რაზმაძე ილია ომაინის ძე (10 მაისი 1899-20 ივნისი 1953), გენერალ-მაიორი (1945);დაბადების ადგილი: ზედა შავრა, ამბროლაურის რაიონი.
1919 წლის სექტემბერში გაიწვიეს ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში რიგით ჯარისკაცად. წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში არ მონაწილოებდა. 1921 წელს გაწვეული იყო წითელ არმიაში და სასწავლებლად გააგზავნეს გაერთიანებულ ქართულ სამხედრო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1922 წლის დეკემბერში მიავლინეს I ქართულ მსროლელ პოლკში (პირველი ქართული მსროლელი დივიზია, კავკასიის ცალკეული არმია), სადაც იგი მსახურობდა მეზარბაზნეთა ოცეულისა და ასეულის მეთაურად;
1923 წლის ნოემბრიდან გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ასეულის მეთაური და მეზარბაზნეთა ოცულის მეთაურის თანამდებობის შემსრულებელი; 1922-1924წწ. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ანტისაბჭოთა აჯანყებების წინააღმდეგ; 1924 წელს ექსტერნად დაამთავრა სამხედრო სკოლის კურსი; 1927 წელს დაინიშნა საზარბაზნე საქმის ინსტრუქტორის თანამდებობაზე I ქართულ მსროლელ პოლკში; 1930 წელს დაინიშნა ბაქოს ქვეითთა სასწავლებლის ასეულის მეთაურად; 1931 წელს დაბრუნდა I ქართულ მსროლელ პოლკში; 1940 წლიდან იყო თბილისის სამხედრო კომენდანტი; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; ომის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე; 1946 წელს დაინიშნა სამხედრო კათედრის უფროსად საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1949 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი. 1952 წელს გადადგა სამსახურიდან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1944).
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ru.wikipedia.org
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი
- ლენინის ორდენი