ტვიშის ცოლიკაურმა 1956 წელს ბრიუსელში ოქროს მედალი მოიპოვა: ოქროსმედალოსან ღვინის ბოთლის ეტიკეტზე ლაილაშელი მეღვინე ცოლქმარი იყო გამოსახული.
ვიტალი ალექსანდრეს ძე თვარაძე 16 თებერვალი 1930წ-13 მაისი 1965წ. ირა[ტუსუ} ვასილის ასული კაპანაძე ზესტაფონიდან 1927წ 5. ივლისი- 2003წ 25ივლისი.
რეალობაში ტვიშის მიკროზონაში (ტვიში, ორხვი, ქორენიში) გაზაფხულზე მოხდილი ქვევრიდან ამოღებული ცოლიკაურის ნახევრადტკბილი ღვინო ყველაზე უკეთესია მსოფლიოში.
ოქროს მედალის მიღება მეღვინე ცოლქმარის ვიტალი თვარაძისა და ირა კაპანაძის დამსახურებაა, სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ტვიშის ღვინის ქარხანას იმ პერიოდში, ვიტალი თვარაძე ადრე გარდაიცვალა, ირა კაპანაძემ გააგრძელა მუშაობა ქარხანაში, ირა 80-იან წლებში ჩამოდიოდა ცაგერში რაიონული აქტივის ყველა შეკრებაზე.
მეღვინე ცოლქმარის ვაჟებმა ალეკო თვარაძემ და ვიტალი თვარაძემ (“პაწია”) ბევრი რამ გააკეთა სოფელ ლაილაშისათვის, აღადგინეს ლაილაშის წმინდა გიორგის ეკლესია, მოაწყვეს ქართველთა, ებრაელთა, სომეხთა, ბერძენთა მეგობრობის მემორიალი, მოახდინეს ოქრონიშის წყაროს რესტარვაცია (გადიდდა 12 მეტრამდე), დაარსეს ლაილაშის სოფლის დღესასწაული “ქვაციხობა” (ამ ადგილში ხდებოდა კ/ფ “ მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” კადრების გადაღება).
მათი ქალიშვილი თამილა თვარაძე თბილისის გინეკოლოგიურ-რეპროდუქციულ ცენტრში მუშაობს და ძალიან ბევრ ოჯახს შესძინა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შვილის შეძენით გამოწვეული სიხარული.
მეღვინე ვიტალი თვარაძის ძმა ჟირულა თვარაძე ქუთაისში ცხოვრობდა, სპორტსმენი, პედაგოგი და ვაჟკაცი კაცი, ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში, მასთან ოჯახური მეგობრობა ქონდათ ქუთაისის იმდროინდელ ავტორიტეტებს “დოშტოს”, “ბაჭიას”, “წიაგოს”, “თვალებას”, გაბადაძეს და სხვებს.
მეორე ძმა ვილგემ თვარაძე “პუშკინა” თბილისში ცხოვრობდა და ქუთაისშიც ხშირად ჩამოდიოდა, ყველა მაგარ ხალხთან ძმაკაცობდა, მისგან დარტყმას ყველა ერიდებოდა, რომ დაარტყამდა კაცს ერთი თვე რეამინაციაში ყავდათ მოთავსებული.
ტვიშის ცოლიკაურის წარმოება დღესაც გრძელდება ქარხნებში და გლეხურ მეურნეობებში, ვუსურვოთ ამ სახელგანთქმულ ბრენდს მომდევნო ოქროს მედლები.
ნაილი ნაილი
ნათელი და სანთელი ამ ოჯახიდან უდროოდ წასულებს ჯამრთელობა და ულევი სიხარული ამ ოჯახიდან გამგრძელებლებს ვიტალის(პაწია), თამილას, ირმას და ტოგოს იხარეთ ჩემებო ოჯახებით;
ცოლქმარი ვიტალი და ირა
შვილი ვიტალი[პაწია] ვიტალის ძე თვარაძე დაბ. სოფ. ლაილაში (ცაგერი) 17 მაისი 1965წ.
შვილი ალეკო ვიტალის ძე თვარაძე დაბ. სოფ. ლაილაში (ცაგერი) 1962 წ 18 თებერვალი -2003 წ 22იანვარი
ალეკო(ალექსანდრე) ვიტალის ძე თვარაძე. უნიჭიერესი, უერთგულესი, საოცრად თბილი, კეთილი, უანგარო, პატიოსანი, მორიდებული, ჭეშმარიტად ქართველი ვაჟკაცი იყო. ის უფროსი ძმა იყო და მის სიტყვას ჩემთვის და პაწიასათვის დიდი ძალა ჰქონდა. ალეკო იყო გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული, პროფესიონალი ექიმი.მისი დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა ყოველთვის უშეცდომო და შედეგიანი იყო. ამიტომაც ჰყავდა უამრავი მადლიერი პაციენტი. ის ფართო პროფილის ექიმი იყო. ერთნაირი წარმატებით მკურნალობდა პატარებსაც და დიდებს. იყო ყურადღებიანი, დაუზარელი ადამიანი. ხსირად თავისი სახსრებით მკურნალობდა ხელმოლე პაციენტებს. ყოველთვის მაოცებდა მისი დამოკიდებულება ბავშვებისა და მოხუცებული პაციენტების მიმართ.ისეთი სითბოთი ეპყრობოდა მათ, რომ პატარები გასინგვის დროს არც კი ტიროდნენ. მე ალეკოსგან დიდი პროფესიული გამოცდილება შევიძინე.ის თავისი საქმის ღრმად მცოდნე იყო.ამიტომ არ აშინებდა სიძნელეები და ხშირად საკმაოდ სარისკო ნაბიჯსაც დგამდა. ყველაფერი კი კარგი შედეგებით და პაციენტის გამოჯანმრთელებით მთავრდებოდა. ჩვენს ნათესაობას და ნაცნობ-მეგობრებს ალეკოს დიდი იმედი ჰქონდათ. ალეკო ნათესაბების და მეგობრების უსაზღვროდ მოყვარული იყო. გვარის შეკრებებს უწევდა ორგანიზებას 1997 წელს დააწესეს მაგან და პაწიამ და უკვე 24 ე "თვარაძეობა". ჩავატარეთ. ალეკოს ორგანიზებით აღადგინეს ლაილაშის წმინდა გიორგის ეკლესია, ოქრონიშის აუზი გაადიდეს 5 მეტრიდან 12 მეტრამდე და ა.შ. სათქმელი ჩემს ძმაზე არასოდეს დამელევა.ძალიან მიჭირს , მაგრამ ბედისწერას ვერავინ გაექცევა.
ინფორმაცია მოგვაწოდა შვილმა თამილა ვიტალის ასულმა თვარაძემ (ექიმი)