სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 1867-1923წწ გენერალ მაიორი, დაბ. სოფ.  კარდენახი, სიღნაღი, კახეთი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 1867-1923წწ გენერალ მაიორი, დაბ. სოფ.  კარდენახი, სიღნაღი, კახეთი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 1867-1923წწ გენერალ მაიორი, დაბ. სოფ.  კარდენახი, სიღნაღი, კახეთი

1867-1923 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი აფხაზი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 1867-1923წწ გენერალ მაიორი, დაბ. სოფ. კარდენახი, სიღნაღი, კახეთი

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე   25 სექტემბერი 1867-20 მაისი 1923


მისი წინაპრები აფხაზი თავადები იყვნენ, გვარად ანჩაბაძეები. როგორც ცნობილია, მისი დიდი წინაპარი – იოვანე აფხაზი სამეფო კარის მესტუმრეთუხუცესი ყოფილა

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, სიღნაღის რაიონი.


დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1885 და პეტერბურგის სამხედრო აკადემია1890 წელს.

დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა(1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის(1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. 1890 წლიდან მსახურობდა  ცარისტული რუსეთის არმიაში. I მსოფლიო ომის წლებში(1914–1916) სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას. 1917 წლის თებერვალ-სექტემბერში იგი აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ(რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 


მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1919 წლის თებერვლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კონსტანტინე აფხაზი. სწორედ ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სხდომაზე, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სამართლებრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს ამშვენებს აფხაზის ხელმოწერაც. 1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან და გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში.


ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის დროს აფხაზი იყო ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. 1923 წლის თებერვალში  დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკიის ტერიტორიაზე. ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის(1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის(1918) არტილერიის გენერალ-მაიორი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი(1918), ილია ჭავჭავაძის დის შვილი.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004023/





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0