მაღალყოვლადუსამღვდელოესი – შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი
დაიბადა: 1969 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: ყველიერის ხუთშაბათი – ღირსი შიო მღვიმელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 05. 01 1993
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1995
მღვდლად კურთხევა: 06. 05. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 07. 09. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 20. 09. 2009
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 08. 2010
მისამართი: ქ. სენაკი, ზემო თეკლათის დედათა მონასტერი.
ტელ.: (+995 413) 25 00 04
მობ.: (+995 599) 15 15 89
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, ქ. ჩხოროწყუ, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები)
კათედრა სენაკში, რეზიდენცია თეკლათში.
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8ოქტომბერი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
20 სექტემბერს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. აქვე დააჯილდოვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებაც: ოქროს ჯვრითა და დეკანო- ზის წოდებით — სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ესაკია, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე თოლორდავა, ძველი სენაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე კუპრეიშვილი და ნოქალაქევის წმინდა ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პავლე ესებუა.