სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
მიხეილ გარსევანიშვილი ნიკოლოზის ძე(1830-1907) რუსეთის გენერალი დაბ. უკრაინა
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გარსევანიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

მიხეილ გარსევანიშვილი ნიკოლოზის ძე(1830-1907) რუსეთის გენერალი დაბ. უკრაინა

გარსევნიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე(6 აპრილი, 1830-29 მაისი 1907)


 ინჟინერ–მშენებელი და მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი (გერსევანოვი) დაიბადა 1830 წლის 6 აპრილს ხარკოვის გუბერნიის სოფელ ნიკოპოლში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1845 წელს კი ჩაირიცხა პეტერბურგის მთავარ სამხედრო–საინჟინრო სასწავლებელში. 1849 წელს მიხეილმა სწავლა დაასრულა საველე ინჟინერ–პრაპორშჩიკის ჩინით, მაგრამ როგორც გამორჩეული კურსდამთავრებული იგი კიდევ ორი წლით დატოვეს სასწავლებელში და 1851 წელს მიანიჭეს სამხედრო ინჟინერ–პორუჩიკის წოდება.

1851–1856 წლებში მიხეილ გარსევანოვი მსახურობდა კიევის ციხე–სიმაგრის საინჟინრო რაზმში. ეს წლები ახალგაზრდა ინჟინრისთვის პრაქტიკული საქმიანობის კარგი სკოლა იყო. 1856 წელს იგი მიიწვიეს ლექტორად საინჟინრო სასწავლებელში. პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებამდე იგი ერთი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ – გერმანიაში, ინგლისში, ბელგიასა და ჰოლანდიაში, სადაც ეცნობოდა ნავსადგურების მშენებლობის საკითხებს.


1857 წელს მ. გარსევანოვი რუსეთში დაბრუნდა. ამ დროიდან მოყოლებული იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს სამხედრო–საინჟინრო სასწავლებელსა და სამხედრო–საინჟინრო აკადემიაში, სადაც მიჰყავდა სამშენებლო ხელოვნების კურსი. მალე ადიუნქტ–პროფესორად აირჩიეს.

1862 წელს მიხეილ გარსევანოვი მთავრობის განკარგულებით დროებით გადაიყვანეს საზღვაო ჰიდროტექნიკურ მშენებლობაზე, სადაც ხელმძღვანელობდა რთული საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და აგებას. თავისი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობით მან საფუძველი ჩაუყარა გამოყენებით საზღვაო ჰიდროტექნიკურ მეცნიერებას, თეორიულად დაამუშავა საზღვაო ნაგებობათა და გარემოს ურთიერთმოქმედების პროცესი.

მიხეილ გარსევანოვი იყო კრონშტადტის, ნიკოლაევის, ქერჩის, ოდესის ნავსადგურების მშენებლობის კონსულტანტი. 1862 წელს მას მიანიჭეს კაპიტნის, 1863 წელს – პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1867 წელს პოლკოვნიკის წოდება.

1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიწვევით ინჟინერ–პოლკოვნიკი მიხეილ გარსევანოვი სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. იგი დანიშნეს კავკასიის სამოქალაქო ნაგებობათა და გზატკეცილების მშენებლობის მთავარ ინჟინრად. საქართველოში მ. გარსევანოვი 1883 წლამდე მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობით კავკასიაში გაიყვანეს გზატკეცილები, რკინიგზის ხაზები, ააგეს საირიგაციო–ჰიდროტექნიკური ნაგებობანი და სხვ.

აღსანიშნავია მიხეილ გარსევანოვის ღვაწლი საიმპერატორო რუსული ტექნიკური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ შორის მისი პირველი პროვინციული განყოფილების, კავკასიის ტექნიკური საზოგადოების საქმიანობაში, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლდათ.

მიხეილ გარსევანოვის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება,  რომელიც ერთ–ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა მთელ კავკასიაში (1850 წლის 27 ივლისი). იგი იყო, აგრეთვე, თბილისის ალპური კლუბის ერთ–ერთი დამაარსებელი (1877).

1883 წლიდან 20 წლის მანძილზე მიხეილ გარსევანოვს პეტერბურგის გზათა მიმოსვლის საინჟინრო ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. ამ პოსტზე იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების განახლებას. მისი ინიციატივით ინსტიტუტის პროფესორ–მასწავლებლები მივლინებით იგზავნებოდნენ საზღვარგარეთ, სადაც ეცნობოდნენ მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტებს; ძირფესვიანად გადახალისდა ინსტიტუტის ლაბორატორიული ბაზა; ინტენსიურად წარიმართა ცემენტის, სამშენებლო ქვისა და სხვა საშენ მასალათა შესწავლა; პრაქტიკულ მუშაობასთან ერთად მიხეილ გარსევანოვი სამეცნიერო საქმიანობასაც განაგრძობდა, რასაც მოწმობს მის მიერ გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომი, რომელთაგან უმეტესობა ნავსადგურების მშენებლობას ეძღვნება.

მიხეილ გარსევანოვის დამსახურებათა შორის აღსანიშნავია მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის პერიოდული ორგანოს დაარსება. 1899 წელს გამოცემული ინსტიტუტის შრომათა კრებული მეცნიერის საინჟინრო, სამეცნიერო–პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50–ე წლისთავს მიეძღვნა.

1876 წელს მიხეილ გარსევანოვს მიენიჭა ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის, 1886 წელს – საიდუმლო მრჩევლის, 1899 წლის 26 მაისს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება.

1901 წელს იგი მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის დირექტორის პოსტიდან გადადგა. ხანგრძლივი  და ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად მას მიანიჭეს ინსტიტუტის საპატიო მზრუნველის წოდება. 1905 წელს კი დაარსდა მისი სახელობის პრემია.

მიხეილ გარსევანოვი გარდაიცვალა 1907 წლის 16 მაისს სანკტ–პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე ხელოვნების მოღვაწეთა ნეკროპლში (ყოფილი ტიხვინის სასაფლაო). მისი ვაჟი, ინჟინერ–მშენებელი ნიკოლოზ გარსევანოვი იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/.../Герсеванов,_Михаил_Никол... 

ჯავრიშვილი.მიხეილ გარსევანოვის დაბადების 150 წლისთავის გამო // მეცნიერება და ტექნიკა. - 1980. - N4. - გვ.66-67

მახვილაძენოდარმიხეილ გარსევანიშვილი (გარსევანოვი) (1830-1907) // მათემატიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში უძვედესი დროიდან 21- საუკუნემდე / ნოდარ მახვილაძე, ჯონდო შარიქაძე, დავით გიორგიძე. - თბილისი, 2014. - გვ. 260-261

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B5%D1%80%D1%81%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%B2,_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B8%D0%BB_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.02.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0