სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
მეგრელი ალი ბეი ალ ქაბირი (დიდი) 1750-იანი  წლები ეგვიპტის მმართველი სამეგრელო
ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

მეგრელი ალი ბეი ალ ქაბირი (დიდი) 1750-იანი წლები ეგვიპტის მმართველი სამეგრელო

ალი ბეი ალ-ქაბირი (1768-1772 წწ.) ეგვიპტის მმართველი. მეგრული წარმოშობის მამლუქი. მან დაამარცხა ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე. შემოიერთა ჰიჯაზი. დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა. გაატარა დიდი რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროში. გაანადგურე ეგვიპტეში მდგარი ოსმალური საჯარისო ნაწილები და შეწყვიტა ოსმალეთისთვის ხარკის გადახდა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. 1771 წელს ალი ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო - სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ და ჩერქეზ მრავალ ათას მამლუქთან ერთად. ეგვიპტელებმა სათაყვანებელ სულთანს "ორი ზღვის ყაენი" უწოდეს. შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული მეგრელი ბიჭი აფრიკისა და აზიის გზაგასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა. ასეთი პატივი ეგვიპტეში არც მანამდე არც მას შემდეგ არავის რგებია. ალი ბეი ეგვიპტეს 1757 წლიდან 1773 წლამდე მართავდა და ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს. ისტორიული წყაროების თანახმად, ალი ბეი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული მეგრელი იყო. 1728 წელს სამურზაყანოში (გალის რაიონი) მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა და იოსები დაარქვეს. 13 წლის იყო როდესაც მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. იგი ქართული წარმოშობის მამლუქმა - იბრაჰიმ ქათხოდამ იყიდა, გაამუსლიმა, ახალი სახელი დაარქვა და თავად აღზარდა. ქათხოდას გარდაცვალების შემდეგ კი დაიკავა მისი ადგილი. ალი ბეი ალ ქაბირთან დაახლოებულ კავკასიელ მამლუქთა შორის მისივე აღზრდილი ქართველი - მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი, რომელიც ალი ბეის სიძეც იყო. სწორედ მუჰამედი დაუპირისპირეს ალი ბეის წარმატებით შეშფოთებულმა ოსმალებმა ეგვიპტის მეგრელ მმართველს. 1773 წელს, როდესაც ალი ბეი სირიაში იმყოფებოდა, ეგვიპტეში დარჩენილმა მუჰამედმა, საკუთარი აღმზრდელის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. აჯანყების ჩასახშობად სირიიდან ეგვიპტისკენ გაემართა ალი ბეი, მაგრამ ქაირომდე მისვლა ვერ მოასწრო. აჯანყებულმა ბეგებმა მისი ჯარი დაამარცხეს. ამ ბრძოლაში დაიჭრა ალი ბეი და 1773 წელს, 8 მაისს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეგვიპტის მმართველი მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი გახდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0