სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი  1867-1941წწ  გენერალ-მაიორი,  დაბ. ყვარელი

1867-1941 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბენაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი 1867-1941წწ გენერალ-მაიორი, დაბ. ყვარელი

ბენაშვილი (ბენაევი) ანდრია მიხეილის ძე (4 აპრილი 1867-28 ივნისი 1941),


გენერალ-მაიორი (1917), 1917_18 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი და 105-ე ქვეითი დივიზიის უფროსი, 1918-21 სამხედრო სკოლის უფროსი;  ბენაშვილი ანდრია მიხეილის ძე - (23.III.1868 -28.VI.1941) - გენერალი. ცნობილი ქართველი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.




სამხედრო სამსახური დაიწყო 1885. 1887 დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1887). პორუჩიკი (1890). 1899 დაამთავრა გენერალური შტაბის გეოდეზიური განყოფილება 1-ლი თანრიგით და დაიცვა დისერტაცია. შტაბსკაპიტანი (1899). კაპიტანი (1901). პოდპოლკოვნიკი (1904). პოლკოვნიკი (1908). 1904-1916 წლებში იყო რუსეთის დასავლეთ სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი. I მსოფლიო ომის დასაწყისში კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში ირიცხება. 1916 წლის ივლისიდან 404-ე პოლკის მეთაურია. გენერალ--მაიორი (1917). 1917 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. გენერალ-ლეიტენანტი (1917). ამავე დროს მოღვაწეობდა სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის , წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომის დროს მეთაურობდა ქვეითთა მე-5 პოლკს. შემდგომში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი. კითხულობდა ლექციებს ქართულ სამხედრო სკოლაში. სხვადასხვა დროს იყო: თბილისის უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, თბილისის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრების გამგე, გეოდეზიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 

მისი ყვარელში დაბადების წყარო http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003210/

სტატია 150 წელი ანდრია ბენაშვილის დაბადებიდან

Бенаев (Бенашвили) Андрей Михайлович  (23.03.1867 – 28.06.1941)
            генерал-майор с 02.04.1917

http://regiment.ru/bio/B/487.htm





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0