
სიგელში, სადაც იხსენიება „ხასიფინდრო ღოღაძე“ – მოგვიანებით 1486–1488 წწ. ვხვდებით
მეჯინიბეთუხუცესს დავით ღოღობერიძეს, 1540–იან წლებში კი იხსენიება ციხისთავი
ღოღობერიძე.
ირკვევა რომ XVI–XVII საუკუნეების მიჯნაზე ღოღობერიძენი სამეფო ხელისუფლების წყალობას
მოკლებულნი არიან და დევნასაც განიცდიან მეფის ორგულ დადიანებთან ერთგულების
გამო. მაგრამ XVII ს–ის 30–იან წლებიდან ვითარება იცვლება. ღოღობერიძენი
იმერეთის მეფის ალექსანდრე III–ის კარზე კვლავ დაწინაურებულან.
XVII ს. 70–იან წლებიდან ღოღობერიძეთა საგვარეულო იმერეთის სამეფო პოლიტიკურ
ცხოვრებაში დაკნინდა. ციცხისთავობა ღოღობერიძეთა ხელიდან ომათმათითეძა (აგიაშვილთა)
ხელში გადადის, XVIII ს. ღოღობერიძეები უმეტეს წილად საეკლესიო სფეროში მოღვაწეობდნენ.
ღოღობერიძეთა აზნაურები: ქუთათელაძეები.
ნიკოლოზ ღოღობერიძე ღოღობერიძე
ღ
271
ღაზნელები
XVII ს. იასე ქსნის ერისთავმა, ანდუყაფარ ამილახვართან ერთად ღაზნელთა გვარი
ამოსწყვიტა და თავის სამფლობელოს მიუმატა. საღაზნელოს დიდი ნაწილი. დანარჩენი ამილახვარს
დაუთმო. ამ ფაქტს ვახუშტი შემდეგნაირად შესწამა შეპყრობისა თვისასა უწყება
ღაზნელსა, დაესხა და მოსწყვიტნა იგი და განიყვეს მამული მისი“. ამის შემდგომ ღაზნელები
რიგით ა ზნაურებად ჩამოკნინდნენ.
ღუდუშაურ–შიოლაშვილები
გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის.
ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი
მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით
გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ყოფილა
მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი დ რამდენიმე სოფელი: სნო,
ახალციხე, კარკუს და მთელი ხევი. შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომ დარჩენილიყო, მისი
პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლიშვილების გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა,
რომ შიოლა ღუდუშაურს დედა ბაგრატიონი იყო და მას „მეფიანთა ქალს“ ეძახდნენ.
შიოლა ღუდუშაურითეიმურაზ I–ის თანამედროვეა, როდესაც ნუგზარ და ზურაბ ერისთავებმა
ხევი არაგვის საერისთაოში გააერთიანეს, შიოლა ღუდუშაურს აზნაურობა უბოძეს
და ხევის მოურავად დანიშნეს, ნუგზარ ერისთავმა მას ქალიშვილი მიათხოვა. შიოლას დროს
არის აშენებული ციხე სნოში, ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს.
„აქ არს ციხე ღუდუშაურის მცირე არამედ ფრიად მოგარი“. ამ გვარის წარმომადგენელი
ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II. 1977 წლის 25
დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია
პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა
აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის,
272
მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმისა
და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ
ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი.
გოგი შიოლაშვილი
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.
“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი,
რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი,
რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“.
. 1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია-II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების
სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიისავტოკეფალია
“მისი უწმიდესობა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობა ბაგრატოვან-
თა სამეფო სახლის წარმომადგენლებს, მიიჩნევს, რომ ბაგრატიონებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ
გასაკეთებელი საქართველოსათვის. იგი არ გამორიცხავს საქართველოში კონსტიტუციური
მონარქიის ისეთი სახით აღდგენის შესაძლებლობას, როცა მეფე მეფობს, მაგრამ არ მარ-
თავს. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, XX საუკუნის 90–იან წლებიდან განახლდა ბაგრატიონთა
სამეფოს სახლის გარდაცვლილ წევრთა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალვის
პროცესი”.
ამავე საგვარეულოს ეკუთვნის, გამორჩეულად დიდებული
ადამიანი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მისი უწმიდესობის ძმისშვილი,
მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი
273
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II შიოლაშვილი
საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქის
ძმა გიორგი შიოლაშვილი
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
ილია II და მისი ძმა გიორგი შიოლაშვილი
საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქი ილია II
274
ყანჩაველები
აზნაურული გვარი საქართველოში. „გვარი ყანჩავლი 1030
წელს გვხვდება. მაშინდელი ტრადიციის მიხედვით წარმოდგენილია
ყანჩავლის ფორმით, სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე
ასომთავრულით აწერია: „ქ. ხატოღვთაებისო, შესული ილარიონის,
ძისი ვაჩე ყანჩელისა“.
ყაფლანიშვილები
თუ ქვემო ქართლში XV–XVI საუკუნეებში საბარათიანო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური
ერთეული იყო და ქვეყნის სხვადასხვა საქმეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XVII–XVIII
საუკუნეებში საყაფლანიშვილოს რჩება უპირატესობა. საყაფლანიშვილო თავის არსებობას
იწყებს 1536 წელს. ამ წელს იოთამ ბარათაშვილი და ორბელ ბარათაშვილი გაიყარნენ და
შეიქმნა ორი სათავადო – იოთამიშვილებისა და ორბელიშვილ–ყაფლანიშვილებისა. XVI
საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკავათ ეშიკალსაბაშის, ქართლის მდივანბეგის,
სახლთუხუცესის, საბარათიანოს სარდლის სახელოები. საყაფლანიშვილომ, როგორც
სათავადომ, არსებობა შეწყვიტა საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე, საყაფლანიშვილო
მამულად იქცა ყაფლანიშვილები კი მემამულეებად.
ყაფლანიშვილების აზნაურები: კოკონაშვილები, ჩაჩიკაშვილები, დორათაშვილები, გულიზაშვილები,
მაჭავარიანები, გოგიტაშვილები, ეღელიშვილები, მკერვალიშვილები, ფრანგიშვილები,
ყაითმაზიშვილები, ბაგრატიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები,
ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები,
ჩომახიშვილები, გოგოლაშვილები, ძვალიყლაპიაშვილები, რევაზიშვილები, ბინიაშვილები,
ავთანდილაშვილები, ოლუზაშვილები,ბუჭყიაშვილები, ხანდამაშვილები, ბლორძელები,
ღრეულაშვილები, ჯომარდიძეები, ტერტერაშვილები, ჩიკოიძეები და კარგარეთელები.
სოლომონ ყანჩაველი
ყ
275
ყრუაშვილები
აზნაურული გვარი ლეჩხუმში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში,
ოფიტარში, ნაკურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.1802
წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყარაშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ
წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ
მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი
ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ალექსანდრესთან, იქიდან გადასულა ქართლში, მეფე
თეიმურაზთან, აექსანდრესაც და თეიმურაზსაც მისთვის აზნაურობა უბოძებიათ. მაგრამ ეს
საბუთები მათ დაჰკარგვიათ აღამაჰმადხანის შემოსევისას. ყარაშვილებმა წარადგინეს დარეჯან
დედოფლის მოწმობა და მათ დაუმტკიცეს აზნაურობა, ყარაშვილების გვარი შეტანილია
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ყარანგოზიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მოხსენიებულია 1662 წ. სითარხნის წყალობის წიგნში.
ყორჩიბაშიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურ-
თა და ადგილთა ნუსხაში არიან მოხსენიებულნი „ყორჩიბაშიშვილნი, სახლის კაცით.“
კონსტანტინე ყარანგოზიშვილი ნიკოლოზ ყარანგოზიშვილი
276
ყორღანაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში.ყორღანოვები იგივე ყორღანაშვილები არიან. ისტორიულად
ყორღანაშვილები ქართველები არიან და მათ ისევე, როგორც მათ წინაპრებს საერ-
თო არაფერი აქვთ მოღალატე და გამცემ ყორღანოვთან. დღევანდელი ყორღანაშვილები
მრავლად ჩანან ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერაში, გვარის წინაპრები კი არიან მესხეთ-
ჯავახეთიდან ქვემო ქართლში გადმოსახლებული თავადი გოგიბაშვილები, რომლებიც
დანაწილდნენ საგვარეულოებად. საკმაოდ შეძლებული მებატონეები იყვნენ. ციხისელი მებატონეები.
ლალა ფაშის დროს ყორღანაშვილების განაყოფებს არდაზიანიშვილებს უშოვიათ
მეფე სვიმონისგან, მოქრისი, ფიცხისი და შავთა, იყვნენ ტახტის აზნაურები.
ყორღანაშვილი ყორღანაშვილი ყორღანაშვილი
277
ყორჩიხაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1721 წელს მოხსენიებულია, როგორც ამილახვრის უყმო
აზნაური სომხითის კატავეთში.
ყარაბუდახიშვილები
აზნაურები ქართლში. ყარაბუდახიშვილები იყვნენ მემამულეები და ყმები ჰყავდათ დამანასში,
ირაგას, სარკინეთს, ლიყრეთს, სვანეთს, დარბას, ძველქვეშს.
ყაითმაზაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. იყვნენ ყავლაშვილებისა და ორბელიანების აზნაურები.
მეთვრამეტე საუკუნეში გახოველთა ქართველ=სომეხთა ლიტერატურული ურთიერთობა. იმ
პირთა შორის, რომელნიც ცდილობდნენ ამ ურთიერთობის გაღვივებას, პირველი ადგილი
უნდა მიეკუთვნოს ფილიპე ყაითმაზაშვილს. დოსითეიზ ნეკრესელის თქმით ფილიპე იყო
„ჰარმანთა მღვდელი ადგილობითის ნათესაობისა სქესითა ქართველი და ტომობითის სქესი-
თა ძე აზნაურთა“. ანტონ კათალიკოსის სიტყვით: „მღვდელი ვინმე ნათესავით ერმანიანი
(რპომელ არს ჰაოსიანი) სახელით ფილიპე ყაითმაზაშვილი, გუარითაცა აზნაური იყო დიდ
თავადთა ორბელიანთა სამთავროდან“.
ე.ი. ყაითმაზაშვილები არიან გაქართველებული სომხები, ქართველი აზნაურები, და ქარ-
თული საქმის კარგად გამკეთებლები. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან
წიგნში“.
ყალამთრიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. „ესე დაესწრა ნიახურას ომშიცა, რუსთა მიიღეს ის არტილერიის
კაპიტნად“.
278
ყიფიანები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. „აზნაური ყიფიანი, ამათი წინაპარნი იყვნენ
ძველადვე ყიფთაგანნი, რომელნიცა დაშთა დროსა რაჩილ მეფისასა იმერეთს, ოდეს მოვიდა
მურვან ყრუ, წელსა ქრისტეს აქეთ 669 და ოდეს აბაშიძეები მოვიდნენ ქართლს, ესენიც
გარდმოყვნენ და უბოძა მეფემან ვახტანგ სურამის კერძო მამული და არიან მუნითგან მცხოვრებნი
ქართლში და მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა, ამათი გვარნი რომელიმე სახლობენ
სვანეთსა, ახალციხეს, იმერეთსა და ქართლში“.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყიფიანები იყვნენ იმერეთის მეფის „ფიცის კაცები“.
ერთ–ერთი თხუთმეტგვართაგანი.
ყოდალაშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთველის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა
და ადგილთა ნუსხაში მოხსენიებულნი არიან: „ყოდალაშვილნი, განაყოფით, ყმით და
სახლის კაცით“.
ყიფიანი ნინო ყიფიანი
ყორჩიშვილები
აზნაურული გვარი კახეთში. 1722 წლის რუსთველის სადროშოში შემავალ თავაადაზნაურთა
და ადგილთა ნუსხაში მოხსენიებულნი არიან „აზნაური ოხია ყორჩისშვილი, სახლის
კაცით, ყმით...“
279
ყოინიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები.
ყულიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1782 წლის 8 იანვარს ზურაბის შვილმა ზურაბმა გურგენა
რამაზაშვილს ასეთი წიგნი უბოძა: „...პაპაშენი ჩემს აზნაურიშვილს ყულიაშვილთან
მისულიყო და იმის მამულში მდგარიყო. არც ყმობიდა, არც ხარჯი და მალი დაედო, მაგრამ
იმის ხელთ მდგარიყო და როგორც მისულის კაცის წესი არის, შობის და აღდგომას ძრვენი
მიერთმივა“.
ყარალაშვილი
ამათნი წინაპარნი იყვნენ თურქისტანელნი დროსა ლანგ თეიმურისასა და ამა თემურლანგისა
სარდალი იყო ყარაალთი. ხოლო ოდეს მოიწია საქართველოსა ზედა მხედრობითა
დიდითა ლანგთემურ მაშინ ტყვედ დაშთა ამა ყარაალთისა ნათესავი ყრმა ჭაბუკი დროსა
მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1396–სა და მერე შემდგომად ამა ყარაალთისა
ნათესავმან მიიღო მართლმადიდებლობისა სარწმუნოება და მეფემან თავადობისა ხარისხი-
თა ყარალაშვილად და დაამოყვრა ჩოლოყაშვილს და მისცეს მამული გაღმა მხარსა შინა და
დაასახლნა მუნ და არიან ვიდრე აქამომდე თავადნი ყარალაშვილად წოდებულნი.
შ
შაბურიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის ერისთავის აზნაურები. 1698 წელს ბაინდურ ერისთავმა
შაბურიშვილს წიგნი მისცა: „... თქვენ ჩვენს აზნაურიშვილს შაბერიშვილს ოთიას..
მოგიდექით კარსა და წყალობას დაგვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და
გიბოძეთ საკარეულისა ნაქონი ვენახი“.
.“
280
შანშიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერე-
თის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მზევლად 1666 წელს
ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შან-
შიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და აფუთქვა მან
შანშიამ, უკეთუ მიიღებს სომხის სარწმუნოებასა, მისცემს მას ქალსა თვისსა და მამულსაცა.
მაშინ გამყრელიძე იგი ტრფიალებისა გამო გამოხდა და შეირთო ქალი იგი და მამულიცა მისი
მიიღო. ხოლო რა სცნა ესე მეფემან დიდმან თეიმურაზ ენება გარდახდევინება გამყრელიძისა
მისა, გარნა გამყრელიძე იგი განივლტო და მივიდა წინაშე სპარსთა მეფისა შააბაზისა და
ევედრა მეფესთან შუამდგომლობასა. ხოლო მან სთხოვა მეფესა და ვერღა ურჩ მყოფმან
მისცა ნებაი და არიან მუნიდგან გვარნი ამა გამყრელიძეებისანი შანშიაშვილებად წოდებულნი:
1) გიორგის შვილები, 2) სოლომონის შვილები, ხოლო ამათნი სახლის კაცნი, რომელნიც
გათათრდნენ, ისევ სპარსთა მეფისა დროსვე, არიან: 1) იბრეიმ ნაზარის შვილები და მისის
გზისა. ხოლო სხვანი ამათნი გვარნი არიან იმერეთს მოსახლენი, რომელნიმე რაჭას და რომელნიმე
წისქვილს. ხოლო ქალაქს მოსახლეთა აქვთ მამული ბოლნისის ხეობასა შინა და
არიან მუნ ჟამიდგან აზნაურნი.
გვარის ფუძემდებელია შანშე გამყრელიძე, რომელმაც სომხის ქალი მოიყვანა ცოლად. მისი
შთამომავლობა შანშიაშვილებად იწოდებიან.
მამულები და ყმები ჰყავდათ სახუნდარას, აცეტში, სოსანიში, სამწევრისში. შანშიაშვილების
გვარ–შტო გვარია გოგიბაშვილები.
ნიკოლოზ შანშიაშვილი
281
შამუგიები
XIX საუკუნის მიწურულს, 1884 წ. 26 მაისს, შეძლებულმა აზნაურმა, კოსტა შამუგიამ გ.ლ.
დადიანისაგან რამდენიმე ქცევა მიწა იყიდა. დოკუმენტში საზღვრებიც კი არის მითითებული:
აღმოსავლეთით, ღელე ,, ფშონი’’ ჩრდილოეთით, საკარმიდამო ნაკვეთი და დასავლეთითა და
სამხრეთით კი__,, _,,კანავო’’ და მიწები გ.ლ. დადიანისა.ამრიგად, ლეშამგედან , ბარში ჩამოსახლდა
და ზუგდიდის მაზრის სოფ. ლიაში დასახლდა ჭურიაშიც ჰქონდათ სხვა მამულები.
მდიდარი ვაჭარი ძმები კი ფოთში ცხოვრობდნენ, იქ საქმიანობდნენ. ისინი მატერიალურად
ეხმარებოდნენ ძმას...და წითელი ხის,ოდა ააშენა
შავდიები
აზნაურული გვარი ოდიშში. სათავადო აზნაურები. შავდიათა გვარის შესახებ ცნობა მოეპოვება
კორნელ ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“.1904 წლის აღწერის მიხედვით შავდიები
მოხსენიებულნი არიან როგორც აზნაურები და მათ მამულები იყო ბალდში, მარტვილში,
ნალეფსაოს და ჭაბურთში.
შალიკაშვილები – როჭიკაშვილები
მსხვილ ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, როჭიკაშვილების შთამომავლები
არიან. „როჭიკაშვილი არის შალიკაშვილი, მოვიდა სამცხიდან“.
„თავადი შალიკაშვილები არიან სათაბაგოდან მოსულნი, მას შემდეგ, რაც ისინი განუდგნენ
ათაბაგს, რომლის შორეული ნათესავებიც იყვნენ, სვიმონ მეფემ 1550 წელს დიდი პატივით
მიიღო და „ესსეთვე უწოდებენ როჭიკაშვილებად სახელისა გამო ამათ წინაპარსა. ესენი
სცხოვრობენ გაღმა მხარესა ქართლსა სკრად წოდებულსა არიან აწ ორ სახელად. კილახლას
შვილები, ბეციას შვილები, გვართა ამათგანნი, რომელნიმე გარდასახლებულ არიან რუსეთსა
შინა ადრითვე და რომელნიმე სახლობენ ახალციხესა შინა“.
ჯაყელების სამთავროში 25 მსხვილი ფეოდალური სახლი არსებობდა, მათგან XVI–ში
ისტორიულ სარბიელზე განსაკუთრებით შალიკაშვილები აქტიურობდნენ.
282
შათირიშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში ჩიხავაძეების აზნაურები.
შელიები
აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები
დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და
დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები,
ახლა გლეხებშიაც გვხვდება“.ისტორიულად შელიები თავადებიც ყოფილან, აზნაურებიც
და გლეხებიც. კერძოდ: ნაჯაგუს შელიები თავადები იყვნენ, საჩინოელი შელიების
მცირე ნაწილი – აზნაურები (მათ ევალებოდათ აფაქიძეების ხლება მგზავრობისას), ხოლო
უმეტესი ნაწილი გლეხები. 1904 წ. ჩხოროწყუში, ლეჯიქეში, მოიდანახეში, ნაჯაგუში, ახუთში,
ზენში, ჭოღაში, ლექარჩეში, ლეწურწუმეში, ჯვარში მოსახლე შელიები თავადები არიან,
ხოლო ჭაქვინჯში მოსახლე შელიები აზნაურები.
ე.ი. კ. ბოროზდინს შელიები დადიანების ძველ გვარად მიაჩნია, ამავე აზრს იზიარებდა არქანჯელო
ლამბერტიც. რა თქმა უნდა ეს მცდარი შეხედულებაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ
შელიები წარჩინებულ გვარს წარმოადგენდა ძველ ოდიშში.
დომნიკა შამუგია
283
შერვაშიძეები–ჩაჩბები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფხაზეთის მთავრები. „მის წარმოშობას და
თვით გვარსახელის თქმულება შირვანშაჰებს უკავშირებს... უკვე თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი
იხსენიებს აფხაზეთის ერისთავს ოთაღო შარვაშიძეს, რუმის სულტნის ყაისდინის
ჯარების მთავარსარდლადაც მონღოლთა წინააღმდეგ დასახელებულია „შარვაშისძე აფხაზი
დარდინ“.
საკუთრივ აფხაზეთში ეს გვარ–სახელი იხსენიება როგორც ჩაჩბა, რასაც უშუალოდ უკავ-
შირებენ გვარსახელს აჩბას (ანჩაბაძეს) აფხაზური გადმოცემით ამ საგვარეულოს წარმომადგენლები
მართავდნენ აფხაზეთს შერვაშიძეებამდე.
გვიან შუა საუკუნეებში შერვაშიძეები საბედიანოში შემავალი აფხაზეთის ერისთავები
იყვნენ. XVII–ში კი დამოკიდებულნი იყვნენ სამეგრელოს მთავარზე. XVII საუკუნის დასაწყის-
ში დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. 1810 წლიდან შევიდნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში,
როგორც დამოუკიდებელი შიდა ავტონომიის უფლებების მქონე სამთავროს მფლობელები.
სამთავრო გაუქმდა 1864 წელს.
ამ საგვარეულოდან გამოსულია ბევრი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ერთ–ერთი
მათგანია ხუტუნია შერვაშიძე სამურზაყანოს მფლობელი, რომელმაც ხმლით 16 თურქი ჯარისკაცი
აკუწა და გმირულად დაიღუპა 1757 წელს.
284
შენგელია
აზნაურული გვარი სამეგრელოს და იმერეთში. პირველ ისტორიული წყარო შენგელიათა
გვარის შესახებ განეკუთვნება XVI საუკუნეს. კერძოდ 1565 წელს იმერეთის მეფემ გიორგი
მეორემ აზნაურობა უბოძა ჯაკუ და მათე შენგელიებს.
1866 წელს სამეგრელოს თავად–აზნაურობის რუსეთის იმპერატორს ერთგულების ფიცს
სხვა თავადაზნაურებთან ერთად შენგელიებიც სდებენ.
1812 წლის საომარ კამპანიაში ნაპოლეონის წინააღმდეგ მონაწილეობა აქვს მიღებული სმოლენსკის
ქვეითი პოლკის მაიორს შენგელიას.
ანდრია შენგელია
ი. შენგელია ვარლამ შენგელიას საჯინიბო თეოლინა შენგელია
ციცინო შენგელია ვარლამ შენგელია
285
შონია
თავადი კორსანტელი ანჩაბაძე (ანჩიბეია) თავყრილობაზე ან ტრადიციულ ჯარალუაზე,
რომელიც მარიამობაზე იმართებოდა, საპატიო ადგილზე იჯდა. მის ირგვლივ თავადის
დაახლოებული პირები იყვნენ. მათ შორის გუსარი შონიაც. ერთხელ გუსარს კორსანტელმა
პაპიროსი გაუწოდა. გუსარი შეეკითხა: რატომ თავადიშვილები არ მონაწილეობენ მარულაში,
ჯირითში ან ლელოს ბურთშიო. კორსანტელმა მიუგო: რაც კარგი ბიჭები გირევიათ, ყველა
თვადების ნაბიჭვრებიაო. გუსარმა დაუყოვნებლივ უპასუხა: „ბატონო კორსანტელ, შეიძლება
მართალს ამბობთ მაგრამ იცოდეთ, თავადებს ვინც მდარე ურევია, ყველა გლეხების ნაბი-
ჭვრები ყოფილანო“.
შარაშიძეები
„ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ
და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული
ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის
რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ დვაბზუში დასახლებულა შეცვლილი გვარით
შარაშიძე“.
დიმიტრი, ერმილე და ალექსანდრე შარაშიძეებმა XIX საუკუნის ბოლოს გურიაში დააარსეს
კერძო სამეურნეო სასწავლებელი.
შინშიაშვილები
აზნაურული გვარი. პლატონ იოსელიანის წიგნში „აღწერა მეფისა გიორგი მეცამეტისა“.
მოხსენიებულია აზნაური შაქრა შიშნიაშვილი „რომელის ებარა ხორბალიცა ხაბაზებიც და
გამომცხვარი პურიც“.
შემაზაშვილები
შემაზაშვილები იყვნენ გლეხებიც და აზნაურებიც. იყვნენ უყმო და ყმიანი აზნაურები.
ყმები ჰყავდათ სოფ. კარაქას.
286
ჩხენკელი
აზნაურული გვარი იმერეთში. ამ გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი
აკაკი ჩხენკელი. რუსეთის დუმის წევრი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა მინისტრი.
ალექსანდრე შარაშიძე ანა შარაშიძე ხარიტონ შარაშიძე კონსტანტინე შარაშიძე
კონსტანტინე შარაშიძის ოჯახი შარაშიძეები
ჩ
287
ჩაგუნავები
აზნაურული გვარი ოდიშში. დავით დადიანის დროს ერთ–ერთ ჩაგუნავას ქეშიკთუხუცესის
თანამდებობა ეკავა: „...ჩაგუნავა მომიკვდა უეცრად, ძალიან დამაკლდა საწყალი და
ძალიანაც ვწუხვარ მის სიკვდილს, შენ ნუ მომიკვდები, ჩინებული მცველი იყო და ვაპირებდი
ოცდაოთხ კაცს მის ქვეშ ქეშაკებად დაზრდას. ის უცხოდ დაზრდიდა, ამ გვარობაშიც
ჩინებული იყო. „წერდა დავით დადიანი მის ძმას 1836 წლის 13 იანვარს“.
ჩარკვიანები
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის
გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანე-
თის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს აზნაურ
ჩარკვიანებსაც.
როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას
მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის
ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში. ჩარკვიანების გვარი
დასახლდა სოფ. წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებ-
ში გადაულან.
1766 წლის საბუთში გვხვდება მოწმე, აზნაური ჩარკვიანი სულა.
ჩახუნაშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩიჯავაძეების აზნაურები.
ჩაჩიკაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ჩაჩკაშვილების შესახებ პირველი წყარო განეკუთვნება
1536 წ. სიგელს, სადაც ჩაჩიკაშვილები მოხსენიებულნი არიან ბარათაშვილების აზნაურებად
და მემამულეებად. ყმები ჰყავდათ ირდასუბანში, მარტაშენში, მეგუთში, ალგეთში, ქციაში.
გრიგოლ ჩარკვიანი
288
ჩაჩავები
1896 წელს აზნაური გრიგოლ და ალმასხან ჩიჩავებმა ძველ სენაკში გახსნეს უფასო
სამკითხველო. სამკითხველოს გახსნის ინიციატორი ყოფილა გრიგოლ ჩაჩავას ძმა ვლადიმერ
ჩაჩავა, რომელსაც სამკითხველოსთვის გადაუცია 500–ზე მეტი ქართული და რუსული
წიგნი.
ჩახავები
აზნაურული გვარი სამეგრელოში. სერგიეთელი აზნაურები XIX საუკუნეში თეიმურაზ
ჩახავა შეძლებული აზნაური იყო და იმდენი ფული ჰქონდა, რომ ვყელაზე მეტ მიწას ის ყიდულობდა
იმ მხარეში.
ჩქარეულები
აზნაურული გვარი ქართლში. არაგვის ერისთავის აზნაურები. შეტანილნი არიან რუსე-
თის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ჩრდილელები
აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი წინაპარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი ადგილით
ჩრდილოსით და ესენი იმერთა მეფეთა დროსვე იყვნენ აზნაურნი და სახელისა გამო
ჩრდილისასა გაუგვარდათ ჩრდილელობა და ესენიცა არიან მხსენებელ ტრაკტატსა შინა
მეფისა ირაკლისასა.
ქსნის ერისთავის აზნაურები. 1773 წლის 25 აპრილს ჩრდილელმა თხოვნით მიმართა მეფე
ერეკლე II–ს მამულის თაობაზე. რაზედაც მეფისაგან დასტური მიიღო, შეტანილნი არიან
რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ჩხოლარეები
აზნაურული გვარი ოდიშში. ზუგდიდელი აზნაურები. 1924 წლის აჯანყებაში აქტიურ
მონაწილეობას იღებდა ზუგდიდელი აზნაური ლადი ჩხოლარია.
289
ჩინჩალაძეები
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი
დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან
იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად
დროსა მეფისა ვარხატნგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. 1727–1736 წწ.
ამ გვარის წარმომადგენლები იასე ჩინჩალაძე იყო ბოქაულთუხუცესი. იყვნენ საციციანოს
აზნაურები. 1747–1749 წწ. პაატა და დავით ციციშვილებმა ძამის ხეობაში აზნაურიშვილები
ამოსწყვიტეს და იმ დავთარში მოხსენიებულია აზნაურიშვილი ჩინჩალაძე ერთი კომლი და
აზნაურისშვილი ჩინჩალაძე სული ოთხი. გიორგი ჩინჩალაძე მოიხსენიება 1737–1757 წწ.
საარქივო მასალებში. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ნიკოლოზის
ძე ჩინჩალაძემ. 36 წლის წვრილი მესაკუთრე ყოფილი მასწავლებელი. სოციალ–დემოკრატი
1917 წლიდან. მონაწილეობა მიიღო იარაღით ხელში.
ჩხეტიანები
ავთო ჩინჩალაძე მერი ჩინჩალაძე ი. ჩინჩალაძე
290
ქეთო ჩინჩალაძე ვაჩე და ქეთი ჩინჩალაძეები ვაჩე და ქეთი ჩინჩალაძეები
მერი ჩინჩალაძე და მაიკო ლეკიშვილი კოკო ჩინჩალაძე
291
ჩხეიძეები
ჩხეიძეთა გვარი ძირძველი ფეოდალური გვარი იყო არაგვეთში. ჩხეიძეთ ანუ ჩხეტიძეთა
საგვარეულო პირველი წარმომადგენელი იხსენიება XIV ს. დამდეგს. „ღმერთო, შეიწყალე
სული ანასი, ჩხეტიძის ასულისა და ლიმონაძის სახლიშვილისა“. უფრო გვიან, 1325 წელს გვხვდება
ამ საგვარეულოს წევრი გოგატი, რომელსაც მეაბჯრეთუხუცესის სახელო უჭირავს.
XVI საუკუნეში ჩხეიძეთა სახლის წევრები მრავლად ჩანან ისტორიის სარბიელზე. ამ საუკუნის
მიწურულს ისინი თავადთა ამ ჯგუფში არიან, რომლებიც თავის სიუზერენის ინტერესების
წინააღმდეგ გამოდის და იმერეთში მოლაშქრე ქართლის მეფე სიმონს ემხრობა. XVI
საუკუნეში ეს საგვარეულო თავისი ძლიერების ზენიტს აღწევს. ამ დროს ვხედავთ „იმერეთის
ბოქაულთუხუცესს“ თეიმურაზ ჩხეიძეს.
ჩხეიძეების აზნაურები იყვნენ: გოგორიშვილები, დიდიძეები, გაბეხაძეები, ნემსაძეები,
მიქაძეები, საყვარელიძეები, ყიფიანები, მაჭავარიანები, ჩხეიძეები და სხვ.
ალექსანდრე ჩხეიძე ჩხეიძე ნინო ჩხეიძე
292
ჩერქეზიშვილები
„თავადი ჩერქეზიშვილები. მოსულან ჩერქეზ ქიმონითგან და ადგილსა გამო მიიღეს
გვარად ჩერქეზიშვილობა და თავადობა თამარ მეფისა და აწცა არიან მოსახელედ მანავს“.
მამულები ჰქონდათ გურჯაანში, თოხლაურში, მანავში, სულ მათი მფლობელობა შეადგენდა
8788 ქცევაზე მეტ მიწას“.
ამავე დროს ჩერქეზიშვილები გვევლინებიან აზნაურებად. კერძოდ ქსნის ერისთავის აზნაურებად.
ქსნის საერისთავოში სათემოსა და ქიწნისის მოურავებად ჩერქეზიშვილები დგანან.
ლევან ჩერქეზიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი სოსო ჩერქეზიშვილი
ჩაჩიბაები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჯაიანების აზნაურები. იოანე
მეუნარგიას „სამეგრელო დავით დადიანის დროს“ ერთ–ერთ წერილში,
რომელსაც დავით დადიანი უგზავნის გრიგოლ დადიანს,
მოხსენებულია ვინმე აზნაური ჩაჩიბაია.
ჩაჩიბაია
293
ჩიჩუები
ჩიჩუათა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულეს“ გვარს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში.
ჩიჩუათა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რამაზ
ჩიჩუაა. მას პირველად ვხედავთ XVII საუკუნეში. უფრო ზუსტად 1628–1657 წლებში.
როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუათა სათავადო, გადაჭრით თქმა ძნელია, ყოველ შემთხვევაში, რამაზის
მოღვაწეობის დროს, XVII ს. 20–იან წლებში, ამ სათავადოს არსებობა საგულისხმოა.
ოტია დადიანის დროს (1728–1757 წწ) ჩიჩუათა საგვარეულოს წარმომადგენელი პეპუნა
უკვე ფრიად დაწინაურებულია, იგი დადიანის სახლთუხუცესად ზის.
სახლთუხუცესისა და სარდლის სახელოები XVIII ს. დასაწყისში ჩიჩუათა ხელში იყო. მაგრამ
1803 წელს სახლთუხუცესობა ჩამოართვეს ჩიჩუაკს და ახლა უკვე საბოლოოდ ჩიქვანთა საგვარეულოს
გადასცეს.
ამგვარად ჩიჩუებიც მარცხდებიან სამეგრელოს სამთავრობო კარზე პირველობისათვის
ჩიქვანებთან ბრძოლაში.
ჩიჩუების აზნაურები: გვათუები, ხოჭოლავები, ჯორჯიკიები, ლოლუები.
294
ჩოფიკაშვილები (ყაზბეგები)
წარსულში ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ, რომელთაც მოურავები განაგებდნენ.
მათგან დაწინაურებულა ყაზბეგ ჩოფიკაშვილი, ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი
სამოურავოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და სტრატეგიულ–გეოგრაფიული მნიშვნელობა.?
ყაზბეგ ჩოფიკაშვილის განგებლობაში შედიოდა ხევის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები:
სტეფანწმიდა, გერგეტი და დარიალის ხეობა. მას ევალებოდა ჩრდილოეთისაკენ მიმავალი
გზისა და დარიალის კარის დაცვა. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებას-
თან ერთად ყაზბეგის სმოურავოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს რუსეთთან
შეერთების შემდეგ მეფის რუსეთის მთავრობას სჭირდებოდა ამ ხეობის ერთგული
დარაჯი. ასეთი აღმოჩნდა ყაზბეგის მემკვიდრე გაბრიელი. რუსეთის მთავრობამ დააფასა
გაბრიელის ეს ამაგი. მას ებოოძა გენერალ–მაიორობა და აზნაურობა. ამ დროიდან გაბრიელი
თავის გვარს – ჩოფიკაშვილს იცვლის და ირქმევს აზნაურულ გვარად თავისი მამის
სახელს – ყაზბეგს.
ვარლამ ჩიჩუა ნუცა ჩიჩუა ჩოფიკაშვილი
295
ჩხეტიანი
ზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. ამ გვარის
ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელია რუსეთის არმიის
პოლკოვნიკი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის გენერალ–მაიორი ქრისტეფორე პავლეს–ძე
ჩხეტიანი. 1921 წელს იყო გორის მაზრის გენერალ–გუბერნატორი.
ჩიჯავაძეები
დასავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო. პირველი დოკუმენტური წყარო
ამ გვარის შესახებ X ს. პირველ ნახევრს განეკუთვნება. ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობის
უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს.
ჩიჩუათა გაჩიჯავება. ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული.
ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე.
ჩიჯავაძეები განსაკუთრებით დაწინაურდნენ იმერეთის სამეფოში. XV–XVI საუკუნის
მიჯნაზე ჩამოყალიბდა ჩიჯავაძეთა სათავადო. XV საუკუნის მიწურულს მთელი „საჩინო“ (ახლანდელი
ვანის რაიონი) ჩიჯავაძეთა ხელშია. ჩიჯავაძეები ძლიერი ფეოდალები იყვნენ. XVIII
ს. მეორე ნახევრის ერთი ცნობით, საჩინოს მხარეში, რომელიც ჩიჯავაძეებს ეკუთვნოდათ,
1000 კომლი ითვლებოდა.
იმერეთის თავადურ გვართა შორის ჩიჯავაძეებს თავისი ღირსებით მეოთხე ადგილი ეჭირათ.
XVIII საუკუნეში ჩიჯავაძეთა სათავადო გაუქმდა. ამ სათავადოს გაუქმება ალექსანდრე
V–ის ადმინისტრაციული ღონისძიების შედეგი უნდა იყოს, ამის შემდეგ ჩიჯავაძეები ჩანან,
როგორც ცალკეული მემამულეები.
ჩიჯავაძეთა აზნაურები. ზაალიშვილები, ფარემუზაშვილები, მაკარიძეები, რატიძეები,
გოგორიშვილები, ჩხეიძეები, ლორთქიფანიძეები, შათირიშვილები, ახვლედიანები, ჩახუნაშვილები,
სანადირაძეები, ჟვანიები.
ქრისტეფორე ჩხეტიანი
296
ჩახავები
აზნაურული გვარი სამეგრელოში. სერგიეთელი აზნაურები XIX საუკუნეში თეიმურაზ
ჩახავა შეძლებული აზნაური იყო და იმდენი ფული ჰქონდა, რომ ვყელაზე მეტ მიწას ის ყიდულობდა
იმ მხარეში.
ჩაგუნავები
აზნაურული გვარი ოდიშში. დავით დადიანის დროს ერთ–ერთ ჩაგუნავას ქეშიკთუხუცესის
თანამდებობა ეკავა: „...ჩაგუნავა მომიკვდა უეცრად, ძალიან დამაკლდა საწყალი და
ძალიანაც ვწუხვარ მის სიკვდილს, შენ ნუ მომიკვდები, ჩინებული მცველი იყო და ვაპირებდი
ოცდაოთხ კაცს მის ქვეშ ქეშაკებად დაზრდას. ის უცხოდ დაზრდიდა, ამ გვარობაშიც
ჩინებული იყო. „წერდა დავით დადიანი მის ძმას 1836 წლის 13 იანვარს“.
ჩახუნაშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩიჯავაძეების აზნაურები.
ჩიჯავაძე
297
ჩოლოყაშვილები
ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ
გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი
და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.
ჩოლოყაშვილები კახეთის მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ თანამდებობაზე
ავ–გიორგის დროს ჩანს გარსევან ჩოლოყაშვილი, რომელიც ამავე დროს იყო
პოეტი, რომელმაც დაწერა „ხილთა ქება“ და სატრფიალო ხასიათის ლექსები. რომელიც 1513
წელს და შემდგომად თავისთან მალავდა უფლისწულ ლევანის, რომელსაც დასაჭერად დასდევდნენ
ბაგრატ მუხრან=ბატონი. ქსნის ერისთავი და ამილახორი, მაგრამ გარსევან ჩოლოყაშვილის
მფარველობით ის გადაურჩა დაჭერას და 1520 წელს ეკურთხა მეფედ.
ჩოლოყაშვილების გვარის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია ნიკიფორე ჩოლოყაშვილი
– ირბახი (1643–1649). ბეჟანა ჩოლოყაშვილი XVI საუკუნის პირველი ნახევრის
ისტორიული პირია, იგი იყო კახთ–ბატონის სახლთუხუცესი და 1512 წელს ავ–გიორგის
დავალებით მოვლენილ იქნა ჯვრის–მამად. ბეჟანა და ბაადურ ჩოლოყაშვილებმა ააშენს წმ.
თეოდორეს ტაძარი, 1625 წ.
1714 წ. აღვერდელი ეპისკოპოსია ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი. 1714 წ. ჩოლოყაშვილების ხელში
კვლავ კახეთის სახლთუხუცესობაა. 1751 წ. არაგვის საერისთავოს მმართველად თეიმურაზმა
და ერეკლემ ჯიმშერ ჩოლოყაშვილი დასვეს.
1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ–ერთი მეთაური იყო ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომელიც
ქართული ეკლესიის მიერ შერაცხულ იქნ წმინდანად.
და ბოლოს ქაქუჩა ჩოლოყაშვილი. ქართული ეროვნული მოძრაობის უთვალსაჩინოესი
გმირი.
ჩოლოყაშვილებზე შეიძლება ითქვას: „როგორც პიროვნება და აკეთილშობილებს გვარს, ისე
გვარიც გარკვეულწილად პიროვნების კეთილშობილების საწინდარია.“
298
სოლომონ ჩოლოყაშვილი
ჩოლოყაშვილების სასახლე
299
ჩარკვიანები
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს
დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს
აზნაურ ჩარკვიანებსაც.
როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი
გვარის წარ მომადგენლები და მათ შორის ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში.
ჩარკვიანების გვარი დასახლდა სოფ. წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებში
გადაულან.
1766 წლის საბუთში გვხვდება მოწმე, აზნაური ჩარკვიანი სულა.
გრიგოლ ჩარკვიანი გრიგოლ ჩარკვიანი
ჩაჩიკაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ჩაჩკაშვილების შესახებ პირველი წყარო განეკუთვნება
1536 წ. სიგელს, სადაც ჩაჩიკაშვილები მოხსენიებულნი არიან ბარათაშვილების აზნაურებად
და მემამულეებად. ყმები ჰყავდათ ირდასუბანში, მარტაშენში, მეგუთში, ალგეთში, ქციაში.
300
ჩიქოვანები
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა
ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს
ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, იგი თაფლითაც ვაჭრობდა,
მაგრამ მისი ძე კაცია ლევან III დადიანის დროს ფრიად განდიდდა. პირველად პოლიტიკურ
ცხოვრებაში დაწინაურდა მისი ძმა ევდემოსი. რომელმაც მიიღო ჭყონდიდელობა.
ძმის დახმარებით ჩქარა კაციაც გაძლიერდა. იგი გახდა ლეჩხუმის მებატონე და იმერეთის
მეფის ბაგრატ III–ის ვეზირი. ჭყონდიდელი ევდემოსის რჩევით კაცია უახლოვდება ლევან III
დადიანს, რომელმაც მას უბოძა სალიპარტიანო და თავისი ვეზირობაც. ლევან III დადიანის
დროს არეულობამ და შფოთმა მიიღო მწვავე ხასიათი, კაცია ამ გარემოებით სარგებლობდა,
ამოხოცა წარჩინებულები და თვითონ შეიქმნა ოდიშის ფაქტიური მმართველი. 1681 წელს
ლევან III გარდაიცვალა. მისი ერთადერთი მემკვიდრე მანუჩური მძევლად ჰყავდა გურიის
მთავარს გიორგის, გიორგი გურიელმა თავად განიზრახა ოდიშის დაპყრობა და ამ მიზნით
მოაკვლევინა მანუჩარი, მაგრამ ოდიშელებმა გაამაგრეს ციხეები და არ შეუშვეს გურიელი
ოდიშში. ამრიგად, ოდიში იყო უპატრონოდ დარჩენილიტ „და კაცია ჩიქვანი იყო თავი და
გამგე მათი“. კაციას შემდეგ მისმა შვილმა გიორგიმ დაიჭირა სალიპარტიანო და იგი მართავდა
მთელ სადადიანოს. მაგრამ გიორგის მალე აუმხედრდნენ მისი შვილები, უფროსმა ბეჟან
ჩიქოვანმა იმერეთის მეფეს გიორგი VI–ს სთხოვა დადიანობა და შეაძლია მას 4000 მარჩილი.
მეფემ გაილაშქრა ოდიშზე და გააბატონა ბეჟანი. რომელმაც მიიღო დადიანის „წოდება“ 1715
წელს. ამგვარად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები კაცია და გიორგი
ჩიქოვანები იყვნენ.
ჩიქოვანებს დადიანის კარზე ფრიად საპატიო თანამდებობები ეკავათ და თვალსაჩინო
როლს ასრულებდნენ სამთავროს მართვა–გამგეობაში. 1788 წელს კაცია გარდაიცვალა,
ოდიშელებმა მთავრად მისი ძე 18 წლის გრიგოლი დასვეს. როგორც ჩანს ეს კანდიდატურა
არ მოეწონა იმერეთის მეფეს დავითს, მან განიზრახა ოდიშის დაპყრობა,. ვინაიდან ტახტზე
მცირეწლოვანი იჯდა და წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. ამ მიზნით მან შეკრიბა იმერთა
ჯარი და კაციას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე ოდიში დალაშქრა. გრიგოლმა თავს
ლეჩხუმში გაქცევით უშველა. მეფემ მთავრად გრიგოლის უმცროსი ძმა მანუჩარი დასვა.
ამით ოდიშის თავად–აზნაურობა ორ სამტრო ბანაკად გაიყო: ერთნი მანუჩარს ემხრობოდნენ,
მეორენი გრიგოლს. გრიგოლის მხარეზე იყვნენ ლეჩხუმის მთავარსარდალი ქაიხოსრო
გელოვანი და ოდიშის სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი.
301
ლევან V–ის (184–1840) მთავრობის დროს ოდიშს მართავდა ოთხი წევრისაგან შემდგარი
საბჭო, რომელშიც შედიოდნენ: ნიკო დადიანი, ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი
გიორგი ჩიქოვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი.
ლეჩხუმელი ჩიქოვანების მეშვეობით დადიანი მართავდა აგრეთვე სვანეთის იმ ნაწილს,
რომელიც ლეჩხუმს ესაზღვრებოდა და ამ მხარის მოურავებად ინიშნებოდნენ.
ასე, რომ ყველა – ოდიშის სამთავროს – თითქმის ყველა მაღალი სახელო ჩიქოვანების
ხელში იყო. ისინი ფლობდნენ სახლთუხუცესის, ბოქაულთუხუცესის, მსაჯულთუხუცესის,
სარდალ და მოურავის თანამდებობებს.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ჩიქვანთა სათავადოც ადმინისტრაციულად
გაუქმდა.
ჩიქოვანების აზნაურები. გაბუჩიები და საჯაიები.
პელაგია ჩიქოვანი მაკრინე ჩიქოვანი
302
ჩაჩიბაიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჯაიანების აზნაურები. იოანე
მეუნარგიას „სამეგრელო დავით დადიანის დროს“ ერთ–ერთ წერილში,
რომელსაც დავით დადიანი უგზავნის გრიგოლ დადიანს,
მოხსენებულია ვინმე აზნაური ჩაჩიბაია.
ციციშვილები
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი
კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ
1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან
მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ და დაეშვნენ ახალციხის ნაწილს
ადგილსა შინა, ფანასკერტელსა წოდებულსა“. XV საუკუნეში ციციშვილები საკმაოდ დიდი
წონით ჩანან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუნდაც ის ფაქტი, რომ სამეფო კარი ციციშვილების
სახლს უმოყვრდება – ამ სახლის შვილს უფლისწულ ცოლად თხოულობს.
– ჩვენს მიერ ზემოთნათქვამის დადასტურებისათვის გამოდგება. 1415–1419 წლებით და-
თარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ატენის მოურავად ციციშვილს ვხედავთ.
XVIII საუკუნის 20–იან წლებში ვახტანგ VI–ის წინააღმდეგ ქართლელ თავადთა ერთი ჯგუფი
აჯანყდა. მათ რიცხვში იყო ბაგრატ ციციშვილიც. ვახტანგმა ურჩი ფეოდალები სასტიკად
დასაჯა. როდესაც ვახტანგს სპარსეთმა კონსტანტინე დაუპირისპირა, ციციშვილები
კონსტანტინესთან მივიდნენ და „თავგანწირვით ერთგულება“ დაუმტკიცეს. კონსტანტინემ
მათ ყმა–მამული უწყალობა. 1723 წელს ქართლში ოსმალობა დამყარდა, ოსმალობა ციციშვილებმა
ერთი პირველთაგანებმა ცნეს.
ციციშვილები მონაწილეობდნენ აგრეთვე ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში
1765 წელს. მაგრამ ეს შეთქმულება გამომჟღავნდა, გლახა ციციშვილი სხვებთან ერთად
სამართალში მისცეს და ენა მოაჭრეს.
ციციშვილების აზნაურები იყვნენ: მეღვინეთუხუციშვილი, კლიმიაშვილი, ორჯონიკიძე, უთანა
ჩაჩიბაია ც
303
ციმაკურიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. საამილახვროს აზნაურები. 1747 წლის 20 ივნისს ანტონ
კათალიკოზის მიმართ მიწერილ ერთ–ერთ წერილში მოხსენიებულია აზნაური ზურაბ ციმაკურიძე.
სიმონ ციმაკურიძე: აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.
რუთაშვილი, ალიბეგაშვილი, დანდლიშვილი, სტელიშვილი, დაფქვიაშვილი, ობლიძე, ქართველიშვილი,
აბრამიშვილი, მაღრაძე, ალექსიძე, მუჩაიძე, გულბადაშვილი, ფურცელაძე, ალიყულაშვილი,
ჩინჩალაძე, ქურდევანიძე, ჩიკაშვილი, იონათამიშვიტლი, მწყერაძე, საყვარელიძე,
საფარაშვილი, გვარამაძე, სამაშვილი, ავლადაშვილი, ხუციშვილი, სამარაძე, რევაზიშვილი.
ციციშვილების სასახლე ციციშვილების სასახლე
თომა ციციშვილის სასახლე
304
ცქიტიშვილები
აზნაურთა გვარი იმერეთში. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე
სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს.
უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის
კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ცქიტიშვილი მიეგება
მხიარულად, დალოცა მისი მობრძანება და უნდოდა მუხლზედ ეკოცა, ამ დროს ბერმა ჰკრა
თოფი და მოკლა...“სოლომონ I–მა დავით წერეთელსა და ბეჟიკი ცქიტიშვილს სასიხლო
საქმის გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.
ცეროდინეშვილი
ამათნი წინაპარნი იწოდნენ ადგილისა გამო ცერონისასა, რომელ არს ფცის წყალსა ზედა
მდგომარე სოფელი და მუნ მოსახლე აზნაური მდაბლისა ხარისხისა იყო ტანათა მცირე,
რომლისა გამო იწოდებოდენ ცეროდინეს და ამის გამო გაუვარდათ სახელი ესე შთამომავლობათა
მათთა. რომელნამე ჰსწერენ რომე იყვნენ ესენი ძველად იკალავანდიათ მონათესავენი
და დამლობოდენ და უკანასკნელ შეიქმნენ აზნაურებად. ესენი ჩნდნენ დროსავე ვახტანგ
მეფისასა წელსა 1712 და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებული. ხოლო სომეხნი უწოდებენ
ხეროდინედ აზნაურად, რომელნიმე არიან სომხად სარწმუნოებით გვარნი ამათნი.
ძიძიგურები
აზნაურული გვარი სამეგრელოსა და იმერეთში. „ხონის საყდრის გამოსავლის დავთარში“,
რომელიც XVI საუკუნის დასასრულსაა შედგენილი მოხსენიებულია ხოჟონა ძიძიგური. 1904
წლის აღწერით შხეფელ ძიძიგურები აზნაურებად არიან მოხსენიებულნი.
ძ
305
წინამძღვრიშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. მამულები ჰქონდათ წინამძღვრიანთკარში (მცხეთის რაიონი)
გუდარეხში, ბედენში.
იყვნენ აგრეთვე ციციშვილების აზნაურებიც.
წინამძღვრიშვილების გვარში უგამოჩენილესი პიროვნებაა ილია წინამძღვრიშვილი.
წინამძღვრიშვილი გრიგოლ – არქიმანდრიტი აზნაური, გარდაიცვალა 1777 წ.
წინამძღვრიშვილი გაბრიელ – აზნაური. მოურავი, ბატონიშვილი რიფსიმესი, გარდაიცვალა
1812 წელს.
წითლიძე
გიორგი პავლეს ძე წითლიძე. რუსეთის არმიის გენერალი (1817–1883). მამა პავლე ალექსანდრეს
ძე წითლიძე იყო ქართველი აზნაური და იბრძოდა სამამულო ომში 1812 წ.წითლიძე
იაკობი – მარიამ დედოფლის მოძღვარი (1784–1846) დაკრძალულია პოკროვსკის მონასტერში.
წითლიძე ანა ივანეს ასული, მემამულე (1787–1857)
ძვალიყლაპიაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში, ყაფლანიშვილების აზნაურები.
წ
306
წერეთლები
წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ
ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს
უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის
მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთლის ქედის
სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში, მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში, მდებარეობენ
სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. მხოლოდ XIV საუკუნიდან არის საგულისხმო
საგვარეულობის იმერეთში დამკვიდრება.
წერეთლების სამფლობელოს „საწერეთლო“ ეწოდებოდა. „საწერეთლო“. როგორც წერეთლების
მიწა–წყლის აღმნიშვნელი ტერმინი, წყაროებში პირველად გვხვდება XVI ს. მეორე
ნახევარში. ამავე პერიოდში არის საგულისხმო ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება.
უფრო ადრე ჩნდებიან ისტორიის სარბიელზე წერეთელთა გვარის წარმომადგენლები. მათგან
ყველაზე ადრინდელი პირი დავით წერეთელია, რომელსაც ვხვდებით 1432 წელს, უფრო
ჩანან წერეთლები XVI საუკუნის მიწურულს. აღნიშნულ პერიოდში, სვიმონ ქართლის მეფის
იმერეთში ლაშქრობის დროს, ისინი აქტიურად მოქმედებენ და, აბაშიძეებთან და ჩხეიძეებთან
ერთად, სვიმონს ემხრობიან როსტომ იმერთა მეფისა და მის შემწე დადიანთან ბრძოლაში.
ამიერიდან წერეთელთა საგვარეულოს როლი იმერეთის სამეფო პოლიტიკურ ცხოვრებაში
სულ უფრო და უფრო იზრდება.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში წერეთელთა გვარის წევრები, როგორც აღინიშნა: მრავლად
ჩანან ისტორიის ასპარეზზე და იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ალექსანდრე III–ის 1651 წლის ფიცის წიგნს, მაგალითად ამ საგვარეულოს სამი
წარმომადგენელიმ აწერს ხელს.
განდიდებული თავადების – აბაშიძეებისა და რაჭის ერისთავების საპირისპიროდ ცენტრალურმა
ხელისუფლებამ ადრევე შეუწყო ხელი წერეთელთა წამოწევას. უკანასკნელიც ამ
ძლიერი მეზობლებისაგან მომძლავრების საფრთხემ ცენტრალური ხელისუფლებას გაუერთგულა,
ამიტომ რომ იმერთა მეფეები ყმა–მამულთა წყალობას არ აკლებდნენ წერეთლებს.
1752 წელს იმერეთში, სოლომონ I დროს, წერეთლების საგვარეულო „უწარჩინებულეს და
შემძლებელ გვარად“ ითვლებოდა.
დიდ წარმატებას მიაღწიეს წერეთლებმა სოლომონ II–ის დროს, ყმა–მამულის გარდა
მათ რამდენიმე ახალი დიდი თანამდებობა მიიღეს: ბოქაულთუხუცესობა, მეღვინეთუხუცესობა,
დედოფლის სახლთუხუცესობა.
სოლომონ II–ის დროს წერეთლების ხელშია აგრეთვე ჩხერის, ვარციხის და რაჭის
307
სამოურავოები. ამ დროსვე მიიღეს უთუოდ წერეთლებმა მდივანბეგობაც. ამ საგვარეულოს
წვერსვე ეჭირა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლებაც, „ქუთათელ–კათალიკოსის“ მაქსიმე
აბაშიძის ქართლს გადასვლის შემდეგ, 1781 წელს ქუთათელ ეპისკოპოსის კათედრა დოსითეოზ
წერეთელმა მიიღო.
წერეთელთა აზნაურები იყვნენ: აბდუშელიშვილები, ციმაკურიძეები, ესტატეშვილები, დავითაშვილები,
გომართელები, კურცხალიები, იაშვილები, გამყრელიძეები, აბაშიძეები, ქავთარაძეები,
მაჭავარიანები, ვაშაძეები, ხატელიშვილები, ცქიტიშვილები, გოდაბრელიძეები,
ფალავანდიშვილები, გივიშვილები, გოცირიძეები,. ჯოხთაბერიძეები, ოქრომჭედლშვილები,
უზნაძეები, მართებელი, ორჯონიკიძეებ, ერთი კომლი ბარათაშვილი თამაზ ითხვისს (სხვა
იმერელი ბარათაშვილები სამეფო აზნაურები იყვნენ). ჯაფარიძეები, აბულაძეები, ბერიშვილები,
მამაცაშვილები, წერეთლები.
წერეთლის სახლი წერეთლები წერეთლები ნონია წერეთლი
ივანე წერეთლი ნანა წერეთლი
308
წულუკიძეები
იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად
ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი
არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზ-
ღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის მოღვაწეობის პერიოდში.
სოლომონ I–ის დროს წულუკიძეებს, სამეფო კარზე პირველი ადგილი უჭირავთ. მათ ხელშია
მაღალი თანამდებობები. ვაკის სარდლობის გარდა, წულუკიძეებს ეჭირათ ბოქაულთუხუცესის,
ქუთაისის მოურავისა და ქილფთართუხუცესის სახელოები. ამ საგვარეულოს ერთი
წარმომადგენელი, პაატა გიორგი II–სთან ცუდ დამოკიდებულებაშია. მეფისაგან შერისხული
პაატა ოდიშს გადაიხვეწა და ლევან II დადიანის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. დადიანმა
მას ადგილ–მამულები უწყალობა. ზუგდიდთან ახლოს. ამის შემდეგ ოდიშში მცხოვრებიტ
წულუკიძეები თავად ქორთოძეებად იხსენიებიან,. უფრო გვიან კი ქორთუათა სათავადო ჩამოაყალიბეს.
წულუკიძეთა საგვარეულო დიდხანს დარჩა შერისხულ მდგომარეობაში, მაგრამ
მეფე ბაგრატ IV–მ შეირიგა წულუკიძეები.
სოლომონ I–ის მეფობის დროს წულუკიძეებს ეკავათ ბოქაულთუხუცესის, ქუთაისის
მოურავისა და ქილფთართუხუცესის სახელოები.
ამრიგად, წულუკიძეთა გვარი თავისი ძლიერების ზენიტს აღწევს სოლომონ I–ის დროს.
ამას რამდენადმე ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მეფის მესამე თანამეცხედრე გულქანი
წულუკიძეთა საგვარეულოდან იყო. იგი იყო კაციას ასული და „ბრწყინვალე თავადების“ –
პაატა, ბერი, გიორგი წულუკიძეებისა, რომლებიც დიდად დაწინაურდნენ სოლომონ I–ის
კარზე. მაგრამ მათგან ყველაზე მეტ წარმატებას ბერმა მიაღწია. ბერი იყო „უზენაესის სათავადოსა
და სიმაგრის მპყრობელი, ყოვლის დიდებით და სიმდიდრით განსრულებული“. მის
ხელში იყო გაერთიანებული სარდალ=ბოქაულთუხუცესისა და ქუთაისის მოურავის თანამდებობები.
XVIII ს. შუა წლებში საეკლესიო სფეროშიც ერთხანს წულუკიძეთა გვარი ბატონობდა:
გერმანე წულუკიძე აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად იჯდა.
წულუკიძეთა აზნაურები: მდივნიშვილები, გიორგობიანები, გოცირიძეები, ჭიჭინაძეები,
მაჭავარიანები, მომცემლიძეები, დალაქიშვილებიბ ლეჟავები, წერეთლები, წულუკიძეები,
ავალიანები, უგრეხელიძეები, სვანიძეები, კიკნაძეები, მხეიძეები, ადამიები, დარახველიძეები,
დაშნიანები.
309
ჭედიები
ამ საგვარეულოს პირველი აზნაური იყო დათაია ჭედია, პირველი მეგრელი ვაჭარი.
სოფ. ონტოფოდან, ზუგდიდს გადმოსახლებული, ვაჭრობაში განსაკუთრებული უნარისათვის
დავით დადიანმა უბოძა აზნაურის ტიტული, 1852 წელს სათანადო ნდობით აღჭურვილი
რუსეთის მეფის მთავრობის მიერ – გაიგზავნა სტამბოლს სამეგრელოს სავაჭრო წარმომადგენლად.
ჭარუაშვილი
ჭარუაანნი თუმცა იყვნენ ძველად სომეხთა მდაბალი აზნაურნი, გარნა ასწყდნენ გვარნი
მათნი და მეფემან მეორემან ირაკლიმ განაახლა გვარი ამათი და უბოძა აქიმსა თვისსა და
იწოდებიან მუნადგან აზნაურად და მოხსენებულ არიან ტრაკტატსა შინაცა, აწ იწოდებიან
აქიმოვებათ.
ბაბილინა წულუკიძე ალექსანდრე წულუკიძე
ჭ
310
ჭავჭავაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახეთის თავადები, იოანე ბატონიშვილის
მიხედვით: „არიან ორ გვარად, პირველნი რომელნიც სახლობენ გაღმა მხარესა ყვარელსა-
შინა, იგინი არიან ძველადგანვე დროს მეფის ლეონისასა წელს ქრისტეს აქეთ 1529, ესენი
იყვნენ ფშავის მთითვე ჭავჭეთის ადგილნით და შინ მოსახლენი თავადადვე და მერმე გადმოსახლდნენ
ყვარელსა შინა და მან მისცა ადგილნი, რომელნიც აწ არიან, 1) გლეხის შვილები
და ძმათა ამისასა, 2) მელქისედეგისა შვილები, ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მანვე ადგილიდან
მოსრულნი, რომელნიც ამბობდნენ მონათესობას მათს, გარნა არა აქვნდათ მათთან
მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლს მეფეისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე
პირველი. წელს ქრისტეს აქეთ 1680–ს შემდგომად მსახურებისათვის დაასახლნა ადგილს
წინანადალს და მიიღო აზნაურობა. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის
ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფროს, მეფემან
მეორემ ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ
იწოდებოდნენ მამუჩისშვილებად და რომელნიც ახლაც იწოდებიან მამუჩიშვილებად: 1)
ივანეს შვილები 2) ბერი ნაზირის შვილები და 3) გარსევანის შვილები და სხვანი“.
ჭავჭავაძეებს კახეთის სამეფო კარზე ეჭირათ საკმაოდ მაღალი თანამდებობები: სახლ-
თუხუცესის, მოლხთუხუცესის, მეჯინიბეთუხუცესის და სუფსაჯის სახელოები.
XVII და XIX საუკუნეებში ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს
თამაშობდნენ საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. საკმრისია
გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, გარსევან ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ეკატერინე
ჭავჭავაძე, ნინო ჭავჭავაძე, პაატა ჭავჭავაძე, პაატას პიროვნებას კარგად ახასიათებს იოანე
ბატონიშვილი: „ესე წყალობის სიგელი... გიბოძეთ შენ... თავადს ჭავჭავაძეს გრიგოლს, ძმასა
შენსა პაატას ძმისწულს შენსა დემეტრეს, შვილსა შენსა სოლომონს... ასრე და ამათ პირსა
ზედა, რომელ ბიძა ჩვენებმა ჯარი შეიყარეს და კახეთში მივიდნენ კახთ დასაჭერად და ჩვენს
წინააღმდეგ, მაშინ ბებურიშვილი ნინია დ იმისი შვილი გარსევანიც იმათთან მივიდნენ და
იმათ ეთანხმებოდნენ და მრავალ წინააღმდეგობა და ამბოხება გვიჩვენეს, და შენ შეძლებისამებრ
შენის ერთგულად და თავდადებით იმსახურე და ჩვენც ამა სამსახურის სანაქებოდ
გიბოძეთ ამ ბებურიშვილს ნინიას და გარსევანის ნაქონი სამოურავი კუჭატანი“.
311
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სულხან ჭავჭავაძის მამული
გრიგოლ ჭავჭავაძე ზაქარია ჭავჭავაძე ოლღა ჭავჭავაძე
312
ჭაჭნიაშვილები
ქართლის აზნაურები. 1297 წლის ერთ–ერთი საბუთში, რომელიც მეფე დავით VIII
მიერ არის გაცემული ვკითხულობთ: „დავუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯაი მოხსენებაი
ჭაჭნიაშვილისა გრიგოლ ჭარმეულისაი და მიუბოძეთ ჟინოვნის პირს სოფელ ლაუშაი...
ჰქონდეს ჭაჭნიასშვილი გრიგოლს, შვილთა და ყოველთა მომავალთა მისთა შუანის ხევსსოფელი
ლაუშაი, მისთა მიმდგომითა, მთითა, ბარითა, ტყით, ველთა, ვენახით, წყლით, წისქვილით,
ჭალითა, სანადიროით, და ყოვლით სამართლიანით საზღვრით და მიმდგომთ მათით,
სახმრით და უხმარით, ერთგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩვენისა“.
ე.ი. ჭაჭიაშვილებს XIII საუკუნეში კერძოდ 1297 წელს დავით VIII უბოძა აზნაურობა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის სახლი
313
ჭაბუკიანები
ტახტის აზნაურები. ერთ-ერთ უძველესი გვარია საქართველოში.
გადმოცემით, ჭაბუკიანები ზემო სვანეთის სოფელ იფარიდან არიან წამოსულები.ერთ-ერთი
ლეგენდის თანახმად, მე-5 საუკუნის ბოლოს ან მე-6 საუკუნის დასაწყისში გვარში მოხდა
განხეთქილება და ურთიერთ დაპირისპირება. შედეგად, ჭაბუკიანების ერთ ნაწილი წამოვიდა
იფარიდან და მიგრაციული პროცესების გავლით მე-7 საუკუნის II ნახევარში კომპაქტურად
ჩანან ლეჩხუმში, სოფელ- დეხვირში. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით გვარი მოიხსენიება
წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან მიმართებაში. წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წელს.
არსებობს ზეპირსიტყვიერად გავრცელებული ორი ვერსია. პირველი - წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა
უანდერძა ვინმე ჭაბუკიანს გარდაცვალების შემდეგ გაუხედნავი მოზვრებით
შეუღლებელ მარხილზე დაესვენებინა და სადაც მოზვრები დაიღლებოდნენ და დადგებოდნენ
იქ დაესაფლავებინა. დაახლოებითი მარშუტიც კი არის ცნობილი, როგორ გადაიარეს
დეხვირიდან მურამდე (დღევანდელი მურის ციხეები ცაგერში) მოზვრებმა ცხედრით და იქ
დაასაფლავა კიდეც ჭაბუკიანმა წმინდანი. მართლაც რამოდენიმე წლის წინ იმ ადგილზე
მურში აღმოჩენილი იქნა წმინდა მაქსიმეს საფლავი, რაც დამტკიცებულია საერთაშორისო
ექსპერტების მიერ. ამ წმინდა ადგილას დღეს მამათა მოქმედი მონასტერია. მეორე ვერსიის
თანახმად, ყოფით ნიადაგზე უთანხმოების გამო ჯერ მოკლა ჭაბუკიანმა და შემდეგ
დაკრძალა იგივე პროცედურით, როგორც პირველ ვერსიაშია ნახსენები, რაც ნაკლებ სავარაუდოა,
ვინაიდან ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმეს ბიზანტიაში იმპერატორ კონსტანს
მეორის ბრძანებით მოკვეთეს მარჯვენა და ამოაჭრეს ენა თავის ორ მოწაფესთან ერთად. ხეიბარ
ადამიანთან ასეთი მოპყრობა ნაკლებ სავარაუდოა, უფრო შურის ან ეჭვის საფუძველზე
აგორებული ჭორია. დავუბრუნდეთ გვარში მომხდარი განხეთქილების თემას. ის ნაწილი,
რომელიც დარჩა ზემო სვანეთში, ლეგენდის თანახმად გახდა გვარად „პირველი“. ალბათ,
გამარჯვების ნიშნად. მე-18 საუკუნეში იმერეთში სოლომონ 1-ლის მეფობის დროს შეიქმნა
შეფიცულთა რაზმი - „ფიცის კაცები“. ზოგიერთი ვერსიით, მსგავსი შენაერთი დავით აღმაშენებლის
დროსაც არსებობდა, მაგრამ შემდგომ დაიშალა და სოლომონ პირველმა აღადგინა.
თავად ბერი ლორთქიფანიძის მეთაურობით ფიცის კაცებში შედიოდა მეფის აზნაურთა
12 გვარის წარმომადგენელი, მათ შორის -ჭაბუკიანები. ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლის
გარდა უდიდესია მათი წვლილი ტყვეთა გაყიდვის აკრძალვა- გაუქმების აღსრულებაში.
ჭაბუკიანები იყვნენ ცნობილი ისტორიული დეხვირის ანუ თაკვერის ციხე-სიმაგრის ციხისთავები.
დეხვირის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ლეჩხუმის საშუალს ცხენისწყლის
კლდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი თავი თაკუერისა რამეთუ რო314
მელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა
შინა არან სრულად.“ (ქ.ც. 4:749 4-6).
ხსენებულ ციხეს მეთაურობდნენ გარდა იმ წლებისა, როდესაც დადიანები ბატონობდნენ
ლეჩხუმზე, რადგან ჭაბუკიანები იმერეთის მეფის უზენაესობას სცნობდნენ და მისი ეთგულნი
იყვნენ.
315
ჭილაძეები
ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო.
ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ
თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები
ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.
ჭილაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XV საუკუნეშია ნავარაუდევი. საჭილაო ადრე
შუა საუკუნეებიდან XVI–მდე ძლიერ პოლიტიკურ და სამეურნეო ერთეულს წარმოადგენდა,
ხოლო ჭილაძეები საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული დიდებულები იყვნენ, მათ ადრე
მთელი ტერიტორია ეჭირათ ტეხურისა და ცხენისწყალს შორის რიონამდე. მოგვიანებით კი
მდ. ნოღელასა და ცხენისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე მოექცა იმერეთის მეფე
გიორგის მიერ ჯავახ ჭილაძის სიკვდილით დასჯის შემდეგ, საჭილაო დაქუცმაცდა და ჭილა-
ძეები ერთ–ერთი რიგითი თავადები გახდნენ. მათ დაკარგეს თავიანთი სამფლობელოს დიდი
ნაწილი – საჯავახო. მიუხედავად ოდიშის ახალ სამთავრო სახლთან ბრძოლაში დაქვეითებისა,
ჭილაძეთა გვარი XVIII ს. პირველ ნახევარში ჯერ კიდევ წარჩინებულ გვარად ითვლებოდა
დასავლეთ საქართველოში.
ჭილაძეთა აზნაურები: კორძაიები, ლორთქიფანიძეები, გუგუნავები, ნანეიშვილები და გურველაშვილები.
ანდრო ჭაჭიაშვილი
ჭაჭიაშვილები
აზნაურული გვარი
ჭილაძენი (იმერეთის თავადნი)
ჭიხფაგ, ანუ ჭიხბაგ არის ადგილისა გამო, რომელიცა არის ალვანის მხარეს ლეკთა და
არის ეგე გვარი შერაცხილი აზნაურად და თავადად მეფისა თამარის დროს“.
316
ჭიჭინაძეები
აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის
აზნაურები და აგრეთვე ტახტის აზნაურები. ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში
1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი
ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან და ჩვენც მათვე მივანდევით. ეგრეთ რომე, ოდეს
დროშა წაასვენონ, ერთს ძლიერსა და უმჯობესსა კეთილ ცხენოსანსა კაცსა ხელთა მიათვალევდნენ
და სხუანი ჭიჭნაძენი გარე შემოეხვეოდნენ ომსა შინა, განა მშვიდობასა და ოდეს
ადგილსა დაისავანონ, ეშიკი დ მცველობა ამათ მიანდონ დროშისა“.
ჭილაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „ბაბანა ჭილაშვილი
ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად
დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება
და აგრეთვე ჩერქეზეთიდან მოსულს ცხენის მებაჟეობა“.
გიორგი ჭილაშვილი (1790–1838) საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი.
სერგეი გაბრიელის ძე ჟილაშვილი (1803–1864) გენერალ–მაიორი, შემასხის სამხედრო გუბერნატორი.
იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790–1838) – სტატსკი სოვეტნიკი
(სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820–1830–იან წლების საქართველოს
ნიკოლოზ ჭიჭინაძე
317
პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. იურიდიული განათლება მიღებული ჰქონდა
პეტერბურგში. 1815 წლიდან იყო წევრი ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის, 1821 წლიდან
იაგორ ჭილაშვილი საქართველოშია და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები უჭირავს (საქართველოს
უზენაესი მთავრობის პროკურორი, თბილისის სამხედრო კანცელარიის მმართველი
და სხვა), 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გამარჯვების შემთხვევაში ი. ჭილაშვილს
შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას, იგი თაივს დროის
უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. მისი ნაშრომი ბუნებითი სამართლის შესახებ
მეტყველებს ავტორის ღრმა იურიდიულ ფილოსოფიურ განსწავლულობაზე ი. ჭილაშვილს
ფრანგულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს შ. მონტესკიეს და გ. მაბლის ცალკეული
თხზულებები... იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი.
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც
ბაბანაშვილი) (1762–1818) – ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი, მიუხედავად
იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და გავლენით მეტად თვალსაჩინო ფიგურად
ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში. 1803 წელს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებულ
ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და იმის შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში,
გ. ჭილაშვილს რუსთა წინააღმდეგ მოძრაობაშიც მიუღია მონაწილეობა. მაგრამ
საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ფიგურა,
გ. ჭილაშვილის (ჭილაძის) მიმოწერა მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართველ ბატონიშვილთა
წრის რუსეთში ცხოვრების შესახებ.
გაბრიელ ჭილაშვილის მამაა ბორის (ბაბანა) და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილების.
ჭილაშვილების სასახლე ჭილაშვილების სასახლე
318
ხოშტარიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები. წარჩინებული აზნაურული
გვარი. მეთოდე ხოშტარია იყო იმ ცხრა აზნაურთაგან ერთ–ერთი, რომელიც დავით დადიანს
უნდა წარედგინა რუსეთის ტახტის მემკვიდრისათვის 1850 წელს. სამთავრო კარის
კანცელარიის მდივანი იყო იეროდიაკინი ივანე ხოშტარია, დავით დადიანის დროს,. მწერლად
ჰყავდა თევდორე ხოშტარია, შემდეგში სასახლის მოძღვარი.
ჭილაშვილების სასახლე ანტონ ჭილაშვილი
აკაკი ხოშტარიას სახლი გიორგი ხოშტარია
ხ
319
ხაინდრავები
აზნაურული გვარი სამეგრელოში. სამემკვიდრო სამფლობელო ჰქონდათ აბაშისა და
ცხენისწყლის შორის მდებარე სოფელი ლეხაინდრე და მისი მიმდებარე ტერიტორია. ხაინდრავები
სამეგრელოში სახელგანთქმული მეცხენეები იყვნენ. მათ თავიანთი განსაკუთრებული
დაღიც კი ჰქონდათ ცხენებისათვის. ხაინდრავას დაღს ერთ–ერთი საპატიო ადგილი
ეკავა ცხენის გვაროვნულ დაღთა შორის, ხოლო თვით ხაინდრავებს მეცხენეთა შორის.
ხალვაშები
აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები.
ჯანსუღ ხაინდრავას
საოჯახო ალბომიდან ვ ხაინდრავა ხაინდრავა
320
ხატელიშვილები
აზნაურული გვარი იმერეთში. წერეთელთა აზნაურები.
ხურსიძეები
ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. XII საუკუნემდე იყვნენ ერისთავებად.
თამარ მეფის დროს სამცხის ერისთავებად და სპასალარად დასვეს ბოცო ჯაყელი. ხურსიძეები
აზნაურებად დარჩნენ და თავიანთი წოდებით პირველხარისხოვან თავადიშვილებს
უტოლდებოდნენ.
XVI საუკუნეში მოღვაწეობდა მთავარეპისკოპოსი იოსებ ხურსიძე.
ხოჭოლავები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჩიჩუების აზნაურები.
ხანდამაშვილები
ყაფლანაშვილების აზნაურები. 1804 წლის მმთიულეთის აჯანყების დროს ბრძოლა-
ში მონაწილეობა მიღო და ქება–დიდებით იხსენიებს თეიმურაზ მუხრან–ბატონი აზნაურ
ყაფარ ხანდამაშვილს.
ხვიტიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავრო აზნაურები ყმა–მამულები ჰქონდათ
სოფელ რუხში.
1829 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ზუგდიდის მოურავად დანიშნა აზნაური
სამაია ხვიტია.
ხოჭოლავა
321
ხერხეულიძეები
ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს
„აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი
თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით
მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად
გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის იმპერატორისადმი
გაგზავნი ქართველ და კახელ თავადთა შორის მოიხსენიებს
ხერხეულიძეთა გვარს.
ხერხეულიძეთა გვარის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები არიან
ცხრა ძმა ხერხეულიძეები. რომლებმაც მარაბდის ომში გმირობით და
მამაცობით თავი გამოიჩინეს და თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობას.
ცნობილი აგრეთვე ისტორიკოსი და მემატიანე ომან ხერხეულიძე, რომელიც
XVIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ხუბუტიები
აზნაურული გვარი ოდიშში. 1924 წლის აჯანყებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ზუგდიდელი
აზნაური ნიკოლოზ ხუბუტია.
ხაფავები
აზნაურული გვარი ოდიშში. ერთ–ერთ ისტორიულ წყაროში დასახელებულია აზნაური
ბეჟან ხაფავა.
ხორავები
აზნაურული გვარი ოდიშში. 1890 და 1904 წლის აღწერით ხორავები დასახელებულნი
არიან აზნაურებად.
ალექსანდრე ხერხეულიძე
322
ხმალაძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. აგრეთვე ტახტის აზნაურები.
1770 წლის ერთ–ერთი საბუთით ხმალაძე წისქვილს ედავება ქსნის ერისთავს. სადაც ხმალა-
ძე სამეფო აზნაურად არის მოხსენიებული. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან
წიგნში“.
ხოფერიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ოდიშის სამთავროს აზნაურები. ნიკო ხოფერია იყო ერთ–
ერთი იმ ცხრა აზნაურთაგანი, რომელიც უნდა წარედგინა დავით დადიანს რუსეთის იმპერატორის
მემკვიდრისათვის. ნიკო ხოფერია იყო ვექილი და მოღვაწეობდა სოხუმში.
ხოსიტაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. 1678 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში აზნაური ესტატე
ხოსიტაშვილი ყმის ნასყიდობის წიგნს აძლევს აზნაურ ჯიმშიტაშვილებს.
ხოზიაშვილები
აზნაურული გვარი. ცნობილია ამ გვარის წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი ხოზიაშვილი
მოქვის არქიეპისკოპოსი, „ხოზიაშვილი 1802 წელს აკურთხეს არქიმანდრიტად. „ მონასტრისა,
შემდგომად გადავიდა სამეგრელოში დედოფალს ნინასთან, რომლს ქმარმან დადიანმან
გრიგორი წარავლინა დესპანად რუსეთს. ჯილდოდ ესრეთსა დესპანობისა მიუბოძეს აზნაურობა“.
ხანდამაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ხანდამაშვილები იყვნენ აზნაურები, ცხოვრობდნენ და
ყმები ჰყავდათ ჩინჩხეთში და თაგუთში. იყვნენ აგრეთვე ყმები. ხანდამაშვილები, ყაფლანაშვილების
მემამულეები იყვნენ.
1804 წელს აჯანყების დროს გენერალ ტალიმინი ქება დიდებით იხსენიებს აზნაურ ყაფარ
ხანდამაშვილს.
323
ხიმშიაშვილები
*თ. სახოკია, მოგზაურობანი. „სახელგამი“ თბ. 1950, გვ. 144).
აჭარაში და განსაკუთრებით მის ზემო ნაწილში, გავლენიანი იყო და მთელი მხარის ბატონ
და პატრონად იმთავითვე ითვლებოდა ხიმშიაშვილების გვარი. ეს გვარი, როგორც ზეპირგადმოცემა
მოგვითხრობს, მონათესავეა არაგვისპირის (დუშეთის მაზრა) ხიმშიაშვილებისა.
მათს წინაპარს XVII საუკუნეში კაცი შემოკვდომია. არაგვის მხარეში, მეფის რისხვას გაქცევია
და აჭარაში შეხიზნულა. აქ, როგორც კარგ ვაჟკაცს, თავი გამოუჩენი და მალე მთელი
მხარის ბატონობაც ხელთ ჩაუგდია. იგივე ზეპირგდმოცემა მოგვითხრობს, რომ აწინდელი
ხიმშიაშვილების წინაპარი აბდულა–ბეგი უბრალო, მშვიდობის მოყვარე მწყემსი ყოფილა
და ქვეყნის უფროსობა ფიქრადაც არ გაუვლია, მაგრამ ბუნებრივმა ჭკუამ და სიმდიდრემ
ხალხში გავლენა მოუპოვა. თავისთავს „ბეგი“ უოდა და სხვამაც არ გაუტეხა ხათრიო. ამ აბდულას,
ერთდროს მწყემსად ყოფილს, ჩვენ უკვე ვხედავთ აჭარელთაგან შედგენილ მეომარ-
თა რაზმის უფროსად,. ძლევამოსილების მაძიებელს. ეს იყო 1782 წელს. აბდულა პირველი
ხიმშიაშვილი იყო, რომელსაც ისტორიაც იცნობს და რომელმაც საძირკველი ჩაუყარა
ზემო აჭარაში ხიმშიაშვილთა გვარეულობას. ამ საგვარეულოს ერთ–ერთ წარმომადგენელს
ახმედ–ბეგს ფაშობა ებოძა და თანახმა გახდა რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო. იმპერატორმა
ნიკოლოზმა მას გენერალ–მაიორობა და სტანისლავივს ლენტი უბოძა.
შერიფი ხიმშიაშვილი შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი
შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის
ვაჟი შერიფი ხიმშიაშვილი
324
ხოსროხანაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ტახტის აზნაურები. მოიხსენიებიან როგორც მებატონეები,
რომლებსაც ყმები ჰყავდათ კრწანისის სამშვილდესა და სამშვილდეში.
ხოჯაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. იყვნენ მებატონეები. ყმები ჰყავდათ, ლიპს ავაზანს, მაწევანელი
ხოჯაშვილები 1721 წელს აღწერით უყმო აზნაურები იყვნენ.
ხრისელები
აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავების აზნაურები, შეტანილნი არიან რუსეთის
იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ხუციშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1721 წლის
აღწერით პაპუა ხუციშვილი მოხსენიებულია სამეფო უყმო აზნაურად.
ხიმშიაშვლი გიორგი ხიმშიაშვლი გიორგი ხიმშიაშვლი
პ.ხუციშვილი
325
ჯაყელები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს
მთავრები.
„XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან.
გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების
საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა შთამომავლობამ მიიღო მეფისაგან სამამულოდ
ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და ურავლის ხეობები. პირველ ჯაყელად წყაროებში იხსენიება
(XI ს. შუა წლები) თუხარისის ერისთავი ბეშქენი, ხოლო შემდეგ – ყველის ერისთავი
მურვანი. როგორც ერთი ისე მეორე აგარის მონასტრის სატრაპეზოს წარწერაში იხსენიებიან
ერისთავებად. XII საუკუნეში თამარ მეფემ ბოცო ჯაყელს ჩამოართვა სამცხის ერისთავსპასალარობა
და ჯაყის ციხე და გადასცა ივანე–ყვარვაყე ციხისჯვარელს. ასე წარმოიქმნა ახალი
ჯეყელები ანუ ციხისჯვარელი ჯაყელები ფეოდალური საგვარეულო ძველი ჯაყელები
კი ამიერიდან ბოცოსძეებად იწოდებოდნენ.
1334 წ. გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა უწყალობა თავის ბიძას სარგის II–ს ჯაყელს.
ამიერიდან სამცხის სამთავროს დაუმკვიდრდა სახელი „სამცხე–საათაბაგო“. ხოლო სამცხის
მთავარს – „სამცხის ათაბაგი“.
კნეინა და კნიაზ ჯაყელები
ჯ
326
ჯავახიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს:
„ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ...ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი
მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.
„თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა შინა კერძოდ ჯავახეთისა
და ესენი იტყოდნენ ქართლოსიანთა გვარობასა ჯავახისისაგან შთამომავლობასა, ხოლო
უკანასკნელ დროსა მეფისა ბაგრატისასა, ოდეს მეფე იქმნა ბაგრატ წელსა 1360 და დროსა
ამისასა მოვიდა ლანგ თემურ და ბრძო მეფესა, მაში ჯავახოს სახელწოდებით დიდად გაისარჯა
და მრავალგან ბრძო თათართა და შემდგომად მეფემან ამანვე გადმოასალა ჯავახასა
და სახლეულნი მისნი და დააშენა გაღმა მხრი ს ფხოელს ადგილასა შინა და უბოძა ხეობასა
მას შინა ადგილნი და სოფელნი“.
ქართლელი ჯავახიშვილების წინაპრები გამრეკელ–თორელნი ყოფილან, XII საუკუნიდან
გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში სოფ. ხოვლეში.
1454 წელს მეფე გიორგიმ გორის მოურავობა უბოძა გამრეკელ–ჯავახიშვილს.
ივანე ჯავახიშვილის სახლ მუზეუმი
327
ჯაიანები
ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს.
ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ
ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება.“ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა
და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე მოვიდნენ დროსა
თათართაგან დაპყრობისა და დაესახლნენ იმერეთს და მეფემ მიიღო მათი გვარი თავადად
ჯაიანად“.
XVII საუკუნეში ჯაიანები წარმატებას აღწევენ საეკლესიო სფეროში. ევდემონ ჯაიანი
წალენჯიხის ეპისკოპოსად ზის.
ჩიქვანთა საგვარეულოს განდიდების შემდეგ ჯაიანები თანდათან ქვეითდებიან. ახალი
სამთავ რო სახლი ხელიდან აცლიან ჯაიანებს მიწა–წყალს, ჯაიანთა სათავადო XIX ს.
20–30–იან წლებში დაიშალა.
ჯაიანთა აზნაურები: გერსამიები, ფიჩხაიები, ჩაჩიბაიები, საჯაიები, ბოკუჩავები, პაპასკირები.
გიგო ჯავახიშვილი
თავადი ჯაიანები ილია ჯაიანი
ივანე ჯავახიშვილის
სახლ მუზეუმი
328
ჯორჯაძეები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.“ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ
ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ
ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა
ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ საგინა შვილად თაჯანდიერები
– ჯანდიერიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები იყვნენ ქვემო ხოდაშნის,
შაშიანის, ურიათუბნის, გურჯაანის, ჯიმითისა დ ყანდაურის მოურავები. არსებობს 1584
წლის 7 ივლისით დათარიღებული ყმისა და მამულის წყალობის წიგნი. გაცემული ალექსანდრე
მეფის მიერ არსლინ ჯანდიერშვილისადმი.
1711 წელს ყმისა და ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია პაატა ჯანდიერიშვილი.
იოსებ ჯანდიერი 1799 წ. კალაურის მოურავი. შემდეგში ჯიმითის მოურავად ჩანს, იოსებს
ცოლად ჰყავდა ანდრონიკაშვილის ქალი.
1615 წლის კახეთის აჯანყების ერთ–ერთი მოთავე და სულის ჩამდგმელი იყო დავით
ჯანდიერი.
ანიკო ჯანდიერი ალექსანდრე ჯანდიერი ივანე ჯანდიერი
329
ვადად მეფეთაგან და არიან ორად: 1) სომხითსა შინა მოსახლენი, 2) კახეთსა შინა“.
კახელი თავადები. ჯორჯაძეები იყვნენ შაქრიანისა და ენისელის მოურავები.
1722 წელს რუსთავის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა და ადგილთა ნუსხაში მოცემულია:
„ენისელთა მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელთ და ყმით“. 1662 წელს თეიმურაზ
მეფემ იესე ჯორჯაძეს განუახლა სახლთუხუცესობა და უბოძა ყმა–მამულები.
თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალ ისტორიაში“ ნათქვამია: „ხოლო დედაკაცმან ამან მოიკრიბნა
თავადნი და იხმო ორდანოდ რაფაელ არაგვის ერისთავი შთამომავლობითგან და
იოანე ჯორჯაძე“. ჯორჯაძე დავითი – 1832 წლის შეთქმულების მონაწილე.
1615 წლის კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა და მისი ერთ–ერთი მეთაური იყო ნოდარ
ჯორჯაძე.
ვასილ ჯორჯაძე გიორგი და ლელა ჯორჯაძე
ჯორჯაძე
330
ჯაფარიძეები
ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის აზრით
„რაჭის მთავართა შორის უწარჩინებულესი და შემძლებელი“.
პირველი ისტორიული ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ განეკუთვნება XV ს .(1484
წ) სადაც მოთხრობილია, რომ რაჭა–ლეჩხუმის თავადს სარგის ჯაფარიძეს, კუჭაიძესა და
ლაშხიშვილს, სვანეთის მცხოვრებთათვის შურისძიების მიზნით შვიდი წლით სრულად გზა
შეუკრავთ. უკიდურეს გაჭირვებაში ჩაცვინულ სვანებს დადიანის შუამავლობით მეფე ალექსანდრესთან
შველა უთხოვიათ ამაზე ასე უბრძანებია „მეფეთა მეფესა პატრონსა ალექსანდრეს
– თუ ჯაფარიძისთანა თავადი რაჭასა არ მყავსო. თუ ჯაფარიძის სისხლხს გარდაიხდიანო,
სვანთ გზას მივცემთო, და ჯაფარიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძის
საქმეს არ გადავწყვეტო“. ამასთანავე მეფს გულახდილად უღირსებია: ჯაფარიძენი „მწვედ
მძლავრნი კაცნი არიან და სრულიად რაჭველნი და ლეჩხუმელნი დამეკარგებიანო“.
იმის დადგენა, თუ რომელ საუკკუნეში მოხდა ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება,
ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მაგრამ ზემოთ ნახსენები ცნობიდან შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ XV საუკუნეში ჯაფარიძეთა სათავადო არსებობდა.
ჯაფარიძეთა როლი სამეფო პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად თვალსაჩინოა XV–XVI
საუკუნეებში. ისინი ერთ–ერთ უწარჩინებულეს და შემძლებელ თავადად არიან მიჩნეულნი,
ხოლო უფრო გვიან, XVII ს. დამდეგიდან ჯაფარიძეებს მეტად მძიმე სამეზობლო პირობები
შეექმნათ. დაწინაურდა რაჭის ერისთავი, რომელიც კუთვნილ მიწა–წყალს არ სჯერდება და
მთელი რაჭის მოსახლეობის შემომტკიცებას მიჰყო ხელი. მან მიიტაცა ჯაფარიძეების, იაშვილების,
ყიფიანების სამფლობელოები და თვითონ დაეპატრონა მათ.
XVIII–XIX საუკუნის მიჯნაზე ჯაფარიძეები კვლავ გამოჩნდნენ იმერეთის სამეფო პოლიტიკურ
სარბიელზე. 1801 წლის 4 აგვისტოს იმერეთის მეფემ თავისი ელჩი ჯაფარიძე გაგზავნა
რუსეთში.
სოლომონ II–ის დროს ჯაფარიძეებს ეკავათ, ჭდროტის, ღებისა და გლოლის მოურავობა,
ხოლო აზნაურ ჯაფარიძეებს ჭიორის მოურავობა.
331
ჯომარჯიძეები
აზნაურული გვარი.“არიან ძველადვე მოსრულნი ახალციხიდგან 1655 წ. მეფე ვახტანგის
დროს, მონათესავენი მეღვინეთხუციანთი, ვითარცა ზემორე დავსწერეთ. რომელნიმე სახლობენ
კახეთს და რომელნიმე ქართლში და ესენიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა“.
ერეკლე მეორის ქვრივის დარეჯან დედოფალს რუსეთში გადაყვანისას დედოფლის ამალაში
იმყოფებოდა რუსეთის არმიის პროპორჩშიკი ჯომრჯიძე.
დარეჯან დედოფალი თხოვნით მიმართავს ციციანოვს: „...მე ვერ დაგეთანხმებით, რომ
ქართველმა გამაცილოს. თარჯიმნობისთვის არის პროპორშჩიკი ჯომარჯიძე, რომელსაც მე
უკვე შევეჩვიე“.
ჯოლია – სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად
იყო დავით II ჯოლია.“ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა
ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა
მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ჯოლიები)“.
ზაქარია ჯაფარიძე ჯაფარიძე
332
ჯავარაშვილი
ამათნი წინაპარნი იყვნენ ძველად 1039 წ. ახალციხის კერძო ჯვარის ციხის მოურავად და
ოდეს მიიღო თურქმან ახალციხე, მაშინ მოვიდა ჯვარა ვინმე ამათი წინაპარი და დაესახლა
გაღმა მხრის სათარხნოს ადგილთა შინა სამეფოსა ადგილსა და ესენი ცნობილ იყვნენ დროსა
სვიმონ მეფისასავე აზნაურად და აწ რომელნიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა ჯვარაშვილად
მოხსენებული ჯვარის გამო სახელისა.
ჯორჯიკიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ჩიჩუების აზნაურები. იყვნენ აგრეთვე ოდიშის სამთავროს
აზნაურები. ნოჯიხევის მოურავები.
1847 წელს ხობის სოფლის ნაცვლად დანიშნეს აზნაური ბეჩუნა ჯორჯიკია.
ჯანიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები ერთ–ერთი საბუთში მოხსენიებულია
როსტევან ჯანიაშვილი აზნაური, ჰყავდა ყმები ქციის აბანოში და გულეულში.
კონსტანტინე ჯორჯიკია
333
ჯიჯიხიები
აზნაურული გვარი ოდიშში. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელია ქართველი სამხედრო
მოღვაწე და გენერალი არტემ ჯიჯიხია (1874–1938).
ჯომარდიძეები
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები.
არტემონ ჯიჯიხია გენერალი ჯიჯიხია
334
ჯიმშიტაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში. 1721 წლის აღწერით ჩხიკვეთს უყმო აზნაურთა გვარი.
ჯღერიები
აზნაურული გვარი იმერეთში. ჩხეიძეების აზნაურები.
ჯოხტაბერიძეები
აზნაურული გვარი იმერეთში. საწერეთლოს აზნაურები.
335
დანართი: 1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი სამხედრო ცენტრის
წევრების სია:
1. ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი, 51 წლის, ყოფილი თავადი, საქართველოს
სამხედრო სკოლის მასწავლებელი. ამ თანამდებობაზე იყო, როდესაც შევიდა სამხედრო ცენტრის
შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების
წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.
2. ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე. 57 წლის, დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი, ყოფილი
თავადი, ყოფილი გენერალი. იყო საქართველოს წითელი არმიის მოსაზღვრე ჯარის უფროსი
და ამავე დროს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წინადადების თანახმად
შევიდა სამხედრო ცენტრში და ფაქტიურად ხელმძღვანელობდა მის მუშაობას. აძლევდა
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს საიდუმლო ცნობებს საბჭოთა წითელი არმიის
მდგომარეობის შესახებ.
3. გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი. 31 წლის, დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი,
ყოფილი აზნაური, ყოფილი პოლკოვნიკი, საქართველოს ბრიგადის სამოსწავლო
ბატალიონის უფროსი. ის იყო საქართველოს წითელ არმიაში, როდესაც მიიღო საქართველოს
სოციალ–დემოკრატიული პარტიის წინადადება მათი წარმომადგენელი ყოფილიყო
სამხედრო ცენტრში, იგი შევიდა სამხედრო ცენტრში და მონაწილეობას იღებდა საქართველოში
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.
4. როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი. 35 წლის, ყოფილი აზნაური, გენერალური შტაბის ყოფილი
პოლკოვნიკი, საქართველოს დივიზიის შტაბის უფროსი, იგი იყო ამ თანამდებობაზე,
როდესაც შევიდა სამხედრო ცენტრის შემადგენლობაში, წავდიდა სამხედრო ცენტრს სამხედრო
საიდუმლოებებს.
5. კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი. 55 წლის, უმაღლესი სამხედრო ნანათლებით, ყოფილი
თავადი, ყოფილი გენერალი, საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ
257 კომიტეტში აჯანყების საკითხის აგრჩევისას მან მხარი დაუჭირა შეიარაღებულ
აჯანყებას.
6. ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი. 39 წლის, დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის
საამნეო ნაწილის გამგე, საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო
კომიტეტის წევრი. 1922 წელს შეიქმნა ორი შეიარაღებული რაზმი დუშეთის მაზრაში.
7. სიმონ ლევანის ძე გაბრატიონ–მუხრანელი, 27 წლის ყოფილი ოფიცერი, ყოფილი თავადი,
საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინადადებით
მუშაობდა გარე კახეთის რაიონში აჯანყების მოსამზადებლად.
8. ფარნაოზ რევაზის ძე ყარალაშვილი. 24 წლის, ყოფილი აზნაური, ყოფილი ოფიცერი, საქა336
რთველოს წითელი არმიის პირველი პოლკის უფროსის თანაშემწე, 1922 წლის სექტემბერში
იყო ძეგვის ხიდის მცველი ტყვიისმფრვეველთა რაზმის უფროსი, კავშირი ჰქონდა ლაშქარაშვილთან.
9. იასონ მათეს ძე კერესელიძე. 32 წლის, ყოფილი აზნაური, საქართველოს ეროვნულ–
დემოკრატიული პარტიის წევრი, კავშირი ჰქონდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან.
10. ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე. 40 წლის, ყოფილი აზნაური, საქართველოს ეროვნულ–
დემოკრატიული პარტიის წევრი.
11. სიმონ (იგივე ნასყიდა) იაგორის ძე ჭიაბრიშვილი, 42 წლის, ვაჭარი, საქართველოს
ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი, 1922 წელს დუშეთის მაზრაში მოქმედი შეიარაღებული
რაზმის წევრი.
12. ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი, 41 წლის, ყოფილი აზნაური, მეფის არმიის ყოფილი
პოლკოვნიკი, ქართული წითელი არმიის დივიზიის I პოლკის უფროსის თანაშემწე, საქართველოს
ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის წევრი, ქაქუცა
ჩოლოყაშვილის ამბოხების პერიოდში წითელ არმიაში მსახურობდა და ამ დროს ეროვნულ–
დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის განკარგულებები გადასცა საექსპედიციო
რაზმის შტაბის უფროსს როსტომ მუსხელიშვილს.
13. ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი, 32 წლის, ყოფილი აზნაური, სამხედრო სკოლის
კურსდამთავრებული, ყოფილი პოლკოვნიკი, მსახურობდა საქართველოს სამხედრო კომისარიატში,
საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი, საპასუხისმგებლო ადგილი
ეკავა ქართულ წითელ არმიაში, საიდუმლო ცნობებს აწვდიდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს.
14. ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი, 26 წლის, ყოფილი აზნაური, საქართველოს წითელი
არმიის ყოფილი ოფიცერი, დამკომის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას, ასრულებდა
მეკავშირის როლს სამხედრო ცენტრის წევრებს შორის,
15. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი. 29 წლის, ყოფილი აზნაური, კადეტთა კორპუსის
კუსდამთავრებული, არტილერისტი, ქართული წითელი არმიის საარტილერიო დივიზიონის
უფროსი, საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის წევრი
(კირთაძე 1998: 75–77).
სიმონ ლავრენტის ძე კაციტაძე, 40 წლის, მცხოვრები ქ. ჭიათურაში, სასულიერო წოდებიდან,
წვრილი მესაკუთრე, ფერშალი, მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სოციალ–
დემოკრატი 1905–1921 წლებში.
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩინჩალაძე, 36 წლის, მცხოვრები სოფ. ჭიათურაში, წვრილი
მესაკუთრე, ყოფილი მასწავლებელი, ფირმა „კარუტოს“ მუშა, სოციალ–დემოკრატი, 1917
წლიდან აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო იარაღით ხელში.
337
ვარლამ დავითის ძე ჯამოსბერიშვილი (იგივე წერეთელი), 40 წლის, მცხოვრები სოფ. ითხვის-
ში, ყოფილი აზნაური, აჯანყებაში მონაწიელობა მიიღო პასიურად, ძალდატანებით.
ნიკანდო ათანასეს ძე ვაბილუა, 50 წლის, უპარტიო, ყოფილი პოლკოვნიკი, ყოფილი აზნაური
(დახვრიტეს 3 სექტემბერს).
ფილიპე სტეფანეს ძე ქავთარაძე, 55 წლის, სოციალ–დემოკრატი 1905 წლიდან, ყოფილი
აზნაური, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
კაპიტონ თომას ძე გეგენავა, 32 წლის, ყოფილი აზნაური, კანცელარიის საქმეების მცოდნე,
სოფ. თეკლათის მკვიდრი.
თადეოზ სისოს ძე კალანდარიშვილი, 29 წლის, ყოფილი აზნაური, კანცელარიის საქმეების
მცოდნე, ქ,. ახალსენაკის მკვიდრი.
ვლადიმერ მანუჩარის ძე კარტოზია, 24 წლის, ყოფილი აზნაური, ყოფილი მასწავლებელი, სა-
შუალო განათლებით, დაუოჯახებელი, ახალგაზრდა მარქსისტების წევრი, სოფ. ნოქალაქევის
მკვიდრი.
მალაქია დიმიტრის ძე ანჯაფარიძე, 31 წლის, ყოფილი აზნაური, უმაღლესი განათლების არ
მქონე, ყოფილი უმცროსი ოფიცერი, დაოჯახებული, სოფ. ლეძაძამის მკვიდრი.
ტუტუ გუიას ძე დგებუაძე, 26 წლის, ყოფილი აზნაური, უმაღლესი განათლების არ მქონე,
კანცელარიის საქმეების მცოდნე, დაუოჯახებელი, სოფ. სალხინოს მკვიდრი.
კირილე იოსების ძე მიშველიძე, 45 წლის, ეროვნულ–დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. ჯოღეჯიანის
მკვიდრი.
პლატონ თევდორეს ძე ბერაია, 40 წლის, ინტელიგენტი, დაოჯახებული, მასწავლებელი, სოციალ–
დემოკრატი 1921 წლიდან.
ვარლამ თადას ძე ქვარცხავას წაართვეს ხის დუქანი, ყოფილი აზნაური.
ივანე ცაკვას ძე ქვარცხავას წაართვეს ცხენი უნაგირიანად, ყოფილი აზნაური.
ერმილე ალექსის ძე გოშუას წაართვეს სახლი ხუთვალიანი და ცხენი უნაგირიანად, როგორც
ყოფილ აზნაურს.
338
ფეოდალური საქართველოს თავადაზნაურთა სია
I. ნიკო დადიანი, ქართლთ ცხოვრება, IX–XIII სს
„ხოლო გვარიანი ძველთა მთავართა და თავადთანი ესენი იყვნენ“:
1. ქობულისძენი, 2. დონაური, 3. არელანელი, 4. ბაღვაში (რომელი იყო ლიპარტიანი), 5.
მარუშიძე, ხვაბერიძე, 7. აბულელი, 8. მხარგრძელი, 9. ორბელი. 10. ქაშიბაძე, 11. ვარდანისძე,
12. გამრეკელი. 13. მარუშისძე, 14. ძაგანისძე, 15. ასათისძე, 16. ჯაყელი, 17. კარი-
ჭისძე, 18. გაბულისძე, 19. სამძივარი, 20. ფარჯანიანი, 21. ნერსიანი, 22. ადარნასიანი, 23.
ჯვანშერიანი, 24. კავკასიძე, 25. ირუფაქიძე, 26. აბაზაძე, 27. ჩოლოყაშვილი, 28. კორინთელი,
29. მახატელი, 30. ნასიძე, 31. შარშვაშიძე, 32. ქვენიფლეველი, 33. ჯავახისშვილი, 34.
ბურსელი, 35. ბოცისძე, 36. გლონისთავისძე, 37. იობისძე, 38, ბულმაისიძე, 39. ამანელისძე,
40. აფაქისძე, 41. კოლონკელისძე, 42. მამლაქანისძე, 43. მიხრიკისძე, 44. ხუცურისძე, 45,
უშაფათელისძე, 46. ხავთაისძე, 47. იშხნელი, 48. გოშოისძე, 49. მხეციძე, 50. ჭილაძე, 51.
ქველივაისძე, 52. გარაყანისძე, 53. აფიდონისძე, 54. ღალატისძე, 55. გაზნიძე, 56. ღვინაისძე.
57. ნიორაიძე. 58. კუჭეჭისძე, 59. გურგენისძე, 60. გონგლიბაისძე. 61. ფალქოზისძე. 62.
ამაშუკელი, 63. სიქანელისძე, 64. ლასურისძე. 65. კოპაისძე. 66. გორასძე. 67. ქარცისძე. 68.
ჭლიაკიძე. 69. გრძელიძე, 70. ჭულაისძე. 71. რუხვაისძე. 72. საღირისძე. 73. ჭრელისძე. 74.
ქავთარასძე. 75. აბაშვილი, 76. თაქთირისძე. 77. ლარუსისძე. 78. ბუმბულისძე. 79. ხერხემლისძე.
80. ღიონგოძე, 81. ქამქამისძე, 82. ასპანისძე. 83. ბულღადარასშვილი, 84. ინასარიძე.
სამეგრელოს სათავადოები
1. დადიანები (ბატონიშვილები), 2. ჩიქვანები, 3. ჩიჩუები, 4. ფაღავები. 5. ჭილაძეები, 6.
დგებუაძეები (დგებიები), 7. ჯაიანები, 8. მიქაძეები. 9. აფაქიძეები (აფაქიები). 10. გოშაძეები.
(გოშუები). 11. მხეიძეები (ხუციები). 12. ქორთოძეები (ქორთუები). 13. ქოჩაკიძეები.
გურიის სათავადოები
1. ერისთავები. 2. გურიელები (ბატონიშვილები). 3. თავდგირიძეები. 4. მაჭუტაძეები, 5. ნაკაშიძეები.
6. გუგუნავები. 7. ბერიძეები. 8. შალიკაშვილები, 9. კვერღილაძეები. 10. ბერეჟიანები,
11. ართმელაძეები.
აფხაზეთის სათავადოები
1. შერვაშიძეები (ბატონიშვილები), 2. ანჩაბაძეები, 3. ჩაალბალირხუა, 4. ინალ–იფა, 5. დზაფშ–
იფა. 6. მარშანია, 7. ჩხოტუა, 8. ემხვარი, 9. მარღანია, 10. ჩაჩბა.
339
სვანეთის სათავადეობი
1. დადეშქელიანები, 2. გელოვანები, 3. გარდაფხაძეები.
იმერეთის სამეფოს თავადები და სათავადოები
1. აბაშიძეები, 2. მხეიძეები, 3. წერეთლები. 4. ჩხეიძეები. 5. ერისთავები. 6. ლორთქიფანიძეები,
7. ნიჟარაძეები, 8. ღოღობერიძეები. 9. წულუკიძეები, 10. იაშვილები, 11. ჯაფარიძეები.
12. ინასარიძეები. 13. ლაშხიშვილები, 14. ჭილაძეები, 15. მიქელაძეები. 16. ჩიჯავაძეები. 17.
აგიაშვილები, 18. ფინეზიშვილები, 19. ღაბუაშვილები. 20. ახვლედიანები (ლეჩხუმელი ახვლედიანების
ერთი შტო იყვნენ თავადები). 21. ყიფიანები.
ქართლის სამეფოს თავადები და სათავადოები
1. ბარათაშვილი, 2. ყაფლანიშვილი (ორბელიანი), 3. არღუთაშვილი (რომელნი არიან მხარგრ-
ძელთაგან). 4. იარალიშვილები, 5. სოლოღაშვილები, 6. ზურაბიშვილები. 7. დოლენჯაშვილები.
8. ყარაბუდაღიშვილები. 9. ციციშვილები. 10. სააკაძეები. 11. ჯავახიშვილები. 12. როჭიკაშვილები.
13. შალიკაშვილები. 14. ამილახვრები. 15. აბაშიძეები. 16. ფალავანდიშვილები.
17. ამირეჯიბები. 18. ავალიშვილები. 19. მაჩაბლები (ეს იტყვის ანჩაბაძეობას აფხაზეთით
მოსულსა). 20. ხერხეულიძეები. 21. ფავლინიშვილები (რომელი იტყვს მხარგრძელობას). 22.
დიასამიძეები. 23. ჩხეიძეები. 24. თაქთაქიშვილები, 25. რამაზიშვილები. 26. დავითაშვილები.
27. გოჩაშვილები. 28. არაგვის ერისთავები. 29. ქსნის ერისთავები, 30. ქავთარაშვილები. 31.
ზაალიშვილები. 32. თაყაიშვილები. 33. თუმანიშვილები. 34. თარხნიშვილები. 35. იოთამიშვილები.
36. სიამარდაშვილები, 37. უდურბეგიშვილები, 38. უსუფბეგიშვილები. 39. ფალვანხოსროშვილები,
40. ხიდირბეგიშვილები.
კახეთის სამეფოს თავადები და სათავადოები
1. ჩოლოყაშვილები. 2. მაყაშვილები. 3. ანდრონიკაშვილები, 4. ჯორჯაძეები. 5. ჭავჭავაძეები
(მამუჩიშვილები), 6. ვაჩნაძეები. 7. ვახვახიშვილები, 8. რუსიშვილები. 9. ჯანდიერები. 10.
ჩერქეზიშვილები. 11. გურამიშვილები. 12. ტუსიშვილები.
340
ამ თავში მინდა ვუღალატო აქამდე (წინა ნაშრომში) დაცულ სტილს და „ცოტა“ „დეტალებში“
შემოგთავაზოთ, სამეგრელოს მთავართა – დადიანთა – საგვარეულო ისტორია.
დადიანთა საგვარეულო ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი იყო საქართველოში. მათი
დაზინაურება როგორც ჩანს, საქართველოს გაერთიანების, კერძოდ ბაგრატ IV–ის დროიდან
უნდა დაწყებულიყო. სწორედ XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება ბაგრატ IV–ის მიერ ანისში
დატოვებულ დიდებულთა შორის იოანე დადიანი“.
ბაგრატის თანამედროვე, იოვანე დადიანს ეკუთვნის აგრეთვე ნიკორწმინდაში დაცული XI
საუკუნის ერთ–ერთი ხელნაწერის მინაწერი: „მეოხ ვყავ წინაშე ღმერთისა მეუფისა ერის-
თავ–ერისთავისა იოვანე დადიანისა..ყ და დაიცავ მშვიდობით“.
ნ. ბერძენიშვილს ამ ძლიერი გვარის ნაყოფად მიაჩნია სვანთა ერისთავების ვარდანიძეების
ასეთივე ძლიერი საგვარეულო. თუმცა არსებული წყაროების მიხედვით ვარდანიძეების საგვარეულო
შედარებით უფრო ძველი ჩანს ვიდრე დადიანებისა“|.
სანამ სამეგრელოს მთავართა საგვარეულოს ისტორიის საკითხებს შევეხებოდეთ საჭიროა
ორიოდე სიტყვით შევეხოთ სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღს და ეგრისის
საერისთაოს სამეგრელოს სამთავროდ გარდაქმნის საკითხებს, ეს საკითხი ფართოდ აქვს
გაშუქებული და გამოქვეყნებული ო. სოსელიას, ვსარგებლობ, რა ამ დიდი მეცნიერის ნაშრომით,
მოკლედ მინდა შევეხო და გამოვიყენო ის.
სამეგრელოს სამთავრო თავდაპირველად საერისთაოს წარმოადგენდა, იგი ძველად ეგრისის,
ხოლო XII საუკუნიდან, ოდიშის საერისთავოს სახელით იყო ცნობილი. ამის შესაბამისად მის
გამგებელს ჯერ ეგრისის და შემდეგ ოდიშის, ერისთავი ეწოდებოდა. ეგრისის თუ ოდიშის
ერისთავის ან ერისთავთ–ერისთავის უფლებები აქ მათვრის უფლებებში გადაიზარდა. ამიტომ
სამეგრელოს სამათვროს წარმოშობის დროის დადგენისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა
ერისთავისა და მთავრის რაობის და მათ შორის განსხვავების განსაზღვრა.
ამ საკითხის გასარკვევად მეტად ძვირფას ცნობას გვაძლევს ვახუშტი ბაგრატიონი. ვახუშტი
თავის „ისტორიის“ შესავალში ერისთავობის რაობას ასე წარმოგვიდგენს: „წესი ერისთავ-
თა იყო მეფისა მიერ განწესება ქვეყანათა მიმართ და მის მიერ მეურნეობა, სამართალი
და ლაშქარნი მის ქვეყნისანი მის ქუეშე იყვნენ. და იგინი მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფო-
თა, ხოლო ესე ერისთავნი დაიდგინებოდნენ მთავარნი და წარჩინებულნი და ძენი მათნი
სამეგრელოს მთავართა საგვარეულოს
ისტორიის საკითხისთვის
341
შეცვალებით“.
აქ მოტანილ ამონაწერში და ვახუშტის „საქართველოს ცხოვრების“ სხვადასხვა ადგილში
მოცემულია ერისთავობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. ეს ნიშნები სშეიძლება ასე
ჩამოყალიბდეს:
1. ერისთავი იყო მეფის მიერ განწესებულ დანიშნული პირი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა
სამეფოს ამა თუ იმ კუთხის „მეურნეობა“ ანუ მოვლა.
2. მას ევალებოდა რწმუნებულ კუთხეში სამეფო ხარკის აკრეფა და მეფისათვის მირთმევა.
3. მას ექვემდებარებოდა მინდობილი კუთხის სამართალი და სამხედრო საქმე, საჭირო შემთხვევაში
გამოჰყავდა ლაშქარი.
4. ერისთავებად მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელნი ინიშნებოდნენ.
5. ერისთავის სახელო თავდაპირველად მემკვიდრეობით არ გადადიოდა. ერისთავად ინიშნებოდა
მაღალი წოდების სხვადასხვა გვარიდან გამოსული პირნი.
6. იგი ქვეყანას განაგებდა მეფის „მორჩილებასა შინა“.
7. პირადად მას მეფის კურთხევის დროს „ძღვნითა პატივისცემა“ ევალებოდა.
8. ამ ნიშნებით ხასიათდებოდნენ საქართველოს ყველა კუთხის ერისთავები „მოკლედ რომ
ვთქვათ, ერისთავი იყო პროვინციის მმართველად დანიშნული მეფის მოხელე, რომლის დანიშვნა–
გადაყენება მეფის ნება–სურვილზე იყო დამოკიდებული.
ფეოდალური ურთიერთობის პირობებში ერისთავს, ბუნებრივია, დამოუკიდებლობის ტენდენცია
თავიდანვე ახასიათებდათ. ცენტრალური ხელისუფლების ძლიერების ხანაში ერისთავის
თუ სხვა ფეოდალის ასეთ მიდრეკილებას გასაქანი არ ეძლეოდა, მაგრამ, როცა ფეოდალური
მონარქიის ძლიერება შეირყა (XIII ს–ის 20–იან წლებიდან) ზოგიერთმა ერისთავმა შესძლო
თავივს დამოუკიდებლობის განხორციელება. მთავარი ზოგადად რომ ვთქვათ სხვა არავინაა
თუ არა დამოუკიდებლობა მოპოვებული მეფის ყოფილი ერისთავი
1. რომელმაც „გაიმკვიდრა საერისთავო თვისი“ და მეფის მიერ მოსავლელად ჩაბარებული
კუთხე „ქვეყანანი და ციხენი“ „თვისად“ დაიყპრო, ე.ი. მოიტაცა, საკუთრებად მიიჩემა.
2. მან მიტაცებული კუთხის ერისთავები დაიმორჩილა
3. ის გახდა „თავთა მათთა ოდენ შემწყნარებელი“
4. იგი განაგებს ქვეყანას „მორჩილებასა შინა თვისსა“ჰ
342
5. მას მეფენი ვერც „დასხმიდიან“ და ვერც „შეცვლიდიან“ იგი თვითონ ჯდება მისი ხელისუფლება
მემკვიდრეობით გადადის.
6. მის სამფლობელოში სამეფო ხარკი არ იკრიფება.
7. ის არ ემორჩილება მეფეს „ლაშქრობითა, ნადირობითა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებითათა.
8. მეფე მას მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს თუ სხვა საჭირო შემთხვევაში „მწეობისა“ და
„ერთობის“ ან მოკავშირეობის მეტს სხვას ვერაფერს ვერ მოსთხოვს. ასეთია მთავრის დამახასიათებელი
ძირითადი ნიშნები. ახლა მთავარსა და ერისთავს თუ ერთმანეთს შევადარებთ,
მათ შორის განსხვავება ცხადი გახდება: ერისთავს მეფე ნიშნავს, მთავარი თვითონ ჯდება.
ერისთავი იყო „ცვლილებითა“, „მთავარს ვერ შეცვლიდიან“. ერთი სიტყვით ერისთავი მეფის
ყმა მოხედე არის, მთავარი კი დამოუკიდებელი მფლობელი.
მთავარსა და ერისთავს შორის ამ სხვაობის დადგენის შემდეგ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ,
როდის მოიპოვა ოდიშის ერისთავმა მთავრის დამახასიათებელი ეს ნიშნები.
როგორც აღვნიშნეთ, მთავრული განკერძოებისაკენ მისწრაფება ფეოდალური ურთიერთობის
პირობებში ერისთავებს საერთოდ, კერძოდ ოდიშის ერისთავებს, ადრიდანვე ახასიათებდა.
მაგრამ ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ცდას ოდიშისა და სხვა კუთხის ერისთავები
იწყებენ XIII ს–ში, უფრო ზუსტად, ამ საუკუნის 20–30–იან წლებიდან და მნიშვნელოვან
შედეგსაც აღწევდა..
XIII ს–ის 20–იან წლებში ხორეზმა–შაჰ ჯალალედინის თარეშებმა დიდად შეარყია საქართველოს
ფეოდალური მონარქიის სიმტკიცე, ამ საუკუნის 30–იან წლებში კი საქართველოში
დამყარებულმა მონღოლთა მფლობელობამ უფრო მეტად შეასუსტა ცენტრალური ხელისუფლების
ძლიერება და ქვეყნის პოლიტიკურ ერთიანეობას ეკონომიური საფუძველი გამოაცალა
ყოველივე ამან ერისთავთა მთავრებად გახდომის ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა.
XIV ს–ის 20–იან წლებში ლიხთ–იმერეთში დავით ნარინის მემკვიდრეებს – კონსტანტინესა
და მიქელს შორის უთანხმოება დაიწყო. ძმები ვერ მორიგდნენ და „აქუნდათ დღეთა მათთა
მარადის ბრძოლა“, „იხილა დადიანმა გიორგიმ ესე ვითარება მათ შორის, მაშინ მიიტაცა
საერისთა ცხომისა და დაიპყრა თვით ოდიში ანაკოფიამდე და განიმკვიდრა თვისად და არ-
ღარა ეგდენს მორჩილებასა შინა იყო მეფეთასა“. როგორც ვხედავთ, ახლა დადიანს თავისი
უფლებები უფრო მეტად გაუფართოებია. XIII ს–ის 30–40–იან წლებში, მართალია ის გახდა
საკუთარი, თავისი ნების „შემწყნარებელი“ მაგრამ ეს მთავრის მხოლოდ ერთი ატრიბუტი
იყო. მთავრის დანარჩენი უფლებები მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული.
XIV ს–ის 20–იან წლებში გიორგი დადიანი ერთბაშად მთავრის თითქმის ყველა ნიშნით
გვევლინება. იმორჩილებს ცხომის ერისთავს, მთელს ოდიშს და „არღარა ეგდენის მორჩილე343
ბასა შინა არის მეფეთა“. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მთლად დამოუკიდებელი ხელისუფალი.
ზემოხსენებული გიორგი დადიანი 1323 წელს გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ მისმა მემკვიდრემ,
მამიამ, თუმცა მცირე ხნით (1323–1327) სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. აღსანიშნავია,
რომ მამია დადიანს მეფე კი არა სვამს, არამედ ის თვითონ ჯდება. „მოკუდა დადიანი გიორგი...
და დაჯდა მის წილ ძე მისი მამია“ – ამბობს ვახუშტი და შემდეგ დასძენს: ძამან უმეტესად
დაიპყრო ოდიში“ თუ გიორგი დადიანი რამოდენიმედ მაინც ემორჩილება მეფეს, მისი
ძე მამია მასზე „უმეტესად“ იპყრობს ოდიშს და ფლობს მას. ამრიგად, მამია დადიანმა მოიპოვა
მთავრის ის ძირითადი ნიშანიც, რომელიც მის მამას, გიორგის აკლდა. მამია პირველი
დადიანია, რომელიც მთავრის ყველა ატრიბუტით აღიჭურვა. ამიტომ ჩვენ უფლება გვაქვს
ვუწოდოთ მას მთავარი, ხოლო მისი დროის ოდიშს სამთავრო. მაგრამ დადიანები სრულ დამოუკიდებლობას
XIV ს–ის შუა წლებიდან აღწევენ. ლევან I უკვე მთლიანად და საბოლოოდ
თავისუფალი იყო იმერეთის მეფის ყმობისაგან, ამის შემდეგ დადიანს არც ეკონომიური,
არც სამხედრო და არც პირადი ვალდებულება არ მართებდა. ეს გარემოება–არქანჯელო
ლამბერტის აქვს შენიშნული“. ამ ახალი მდგომარეობის შესაბამისად დადიანები ახლა თავიანთ
ძველ წოდებულებას ცვლიან. ლევან I–ის შემდეგ დადიანები აღარ ატარებენ იმერეთის
სამეფო კარის რომელიმე ტიტულს და არც ერისთავთ–ერისთავად იხსენიებიან. იმერეთის
მეფის დამოუკიდებლობისაგან განთავისუფლებულები დადიანები ახლა ხელმწიფედ ან „ხელმწიფედ–
ხელმწიფედ“ იწოდებიან.
არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, „დადიანი“ გვარსახელს შეადგენს თუ წოდების
აღმნიშვნელ ტერმინს. ვახუშტი ბატონიშვილის აზრით: „დადიანობა არ არს გვარი, გარნა
წესი ხელობისა. არა იყო ეს ოდიშს, არამედ კარის მხარესა ზედა დადიანობდა, ხოლო შემდგომად
მეფის თამარისა იქმნა ოდიშს დადიანად“ . ე.ი. „დადიანი“ თავდაპირველად გვარის
აღმნიშვნელი მცნება არ ყოფილა, არამედ თანამდებობის აღმნიშვნელი იყო და თავდაპირველად
ოდიშს კი არა ფლობდნენ, არამედ კარის (ანისის) მხარეს განაგებდნენ და მხოლოდ
თამარის მეფობის დროს გახდნენ ოდიშის მფლობელები. მაგრამ ეს ცნობა ისტორიულ სინამდვილეს
მოკლებულია. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ დადიანები ანისის გამგებლად გიორგი
II–ის და თამარის მეფობის დროს არ ყოფილან, ანისისათვის ბრძოლისა და შემოერთების
პერიოდში, ანისის დროებითი თუ მუდმივი მფლობელები და მათი თანაშემწეებიც, თამარის
ისტორიკოსთა ცნობებით თუ სხვა წყაროებით, თითქმის ყველანი ცნობილნი არიან, მათ შორის
კი დადიანები არ მოიხსენებიან.
არქანჯელო ლამბერტის აზრით: „ყველაზე უფროსია მთავარი, რომელსაც ჰქვიან დადიანი.
ასე უწოდებენ მის გვარს და არა ღირსებას“. ე.ი. ლამბერტის მიაჩნია, რომ „დადიანი“ არის
344
გვარის აღმნიშვნელი ტერმინი. ამავე აზრს იზიარებენ ნ. ბერძენიშვილი და პ. ინგოროყვა.
ნ. ბერძენიშვილის აზრით „დადიანი“ უკავშირდება სვანეთში დამოწმებულ საკუთარ სახელს
„დადის“.
„დადიანს“ გვარსახელად თვლის პ. ინგოროყვაც. მაგრამ ეს სახელი მას „დადის ციხიდან“
ნაწარმოებად მიაჩნია, ასევე ფიქრობდა თავის დროზე ე. ბროსეც. რომელსაც „დადის ციხე“
ერისწყალზე, საბერიოს ზევით ეგულებოდა. მაგრამ ამ ადგილების საგანგებო ისტორიული
გეოგრაფიული მიმოხილვით არ დასტურდება არც ტოპონიმი „დადის ციხე“ და არც რაიმე
გადმოცემა აქ „დადის ციხის“ არსებობის შესახებ.
კ. ბოროზდინის აზრით: „დადიანი–არც სახელია და არც გვარი, არამედ ტიტული სამეგრელოს
მთავრისა, სამეგრელოში რამოდენიმე დინასტია იყო მთავრისა, კერძოდ – ბედიანი,
გოშუა, ჭილაძე და ლიპარტიანი... ყველა ამ გვარებს როცა მთავრად იყვნენ დადიანის ტიტული
ჰქონდათ.“
შესაძლოა, დადიანი თავდაპირველად მართლაც ყოფილიყო ტიტულის აღმნიშვნელი ტერმინი,
მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ მთავრების რამოდენიმე დინასტია არსებობდა, სიმართლეს
არ უნდა შეესაბამებოდეს, ყოველ შემთხვევაში 1470 წლიდან 1691 წლამდე ერთი გვარის
წარმომადგენლები არიან სამეგრელო მთავრის ტახტზე. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება,
თუ გადავხედავთ იონა მეუნარგიას, „სამეგრელოს მთავართა (დადიანთა) საგვარეულო
ნუსხას“ და ქართლის ცხოვრების XII–XVII ს.ს. ქრონიკას. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს
მთავრები ადრე საუკუნეებში დადიანების გარდა ზოგჯერ ბედიანის სახელითაც იხსენიებიან.
თვით სიტყვა ბედიანი წარმოდგება ბედიასაგან, რაც სამეგრელოს ძველი სახელი იყო ე.ი.
ბედიანი ბედიის მფლობელს ნიშნავს, ამასთან ბედიანი უფრო ძველი ფორმა ჩანს, რადგან
გვიან საუკუნეებში იგი აღარ იხსენიება. შესაძლოა აქედან გამოაქვს ბოროზდინს მცდარი
აზრი იმაზე, რომ ბედია, დადიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლებს დაუკავშირა.
რაც შეეხება ლიპარტიანსა და ჭილაძეს ისინი მთავრებად არასოდეს არ ყოფილან, არამედ
სალიპარტიანო და საჭილაო წარმოადგენდნენ დიდ სამეურნეო–პოლიტიკურ ერთეულებს
და ჭილაძეები ერთ–ერთი ძლიერ და შემძლებელ გვარად ითვლებოდა ჯერ სრულიად საქართველოში,
ხოლო მოგვიანებით დასავლეთ საქართველოში. შემდეგ ეს გვარი დაქუცმაცდა
და ერთ–ერთი რიგითი თავადები გახდნენ.
ხოლო რაც შეეხება ლიპარტიანებს: „სალიპარტიანო სამთავრო კარის სურვილისამებრ ეძლეოდა
დადიანთა ოჯახის წევრებს. შემდეგ სამთავრო კარის უერთგულეს თავადსა და აზნაურს,
თუნდაც იგი დადიანთა ოჯახის წევრიც არ ყოფილიყო“. სალიპარტიანოს მფლობელს
ლიპარტიანი ეწოდებოდა. ე.ი. ლიპარტიანი თანამდებობის (ტიტულის) აღმნიშვნელი იყო და
არა გვარის. იყო შემთხვევა, როცა სალიპარტიანოს მეთაური გიორგი ლიპარტიანი, ჩიქვანთა
345
გვარის წარმომადგენელი ავიდა სამთავრო ტახტზე, რამაც დასაბამი მისცა დადიანთა ახალ
საგვარეულოს, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
დადიანთა საგვარეულოს ისტორიის შესახებ, მასალების ნაკლებობის გამო თითქმის არაფერი
ვიცით, გიორგი II–ის დრომდე. გიორგი III–ის მეფობის დროს ვარდან დადიანის სჭერია ჩუხ-
ჩარხის თანამდებობა.
თამარის ისტორიკოსის ცნობიდან ირკვევა, რომ დადიანების მოხელეობა გიორგი II–ის
კარზე ვარდან დადიანის ჩუხჩარხობით არ დაწყებულა, მის წინაპარსაც ჰქონია სათანადო
სამოხელეო პატივი, მაგრამ კერძოდ რა, არ არი ცნობილი ჩვენთვის. დადიანების გვარის
ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ცოტნე დადიანი, ერისთავმთავარი,(დუმნის მთავარი)
დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა მხარეთა, განთქმული გმირი, რომელიც ხელმძღვანელობდა
დასავლეთ საქართველოს თავდაცვას მონგოლ–ქართველთა ექსვწლოვან ომებში
(1236–1241).
ეს საკითხი ფართოდ იქნა გაშუქებული პ. ინგოროყვას, ვსარგებლობ რა ამ დიდი მეცნიერის
ნაშრომით, მინდა მოკლედ მოგითხროთ მასში მოცემული, ჩვენთვის საინტერესო დეტალები.
„ცოტნე დადიანი, კოხტის კრების მიერ გაგზავნილი იყო თავის მხარეში ლაშქრის შემოსაკრებად.
როცა პაემანი მოახლოვდა, ცოტნე დაიძრა მომზადებული ლაშქრით და მოადგა
დასავლეთ საქართველოს საზღვრებს ღადოს მთებთან. აქ ცოტნემ გაიგო, რომ აჯანყების
საქმე უკვე ჩაშლილია, რომ აჯანყების მოთავე ყველა მთავარი მონგოლებმა შეიპყრეს. რაკი
საქართველოს დანარჩენ მხარეებში ჯარის შეკრების შესაძლებლობა უკვე მოხსნილი იყო
მთავრების დატყვევების გამო, ომის გამოცხადებას მარტო ერთი ოლქის ჯარებით, რასაკვირველია,
აღარავითარი აზრი არა ჰქონდა, ამიტომ ცოტნემ უკან დააბრუნა შეყრილი
ლაშქარი, ხოლო თვითონ პირადად გადაწყვიტა ანისში წასვლა. თავისი ტყვედ მყოფი მეგობრების
ბედის გასაზიარებლად.
„ვითარ აუწყეს ცოტნეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად, – წერს
ჟამთა აღმწერელი, – ყოველთავე ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა, მწუხარე იქმნა უზომოდ,
და თვისად სიკვდილად შერაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თვისი და ორთა
კაცითა წარვლინა ანისად. დამდები სულისა თვისისა... რომელ იყო პატიოსანმან ამან კაცმან
ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი... განვლო სამცხე და მივიდა ანისსა“1.
„...და ესე მთავარნი – ტყვენი (ქართველნი) მხარგაკრულნი, შიშველნი მოედანსა შინა მსხდომარე
იყვნეს. ვითარცა იხილნა ცოტნე – წარჩინებულნი ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი
და სიკვდილად განწირულნი, გარდახდა ცხენისაგან და დააბნია სამოსელი თვისი: განშიშვლდა
და შეიკრნა მხარნი დაჯდა თანა მწუხარედ2“
ჟამთა აღმწერელი განაგრძობს:
346
„და ვითარ იხილეს თათართა, განკვირდეს და მსწრაფლ აუწყეს ნიონთა, ვითარმედ ცოტნე
დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი თვისი და შეკრულ დაჯდა ქართველთა
თანა. კეთილად მეცნიერნი იყვნენ ცონესი, რომლისათვის განკვირდეს თათარნი და
წინაშე მათსა მოუწოდეს, და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისვლისა და ამის საქმისა ქმნინა,
რომელ მან ჰყო“.
ცოტნემ იგივე პასუხი გასცა ნიონებს, რასაც იმეორებდნენ დატყვევებული ქართველები ჟამ-
თაააღმწერლის უწყებით ცოტნეს პასუხი შემდეგი იყო:
„ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქვენი–ესე იყო მიზეზი შეკრებისა
ჩვენისა. აწ თქვენ ძვირისმოქმედად შეგვრაცხენით, და მე ამის ძალით მოვედ წინაშე
თქვენსა, რათა გამოიკითხოთ, თუ უკეთუ ღირსი რაიმე სიკვდილსა გვიმნიეს, მეცა ამათთან
მოვკვდე, და უკეთუ უბრალონი იყვნენ, მეც უბრალოდ შევირაცხო, რამეთუ თვინიერ ჩემსა
არარა უქმნიეს“.
ბარბაროსი მონგოლები განაცვიფრა და ჩააფიქრა იმდენად არა ცოტნეს სულის სიდიადემ,
რომ მან გასწირა თავი სასიკვდილოდ და მოვიდა თავის მეგობრებთან მათი ხვედრის გასაზიარებლად,
არამედ სულ სხვამ: მონგოლებმა კარგად იცოდნენ, რომ თუკი ცოტნე თვით არ
მოსულიყო ანისს, ვერასგზით ვერ შეიპყრობდნენ მას: მონგოლებმა ვერ გადალახეს ლიხის
მთა, დასავლეთ საქართველოში მონგოლთა რაზმები არ იყო და, ცხადია, მათ ხელი არ მოიუწვდებოდათ
ცოტნემდე. რომელიც მფლობელი იყო როგორც ოდიშისა, ისე სვანეთისა და
რომელსაც ყოველთვის შეეძლო შეეფარებინა თავი მიუვალ სვანეთში ან კავკასიის მთიანეთში.
ამან ჩააფიქრა მონგოლები და შეაცვლევინა გადაწყვეტილება ქართველ მთავართა სიკვდილით
დასჯისა. მათ ივარაუდეს, რომ თუკი ქართველები მართლაც აჯანყებას აწყობდნენ,
მათი თანამოზიარე ცოტნე არასგზით არ ჩამოვიდოდა ანისში. არ ჩაუვარდებოდა ხელთ
მონგოლებს.
ამას ერთვოდა კიდევ ორი რამ:
მონგოლებს, ჯერ ერთი, მართლაც არ ჰქონდათ რაიმე ხელმოსაჭიდებელი საბუთი იმისა,
თუ რისთვის იყვნენ ქართელი მთავრები შეკრებილნი, აჯანყების მოსაწყობად, თუ შინაურ
საქმეთა გამო, კერძოდ, მონგოლთა ხარაჯის საქმეთა მოსაგვარებლად. შეთქმულება არავის
არ გაუცია.
ამას გარდა მონგოლებმა, ჩანს ანგარიში გაუწიეს იმასაც, რომ დატყვევებულ ქართველ მთავართა
შორის იყვნენ მონგოლთა მიერ პატივცემულნი პირნი, მონგოლთა ძველი ვასალები
– შანშე მხარგრძელი და ვარამ გაგელი.
მონგოლებმა დატყვევებული მთავრები გაათვისუფლეს და ამ გათავისუფლების მთავარი
მიზეზი ცოტნე დადიანის უმაგალითო გმირობა იყო.
347
ცოტნე დადიანის შემდეგ, დადიანების შესახებ ძალიან ძუნწი ცნობები გვაქვს და რაიმე მნიშვნელოვანის
თქმა ვერ ხერხდება, ვიცით მხოლოდ ის, რომ ცოტნეს შემდეგ მთავრად იჯდა
ბედიანი, დავით IV–ის დროს (1243–1259) და მამია, გიორგი V–ის დროს (1318–1346)..
მამია დადიანის შემდეგ ოდიშის მთავრის ტახტზე ავიდა გიორგი I დადიანი. მან დავით ნარინის
შვილის კონსტანტინეს დროს დაიპყრო ცხუმი, ოდიში ანაკოფიამდე მეფეს დიდად
არ ემორჩილებოდა. გახდა დამოუკიდებელი. 1345 წელს მამია დადიანმა კვლავ დაიბრუნა
ოდიშის მთავრის ტახტი, მაგრამ დროებით 1345–1384 წლებში ტახტზე ავიდა გიორგი II დადიანი.
1384 წელს ტახტზე ადის გიორგი II–ის შვილი ვამიყ I მას დამორჩილება მოუნდომა
გიორგი მეფემ. ჩამოვიდა ოდიშს დაამარცხა და მოკლა ვამიყ I. ვამიყის შემდეგ გამთავრდა
მამია II დადიანი (1396–1414). მოკლეს აფხაზებმა. მამია II შემდეგ ტახტზე ადის ლიპარიტ I
დადიანი (1414–1470), ხოლო 1470–1474 წწ. შამადავლე დადიანს ვხედავთ ოდიშის მთავრის
ტახტზე. 1474 წლიდან ოდიშის ტახტზე ადის შამადავლეს ბიძა ვამიყ II, ის დიდ ოპოზიციაში
ედგა ბაგრატ მეფეს. ბაგრატმა 1477 წელს სძლია ვამიყ II, მაგრამ დადიანად დატოვა. შემდეგ
მან უღალატა ალექსანდრე მეფეს და მიემხრო ქართლის მეფე კონსტანტინეს, რომელმაც
დაიპყრო ქუთაისი. 1512 წელს ტახტზე ადის ლიპარიტ II ძმა შამადავლესი. მან ხელახლა
ჩამოიყვანა კონსტანტინე მეფე და გააძევა ალექსანდრე. შემდეგ ოდიშის მთავრის ტახტზე
ვხედავთ მამია III დადიანს, მამია III, გურიელთან ერთად წავიდა საბრძოლველად ჯიქეთში და
იქ მოკლეს.
ლევან I დადიანი – (1532–1572) – ლევან I დადიანის უფროსი ვაჟი მას ცოლად ჰყავდა
როსტომ გურიელის ასული და გაუშვა, ხოლო მისი და ცოლად შეირთო იმერეთის ტახტის
მემკვიდრე ბაგრატმა.
ამ საქციელით აღშფოთებულმა როსტომ გურიელმა, გადმოიბირა გიორგი III–ის უმცროსი
ძმა მამია, მიიწვია გურიაში და შერთო თავისი და ცოლად. „...მაშინ ულაშქრა გურიელმან და
წარვიდა თვითცა და მივიდეს ზუგდიდს, შეიბნეს და გაემარჯვა გურიელსა და გარდააგდეს
დადიანი გიორგი და დასუეს ძმა მისი მამია დადიანად, და თვით გურიელი წარვიდა თვისადვე“.
ამის შემდეგ გიორგი დადიანმა ჯარი შეკრიბა აფხაზეთში. ჯიქეთს და ჩერქეზეთში და შეება
მამიას, მაგრამ მამიამ კვლავ იმარჯვა და გააქცია გიორგი დადიანი. შემდეგ გიორგი შეევედრა
იმერეთის მეფე გიორგის დაებრუნებინა სამეგრელო, მეფე დათანხმდა, მაგრამ 10 ათასი
დრაკანი დააბრუნებია გურიელისთვის.
„...და მამია დადიანმაც ნება დართო. რათგან უფროსი ძმა არის, მისი წესია დადიანობა და
მანცა დაანება. მამია დადიანს ლომკაცი ჭილაძისეეული და რევაზისეული დაანებეს და შეირიგეს,
და იქმნა მიერითგან მშვიდობა სამსა ბატონს შუა“. მამია IV დადიანი (1572–1590)
348
ლევან I დადიანის უმცროსი ვაჟი და გიორგიტ III–ის უმცროსი ძმა. გიორგი III–ის გარდაცვალების
შემდეგ კვლავ მიიღო დადიანობა.
აი რას გვიამბობს ი. მეუნარგია მამია დადიანის შესახებ: „ძმა გიორგისა, მან მოიპარა გიორგი
დადიანის შვილი ბავშვი ლევან და შხეფის ციხეში დაამწყვდია, საიდამაც გადმოხტა და
გაიქცა. ამის მაგიერ მამია მიუხტა გიორგი გურიელს, გადააგდო და დასვა ვახტანგი. ლევან
დადიანის ქალი შეირთო ლევან იმერეთის მეფემ, რომ არ დაეხმარა მამია ლევანის წინააღმდეგ
სიმონ მეფისა, მტრობა დაუწყო. მამია მოვიდა იმერეთს ეომა, დაიჭირა ლევან მეფე და
შხეფის ციხეში ჩასვა, საცა მოკვდა.“
მანუჩარ I დადიანი – (1590–1611) ძე მამია IV დადიანისა.
„ამას სთხოვა როსტომ იმერეთის მეფემ სვიმონ მეფის წინააღმდეგ შემწეობა მოვიდა. იმერეთს
და გადაგდებული როსტომი დასვა. სვიმონმა ხელახლა გააქცია როსტომი, რომელიც კვლავ
სამეგრელოში ჩავიდა მანუჩარმა შეუცვალა: დაუბრუნე სამეფო როსტომს და დაგვმორჩილდიო,
ეს სვიმონმა იწყინა, როგორ გამიბედა გაქუცულმა მეგრელმაო მანუჩარმა ხელახლა
დასვა როსტომი. 1591 წელს მანუჩარის ცოლმა ნესტან–დარეჯანმა შვა წული ლევანი. კახეთის
მეფე ალექსანდრემ 1597 წ. თხოვა მშობლებს ლევანი გასაზრდელად გაუგზავნეს და 6
წელი იქ ყავდათ. დაბრუნდა 13 წლისა. 1611 წ. ირმის ხბომ წარიტაცა და მოჰკლა მანუჩარი.“
ლევან II დადიანი (1611–1657) – ძე მანუჩარ დადიანის, დედა – ალექსანდრე კახთა მეფის
ქალი – „ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი“. ასე ახასიათებს მას ი. მეუნარგია. აქვე
დასძენს: „... ამან სძლია გიორგი მეფე იმერეთსა – და მრავალი ადგილი წაიღო ოდიშს. მისი
და ჰყავდა სიმონ გურიელს, ამან რომ მამა მოკლა მამია, ლევანი მიუხტა ლანჩხუთს, ეომა
სძლია, წაართვა და თვალები დასთხარა და ქაიხოსრო გურიელის შვილი ვახტანგი დასვა.
როსტომ მეფემ შეირთო მისი და სიმონის ქვრივი. ჯარით წაიყვანა, სამტრედიამდე რომ მივიდა
და როსტომს ჩააბარა, დაბრუნებულზე გიორგი მეფეს უნდოდა დაცემა, მაგრამ ლევანმა
დაიჭირა ის და სამეგრელოში წაიყვანა. გიორგის შვილმა მისცა გამოსასყიდად ჩიხორისა და
ჩხარის სომხები და ებრაელები. ლევანი ისე ხშირად ეცემოდა ქუთაისს, რომ ალექსანდრემ
ციხე შემოივლო, პაატა წულუკიძემ ცოლი დააბეზღა მეწდეს ჰყვარობსო. ჩატენა ზარბაზანში
და გაისროლა. შემდეგ სხვა ცოლი შეირთო. ერთს ომში იმერეთის მეფის ძმა მამუკა დაი-
ჭირა და წაიყვანა ტყვედ. მერე პაატას რჩევით თვალებით დასთხარა. „ჰოხჭრიდა კვლიდა
კაცთა ქრისტიანეთა“, მოკვდა 1657 წელს დასაფლავებულია წალენჯიხას“. ლევან II დადიანი
(1611–1657)
ქრისტეფორე კასტელის ალბომიდან (მე–17 საუკუნე)
აი რას გვიამბბს XII საუკუნის მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ლევან II დადიანის შესახებ:
„ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყნებში რომ აღზრდილიყო და სწავლა–განათლება ჩვე349
ნის საუკეთესო მასწავლებლებისაგან მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ
და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნების მადლით, შეუთვისებია მას მარად საქებარი ზნე–
ჩვეულებანი. ჭამის დროს ისეთი ზომიერია, რომ ხშირად რაიმე საქმის გამო, ან სანადიროდ
გასვლის ჟამს, ისე წამოხტება სუფრიდან, რომ ან სულ არას შესჭამს, ან სულ მცირე რასმეს
მოსციცქნის. არასოდეს იგი ღვინით მთვრალი არ უნახავთ, თუმცა მის ქვეყანაში სიმთვრალე
საერთოდ საძრახისი საქციელი გახლავთ.
უსაქმოდ მას კაციშვილი ვერ ნახავს ვერასოდეს. პირიქით, მუდამ დაუღლელად შრომობს
და დღენიადაგ ვარჯიშობს. ლაშქრობის ჟამს იგი მარდია, ფიცხელი, ჩუმი და მხნე. ამიტომაც
ყოველ ომში იგი იმარჯვებს, ისე უყვარს თავისი ქვეშევდომები, რომ როგორც კი რაიმე
მწუხარება დაატყდებათ, ან მამობრივი სიყვარულით ანუგეშებს, ანდა შესაფერის შემწეობასაც
აღმოუჩენს გაჭირვებულს. თავის კარისკაცებსაც ისე ტკბილად და თავაზიანად ეპყრობა,
ყოველი მაგთანი დარწმუნებულია – მთავარს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარო. დადიანი ისე
მოხერხებულად იქცევა, რომ ყველა ერთნაირად არის ამაში დარწმუნებული, ამის გამო ყველას
ისე უყვარს მთავარი, რომ არც ერთი მისთვის სიცოცხლეს არ დაზოგავს.
რაც შეეხება პურს ან საზრდოს, დადიანი იმაზე ისე ზრუნავს თავის ქვეშევრდომთა სასიკე-
თოდ, რომ მის სასახლეში ყველას ეძლევა საზრდო სრულიად უფასოდ. დადიანი გამორჩევით
ზრუნავს თავისი ხალხის შესამოსად კონსტანტინეპოლიდან და სპარსეთიდან ქსოვილებს
იბარებს თავისი კარისკაცების შესამოსად და სხვებისთვის დასარიგებლად. ვისაც ოქრომკერდის
და აბრეშუმის ქსოვილი არ ეკუთვნის, იმათთვის შალებს ამზადებინებს და საკუთარი
ხელით ურიგებს ზამთარში. ამიტომ საფუძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ლევან
დადიანს ეკუთვნის სამთვარო, რამეთუ ჰკურნის თავის ქვეშევრდომნი და მოუპოვოს მათ
პური და სამოსელი.
დადიანი საკუთარ პოლიტიკას ადგას თურქეთის მიმართ. იგი კარგად იცნობს თურქეთის
მტარვალებს და აგრეთვე იცის, რამდენი სამეფოც ჩაუნთქავს მის მძვინვარებას, რამდენი
მომიჯნავე ქვეყანა დაუპყრია და დაუმონებია. თურქეთმა რომ მისი სამთავროც რომ არ
გასრისოს, დადიანი ცდილობს მეგობრობა დაიმსახუროს თურქეთისა, მაგრამ ისე კი, რომ
ამით თვითონ მთავრის ღირსებას არა მოაკლდეს რა, ასეთი მეგობრობის დასაცავად დადიანი
ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სულთანს ხარკს აძლევს. ამნაირად დადიანი თავისი ნებით
გახდა თურქეთის მოხარკე, ხოლო მთავრის ღირსებას ისე შეუბღალავად იცავს, რომ არასოდეს
არავითარ ბრძანებას თურქეთიდან მოსულს არ ასრულებს.
რამდენიმე წელიწადია მას აქეთ, სულთან მურადმა – თურქეთის აწინდელმა ხელმწიფემ –
როცა იგი ირანის შაჰ სეფის წინააღმდეგ ომობდა და ქალაქს ასაღებად მოადგა – დადიანს
შემოუთვალა: შენ ჩემი მეხარკე ხარ და რადგანაც ერევანი შენი სამთავროს ახლოს არის,
350
წესით უნდა მოხვიდე და დამეხმარო. ამაზე დადიანმა უპასუხა: არასოდეს არც მე და არც
ჩემს წინაპრებს ვალად არ გვედო თქვენი და თქვენი წინაპრების ომში სამსახურიო და ამიტომაც
არც ეხლა გეახლებითო. ამასთანავე გაიხსენეთ, რომ ხარკს იმიტომ კი არ გაძლევთ,
პირდაპირ თქვენი ბატონობა მეცნოსო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ჩემს საზღვრებში ჯარით
არ შემოხვიდეთო და თუ ამას მაინც იზამთო, მე მყისვე მოგისპობთ ხარკს და ადვილად შევიძლებ
ჩემი ჯარით დავიცვა ჩემი სამთავროო.
მეორე პოლიტიკური ხერხი, რომელსაც დადიანი თურქეთის მიმართ ხმარობს, ეს არის: იგი
ცდილობს მტკიცედ დაარწმუნოს თურქები, რომ სამეგრელოს, უფრო ღარიბი და უბედური
ქვეყანა დედამიწახძე მეორე არ მოიძებნება. ამისთვის როცა თურქეთიდან ელჩები გამოჩნდებიან,
დადიანი საზღვარზე თავის კაცებს დაახვედრებს, რომელთაც ერთხელდა სამუდამოდ
ნაბრძანები აქვთ გვერდი აუქციონ კარვის პირდაპირ გზებს, და გამოატარონ ციცაბო
კლდეებზე ლაფიან გზებზე, უსიერ ტყეებზე და ჭაობებზე, მდინარეებზე გადასვლისას ერ-
ჩიან უფრო ღრმა ფონი. ღამით დაებინავებინათ რომელიმე უღატაკესი გლეხის ფაცხაში,
სადაც ლოგინათ დაედოთ მხოლოდ თივა და საჭმელად მიეცათ მხოლოდ ყველი და მწვანილი.
ელჩები ფიქრობდნენ მთავრის სასახლეში სანამ მივალთ, იქ მაინც მოგვასვენებენ რიგიანადო.
მაგრამ მთავარი აქაც ახირებულად დახვდებოდათ: ხის ქვეშ ძველს ხალიჩაზე მჯდარი
და ღარიბულად ჩაცმული ეგებებოდა ელჩებს გარშემო მრავალი მხლებელი ჰყავდა, მაგრამ
ყველანი გლახაკად ჩაცმული. საჭმელად ყოველდღე მიართმევდნენ თხის ხორცს, რაც შეი-
ძლება უვარგისს, პური საზოგადოდ ცოტაა ამ ქვეყანაში და ელჩებსაც ისე გამოზოგვით
მიართმევდნენ ხოლმე, რომ ისინი შიმშილსაც კი ვერ იკლავდნენ.
ადრე შევიწროვებულნი და გაჭირვებულნი იყვნენ დადიანის კარზე ელჩები, ამიტომ ისინი
სწყევლიდნენ იმ წამს, როდესაც მოვედით ამ დაწყევლილსა და ჯოჯოხეთზე უარეს ქვეყანა-
შიო. ყველა ამ ღონისძიებას დადიანი ხმარობდა იმისთვის, რომ კონსტანტინეპოლში ცუდი
აზრი ჰქონდათ ამ ქვეყნის შესახებ და ხონთქარს აზრადაც არ მოსდიოდა არც ხარკის მომატება
და არც ამ ქვეყნის სრულიად დაპყრობა... ასეთია ეს დიდსულოვანი და კეთილშობილი
მთავარი“. ლიპარიტ III (1657–1658) ძმა ლევანისა, ამას მიუხდა იმერეთის მეფე ალექსანდრე,
დაარბია და დიდის ალაფით ქუთაისს დაბრუნდა. ლიპარიტი გაიქცა სტამბოლში,
დადიანად დაჯდა მამიას ძე ვამიყ.
ვამიყ III (1658–1660) ლევან დადიანის ძმისწული. „ხოლო ესე ვამიყ დადიანი იყო კაცი
შეუფერებელი სიდიდისა და შეუგვანი კვალად იყვნენ დადაინის ძმისწულნი მამუკა და ლიპარიტ.
ესენი არ უდებდნენ თავსა დადიანსა და არცა მორჩილებდნენ რამეთუ არა თავს
იდვეს დადიანობა მისი...“
„ვამიყ დადიანმა გუბდისწყლამდის დაიპყრო იმერეთი. გაღმა ვახტანგს, საქართველოს მეფეს
351
მისცა. დაემძახლა ვახტანგს, მაგრამ ცოლის რჩევით ქალი მიათხოვა ბეჟან ღოღობერიძეს, ეს
იწყინა ვახტანგმა, მოეხმარა ხოსია ლასხივშილი – თავი ლეჩხუმისა, ვამიყ წავიდა ოდიშს და
იქ რომ ქართლელები და იმერლები ჩავიდნენ, გაიქცა სვანეთს, საცა მოაკვლევინა ხოსიამ“.
დაისვეს დადიანად ლევან.
ლევან III (1660–1680). „ლევანი წავიდა იმერეთში ბაგრატის წინააღმდეგ, მაგრამ ბაგრატმა
სძლია, ჯარი დაუხოცა, მოაყვანინა მისი ცოლი თამარი და თვითონ შეირთო. ლევანს მისცა
მისი და გოშაძის ნაცოლარი. სეხნია ჩხეიძესთან იძლია ბაგრატისაგან ჩხერს ცოლისათვის
ხელახლა მოვიდა იმერეთს და ბაგრატი გაიქცა რაჭას. ლევანი დადგა გეგუგთს. რაჭა–ლეჩხუმელებსაცა
სძლია. დაიჭირა მაგრამ გაუშვა, რადგან სიძე იყო, ამის დროს გაძლიერდა ჭყონდიდელი
ჩიქოვანი, ამან მოაყვანინა ძმა კაცია, რომელსაც მისცა სალიპარტიანო. ლევანი
მოკვდა გურიაში“.
ლევან IV (1681–1691) „უკანონო შვილი ლევან III–ისა. 1681 წელსავე გააგდეს მისი ცოლი
და იმერეთის მეფე ბაგრატი VI–ისა მონაზვნად შესდგა და რუსეთში წავიდა, ვახტანგ მე–
VI–სთან“.
ლევან IV–ის გარდაცვალების შემდეგ მოისპო დადიანთა ძველი დინასტია და გადადიანდა
კაცია ჩიქოვანის შთამომავლობა. კაცია ჩიქოვანი იყო გორდელი ღარიბი აზნაური. პირველად
საზოგადოებრივ –პოლიტიკურ სარბიელზე დაწინაურდა მისი ძმა ევდემოსი, რომელმაც
მიიღო ჭყონდიდელობა. ძმის დახმარებით. ჩქარა კაციაც გაძლიერდა. იგი გახდა
ლეჩხუმის მებატონე და იმერეთის მეფის ბაგრატის ვეზირი, ჭყონდიდელი ევდემოსის რჩევით
კაცია უახლოვდება ლევან III დადიანს. რომელმაც მას უბოძა სალიპარტიანო და თავისი
ვეზირობაც. უკანასკნელი დადიანის ლევან IV დროს არეულობამ და შფოთმა სადადიანოში
მიიღო მწვავე ხასიათი, კაცია ამ გარემოებებით სარგებლობდა. ამოხოცა წარჩინებულები
და თვითონ შეიქმნა სამეგრელოს ფაქტიური მმართველი. კაციას შემდეგ მისმა შვილმა გიორგიმ
დაიჭირა სალიპარტიანო და იგი მართავდა მთელ სადადიანოს. მაგრამ გიორგსი ჩქარა
აუმხედრდნენ მისი შვილები. უფროსმა ბეჟან ჩიქოვანმა იმერეთის მეფის გიორგი VI სთხოვა
დადიანობა და შეაძლია მას 4000 მარჩილი. მეფემ გაილაშქრა ოდიშზე და გააბატონა ბეჟანი.
რომელმაც მიიღო დადიანის წოდება 1715 წელს.
ოტია (1728–1744) ყავდა ცოლად გულქან, შოშიტა III რაჭის ერისთავის ქალი.
კაცია II (1744–1788), გრიგოლი (1788–1804)
მანუჩარ II (1791–1796) ძმა გრიგოლ დადიანისა
ტარიელ (ტაია) 1802 წელს იჯდა დადიანად. შემდეგ გააგდეს.
ლევან V (1804–1840) გარდაიცვალა 1846 წლის 30 ივლისს, დაკრძალულია მარტვილს.
დავით (1840–1853) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი.
352
1842 წელს სამეგრელოს მართვა გამგეობა ჩაიბარა, ხელი მიჰყო სასამართლო და ადმინისტრაციული
საქმეების მოწესრიგებას. მოსამართლესა და მმამრთველს ყოველი საქმისათვის
გადაწყვეოილი სასყიდელი გაუჩინა და თვით თანამდებობამ მოსამართლისა და მმართველობამ
დავითის დროს სულ სხვა ხასიათი მიიღო, სახელდობრ: შესაძლებელი გახდა თანამდებობის
პირი, თუ საჭიროება მოითხოვდა გამოცვლილიყო და გარდა ამისა თვით თანამდებობა
მემკვიდრეობით არ გადასულიყო, ძველებურად გვაროვნობის წევრებზე. მთელი სამეგრელო
მთავარმა რამდენიმე ოლქად დაჰყო, ყოველ ოლქში დააყენა მდივანბეგი, ე.ი. ოლქის უფროსი,
რომელსაც სასამართლო და საპოლიციო უფლება ჰქონდა მინიჭებული. თან დაურიგდათ
ინსტრუქცია, რომელიც 1842 წელს კავკასიის მხარის მართვა–გამგეობისათვის შემუშავებულ
დებულებას ეთანხმებოდა. დავითი მეუღლე იყო ეკატერინე ჭავჭავაძე, შვილიშვილი
თავად გარსევან ჭავჭავაძისა. გარსევანის შვილი ალექსანდრე პეტერბურგში დაიბადა. მისი
ნათლია იყო თავად იმპერატრიცა ეკატერინე, განათლება ევროპული მიიღო. 1812 წელს
ომში იღებდა მონაწილეობას. იყო სახელოვანი ნიჟეგოროდის პოლკის უფროსი, უმაღლესი
საადმინისტრაციო თანამდებობა ეჭირა და ამავე დროს იყო დიდი პოეტიც. ალექსანდრე ჭავ-
ჭავაძე გრიბოედოვის სიმამრი იყო.
დავით დადიანი და ეკატერინე დედოფალი თოთხმეტი წელიწადი ცხოვრობდნენ სამეგრელოში.
მშვენიერი სასახლე ააგეს ზუგდიდში და სასახლესთან საუცხოო ბაღი გააშენეს.1853
წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დავით დადიანი გარდაიცვალა და სამეგრელოს
მმართველად დაინიშნა ეკატერინე ჭავჭავაძე, სანამ მათი ძე ნიკოლოზი სრულწლოვანი გახდებოდა.
ნიკო დადიანი (1847–1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი. რუსეთის არმიის გენერალ–
მაიორი. განათლება მიიღო პარიზში. მისი მცირეწლოვნობის გამო სამთავროს განაგებდა
დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე. რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა
გაუქმდა. 1868 წ. ნიკო დადიანმა უარი თქვა სამეგრელოს მთავრის ტიტულზე. 1875
წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში
(1877–78). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების
(1886 წ. 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის
კანდიდატად წამოაყენა.
ნიკო გიორგის ძე დადიანი (1730–1834) ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მამის გარდაცვალების
შ9ემდეგ (1799) აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის
საქმეში. 1804 წლიდან სამეგრელოს უმაღლესი საგამგებოს საბჭოს წევრად დაინიშნა.
1805 მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ
დელეგაციას. 1810–23 წწ. ლეჩხუმის სარდალ–მოურავი იყო. 1810 წელს დააჯილდოვეს
353
იმპერატორ ანა პირველი ხარისხის ორდენით, ებოძა გენარალ–მაიორობა. წლების განმავლობაში
ეკავა მსაჯულთუხუცესის თანამდებობა სამეგრელოს სამთავროში. დაკრძალულია
მარტვილში. მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები „ქართველთ ცხოვრება“, „დასტურლამა“
და „მომავალი ნიკოლოზ დადიანოვის“.
ანდრია დავითის ძე დადიანი (1850–1910) ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი.
ეკატერინე ჭავჭავაძის და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი. 1873 წელს დაამ-
თავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წლიდან მსახურობდა
რუსეთის არმიაში. ჰქონდა გენერალ–ლეიტენანტის ჩინი. 1881 წ. მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის
საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა 2 ტურნირში და I ადგილები
დაიკავა დაუმარცხებლად. 1903–1904 წლებში მონტე–კარლოს საერთაშორისო ტურნირების
პრეზიდენტი იყო. ინგლისის საჭადრაკო ჟურნალმა „ჩეს მანთლიმ“ ივნისი–ივლისის
ნომერი მთლიანად დადიანის შემოქმედებას მიუძღვნა. 1903 წ. შიფერსის წინასიტყვაობით
კიევში ფრანგულ ენაზე გამოიცა დადიანის 100 პარტიის დაბოლოება.
354
Прововое становление мегрельского дворянства
Что же касается мегрельского и западно-грузинского дворянствая то оно было
включено в сословную жизнь общеимперского дворянства. До этого вступления в
Российскуя империю мегрельские тавади (князья) и азнаури (дворяне) не имели никаких
аристократических правя главным образомя ввиду деспотического правления владетелей
Дадиани с подавлением всех личный прав высшего сословия. Одной из тяжелых форм
стало денежная податья - саудиероя которой владетель обложил всех крестьяня
принадлежавших дворянамя тем самым дворянство не получало никакого дохода со
своих земель и им приходилоь поступать на службу Российской империи. Меглеьский
князь и дворяниня поступавшие на русскую государственную службуя должны были
на то получать предварительное разрешение владетеля ия сколько бы они на ней ни
прослужили и каких бы чинов ни достиглия вернувшись на свою родинуя обращались
в первобытное ничтожество перед особою владетеляю государственная службая
чины и знаки отличия их игнорировались так жея как и усвоенные ими образование и
деловитость. Такие люди были не только не нужны владетелюя но он их удалял от себяя
держа приближенных своих в полном раболепствея чего не мог требовать от людей
образованных и обруселых. И чем больше величивался кружок таких людейя тем более
обострялись отношения их к владетелюя не щадившему их самолюбия. Именно из этой
дворянской среды происходили мысли о воссоединении с грузинскими губерниями и
Российской империия в упразднении деспотической власти Дадиани и приобретению
равных дворянских прав и привилегий наравне с дворянами Российской империи.
Особенно такие мысли усилились в правлении владетельного кназя Давида И Дадиани и
его супруги княгини Екатерины. К дворянству присоединились и родственники владетеля
– многочисленниые князья Дадиани (потомки некоторых из нихя были правнуками
князей Манучара и Тариела Дадиания ненадолго узурприровавшего престол у своего
брата Григория Ия их возглавил князь Элизбар Дадиани. После упразднения автономии
в Мегрелии (русское название Мингрелии) русское правительство приступило к разбору
тавадских (кряжеских) и азнаурских (дворянских) родовя на основании Височайше
355
утвержденного 29 июня 1865 г. положения Кавказского комитета для этого была учреждена
специальная комиссия. Эю в 1866-1867 гг. был составлен именной посемейный список
княжеских и дворянским родам Менгрелии. Однако деятельность комисии вызывала
некоторые нарекания властей. В 1868 г была учреждена новая комиссия для проверки
результатов её работы. Но это дело тогда не получило окончательного разрещения.
Составленный комиссией список (по структуре аналогичный ранее учрежденным) был
официально опубликован в 1890 г. В нем значаться следующие тавадские родыЮ
Анчабадзе (2 семьи)я Апакидзе (42 семьи)я Асатиани (5 семей)я Ахвледиани (4 семьи)
я Гардапхадзе (8 семей)я Геловани (28 семейя были сванским родом)я Дадешкилиани
(3 семтьия были сванским родом)я Дадиани (46 семейя младшие линии династии
местных владетелей)я Дгебуадзе (19 семей)я Джаиани (2 семьи)я Кочакидзе (5 семтей)
я Микадзе (7 семей)я Мхеидзе (11 семей)я Пагава (?? Семей)я Чиковани (46 семей)я
Чичуа (32 семьи)я Шелия (12 семей)ю существовали и дворянея носившие некоторые
из этих фамилий (Асатиания Апакидзея Ахвледиания Гелования Дгебуадзея Джаиания
Мхеидзея Пагавая Шелияя в соотвествии с изданными 17 апреля 1890 г правиламия
определявшими порядок признания в княжеском и дворянском достоинствах лиця
принадлежащих к высшим сословиям бывшего княжества Мингрелии. Этот посемейный
список тавадов и азнауров был передан в Кутаисское дворянское собраниея но сам
порядок рассмотрения права на дворянство и титулы был уставновлен документальный
и индивидуальный. При этом было установлено (в пункте 2-й примечания в статье 72 т.9
«свода законов»)я что лицая происходящие от бывших владетелей Мингрелии Дадиани
от тавадия соприсягавших на подданство России с последним владетелем мингральским
Григориемя причисляются к кнажескому достоинству без проверки прав их родов на
тавадское звание. Таким образомя княжеский титул в принципе был признан за всеми
родамия кто пользовался тавадскими правами в Менрельском княжестве в 1804 г.ю но
при этом необходимо было доказать свое происхождение от лиця упоминаемых в списке
1804 г.я представить собственные метрики и некоторые другие документы. Увыя не у
всех семей мингрельских тавади хватило на это сил и средств. Тем не менеея начиная
с 1890 года многимя ноя видимоя не совсем мегрельским тавадским родам удалось
356
добиться от Департаменты Герольдии Сената подтверждения княжеского достоинства и
внесения в 5 часть родословной книги Кутайсской губернии. В качестве доказательства
использовались документы на военные и придворные чины (высшие – князьяя средние
и низшие – дворяне) и на земельные пожалования. Иногда в дело шли свидетельства
о браке и представительницами владетельных или княжеских семейя подчеркивая
тем самым княжеский статус рода. Делая некоторых семей не были разрешены
окончательноя иногда существуют сомнения относительно даты утвержденияю
иногда в этом достоинстве были утверджены лишь некоторые ветви родая тогда как о
признании других ветвей в делах Герольдии не удалось обнаружить никаних сведений.
сам факт утверджения той или иной ветви рода в княжеском достоинствея известный
нам документальноя мы отмечаемю в других случаяхя к сожалению не всегда можно
судить об окончательном результате соответствующих ходатайства. Однако все это
не удовлетворило чувства местного дворянствая которое решило добиться создания
Мегрельского уездного Дворянского Собрания. Мегрельские дворяне ходатайствовали в
1867 году о предоставлении им права избирать уездных предводителей. Вследствие этого
дожатайствая по приведению в известность лиця имеющих право на дворянствоя им
предоставлено избирать уполномоченных дворянства на правах уездных предводителей.
Менгрельские дворянские семьи
Теперь перейдйм к дворянским семьям Мегрелиия которые были внесены в родословные
книги в ХИХ веке. А также рассмотрим те семьия которые служили ранее владетелям
Дадиания но не внесены по каким-то обстоятельствам в Родословные книги.
Списко родов признаных в Тавадском (кражеском) и Азнаурском (дворянском)
достоинствах по МингрелииЮ
Алшибая (1866)я Анджапаридзе (1866)я Антелавая князья Анчабадзе (1866)я князья
Апакидзе (1866(я Апакидзе (1866)я кназья Асатиани (1866)я Асатиания атабагия кназья
Ахвледиани (1866)я Ахвледиани (1866)я берзени (1866)я Беридзе (1866)я Болквадзе
(1866)яГабуния (1866)я Гагуа (1866)я Гамсахурдия (1866)я кназья Гардапхадзе (1866)я
Гасвиани )1866)я Гацерелия (1866)я Гваджава 91866)я Гвалия (1866)я Гвамберия (1866)
357
я Гватуа (1866)я Гегелия (1866)я Гегенава (1866)я Гегечкори (1866)я кназья Геловани
(1866)я Геловани (1866)я Гигиберия (1866)я Гигинейшвили-Додо (1866)я Гошуа (1866)
я Григолия (1866)я Гугушвили (1866)я Гуралия (1866)я кназья Дадиани (1866)я кназья
Дадишкилиани (Дадешкелиани) (1866)я Дарахвелидзе 91866)я Татуашвили (1866)
я Дашниани (1866)я Двалишвили (1866)я кназья Дгебуадзе (1866)я Дгебуадзе (1866)
я Девдариани (1866)я Джавахия (1866)я кназья Джайани (Джаиани) (1866)я Джайани
(1866)я Джапаридзе (1866)я Джолия (1866)я Джорджикия (1866)я Дзидзигури (1866)я
Дидия (1866)я Жвания (1866)я Жордания (1866)я Звамбайя (1866)я Иоселиани (1866)
я Кавтарадзе (1866)я Картвелишвили (1866)я Квариани (1866)я Кейдия (1866)я Кизирия
(1866)я Кипиани (1866)я Кобахидзе (1866)я Корзайя (Корзаиа) (1866)я Коркия 91866)
я Кортуа (1866)я кназья Кочакиде (1866)я Круа-Швили (Круашвили) (1866)я Кучулория
(1866)я Липонава (1866)я Лолуа (1866)я Мамардашвили (1866)я Мандария (1866)
я Маржанишвили (1866)я Масхарашвили (1866)я Масхулия (1866)я Мдивани (1866)я
кназья Микадзе (1866)я Мсунаргия (1866)я кназья Мхейдзе (Мхеидзе) (1866)я Мхеидзе
(1866)я Нанейшвили (1866)я Начкепия (1866)я Немсадзе (1866)я Николайшвили (1866)я
Норакидзе (1866)я Орзолия (1866)я Паащия (1866)я кназья Пагава (1866)я Пагава (1866)
я Пичхайя (1866)я Пулария (1866)я Ратиани (1866)я Ревия (1866)я Саджайя (1866)я
Салакайя (1866)я Твалтвадзе (1866)я Топуридзе (1866)я Хайндрава (Хаиндрава) (1866)
я Чарквиани (1866)я князья Чиковани (1866)я князья Чичуа (1866)я князья Шелия (1866)
я Шелия (1866).
Некоторые семьи встречаются в соседней Гурии (к слову владетели Гурии князья Гуриели
были ветвью старших князей Дадиани)Ю Готуая князья Гугунава (считаются гурийскими
князьями)я Гигинеишвилия Дудучавая Дчконияя Жорданияя Кенияя Туския и Элиава.
Подробности о происхождении семей (по которым есть сведения Анджапаридзе (груз.
анжафариЗе) – мегрельский дворянский род. В средневековых источниках упоминаются
с ХИИИ века. Были признаны в дворянстве Российской империи в 1880 году и внесены в
«Именный посемейный список лицамя признаным в тавадском и азнаурском достоинстве
по Мингрелии».
Анчабадзе (груз. - анЦабаЗе) –менгрелский княжеский и дворянский родя происходящий
358
от династии князей Абазгии Аносидов (Ачба). Однородцами считается семья Чхотуа.
Апакидзе (груз. афачиЗе) – княжеский родя вассал владетелей Мегрелии. Родоначальник
полководец Апака (Арпа-Кана) «из татар времени Чингисхана» (нач. 13 в.)я который
принял христианство и осел в эриставстве Абхазети. Позде его потомство переселилось
в Мегрелию (Одиши). В документалных источниках имена представителей рода
появляются ранее с 11 в.
Ахвледиани (груз. ахвледиани) – княжеская и дворянская семья. Сванского
происхождения из Лечхуми. Известен Мартвилський мдиванбег 2-го класса кназь Антон
Иванович Ахвледиани на 1848-49 гг. ветвью этого рода была семья дворян Микаберидзе
(груз. мичабериЗе). На 1877 г известен Висарион Микаберидзе (бывший духовник
Владителя Абхазии). Так же известен его родственник дворянин Микаберидзея который
окончил Кутаисскую гимназию. Категория запаса 31 родных фельдщер 121 пехотного
Пензенского полка.
Гамсахурдия (груз. гамсахурдиа) – мегрельский дворянский род из княжеских азнаури.
Признаны в дворянстве Российской империи в 1880 году и внесены в «Именный
посемейный список лицамяпризнаным в тавадском и азнаурском достоинстве по
Мингрелии». Семья дала двух генералов Георгия Николаевича (1866-?) и Сергея
Львовичая участников русско-японской и первой мировой войны. Внуком дворянина
Симона Кациевича Гамсахурдия был Звиад Константинович Гамсахурдия (груз.
звиад константнес Зе гамсахурдиаю 31 марта 1939 – 31 декабря 1993) – грузинский
общественныйя политический и государственный деятелью писателья ученыйя
диссидентя доктор филологических наукю первый президент Грузии (1991-1992). Являлся
одним из лидеров грузинского национального движения. Свергнутый в результате
переворотая Гамсахурдия возглавил в Западной Грузии правительство в изгнаниия
где разразилась Гражданская война между центральной властью и его сторониками
(звиадистами). Разгромленный и скрывающийсая от правительственных войскя от погиб
при невясненных обстоятельствах.
Габуния (груз. габуниа)- старинный мегрелский дворянский род из Сенакия происходивший
из владетельских азнауров. Из этого рода происходит епископ (чхондидели) Феофан и
359
член совета от азнаурского сословия губернский секретарья Константин Михайлович
Габунияя служивший прежде по таможенному ведомствуя оба в период владетеля
Давида И Дадиани.
Гватуа (груз. гваТуа) – мегрелский дворянский родя князей Чичуа. В сатавадо Чичуа с
ХВИИ века занимали ыины начальника крепости и моурава.
Гегенава (груз. гегенава) – мегрельский дворянский род. Служивший ещё старшим
Дадиани. В 1636 году владетелем Леваном 2 Дадиани. Установившим дипломатические
отношения с Москвойя был отправлен посол из этой семьи Гавриил Гегенава.
Гегечкори (груз. гегеЩкори) – старинный мегрельский дворянский родя происходяший из
церковных азнаури. В период владетеля Давида 1 Дадиания писцом был у него дворянин
Андрей Гегечкория который пострадал за свои вольные мысли. Из этого рода происходил
дворанин Гегечкори Евгений Петрович (1881-1954)я видный меньшевикя член третьей
Государственной Думы от Кутайсской губернии и один из лидеров меньшевистской
думской фракции. Во время войны – социал-патриот. В 1917 г член Особого Закавказского
комитета Временного правительства и член Президиума Тифлисского совета. С ноября
1917 председатель Закавказского комисариата. С мая 1918 министр иностранных дел
меньшевистской Грузии. После установления в Грузии Советской власти (март 1921)
эмигрировал Джапаридзе (груз. жафариЗе)- имеретинский и сванский княжеский и
дворянский род.
Занимали чины моурава Имеретинского царства в Чадротия Гебия Глоли и Чиори. Из
этой семьи просиходит дворянин Сергей Давыдович Джапаритде (1870 - )-присяжный
поверенныйя депутат Государственно думы 1 созыва от Кутаисской губернии.
Жвания (груз. Жваниа) – мегрельский дворянский род. В средневековых источниках
упоминаются также с формой Жванидзе. По легенде записанной Д.З. Бакрадзея
выводят свой род от Святого Ипатияя епископа Гагрского. Были признаны в дворянстве
Российской империи в 1880 году и внесены в «Именный посемейный список лицамя
признаным в тавадском и азнаурском достоинстве по Мингрелии». Из этого рода Зураб
Виссарионовиы Жвания (1963-2005) грузинский политик и общественный деятелья 5-й
премьер-министр Грузии.
360
Жордания (груз. Жорданиа)- старинный мегрельский дворянский род. Вероятно
генуэзского происхожденияя как и Чолокашвилия Крочия Жгентия Глонтия Корти и др.
Из этого рода происходит дворянин Ной Николаевич Жордания (1869-1953я Париж)
– российский и грузинский политический деятелья председатель Правительства
Грузинской Демократической Республики (1918-1921). Мхеидзе (груз. мхеиЗе) –
старинный имеретинский княжеский род. Первые упоминания семьи относятся ВИИ
в. Во время арабского нашествия два брата Мхеидзе Давид и Константин возглавили
грузинское войско и приняли не равный бой с огромным и мощным арабским войском.
Тот фактя что Мхеидзе возглавляли грузинское войско говорит о могуществе и влиянии
этой фамилии на грузинскую военно-политическую элиту того времени. Показаны в
Высочайшея утвержденном в 1850 году посемейном списке княжеским родам Империи.
Чиковани (груз. Цичовани) –мегрельский княжеский и сванский дворянский род.
Изначально азнаурский (дворянский) род из Лечхумая известный с 16 века. Возвышение
рода связано с епископом Чкондидским Эвдемосом Чикования который помог своему
брату Кация стать Лечхум-батони (князем Лечхумским)я и фактическим правителем
Мегрелии при Леване третьего Дадиани. От старшего сына Кации Георгия происходит
второй дом владетельных князей Мегрелии Дадиани свергнувших первый дом и
правивших княжеством с 1691 года. От второго сына Иессе происходят князья Чиковани.
Занимали в 18 веке крупные придворные чины в мегрельском княжестве. В том
числе и визирей. Были и владетельские дворянские ветви этой семьия пополнявшие
многочисленный класс местных азнаури.
Чичуа (груз. ЦиЦуа) – мегрельский княжеский род. Принадлежит к одному из
знатных феодальных родов в Мегрельском княжестве. Сведения об этой фамилии в
исторических источниках встречаются с 17-го века. В одном из них сказаноя что «они с
древных времен происходят от рода Чиковани»я т.е.являются ветьвю рода Чиковани.
Насколько эта версия правомерна – судит трудно. Наряду с этой версией существует
и другаяя согласно которой они виделились от рода князей Чиджавадзе. В одной из
недатированных грамот времени правления владетельного князя Левана 2 Дадиани
(1611-1657) в качестве свидетеля назван князь Рамаз Чичуа. Явлаясь приближенным
361
владетельного князя Левана 2 Дадиания князь Рамаз Чичуа в те годы был главой рода.
Расцвет семьи начинается в правлении второй династии с получением придворных чинов
визирей. Гугунава (груз. гугунава)- гурийский княжеский род. Вероятно происходяший от
средневекового феодального рода Липаридит-Орбели. Род происходит из Гуриия где с
15 по 16 в занимали должность эриставов гурийских при владетелях Гуриели.
Официально признаны в княжеском достоинстве Российской империи Высочайшим
Указом 1850. Одним из наиболее изветсных представителей явлается Давид Гугунавая
лидер Вооруженного восстания 1841 в Гурии против российского владычества.
Гигинеишвили (Гегенеишвилия Гигинейшвилия Гигинейшвили-Додою груз. -
гигинеиСвили)- старинный имеретинский дворянский род. Составляли дворянство
Гуриия где были вассалами князей Гуриели и Мегрелиия где служили князьям Дадиани.
Теперь просмотрим мегрельских дворян в ИмеретииЮ
Джгерияя Лежавая Медзмария-швили (Медзмариашвили)я Топурияя Чачия-швили
Список дворянских родов Кутайсской губернииЮ
Адамия (1)я Аданаия (1)я Ашордия (1)я баркалайя (1)я Берайя (1)я Бокерия (1)я Габуния
(1)я Гагуа (1)я Гамсахурдий (Гамсахурдия) (1)я Гангия (1)я Гвалия (1)я Гвамичава (1)я
Гватуа (1)я Гвилава (1)я Гвичия (1)я Гегелия (1)я Гегенава (1)я Гегечкори (1)я Гегидзея
Герсалия (1)я Гобечия (1)я Григолий (Григолия) (1)я Гугунава (1)я Гулуа (1)я Давитая
(1)я Джавахия (1)я Джиджихия (1)я Джикия (Джикидзе) (1)я Джолияя Джорджикия (1)я
Дидидзе (Дидия) (1)я Дчконияя Елиава (1)я Есакия (Есакидзе) (1)я Жвания (1)я Картозия
(1)я Квирквелия (Квиркелия) (1)я Кейдия (1)я Кемулария (1)я Кешилов (Кешилава) (1)я
Кизирия (1)я Койавая Кодзая (Кордзаия) (1)я Коркия (1)я Кортуа (1)я Коявая Курцхалиевы
(курцхалия) (1)я Кучухория (1)я Лабахуа (1)я Ландияя Лежавияя Лежавовы (Лежава) (1)я
Липонава (1)я Лолуа (1)я Ломая (1)я Лончикепияя Макацарияя Масхулия (1)я Мелия (1)я
Меунария (1)я Начкепия (Начкебия) (1)я Нинуа (1)я Нодия (1)я Пагава (1ю 5)я Панаскири
(1)я Пулария (1)я Ревия (1)я Рогавая Саджайя (Саджаия) (1)я Салакайя (1)я Сасания
(1)я Сичинава (1)я Тодуа (3)я токвая Топурия (Топуридзе) (1)я Туркия (1)я Хабурзания
(1)я Харбедия (3)я Хватия (1)я Хоперия (1)я Хорава (1)я Хоштария (1ю6)я Цагурия (1)
я Циргвава (1)я Цомая (цомаия) (1)я Цулая (Цулаия( (1)я Цулейскири (1)я Цхондия (1)я
362
Чантурия (Чантурия) (1)я Чахава 91)я Чачава (1)я Чачибая (1)я Чкадуа (1)я Чкония (1)я
Чубария (Чубабрия)(1)я Чхолария (1)я Шамугия (1)я Шелегия (1)я Шелия (1)я Шенгелайя
(Шенгелая) (1)я Шенгелияя Элиава (1)я Баркалая (груз. баркалаиа)- мегрельский
дворянский родя известен с 16 века. Считаую своим предком переселившегосая из
Шотландии сюда несколько веков назад одного из потомков клана Барклай.
Кемулария (груз. кемулариа)- мегрельский дворянский род. Из этого рода в эмиграции
происходит Клод де Кемулария (ჩლაუდე დე Кემოულარიაя პ.1922я Гразданин Франциия
сделал карьеру в банковском деле и дипломатии. Он служил в качестве личного
помошника щведского государственного деятеля Дага Хаммаршельда с 1957-1961 год.
В середине 1960-х годовя он был специальным советником князя Монако Ренье ИИИ.
Сконца 1960-х годов по 1982 годя работал в финансовом конгломирате Европы БНП
Пარიბას.
Вернулся в правительстве социалистов Франсуа Миттерана в 1982 году. Он служил в
качестве постоянного представителя Франции и посол в Организации Объедененных
Наций в 1980 году.
Нинуа (груз. нинуа)- дворянский род из Мегрелии. Ещё в правлении первой династии
Дадиания занимали придворные должности при кнажеском дворе в Одишия потеряли
свой придвоный статус к началу 18 векая когда их на этих постах сменили князья Чичуа.
Имеретинский дворянский род внесен в 1 часть Родословной книги Кутаисской губернии
– старого дворянства известного с 16 века. Исконно владели родовыми поместьями в
МегрелииЮ Сенаки (село Котианети)я Пирвели Майсия Старый Сенакия Читашкария
Ледзадзамея Марания Джихашкария Экия Щка Хоргая Голобания Бетхлемия Сагунио. В
Имеретии следующие деревниЮ Губия Чиквиши. В родстве с князьями Чичуая Мхеидзе
и Микеладзе. Некоторые представители с падением Грузинской Демократической
Республики как Симон (Серго) Нинуая оказались в эмиграции в Германии 1925.
Встречается сващенческий род. Возможно ветвь дворянской семьия из этого рода
происходит купец Самсон Нинуа из Сухуми.
Чачибая (груз. ЦаЦибаиа)- мегрельский и абхазский дворянский родя вероятно ветвь
князей Шервашидзе (абх. Чачба – Чачибая)я так как они дворяне из княжеского родового
363
села в Лыхны. Основатель рода Кыбей Чачибаяя женатый на представительнице семьи
князей Маршани. Из этого рода происходит грузинский композитор Отар Васильевич
Тактакишвили (1924-1989)я потомок князей Тактакишвили с материнской стороныя чью
фамилию носил.
Чкония (груз. Щйониа)- старинный дворянский род из Мегрелии и Имеретии. Внесены в
1-ю часть дворянской родословной книги Кутаисской губернии. Из этого рода известен
дворянин Эраст Чконияя герой Нигоитскаяа битвая которая произошла 27 мая 1854 годая
яавлается весьма значительным эпизодом русско-турецкойя или Крымской войны (1853-
1856). Он один ударом меча обезглавил турецкого командующего грузинского князя-
перебесчика Хасан бека Тавдгиридзея однако тело решили соборовать по грузинскому
обычаю. В народном стихотварении «Хасанбегура» говоритсяЮ «Всё-таки братом мне
он быля я и похоронил его...»
Другой потомок эмигрант князь Арчил Гуриели-Чкония (18 февраля 1895-21 ноября
1955я Нью-йорк). родился в семье дворяниная всем доказываля что его бабушка была
из рода князей Гуриели. Чей титул он носил до конца жизни. Состоял в браке с известной
предпринимательницей и остновательницей косметической линии в сети магазинов в
СШАя Франции и Великобритании Элен Рубинштейн.
Друг его знаминитых Сальвадор Дали написал портрет Арчила во весь ростя одетого в
чакура (западногрузинский мужской национальный костюмя распространеный в Гурия
Аджарии и Самегрело)я на форе моряя гор и прикованного к скале Амираная именно
такя как Арчил описал великому сюрреалисту Западную Грузию. Благодаря Арчилу
Сальвадор Дали был очень расположен к грузинам.
Российское дворянство
Имеретия
Список родов признанных в Тавадском (княжеском) и Азнаурском (дворянском)
достоинствах по Имеретии
Князья Абашидзея Абашидзея Абуладзея Авалиания Авали-швили (Авалишвили)я
364
кназья Агияшвили (Агиашвили)я Адамияя Алавидзея Алхазис-швили (Алхазишвили)я
Амаглобелия Амашукелия Амилахвария Амирана-швили (Амиранашвили)я Арди-швили
(Ардишвили)я Арешидзея Асатиания Ахвледиания князья Багратионыя Багратионы
Баиндуровыя Бакрадзея Барата-вшили (Бараташвили)я Бежуа-швили (Бежуашвили)
я Бердзения Болквадзея Габяевыя Гамкрелидзея Гамцемлидзея Гвинепадзея Гегела-
швили (Гегелашвили)я Гелования Георгобиания Гогиджановыя Гогичадзея Гогоберидзея
Гогодзея Гоголашвили (Гоголашвили)я Годабрелидзея Гоциридзея Григора-швили
(Григорашвили)я Гугуа-швили (Гугуашвили)я Гуладзея Гунцадзея Гургенидзея
Далаки-швили (Далакишвили)я Дарахвелидзея Дашниания Двалия Девдариания
Князья Джапаридзея Джапаридзея Джаяния Джгерияя Дзидзи-швили (Дзидзишвили)
я Дчидчинадзея Ергемлидзея Жгентыя Зубовыя Инакавадзея Исарловыя Ишхнелия
Йосельяни (Иоселиани)я Йашвили (Яшвили)я Кавтарадзея Каджайа (Каджая)я Калояния
Канделакия Каргаретелия Кахидзея Квариания Квинихидзея Кежерадзея Келбакиания
Кикиания Кикнадзея Кикошвилия князья Кипиания Кипиания Клдиа-швилия )Клдиашвили)
я Копадзея Корка-швилия (Коркашвили)я Кочечашвилия Кродчия Курдеванидзея
Курдияния Курцхалияя Кутателадзея Кучухидзея Ласхи-швили (Ласхишвили)я Лежавая
князья Лионидзея Липари-швилия (Липаришвили)я Логидзея Лоладзея Ломидзея
Ломинадзея Лорадзея князья Лорткипанидзея Лорткипанидзея Мадчавариания Маргвела-
швилия (Маргвелашвили)я князья Мачабелия Мдивания Мдивни-швили (Мдивнишвили)
я Медзмариа-швили (Медзмаришвили)я Мейфариания Месхия князья Микеладзея
Микеладзея Момцемлидзея Мосидзея князья Мзейдзе (Мхеидзе)я Мхейдзея Наней-
швили (Нанеишвили)я Непсадзея князья Нижарадзе)я Нижарадзея Нишнианидзея
Нукипи-швили (Нукипишвили)я Орджоникидзея Палаванди-швили (Палавандишвили)
яПанчадзея Папуа-швили (Папуашвили)я Ратиания Сакварелидзея Саникидзея
Сванидзея Тавзара-швили (Тавзарашвили)я Тинтиковыя Топурияя Угрехелидзея
Хамашуридзея Хвададзея Хелтупли-швили (Хелтуплишвили)я Хецуриания Хуцишвили-
бакрадзе (Хуцишвили-Б)я князья Церетели)я Церетелия Цимакуридзея Циргиладзея
Цкити-швили (Цкитишвили)я князья Цулукидзея Цурукидзея Чаго-швили (Чагошвили)я
Чачия-швили (Яачиашвили)я князья Чиджавадзея Чикваидзея Чиквиладзея Чинчаладзея
365
Чумбуридзея князья Чхейдзе (Чхеидзе)я Чхейдзея Шарашенидзея Шиоевыя Шотадзея
Элия-швили (Элиашвили)я Князья Эристовыя Эристовы
1846-1920 Кутайсская губернияя образована из Имеретииского царства.
Кутайсская губерния
Список дворянских родов Кутайсской губернии
(Список непольныйя Возможно в дальнейшем будет доработан)
Князья Абашидзея Абашидзе (1)я Абашидзе (Базгадзе и Яшвили)я Абашидзе (Мачавариани
и Церетели)я Абдушелишвилия Абесадзея Абуладзея Авалиани (1)я Авалишвили (1)
я Адамия (1)я Аданаия (1)я Акимовыя Алавидзея Алерциания Алхазасшвили-Григора-
швили (Алхазасшвили-Григорашвили)я Алшибай (3)я Амаглобеловя Амашукелия
Амереджибия Амилахвария Аидзапаридзе (1)я Антадзев (Антадзе) (1)я Антелава (1)
я князья Анчабадзе (5)я Анчаповы (1)я Апель (3)я Арафаиловыя Арджаванидзе (1)
я Ардишвилия Арешидзевя Аробелидзе (Аробелидзевы)я Аронишидзея Арсени-
швили (Арсенишвили)я Артмеладзе (Артемеладзея Артумеладзе) (1)я Асатиани (1)
я Атабакия Ахвледиани (1ю5)я Ахвледиановы (1)я Ашордия (1)я Бабиныя князья
Багратионя Бакрадзе (1)я Бакурадзе (1). Балквадзе (1)яБарамовы (3)я Бараташвилия
бараши-швили (Барашишвили)я Бардземишвили (1)я Баркалайя (1)я Бебурешвилия
Бежуашвилия Берайя (1)я Бердзени (1)я Бережиани (1)я Берзени (1)я Беридзе (1ю2)
я Беридзе (берисовы) (1)яБеридзе и Абдушелишвили (1)я беридзе (Бя Нижерадзе
карцевадзе и Далатишвилевы)я Бокерия (1)я Бокучава (1)я Болквадзе (1)я Борисовы-
Беридзе (1)я Брелидзе (1)я Бугашвилия Бухулейшвилия Варадебулов (Князь Чиковани)
я Вардасанидзея Вашадзея Вашаломидзе (1)я Вашаломидзе и Малоблишвили (1)
я Верещакия Вержбицкиея Веругашвилия Габададзе (3)я Габаевы (1ю5)я Габуния (1)
я Гагуа (1)я Гадючие (3)яГалашевскиея Гамбашидзе (3)я Гамкрелидзе (1)я Гамрекели
(Камрекелов)я Гамреклидзея Гамсахурдий (Гамсахурдия) (1)яГангия (1)я Гардапхадзе
(5)я Гасвиания Гвалия (1)я Гвамичава (1)я Гварджаладзе (3)я Гватуа (1)я Гвелесиани (1)я
366
Гвилава (1)я Гвинепадзевя Гвичия (1)я Гебуадзея Гегелия (1)я Гегенава (1)я Гегечкори (1)
я Гегидзея (князья) Геловани (5)я Георгобиани (1)я Герсалия (1)я Герсамийя Гигауровы (3)
я Гигинейшвили (1)я Глуховскиея Глушковскиея Гобечия (1)я Гогеберидзе (Гогиберидзе)я
(1)я Гогличидзея Гогоберидзе (Гогиберидзе) (1)я Гоголашвилия Гогоришвилия Гогсадзея
Гомартелия (Гомартеловы) (1)я Гопадзея Горчаковыя Гоциридзе (Квицаридзе) (1)я
Гошхотелиания Григолий (Григолия)я (1)я Григорашвили (1)я Губеладзе. Гугунава (1)я
Гугушвили (1) Гулуа (1)я гунцадзея Гургенидзея Гуревичи (3)я князь Гуриелия Давитая
(1)я Давыдовыя князь Дадиания князь дадишкелиания Далакишвилия Дарахвелидзе (1)
я Датиашвили и Кветенидзея Датунайшвилия Дашниания Дгебуадзе (1)я Девдариани
(1)я Деметрадзея Джавахия (1)я Джавровя Джаиани (1)я Джекели (1ю1)я Джанелидзея
Джануашвили (1)я Джапаридзе (1)я Джапаридзе (Хуцияшвили)я Джашия Джашевыя
Джаяния Джиджихия (1)я Джикия (Джикидзе) (1)я Джиноридзевы (Джиноридзе)
(1)я Джишкариани (Жишкариани) (3)я Джолияя Джорджикия (1)я Дзидзигури (1)
я Дзюбенкоя Дидидзе (Дидия) (1)я Долидзе (1)я Дугладзея Дчичинадзея Дчконияя
Елиава (1)я Ергемлидзея Есакия (Есакидзе)я (1)я Ефимовскиея Жвания (1)я Жгенти
(1)я Жгенты и Авалиания Жорданиевы (Жордания) (1)я Жоржоладзея Захаровыя
Изюмские (3)я Имедейшвили (1)я Инакавадзея Иосава (3)я Иоселиани (Йоселиани) (1)я
Исарловыя Ишхнелия Йобидзевы (Иобидзевы)я Йобишвили (Иобишвили)я Кавтарадзе
(Ковтарадзе) (1)я Кадагидзе (1)я Каджайевыя Кайавыя Какойшвилия Каландаришвили
(1)я Кандауровя канделаки (1)я Канчавелов (Канчавелия Канчашвили)я Кара-Мурзая
Картозия (1)я Карцивадзе (1)я Кахиани (1)я Кахидзея Кацитадзе (3)я КачкашвилиБ
Квариани (1)я Квашали (1)я Кветайшвили (1)я Квиквидзе (квиташвили)я Квимсадзея
Квирквелия (квиркелия) (1)я Квиташвили (Кветашвили)я Кежерадзея Кейдия (1)
я Кекелидзея Келбакиания КелбакидзевыяКемулария (1)яКешилов (Кешилава) (1)я
Кизирия (1)я Кикабидзе (1)я Кикадзе (3)я Кикачейшвили (3)я Кикиани (1)я Кикнавелидзе
(Кикнадзе) !ю3)я Кикнадзе (1)я Кикодзе (1)я князья Кипиания Кипиани (1)я Кобаладзе
(1)я Кобахидзе (1)я Кобуладзе (1)я Койавая Кокочовя Кодзая (кордзаия) (1)я Коркия (1)
я Кортвелишвили (1)я Кортуа (1)я Коявая Круашвили (1)я Кубаниевы (3)я Купрадзе (1)я
Курцикидзе (1)я Курцхалиевы (Курцхалия) (1)я Кутателадзе (1ю3)я Кутелиевыя Кутидзея
367
Кухалишвили (1)я Кучухория (1)я Лабахуа (1)я Лазаренко (3)я Лалиашвилия Линдияя
Ласхишвили (1)я Лачотадзея Лежавияя Лежавовыя Лемлейня Липонава (1)я Лолуа (1)я
Ломая (1)я Ломидзея Ломинадзея Лончкепияя князья Лорткипанидзе (Лордкипанидзе)я
Лордкипанидзе (1ю5)я Лорткипанидзея Мигнадарзе (1)я Маджгаладзе (1)я Макарашвили
(1)я Макацарияя Мамардашвили (1)я Мамулайшвилия Маргвелашвилия Маржановы
(1)я Масхарашвили (1)я Масхулия (1)я Махарадзея Мачавариани (1)я Мачарадзе (3)
я Мачутадзе (1)я Мгалоблишвили (1)я Мгеладзе (1)я Мдивани (1)я Мдивнишвилия
Мдинарадзея Медзмариашвилия Медзямариашвилевя Мейфариания Мелиевыя
Мелимонадзе (1)я Мелия (1)я Меписовы (2)я Мерквиладзея Месхи (1)я Месховыя
Метонидзея Меунария (1)я Мехалидзе (1)я Мзарелуа (1)я Микаберидзе (1)я князья
Микеладзея МикеладзеяМиладзе (1)я Милоравы (1)я Мишвелидзе (3)я Модебадзея
Момцемлидзе (1)я Мониавовыя Морчадзе (3)я Мсхаладзея Мурадашвилия Князья
Мхеидзея Мхеидзе (1)я Навейшвили (1)я Надирадзе (3)я Накаидзе (1)я Накашидзея
Нанадзе (1)я Нанейшвили (1)я Начкепия (Начкебия) (1)я Немсадзе (1)я Непсадзе (1)я
непсицверидзевыя князья Нижарадзея Нижарадзе (1)я Никобадзея Николайшвили (1)
я Нинуа (1)я Нишнианидзевыя Нодия (1)я Норакидзе (1)я Оржоникидзе (Орджоникидзе)
я Пагава (1ю5)я Палавандишвилия Палиашвилия Папаскири (1)я Панцхавовыя
Папуашвили (1)я Паргулаевы (1)я Пасейшвилия Патией-швили (Патейшвили)я Пираловы
(1)я Полторацкие (3)я Пулариания Пулария (1)я Разумовскиея Рамишвилия Ратиани (1)
я Ратидзея Ревазишвилия Ревия (1)я Рогавая Ройнишвили (1)я Руси (Русишвили) (1)я
Сабашвили (1)я Саджайя (Саджаия) (1)я Саканделадзея Сакварелидзея Салакайя (1)
я Санадирадзея Саникидзе (1). Сарджхвеладзея Сасания (1)я Сванидзея Силагадзея
Сисордияя Сичинава (1)я Струвея Сулаберидзе (3)я Де-Сундецичя Сулгуладзе (1)
я Таварткиладзея Савзарашвилия Татейшвилия Твалтвадзе (1)я Твинадзея Тебзаевя
Тер-Степановя Ткавадзея Тодуа (3)я Токвая Топурия (Топуридзе) (1)я Трапаидзея
Тугучи (1)я Туркия (1)я Тхелидзе (1871)я Угрехелидзея Уплиса-швили (Уплисашвили)я
Уратадзе (1)я Хабурзания (1)я Хаиндровы (Хаиндрововы)я (1)я Халваши (3)я Харбедия
(3)я Хачиновы(1)я Хватия (1)я Хеладзея князь Хидирбеговя Ходжаевы (3)я Хоперия (1)
я Хорава (1)я Хоштария (1ю6)я Хундадзе (1)я Хуци-швили-Бакрадзе (Хуцишвили-Б)я
368
Цагурия (1)я Цеквашвили (1)я князь Церетелия Церетели (1)я Цилиакуридзея Циргвава
(1)я Циргиладзея Цитлидзевыя Цкитишвили (1)я Цомая (Цомаия) (1)я Цулая (Цулаия)
(1)я Цулейскири (1)я князья Цулукидзея Цулукидзе (1)я Цухведиания Цхондия (1)
я Чагошвилия Чантурия (Чантурая) (1)я Чаргейшвили (3)я Чарквиани (1)я Чахава (1)я
Чахунашвилия Чачава (1)я Чачибая (1)я Чачхиания Челидзе (1)я Чигогиновыя князья
Чиджавадзея Чиджавадзея Чикваидзе (1)я Чиквиладзея князь Чикования Чиковани (1)я
Чинчиладзе (1)я Чипадзея Чичинадзе (1)я Чкадуа (1)я Чкония (1)я Чубария (Чубабрия)
я Чумбуридзе (1)я Чурнешелидзея Чхаидзе (1)я Чхейдзе (Чхеидзе) (1)я Чхикви-швили
(Чхиквишвили)я Чхолария(1)я Шавардиадзе (1)я Шаликашвилия Шамугия (1)я Шанидзе
(3)я Шарадзенидзе (1)я Шарашидзе (1)я Шатиришвилия Шевариадзе (1)я Шелегия
(1)я Шелия (1)я Шенгелайя (Шенгелая) (1)я Шенгелияя Шеразанидзея Шотадзе (1)я
Шубладзея Элиава (1)я кназья Эристовыя Эристовыя Эсадзе (3)я Яковлевыя Яшвили
(Иашвили) (1).
369
გააგრძელე შენი გვარის ისტორია...
370
371
372
373
374
375
376
აბაზაძეები-44-გვ
აბაშიძე-45-გვ
აბდუშელიშვილი-48-გვ
ავალიშვილი-48-გვ
ალექსი-მესხიშვილი-50-გვ
აგიაშვილი-51-გვ
ადამია-52-გვ
აბალაკი-52-გვ
ადანია-52-გვ
ალერწია-52-გვ
აფხაზიშვილი-53-გვ
არღუთაშვილი-53-გვ
ამირეჯიბი-54-გვ
ამილახვარი-55-გვ
ანდრონიკაშვილი-60-გვ
ანჩაბაძე-ანჩაბა-64-გვ
ასათიანი-65-გვ
ანდღულაძე-67-გვ
აგათოშვილი-67-გვ
არეშიშვილი-67-გვ
ანჯაფარიძე-68-გვ
ალადაშვილი-69-გვ
არაგვის ერისთავი-69-გვ
არჯევანიძე-72-გვ
ანთაძე-72-გვ
ართმელაძე-73-გვ
აბულეთიძე-74-გვ
ამილღაბრიშვილი-74-
აბულაშვილი-74-
ავთანდილაშვილი-74-გვ
ალიყულიშვილი-74-გვ
ალექსიძე-74-გვ
ალექსიშვილი-75-გვ
ალავერნაშვილი-75-გვ
ავალიანი-75-გვ
აბულაძე-76-გვ
ალიბეგიშვილი-76-გვ
ალიხანაშვილი-76-გვ
ამაშუკელი-77-გვ
ახვლედიანი-78-გვ
აფაქიძე-80-გვ
ანანიაშნილი-81-გვ
ასიტაშვილი-82-გვ
ამბერსანიძე-82-გვ
აშორდია-82-გვ
ახმეტელაშვილი-83-გვ
არებაშვილი-83-გვ
ადაშელიძე-83-გვ
ასლანიშვილი-83-გვ
აბაშიშვილი-84-გვ
ბურდიაშვილი-84-გვ
ბარათაშვილი-84-გვ
ბურსელი-87-გვ
ბაზლიძე-87-გვ
ბელიაშვილი-87-გვ
ბაზიერიშვილი-88-გვ
ბაინდურაშვილი-88-გვ
ბუნიაშვილი-88-გვ
ბაკურაძე-89-გვ
ბლორძელი-89-გვ
ბეჟანიშვილი-89-გვ
ბაბადიშვილი-90-გვ
ბუბუაშვილი-90-გვ
ბეგაშვილი-91-გვ
ბანცურიშვილი-91-გვ
ბოკუჩავა-91-გვ
ბერძენიშვილი-92-გვ
ბაქრაძე-93-გვ
ბებუთაშვილი-95-გვ
ბაგრატიშვილი-96-გვ
ბეგიაშვილი-96-გვ
ბერიძე-97-გვ
ბერაია-99-გვ
ბოლქვაძე-107-გვ
ბუჭყიაშვილი-108-გვ
ბირკაია-108-გვ
ბიბილური-109-გვ
ბაღსარაშვილი-110-გვ
ბახუტაშვილი-110-გვ
ბერეჟიანი-110-გვ
ბებურიშვილი-110-გვ
ბასილაშვილი-111-გვ
ბაბადიშვილი-111-გვ
ბოჭორიშვილი-112-გვ
ბოსტაშვილი-112-გვ
ბალანჩივაძე-112-გვ
გეგეჭკორი-113-გვ
გრძელიძე-114-გვ
გოდაბრელიძე-114-გვ
გვათუა-114-გვ
გაბეხაძე-114-გვ
გერსამია-114-გვ
გერმანოზიშვილი-115-გვ
გოსტაშაბიშვილი-116-გვ
გაბუნია-116-გვ
გაწერელი-117-გვ
გვიჩია-117-გვ
გარაყანიძე-118-გვ
გურველაშვილი-118-გვ
377
გოგიბედაშვილი-118-გვ
გოცირიძე-119-გვ
გომართელი-124-გვ
გამრეკელ-თორელი-124-გვ
გაბუჩავა-124-გვ
გარდაფხაძე-125-გვ
გალდავა-125-გვ
განძიელი-125-გვ
გუგუნავა-126-გვ
გურგენიძე-126-გვ
გუნცაძე-128-გვ
გედევანიშვილი-128-გვ
გარსევანიშვილი-129-გვ
გაბაშვილი-130-გვ
გოგიბაშვილი-131-გვ
გოშაძე-131-გვ
გვედწითელი-132-გვ
გეგიძე-132-გვ
გაბილაშვილი-132-გვ
გილდაშვილი-133-გვ
გამსახურდია-133-გვ
გვარამაძე-134-გვ
გურამიშვილი-134-გვ
გოგიტაშვილი-136-გვ
გოგორიშვილი-136-გვ
გურიელი-137-გვ
გელოვანი-139-გვ
გიგინეიშვილი-141-გვ
გოგიბაშვილი-141-გვ
გეგენავა-141-გვ
გულაიზაშვილი-141-გვ
გულაბერიძე-142-გვ
გოგოლაძე-გოგოლაშვილი-142-
გლურჯიძე-143-გვ
გველესიანი-143-გვ
გორდიშვილი-143-გვ
გუგულია-144-გვ
გრიგოლია-144-გვ
გულბადაშვილი-145-გვ
გიჟიმყრელია-145-გვ
გუგუშვილი-145-გვ
გობიტაშვილი-რობიტაშვილი-146-გვ
დადიშქელიანი-146-გვ
დავითაშვილი-147-გვ
დაფქვიაშვილი-148-გვ
დოლენჯიშვილი-148-გვ
დაშნიანი-149-გვ
დანიბეგაშვილი-149-გვ
დუმბაძე-149-გვ
დოლიძე-150-გვ
დვალი-150-გვ
დაუჭამიაშვილი-150-გვ
დანდლიშვილი-150-გვ
დიდიძე-150-გვ
დივანაშვილი-151-გვ
დათუნაიშვილი-151-გვ
დიასამიძე-151-გვ
დალაქიშვილი-152-გვ
დემეტრაძე-152-გვ
დემურიშვილი-153-გვ
დარჩიბეგაშვილი-153-გვ
დარახველიძე-153-გვ
დგებუაძე-154-გვ
დეკანოზიშვილი-155-გვ
ებრალიძე-156-გვ
ეგრისელაშვილი-156-გვ
ელიავა-156-გვ
ელისაშვილი-156-გვ
ეს გვ ტატეშვილი-156-გვ
ედიშერაშვილი-157-გვ
-ელიოზიშვილი-157-გვ
ენაკოლოფაშვილი-157-გვ
ელიაშვილი-160-გვ
ვაშალომიძე-161-გვ
ვაშაძე-161-გვ
ვაჩიანიძე-161-გვ
ველუაშვილი-161-გვ
ვეზირიშვილი-162-გვ
ვაჩნაძე-163-გვ
ვახვახიშვილი-164-გვ
ვაშაკიძე-164-გვ
ზარდალიშვილი-165-გვ
ზოდელავა-165-გვ
ზალდასტანიშვილი-165-გვ
ზარდიაშვილი-166-გვ
ზანდუკელი-166-გვ
ზაალიშვილი-166-გვ
ზედგინიძე-167-გვ
ზურაბიშვილი-168-გვ
ზავარაშვილი-168-გვ
ზუმბულიძე-168-გვ
ზაზაშვილი-169-გვ
თარხნიშვილი-169-გვ
თაზიშვილი-170-გვ
თამზარაშვილი-170-გვ
თიკანაძე-170-გვ
თოფურია-170-გვ
თუხარელი-170-გვ
თოთრლაძე-171-გვ
378
თათეიშვილი-171-გვ
თოფურიძე-171-გვ
თაყაშვილი-172-გვ
თავდგირიძე-172-გვ
თუმანიშვილი-173-გვ
თუშმალიშვილი-174-გვ
თექთურმანიძე-175-გვ
თაქთაQიშვილი-175-გვ
თავაქარიშვილი-177-გვ
თურმანიძე-178-გვ
თაყაიშვილი-178-გვ
თაყველისშვილი-179-გვ
თულაშვილი-179-გვ
იოთამიშვილი-179-გვ
იობიშვილი-179-გვ
იოსელიანი-180-გვ
იარალიშვილი-181-გვ
ოსიტაშვილი-181-გვ
ინასარიძე-181-გვ
იმერლიშვილი-182-გვ
იაღლეზიძეიაღლუძიშვილი-
182-გვ
იაშვილი-182-გვ
იორამიშვილი-182-გვ
ინალიფა-183-გვ
კაჭკაჭიშვილი-183-გვ
კანდელაკი-184-გვ
კიტია-184-გვ
კლიმიაშვილი-184-გვ
კეცხოველი-185-გვ
კლდიაშვილი-185-გვ
კორძაია-186-გვ
კობიაშვილი-186-გვ
კიკონაშვილი-187-გვ
კობახიძე-187-გვ
კოტეტიშვილი-188-გვ
კიკნაძე-189-გვ
კარგარეთელი-189-გვ
კორინთელი-189-გვ
კოჭია-189-გვ
კახიანი-189-გვ
კალატოზიშვილი-190-გვ
კაპანაძე ქართლის-190-გვ
კოპაძე-190-გვ
კვინიხიძე-191-გვ
კურცხალია-191-გვ
კუპატაძე-191-გვ
კონიაშვილი-192-გვ
კვალიაშვილი-192-გვ
კერესელიძე-192-გვ
კავთელაშვილი-192-გვ
კიკიანი-193-გვ
ლარაძე-193-გვ
ლალიხანაშვილისარიდანიშვილები-
193-გვ
ლიონიძე-194-გვ
ლოლაძე-194-გვ
ლაშხიშვილი-195-გვ
ლომინაძე-195-გვ
ლორთქიფანიძე-195-გვ
ლაჭყეპიანი-196-გვ
ლეჟავა-197-გვ
ლათათია-197-გვ
ლოლუები-197-გვ
ლონგულაშვილი-197-გვ
მაქაცარიძე-198-გვ
მიქელაძე-198-გვ
მაღრაძე-198-გვ
მაჭუტაძე-199-გვ
მერაბიშვილი-199-გვ
მაჩაბელი-200-გვ
მხეიძე-201-გვ
მელიქიშვილი-202-გვ
მაღლანიძე-203-გვ
მდივნები-მდივნიშვილი-203-გვ
მდივანბეგიშვილები-203-გვ
მაჭავარიანი-203-გვ
მუსხელიშვილი-204-გვ
მგალობლიშვილი-205-გვ
მახატელი-205-გვ
მამულაშვილი-205-გვ
მუჩაიძე-205-გვ
მაღალაშვილ-მაღალაძე-206-გვ
მაქსიმეიშვილი-206-გვ
მართებელი-207-გვ
მიქელაშვილი-207-გვ
მეღვინეთუხუცესი-207-გვ
მანდარია-207-გვ
მურვანიშვილ-მოურავი-208-გვ
მიქაძე-208-გვ
მაკარიძე-209-გვ
მურაჩაშვილი-209-გვ
მაყაშვილი-209-გვ
მოურავიშვილი-210-გვ
მიქაბერიძე-210-გვ
მარტიროზაშვილი-210-გვ
მამარდაშვილი-210-გვ
მგელაძე-210-გვ
მახვილაძე-211-გვ
379
მესხი-211-გვ
მოძღვრიშვილი-212-გვ
მანველიშვილი-213-გვ
მარკოზიშვილი-213-გვ
მკერვალიშვილი-213-გვ
მამაცაშვილი-214-გვ
მოსიძე-214-გვ
მირზაშვილი-215-გვ
მუსხულია-215-გვ
ნასიძე-215-გვ
ნიჟარაძე-216-გვ
ნინიაშვილი-217-გვ
ნემსაძე-217-გვ
ნოდარიშვილი-217-გვ
ნადიბაიძე-217-გვ
ნათალიშვილი-218-გვ
ნანეიშვილი-218-გვ
ნაცვლიშვილი-218-გვ
ნაბიჭვრიშვილი-218-გვ
ნიკოლაიშვილი-219-გვ
ნამორაძე-219-გვ
ნაგლაძე-219-გვ
ნათიშვილი-219-გვ
ნაკაშიძე-220-გვ
ნამჩევაძე-221-გვ
ნამანგლელევიშვილი-221-გვ
ნახუცრიშვილი-221-გვ
ნაჭყებია-223-გვ
ონანაშვილი-224-გვ
ოჩიგავა-224-გვ
ორბელიანი-224-გვ
ორჯონიკიძე-227-გვ
ოქროპირიშვილი-227-გვ
ონიკაშვილი-227-გვ
ობოლაძე-228-გვ
ოთანაშვილი-228-გვ
ობლიძე-228-გვ
ოქრომჭედლიშვილი-228-გვ
ოდიშელიძე-229-გვ
პოპიაშვილი-229-გვ
პავლიაშვილი-229-გვ
პარკაძე-229-გვ
პატისაშვილი-229-გვ
პეტრიაშვილი-230-გვ
ჟურული-230-გვ
ჟვანია-231-გვ
ჟორდანია-231-გვ
რაჭის ერისთავი-232-გვ
როშაქიშვილი-234-გვ
რევიშვილი-234-გვ
რევაზიშვილი-235-გვ
რიკაძე-235-გვ
რამაზაშვილი-235-გვ
რატიძე-235-გვ
რევია-235-გვ
რჩეულიშვილი-236-გვ
როინიშვილი-236-გვ
რუსიშვილი-236-გვ
რატიშვილი-237-გვ
როსტევანიშვილი-237-
რატიანი-238-გვ
სურგულაძე-238-გვ
საბახტარიშვილი-238-გვ
სარქისაშვილი-238-გვ
სანთლიკუდაშვილი-239-გვ
სოლოღაშვილი-239-გვ
სარჯველაძე-239-გვ
საჯაია-240-გვ
სოფრომისძე-240-გვ
სანადირაძე-240-გვ
სიდამონიძე-241-გვ
საფარაშვილი-242-გვ
სუმბათაშვილი-242-გვ
საბაშვილი-242-გვ
საგინაშვილი-243-გვ
სტელიშვილი-243-გვ
სხირტლაძე-244-გვ
სულხანიშვილი-244-გვ
სადუნიშვილი-245-გვ
სალაყაია-245-გვ
სააკაძე-245-გვ
საკანდალიძე-246-გვ
სავარსამიძე-246-გვ
საყვარელიძე-247-გვ
სვანიძე-247-გვ
საამიშვილი-248-გვ
სულეიმანაშვილი-248-გვ
ტერტერაშვილი-248-გვ
ტყავიძე-248-გვ
ტუსიშვილი-248-გვ
ტატიშვილი-249-გვ
ტერიშვილი-249-გვ
ტარსიაჭაშვილი-250-გვ
უგრუხელიძე-250-გვ
უმიკაშვილი-250-გვ
უსუფბეგიშვილი-250-გვ
უდურბეგიშვილი-250-გვ
უზნაძე-251-გვ
უთრუთაშვილი-251-გვ
380
უთნელიშვილი-251-გვ
ურატაძე-251-გვ
ფეშანგიშვილი-252-გვ
ფინეზიშვილ-ღაბუაშვილი-252-გვ
ფირადაშვილი-252-გვ
ფასტაშვილი-253-გვ
ფურცელაძე-253-გვ
ფასეიშვილი-254-გვ
ფისაძე-254-გვ
ფირალიშვილი-254-გვ
ფანიაშვილი-254-გვ
ფარულავა-254-გვ
ფულარია-254-გვ
ფიცხელაური-255-გვ
ფაღავა-256-გვ
ფავლენიშვილი-257-გვ
ფალვანხოსროშვილი-257-გვ
ფალავანდიშვილი-258-გვ
ფიჩხაია-258-გვ
ფარემუზაშვილი-258-გვ
ფანჩულიძე-259-გვ
ქაჯაია-259-გვ
ქადაგიძე-259-გვ
ქავთარაშვილი-260-გვ
ქარუმიძე-260-გვ
ქარამბეგიშვილი-260-გვ
ქურდევანიძე-261-გვ
ქოჩაკიძე-261-გვ
ქუთათელაძე-261-გვ
ქვარიანი-262-გვ
ქანთარია-262-გვ
ქავთარაძე-263-გვ
ქანანაშვილი-265-გვ
ქურდიანი-265-გვ
ქუჩულორია-265-გვ
ქარელი-265-გვ
ქობულაშვილი-266-გვ
ქსნის ერისთავი-267-გვ
ქუმსიშვილი-269-გვ
ქართველიშვილი-269-გვ
ღოღობერიძე-270-გვ
ღანძელი-271-გვ
ღუდუშაურ-სიოლაშვილი-271-გვ
ყანჩაველი-274-გვ
ყაფლანაშვილი-274-გვ
ყურუაშვილი-275-გვ
ყარალაშვილი-275-გვ
ყარანგოზიშვილი-275-გვ
ყორღანაშვილი-276-გვ
ყალამთრიშვილი-277-გვ
ყორჩიხაშვილი-277-გვ
ყარაბუდახიშვილი-277-გვ
ყაითმაზაშვილი-277-გვ
ყიფიანი-278-გვ
ყოდალაშვილი-278-გვ
ყორციშვილი-278-გვ
ყარალაშვილი-279-გვ
ყულიაშვილი-279-გვ
ყოინიძე-279-გვ
შაბურიშვილი- 279-გვ
შანშიაშვილი-280-გვ
შალიკაშვილიროჭიკაშვილი-
281-გვ
შამუგია-281-გვ
შათირიშვილები-282-გვ
შელია-282-გვ
შერვაშიძე-ჩაჩბაია-283-გვ
შენგელია-284-გვ
შონია-285-გვ
შემაზაშვილი-285-გვ
შინშიაშვილი-285-გვ
შარაშიძე-285-გვ
ჩხენკელი-286-გვ
ჩაგუნავა-287-გვ
-ჩარკვიანი-287-გვ
ჩაჩიკაშვილი-287-გვ
ჩახუნაშვილი-287-გვ
ჩახავა-288-გვ
ჩაჩავა-288-გვ
ჩქარეული-288-გვ
ჩხოლარია-288-გვ
ჩრდილელი-288-გვ
ჩინჩალაძე-289-გვ
ჩხეიძე-291-გვ
ჩერქეზიშვილი-292-გვ
ჩაჩიბაია-292-გვ
ჩიჩუა-293-გვ
ჩოფიკაშვილი ყაზბეგი-
294-გვ
ჩხეტიანი-295-გვ
ჩიჯავაძე-295-გვ
ჩახუნაშვილი-296-გვ
ჩაგუნავა-296-გვ
ჩახავა-296-გვ
ჩოლოყაშვილი-297-გვ
ჩარკვიანი-298-გვ
ჩაჩიკაშვილი-299-გვ
ჩიქოვანი-300-გვ
ჩაჩიბაია-302-გვ
ციციშვილი-302-გვ
381
ციმაკურიძე-303-გვ
ცქიტიშვილი-304-გვ
ცეროდინეიშვილი-304-გვ
ძიძიგური-304-გვ
ძვალიყლაპიაშვილი-305-გვ
წინამძღვრიშვილი-305-გვ
წერეთელი-306-გვ
წულუკიძე-308-გვ
ჭედია-309-გვ
ჭარუაშვილი-309-გვ
ჭავჭავაძე-310-გვ
ჭაჭნიაშვილი-312-გვ
ჭაბუკიანი-313-გვ
ჭაჭიაშვილი-315-გვ
ჭილაძე-315-გვ
ჭილაძე (იმერეთის თავადი)-
315-გვ
ჭიჭინაძე-316-გვ
ჭილაშვილი-316-გვ
ხოშტარია-318-გვ
ხაინდრავა-319-გვ
ხალვაში-319-გვ
ხურსიძე-320-გვ
ხატელიშვილი-320-გვ
ხოჭოლავა-320-გვ
ხანდამაშვილი-320-გვ
ხვიტია-320-გვ
ხერხეულიძე-321-გვ
ხუბუტია-321-გვ
ხორავა-321-გვ
ხაფავა-321-გვ
ხმალაძე-322-გვ
ხოფერია-322-გვ
ხოსიტაშვილი-322-გვ
ხოზიაშვილი-322-გვ
ხანდამაშვილი-322-გვ
ხიმშიაშვილი-323-გვ
ხოჯაშვილი-324-გვ
ხოსროხანაშვილი-324-გვ
ხრისელი-324-გვ
ხუციშვილი-324-გვჯაყელი-325-გვ
ჯავახიშვილი-326-გვ
ჯაიანი-327-
ჯანდიერი-ჯანდიერიშვილი-328-გვ
ჯორჯაძე-328-გვ
ჯაფარიძე-330-გვ
ჯომარჯიძე-331-გვ
ჯანიაშვილი-332-გვ
ჯორჯიკიძე-332-გვ
ჯავარაშვილი-332-გვ
ჯომარდიძე-333-გვ
ჯიჯიხვია-333-გვ
ჯოხტაბერიძე-334-გვ
ჯღერია-334-გვ
ჯიმშიტაშვილი-334-გვ