Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ბლუაშვილი თედორე მოსეს ძე(1900-1937) საბჭოთა კორპუსის კომისარი სოფ.ზარანი ხარაგაული იმერეთი

727      

ბლუაშვილი თედორე მოსეს ძე(1900-1937) საბჭოთა კორპუსის კომისარი სოფ.ზარანი ხარაგაული იმერეთი

ბლუაშვილი თედორე მოსეს ძე(17 ივლისი, 1900-1937) დაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, შორაპნის მაზრა.

ადრეული ასაკიდნა მუშად მუშაობდა; 1919-1920წწ. ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას საქართველოში; 1920 წელს დააპატიმრეს კომუნისტური აგიტაციისათვის, იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, 1921-1922წწ.  მუშაობდა ხარაგაულის რაიონის საქართველოს კომპარტიის რაიკომის მდივნად; 1922 წელს - შორაპნის მაზრის პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორი; 1922-1923წწ. - ჭიათურის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანი, საქართველოს ცკ კომპარტიის ინსტრუქტორი; პარალელურად 1923 წელს საქართველოს კპ-ის მობილიზაციით გაიგზავნა წითელ არმიაში პოლიტმუშაკად; იყო ასეულის პოლიტხელი, ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1929 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული კურსები უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის და დაინიშნა პირველი ქართული სამთო-მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისრად; 1932 წლიდან ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1933 წლიდან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1936 წლიდან კი ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსი. 1937 წელს დააპატიმრეს. ბრალდებად წაუყენეს კონტრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; 1938 წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. 

წყარო: სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის კერძო არქივი: photo-war.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1919-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები