სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჩაგელიშვილი ანთიმოზ გაბრიელის ძე დეკანოზი დაბ. 1946წ. ცხოვრ. სოფ. რუისპირი (თელავი) ჩაგელიშვილი ანთიმოზ გაბრიელის ძე დეკანოზი დაბ. 1946წ. ცხოვრ. სოფ. რუისპირი (თელავი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩაგელიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ჩაგელიშვილი ანთიმოზ გაბრიელის ძე დეკანოზი დაბ. 1946წ. ცხოვრ. სოფ. რუისპირი (თელავი)

 დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი 1946 წლის 10 იანვარს ქლუხორის რაიონის სოფ. ბარში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფ. რუისპირის საშუალო სკოლა. 1972 წელს შევიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1975 წელს დაასრულა.


1976 წლის 7 ნოემბერს აკურთხეს დიაკვნად; ამავე წლის 19 დეკემბერს მღვდლად. 1979 წელს 27 სექტემბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 1983 წლის 28 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

1989 წლის 2 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გამშვენებული ჯვრით და მიტრით დააჯილდოვა. მსახურობდა ალავერდის და თელავის ღვთაების ტაძრებში. ამჟამად არის თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ღვთისმსახური.

2. დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი ახმეტის რაიონის სოფ. ოჟიოში 1963 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. 1980 წელს დაამთავრა ოჟიოს საშუალო სკოლა.

1982 წელს 14 აგვისტოს დაასრულა მცხეთის სასულიერო სემინარია. ამავე წლის 7 აგვისტოს ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.


1982 წლის 21 აგვისტოს აკურთხეს მღვდლად. 1989 წლის 17 აგვისტოს აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. მსახურობდა ალავერდში, მატანში, თელავში, ამჟამად არის აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.

საპატრიარქოს უწყებანი N32 22-28სექტემბერი 2005წ გვ.24

ალავერდობა. 1978 წელი

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამღვდელო კრებულთან ერთად ლიტანიობისას უკანა რიგში: ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) (+1992 წ). მათ წინ: არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე); ჯვრით ხელში დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი (ამჟამად რუსთველი მიტროპოლიტი ათანასე). წინა პლანზე: მღვდელი (ამჟამად დეკანოზი) ანთიმოზ ჩაგელიშვილი; სტიქაროსნები: ივანე ბეწუნაიძე (აწ გარდაცვლილი დეკანოზი იოანე) და თემურ გოგიაშვილი (ამჟამად ფოთისა და ხობის ეპარქიის დეკანოზი თეიმურაზი). ფოტო მოგვაწოდა ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა იოანე მიტიჩაშვილმა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2025
ბოლო რედაქტირება 29.08.2025
სულ რედაქტირებულია 2




ჩაგელიშვილი - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

შალვა ჩაგელიშვილი ილიას ძე (1916-81) საბჭოთა გენერალი დაბ. ვლადიკავკაზი წარმ. სოფ. სომიწო, ონი

1 0


გოჩა ჩაგელიშვილი გარდ. აფხაზეთი

3 0

გოგი ჩაგელიშვილი 1945წ. მხატვარი. წარმ. სოფ ჭიორა, ონი.

1 0


გიორგი ჩაგელიშვილი დ.2001წ. ევროპის პრიზიორი სამბო სოფ. ძლევიჯვარი ქარელი

1 0

0 1 0