ლეჟავა ვლადიმერ ნესტორის ძე (15 ნოემბერი 1901-1968) კონტრ-ადმირალი (1951); დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.
დაამთავრა ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახელობის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1927 წელს.
1927-1932წწ. მსახურობდა კასპიის სამხედრო ფლოტილიაში. 1932 წელს სწავლობდა ლენინგრადის საზღვაო ფლოტის მეთაურთა კურსებზე. 1933-1937წწ. კასპიის სამხედრო ფლოტილიის დივიზიონის მეთაური, 1937 წელს გადაიყვანეს ბალტიის ზღვის სამხედრო ფლოტში; 1939 წლიდან საესკადრო ნაღმოსანთა ბატალიონის მეთაური, სამოსწავლო რაზმის უფროსი; 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში თეთრფინელების წინააღმდეგ. 1941 წელს იგი იყო სამხედრო-საზღვაო ბაზის უფროსი, 1942 წელს ლენინგრადის სამხედრო-საზღვაობაზის უფროსის მოადგილე. საბჭოთა კონტრ-ადმირალი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ წევრი (1928-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
- ლენინის ორდენი
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008231/