ანზორ ვარლამის ძე დვალიშვილი 04 იანვარი 1931- 15 მარტი 1988წწდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1955 წელს.
1955-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N10 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1961წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს სამხრეთ ოსეთის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1962-1964წწ. "საქმთავარენერგოს" სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში უფროსი ინჟინერი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1965-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენის" მარნეულის N2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამშენებლო უბნის უფროსი; 1966-1970წწ. იმავე სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1971-1973წწ. მივლინებული იყო ირანში მაცივრების მშენებლობაზე, საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1974-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი ტრესტი "ბიჭვინთმშენი") მმართველის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში; 1975-1984წწ. ხელმძღვანელობდა "ბაიკალ-ამურის" რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობაზე საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ "საქმშენბამ"-ს; 1984-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "მონოლითმშენს", რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა; ხელმძღვანელობდა ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის (3000 ადგილზე), მაცივრების (ირანში), დასახლება "ნია-გრუზინსკაიას" (ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე), მონოლითური საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში) მშენებლობას. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.196-197
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
მედალი "ბამ-ის მშენებლობა"
მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
შრომის წითელი დროშის ორდენი
მეუღლესთან ნადეჟდასთან ერთად
ფოტოები მოგვაწოდა გიორგი დვალიშვილმა (შვილიშვილი)