ჟიჟილაშვილი შალვა ნიკოლოზის ძე (20 თებერვალი 1913-93),
საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1954) საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1962);
დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმი მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით 1933 წელს.
1934 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი; 1939 წელს დაამთვრა მეთაურთა კვალიფიკაციის ხუთთვიანი კურსები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1942 წლიდან; ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის ხიდების უფროსი ინჟინრის მოვალეობას; 1942 წელს მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად.
ომის დასასრულს პოლკოვნიკი ჟიჟილაშვილი იყო სარკინიგზო ბრიგადის მეთაური; შემდეგ სარკინიგზო ჯარებში გააგრძელა სამსახური; 1950 წელს დაამთავრა სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია; იყო მე-4 და მე-7 სარკინიგზო კორპუსების მეთაურის მოადგილე; პირველი სარკინიგზო კორპუსის მეთაური; 1964-1973წწ. სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი; 1973 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით გადაყვანილ იქნა ტექნიკური სამსახურის თადარიგში. დაჯილდოებულია ორდენებითა და 16 მედლით; ცხოვრობდა მოსკოვში; მისი სახელი მიკუთნებული აქვს ქუჩებს ციმბირსა და უკრაინაში.
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ru.wikipedia.org; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483-484
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1943 - სოციალისტური შრომის გმირი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- ლენინის ორდენი
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი