გარი მერკვილაძე ალექსანდრეს ძე 1923-71წწ გენერალ მაიორი გმირი დაბ. ბათუმი
მერკვილაძე გარი ალექსანდრეს ძე (16 თებერვალი 1923-71) ავიაციის გენერალ-მაიორი (1966); დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
მერკვილაძე გარი ალექსანდრეს-ძე (17.02.1923 -02.04.1971) ავიაციის გენერალ-მაიორი (28.06.1966) საბჭოთა კავშირის გმირი (26.06.1945)
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის აეროკლუბში (1940). 1942 წელს დაამთავრა არმავირის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.
იბრძოდა ვორონეჟის, სტეპის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მოახდინა 412 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობდა 107 საჰაერო ბრძოლაში, რომლის დროსაც ჩამოაგდო მტრის 15 თვითმფრინავი. 97-ჯერ მიიტანა იერიში მტრის პოზიციებზე. 1945 წელს საბჭოთა მფრინავთაგან პირველმა ჩამოაგდო ფაშისტთა რეაქტიული თვითმფრინავი. 1952 წელს დაამთავრა წითელდროშოვანი სამხედრო-საჰაერო აკადემია; 1961 წელს გენერალური შტაბის აკადემია; 1970 წლიდან თადარიგში იყო. ავიაციის გენერალ-მაიორი (1966), მფრინავი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.589
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
სკკპ, წევრი (1943-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)
სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
ლენინის ორდენი
ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი
დაიბადა ქ.ბათომში.
დაამთავრა სშუალო სკოლის 9 კლასი.
1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, იმავე წელს დაამთავრა თბილისის
პილოტთა სამხედრო საავიაციო სკოლა, ხოლო 1942 წელს დაამთავრა არმავირის
პოლოტთა სამხედრო სავიაციო სკოლა.
აქტიურად მონაწილეობდა 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში.
მსახურობდა 270-ე გამანდგურებელ საავიაციო პოლკში. იბრძოდა ვორონე-
ჟის, სტეპნოის, მე-2 და 1-ლ უკრაინის ფრონტებზე.
1945 წლისათვის მან მოახდინა 386 საბრძოლო გაფრენა გამანადგურებლებზე
Як-1, Як-7 და Як-9. 87 საჰაერო ბრძოლაში პირადად ჩამოაგდო მოწინაარმდეგის
13 თვითმფრინავი.
1952 წელს დაამთავრა სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია, 1961 წელს კი
გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. დაფრინავდა რეაქტიულ თვითმფრინავებზე.
1970 წელს გავიდა თადარიგში.
ცხოვრობდა და გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
დაჯილდოებულია ,,ლენინის,, (1945), სამი ,,წითელი დროშის,, ,,ალექსანდრე
ნეველის,, სამი ,, წითელი ვარსკვლავის,, და ,,სამამულო ომის,, I ხარისხის ორდეებით.