ზარელუა ვლადიმერ ექვთიმეს ძე (1 სექტემბერი 1903-1979) დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.
1925–1927 წლებში მუშაობდა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაზე. 1927–1929 წლებში ფოთში იყო სხვადასხვა კომკავშირულ, პროფკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იყო მოქმედ არმიაში 46-ე, მე-18, მე-3 გვარდიების განსაკუთრებული განყოფილების უფროსი (1942–1945). ასრულებდა სპეციალურ დავალებებს. იბრძოდა ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის I და IV, იმიერბაიკალეთის ფრონტებზე. 1945–1948 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და მანჯურიაში. 1954–1972 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1944).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.312
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოება , პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1973-1979)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი
- საქართველოს სახელმწფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი