სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11357

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ზარმაირ არვანოვი მამიკონის ძე (1915-1999) საბჭოთა კონტრ ადმირალი დაბ. თბილისი Арванов Зармайр Мамиконович

1915-1999 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი არვანოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

170       ბეჭდვა

ზარმაირ არვანოვი მამიკონის ძე (1915-1999) საბჭოთა კონტრ ადმირალი დაბ. თბილისი Арванов Зармайр Мамиконович

ზარმაირ მამიკონის-ძე არვანოვი (15.04.1915-01.02.1997) კონტრ-ადმირალი (07.05.1960)  - კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, წყალქვეშა ნავების შენაერთის შტაბის უფროსის მოადგილე, ბალტიის ფლოტის შტაბის თანაშემწე, ფლოტის შენაერთის მეთაური  


დაიბადა ტფილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში. ტფილისის 41-ე შრომითი სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ, გააგრძელა სწავლა საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში, სადაც მიიღო 9 კლასის განათლება და ზეინკალ-ისნრუმენტალისტის სპეციალობა. 1932-1933 წლებში მუშაობდა ტფილისის სტალინის სახ. ორთქლმავალსარემონტო ქარხნის საინსტრუმენტალო ცეხში, სადაც იყო ,,ოსოავიაქიმის,, სამხედრო ორგანიზატორი.


1933 წელს, კომკავშირის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის საგზურით, გაიგზავნა ფრუნზეს სახ. ლენინგრადის უმაღლეს სამხედროსაზღვაო სასწავლებელში. 1938 წელს დაამთავრა სასწავლებელი 1-ი თანრიგით და დაინიშნა კრონშტადტში, წყალქვეშა ნავების ბრიგადის ჯგუფის მეთაურად ნავ ,, C-1,,- ზე. 1942 წლის 19 ივლისს, კაპიტან-ლეიტენანტი არვანოვი დაინიშნა სახელგანთქმულ ნავ -,,K -21,,-ზე, ნავის უფროსის თანაშემწედ. პირველსავე საბრძოლო ლაშქრობაში ნავმა გაანადგურა მოწინააღმდეგის 3 სადარაჯო გემი. მის ანგარიშზე იყო 7 საბრძოლო ლაშქრობა, წითელდროშოვან წყალქვეშა ნავ – ,,K -21,,-ზე, ჯერ როგორც ნავის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე, ხოლო 1943 წლიდან როგორც მეთაურისა. 1945 წელს მე-III რანგის კაპიტანი არვანოვი დაინიშნა სპეცრაზმში, რომელსაც უნდა მიეღო დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებისგან გერმანული ფლოტის წყალქვეშა გემები, რომლებიც ჩაბარდნენ ინგლისს.


1951 წელს დაინიშნა შენაერთის შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსის თანაშემწედ. 1953 წელს I-ი რანგის კაპიტანი არვანოვი სათავეში ჩაუდგა ფლოტის მსხვილ სასწავლო შენაერთს, რომელიც ამზადებდა კადრებს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის. 1960 წელს კონტრ-ადმირალი არვანოვი დაინიშნა ძერჟინსკის სახ. ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის უფროსის 1-ლ მოადგილედ. 1963 წელს ჯანმრთელობის გამო კონტრ-ადმირალი არვანოვი გავაიდა თადარიგში. 1963-1992 წლებში მუშაობდა გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს, საპრპექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს საინჟინრო სამსხურის უფროსად. 1992 წლიდან ჯანმრთელობის გამო მუშაობდა იქვე, საზოგადოებრივ საწყისებზე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ,,წითელი დროშის,, (1943,1944), ორი ,,წითელი ვარსკვლავის,, ,,ნახიმოვის,, მე-II ხარ.(1944), ,,სამამულო ომის,, I-ი ხარ.(1985) ორდენებით. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ბოგოსლოვსკის სასაფლაოზე.

Родился 15 апреля 1915 в Тифлисе в семье карабахца.

В 1933 поступает в Ленинградское высшее военно-морское училище. В 1938 оканчивает его по первому разряду минно-торпедной специальности, ему присваивается воинское звание лейте­нанта. Арванов на­правляется в бригаду подводных лодок ко­мандиром группы на лодке «С-1».

19 июля 1942 капитан-лейтенант Арванов назна­чается старшим помощником командира прославленной лодки «К-21». В первом же боевом походе лодка уничтожила три сто­рожевых корабля противника.

На его счету 7 боевых походов на Краснознаменной ПЛ К-21 сначала в должности старпома, а затем и командира.

В мае 1960 Арванову было присвоено звание контр-адмирала. Будучи заместителем начальника Высшего военно-морского инженерного училища им. Ф.Э. Дзержинского, контр-адмирал Арванов воспитал целое поколение военных моряков.

В 1963 по со­стоянию здоровья контр-адмирал Арванов был уволен в запас.

http://ru.hayazg.info/%D0%90%D1%80%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%B2_%D0%97%D0%B0%D1%80%D0%BC%D0%B0%D0%B9%D1%80_%D0%9C%D0%B0%D0%BC%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0